გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210117002216228 (2/2308-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქ. ზ--------ი
შესავალი ნაწილი
ზ--------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - შპს ,,მი----------------------------–-----------------ისი +’’
წარმომადგენელი - ცო-----–---ვა
მოპასუხეები: ბ-----------------ა, ბა------------–--ლია, ა--------------უა, ხა----------ფია
მოპასუხე ბ-----------------ას წარმომადგენლები: სუ-–-------უა, მა-------------ბია
მოპასუხეების ბა------------–--ლია, ა--------------უა, ხა----------ფია წარმომადგენელი - არ---–---------აია
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ბ-----------------ას, ბა------------–--ლიას და ა--------------უასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2----–-–------------------ს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 890,14 ლარის სოლიდარულად დაკისრება;
1.2.მოპასუხე ბ-----------------ას, ბა------------–--ლიას და ა--------------უასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 20---–-–------------------ს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 248,56 ლარის სოლიდარულად დაკისრება;
1.3.მოპასუხე ბ-----------------ასა და ხა----------ფიას შორის 2--- წლის 02 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში, ქ. ზ--------ში, ა-- წე------–-ს ქუჩა №-----–ი მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 4-.31.4-.1--) კვლავ ბ-----------------ას საკუთრებად აღრიცხვა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე ბ-----------------ასთან მოსარჩელემ გააფორმა ორი სესხის ხელშეკრულება, რაც უზრუნველყოფილი იქნა ბა------------–--ლიას და ა--------------უასათან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით.
სოლიდარული მოვალეების მხრიდან ვალდებულება სესხის დაბრუნების თაობაზე შესრულებული არ არის, რის გამოც მათ მოსარჩელის წინაშე გააჩნიათ დავალიანება.
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბ-----------------ამ ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, მოჩვენებითად მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №4-.31.4-.1--, ფიქტიური ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა მისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ხა----------ფიას, რის გამოც თანხის დაკისრების მოთხოვნასთან ერთად მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც (იხ. სარჩელი, 27.04.2----–-–-------------ლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ბ-----------------ამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მან სადავოდ გახადა მხოლოდ 20---–-–------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 160,35 ლარისა და ჯარიმის - 315,97 ლარის დაანგარიშება.
2.2.ბა------------–--ლიამ, ა--------------უამ და ხა----------ფიამ სარჩელი არ ცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოება
3.1.1.2--- წ-–----------------რს შპს ,,მიკრ-------------------------–------------------------------------ისი +’’-სა და მოპასუხეებს ბ-----------------ას, ბა------------–--ლიას და ა--------------უას შორის გაფორმდა კრედიტის და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს - ბ-----------------ას გადაეცა სესხი 7000 ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, 2--- წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 69,24 %.
მითითებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ბა------------–--ლიასა და ა--------------უას თავდებობით, კერძოდ, ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მიხედვით, თავდები კისრულობს ვალდებულებას კლიენტთან (მსესხებელთან) ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდები იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისოს წინაშე, რასაც იღებს კლიენტი (მსესხებელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 49);
-კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.04.2----–-–-------------ლოს სხდომის ოქმი).
3.1.2.2--- წლის 18 ოქტომბერს შპს ,,მიკრ-------------------------–------------------------------------ისი +’’-სა და მოპასუხეებს ბ-----------------ას, ბა------------–--ლიას და ა--------------უას შორის გაფორმდა კრედიტის და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს (კლიენტს) - ბ-----------------ას გადაეცა სესხი 18000 ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, 2--- წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 69,24 %. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდევინების საკითხზეც.
მითითებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ბა------------–--ლიასა და ა--------------უას თავდებობით, კერძოდ, ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მიხედვით, თავდები კისრულობს ვალდებულებას კლიენტთან (მსესხებელთან) ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდები იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისოს წინაშე, რასაც იღებს კლიენტი (მსესხებელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 49);
-კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.04.2----–-–-------------ლოს სხდომის ოქმი).
3.1.3.ქ. ზ--------ში, ა-- წე------–-ს ქუჩა №-----–ი მდებარე უძრავი ქონება - 1393 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით 2----------–ლიდან რეგისტრირებული იყო მოპასუხე ბ-----------------ას საკუთრებად.
ბ-----------------ა ოჯახის წევრთან (მეუღლესთან) - ხა----------ფიასთან ერთად დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.04.2----–-–-------------ლოს სხდომის ოქმი).
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მსესხებელმა ბ-----------------ამ 2--- წლის 29 ოქტომბრიდან დაარღვია და შემდგომ საერთო შეწყვიტა 15.10.2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის ვალდებულება, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 09.11.2--- წლის მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 3889,42 ლარს, ხოლო პროცენტია 0,72 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23);
-09.11.2--- წლის ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან და ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27-28);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.04.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.2.მსესხებელმა ბ-----------------ამ 2--- წლის 30 ოქტომბრიდან დაარღვია და შემდგომ საერთო შეწყვიტა 18.10.2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის ვალდებულება, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 09.11.2--- წლის მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 11772,24 ლარს, პროცენტის სახით - 160,35 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოა - 315,97 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29);
-09.11.2--- წლის ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან და ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 33-34);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.04.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.3.მოპასუხე ბ-----------------ასა და მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრს (მეუღლეს) - ხა----------ფიას შორის, შპს ,,მი----------------------------–-----------------ისი +’’-თან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისათვის თავიდან არიდების მიზნით, 2--- წლის 02 ნოემბერს გაფორმდა მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ბ-----------------ამ კუთვნილი, ქ. ზ--------ში, ა-- წე------–-ს ქუჩა №-----–ი მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხა----------ფიას საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23);
-კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29);
-02.11.2--- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 53);
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35-37);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.04.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მი----------------------------–-----------------ისი +’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებაზე.
5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ბ-----------------ას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის, ასევე პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი - ბ-----------------ა, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი, ასევე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–----------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდევინება, ამდენად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხები არ აღემატება გონივრულ ოდენობას. ამასთან, რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბ-----------------ას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალეების (მოპასუხეების) ბა------------–--ლიასა და ა--------------უას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბ-----------------ამ სადავო გახადა მხოლოდ პროცენტის - 160,35 ლარისა და პირგასამტეხლოს - 315,97 ლარის დაანგარიშება. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის დარჩენილ ნაწილში ცნობის გამო დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.
6.3.სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელით აღძრული დავის სწორად გადაწყვეტისათვის აგრეთვე, აუცილებელია დადგინდეს რამდენად შეესაბამება ნამდვილობის პირობებს გასაჩივრებული ხელშეკრულება. ამ კუთხით, მხედველობაშია მისაღები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ ანუ გარიგებით სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი აღწევენ სამართლებრივ შედეგს. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლზე, რომლითაც ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება ანუ ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
განსახილველი ნორმის პირველი ნაწილში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამასთან, იმისათვის, რომ გარიგება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად უნდა არსებობდეს მხარეთა შორის შეთანხმება მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ, რასაც ბუნებრივია წინ უძღვის მხარეთა ნაცნობობა, ახლო ურთიერთობა, რაც გარიგების ბათილად ცნობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან ოჯახის წევრები (მეუღლეები) და სადავო პერიოდში - 2--- წლის 02 ნოემბერს ცხოვრობდნენ ერთად. ბუნებრივია მათ შორის ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე შესაძლებელია თავისუფლად დაიდოს ხელშეკრულება, თუმცა დაინტერესებული პირის მხრიდან სადავოობის შემთხვევაში წარმოიშობა ხელშეკრულების გაფორმების მოტივის შესწავლის აუცილებლობა.
6.4.სასამართლოს ვერ ექნება მოსარჩელისაგან განსხვავებული აზრი სადავო ჩუქების ხელშეკრულების მიმართ მოჩვენებითობის ფაქტის არსებობის თაობაზე გამომდინარე იქედან, რომ ამაზე უტყუარად მეტყველებს საქმის ზეპირი განხილვის შედეგად დადგენილი გარემოებები, რის შესახებაც მიუთითებს შემდეგს:
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტებს შორის ურთიერთობას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ უფლებებთან და მოვალეობებთან, არეგულირებს ვალდებულებითი სამართლით.
ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ვალდებულებითი სამართლის ძალით მოვალე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს განსაზღვრული მოქმედებისგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალისგან ვალდებულების შესრულება.
თუ მოვალე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მისი შესრულება მას შესაძლებელია დაეკისროს ??????????? მეშვეობით. ამ კუთხით, ყურადღების ღირსია საქართველოს კონსტიტუციის პირველი პუნქტი, რომლითაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული ნორმა შეიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც ასევე გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად მიჩნეული საერთაშორისო აქტის - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1999 წლის 12 მაისს) მე-6 მუხლით, რომლითაც სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული მუხლი მიუთითებს კონკრეტულად სამართლიან სასამართლო განხილვაზე, ეს უკანასკნელი გამოიყენება არა მარტო თვით განხილვასთან მიმართებით, არამედ იმ ეტაპების მიმართაც, რომლებიც წინ უსწრებენ და თან სდევენ სასამართლო განხილვას. ასეთად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც დაინტერესებული პირის უფლებაა და რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოიცავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (იხ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ, 181).
შიდასაკანონმდებლო დონეზე აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.
აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის 251-ე მუხლით, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება და დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.
ამრიგად, კრედიტორის მოთხოვნით აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულების მექანიზმის ამოქმედება გულისხმობს მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე კრედიტორსა და მოვალეს შორის დავის არსებობის დაშვების შესაძლებლობას, რამეთუ მიკუთვნებითი მოთხოვნის აღსრულების საშუალება შეიძლება იყოს სწორედ მოვალის კუთვნილი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ბ-----------------ა არ უარყოფს, რომ მას გააჩნია დავალიანება მოსარჩელის წინაშე. სასამართლოს მოსაზრებით ბ-----------------ამ იცოდა რა, რომ დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მის საკუთრებაში არსებული და №4-.31.4-.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, ოჯახის წევრთან - ხა----------ფიასთან მოჩვენებითი გარიგების დადებით შეეცადა აღნიშნული მოვლენის თავიდან აცილებას. ამ მსჯელობას ამყარებს ის ფაქტი, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა სესხის ხელშეკრულების მოქმედებისა და დარღვევის პერიოდში და რომ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან უძრავი ქონებით კვლავ სარგებლობს მოპასუხე ბ-----------------ა.
მსგავს დავაზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,2013 წლის 5 ნოემბერს მოპასუხის მიერ საკუთარ დედასთან - მეორე მოპასუხესთან უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების დადება იმ პირობებში, როდესაც სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განხორციელებულია 2013 წლის 9 ოქტომბერს, რომლის შემდგომ მოპასუხემ შეწყვიტა სესხის პერიოდული დაფარვა (იხ. ტომი I, ს.ფ. 139), მიუთითებს სწორედ ჩუქების ხელშეკრულების ორივე მხარის განზრახვაზე, რომ უძრავი ქონების გასხვისების გზით მოპასუხეს თავი აერიდებინა ფულადი ვალდებულებების შესრულებისთვის.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ნივთის ჩუქება შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, მაგრამ ზუსტად მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და ამ ხელშეკრულების დადების რა აუცილებლობა არსებობდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების მონაკვეთში (ი-----------------------------------–-–--------–-----
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის №ას-1347-1--2-2012 გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრა. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია’’ (იხ--------–---------------–---------–-–-----------------------------------------
6.5.ზ--------ის რაიონული სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის მიხედვით, უძრავი ნივთის შეძენისას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს (შემძენებს) არ მოეთხოვოთ უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მხოლოდ ისეთი ფაქტების ცოდნა, რაც აღემატება მათ შესაძლებლობებს.
ზ--------ის რაიონულ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება. ოჯახის წევრებს (მეუღლეებს) შორის უძრავი ქონების უსასყიდლო განკარგვა სადავო, ხელშეკრულების დარღვევის პერიოდში, უფრო მეტიც, დაჩქარებული წესით - 2--- წლის 02 ნოემბერს, მოვალის მხრიდან პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების დასტურია. ეს გარემოებები კი მიუთითებს მასზედ, რომ ხა----------ფიასათვის, როგორც ოჯახის წევრისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოპასუხე ბ-----------------ას მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების (დავალიანების) და ჩუქების ხელშეკრულების იმ განზრახვით დადების თაობაზე, რომ მოვალეს (ბ-----------------ას) არ შეესრულებინა კრედიტორის (მოსარჩელის) წინაშე ნაკისრი ვალდებულება. საწინააღმდეგო გარემოებები, რაც უარყოფდა ამ პრეზუმფციას, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ.
მაშასადამე, მოცემული ვითარებით ნათელი ხდება, რომ სადავოდ გამხდარი გარიგება ბათილია გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო, რაც თავის მხრივ მოპასუხე ხა----------ფიას, როგორც უძრავი ნივთის შემძენს, ხდის არაკეთილსინდისიერს. ეს გარემოება კი მანიშნებელია იმისა, რომ ხა----------ფია სასამართლოს მიერ სადავო ქონების ნამდვილ მესაკუთრედ ვერ მიიჩნევა. ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის 2--- წლის 02 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (რაც გულისხმობს ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მოპასუხე ხა----------ფიას სახელზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმებას) და უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა ქ. ზ--------ში მდებარე უძრავი ქონების კვლავ მოპასუხე ბ-----------------ას სახელზე რეგისტრაციის განხორციელების სახით.
6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და ბ-----------------ას მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის პირობებში, მოპასუხეებს ბა------------–--ლიას და ა--------------უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 485 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 14,28 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად ეკისრებათ მოპასუხეებს ბ-----------------ას, ბა------------–--ლიას და ა--------------უას.
რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, ამ მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეებს ბ-----------------ას და ხა----------ფიას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 170 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 24--244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.შპს ,,მი----------------------------–-----------------ისი +’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.მოპასუხეებს ბ-----------------ას, ბა------------–--ლიას და ა--------------უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–------------------ს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 890,14 ლარის გადახდა;
1.2.მოპასუხეებს ბ-----------------ას, ბა------------–--ლიას და ა--------------უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–------------------ს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 248,56 ლარის გადახდა;
1.3.ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ბ-----------------ასა და ხა----------ფიას შორის 2--- წლის 02 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში, ქ. ზ--------ში, ა-- წე------–-ს ქუჩა №-----–ი მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ 4-.31.4-.1--) აღირიცხოს ბ-----------------ას საკუთრებად;
2.მოპასუხეებს ბა------------–--ლიას და ა--------------უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 485 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 14,28 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს ბ-----------------ას, ბა------------–--ლიას და ა--------------უას;
3.მოპასუხეებს ბ-----------------ას და ხა----------ფიას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 170 ლარის ანაზღაურება;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ--------ის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზ--------ი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა