გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210117002055345
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.05.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----- ბანკი“
მოსარჩელის წარმომადგენელი - ი----------–---–-
მოპასუხე - დ--–- პეტ----–--ლი
დავის საგანი - დავალიანების თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თავდებს- დ--–- პეტ----–--ლს №3720270-8020--- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს.ს. ”თ----- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 5850 ლარის გადახდა
მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა კ---- პაპ-–---–ს და დ--–- პეტ----–--ლს №3720270-8020--- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს.ს. ”თ----- ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანებული თანხის 11167,49 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4500,00 ლარი, პროცენტი 2226,09 ლარი, პირგასამტეხლო 4441,40 ლარი. მოსარჩელემ სარჩელით ასევე მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
23.05.2018 წლის სხდომაზე მოსარჩელე ს.ს. ”თ----- ბანკის” წარმომადგენელმა კ---- პაპ-–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უკან გაიხმო, ასევე უარი თქვა მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების და პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვა დ--–- პაპ-–---–ს, როგორც თავდებს , დაეკისროს ვალდებულების შესრულება და ძირი თანხის -4500 ლარის და პროცენტის- 1350 ლარის გადახდა, რაც არ აღემატება თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობას- 5850 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე დ--–- პეტ----–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მხოლოდ ძირი თანხის 4500 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
სასამართლო სხდომაზე დ--–- პეტ----–--ლს სადავოდ არ გაუხდია დავალიანების არსებობა და მისი, როგორც თავდების პასუხისმგებლობა, მაგრამ სარჩელს არ დაეთანხმა, იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს ძირითადი მოვალე კ---- პაპ-–---–ი გარდაიცვალა. 28.11.2017 წელს წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, რადგან გარდაცვლილი კ---- პაპ-–---–ის მამა მას, როგორც სოლიდარულ მოვალეს, დავალიანების გადახდაში დახმარებას დაპირდა, მაგრამ შესაგებლის სასამართლოში წარმოდგენის შემდეგ კ---- პაპ-–---–ის მამაც გარდაიცვალა, ხოლო თვითონ მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს დავალიანების თანხის გადახდას .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 17 ივლისს ს.ს. ”თ----- ბანკს” და მოპასუხეებს მსესხებელს- კ---- პაპ-–---–ს და თავდებს- დ--–- პეტ----–--ლს შორის დაიდო №3720270-8020--- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 4500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 38,7%. კრედიტის ვადა- 12 თვე, კრედიტის დაფარვის ვადა- 2016 წლის 17 ივნისი. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და 10 დღეზე მეტი ვადის გადაცილების შემთხვევაში დავალიანების თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. 2015 წლის 17 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული №3720270-8020--- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, დ--–- პეტ----–--ლმა მსესხებელთან ერთად მთელი მოცულობით სოლიდარულად ივალდებულა ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულება, თავდებობის ზღვრული თანხის 5850 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
-№3720270-8020--- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22)
3.1.3. მოპასუხეების კ---- პაპ-–---–ის და დ--–- პეტ----–--ლის მიერ №3720270-8020--- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება დარღვეულია , მოპასუხეებს შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებიათ.
წარმოდგენილი გადახდების ისტორიით დგინდება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეებს გაადახდილი აქვთ მხოლოდ 125,72 ლარი, რითაც დაიფარა პროცენტი 1.22 ლარი, საკომისიო- 124.50 ლარი; ხოლო 2017 წლის 03 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 11 167, 49 ლარს, საიდანაც ძირის თანხაა - 4500,00 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2226,09 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 4441,40 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
-გადახდების ისტორია და ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 23, 37)
3.1.4. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ დავალიანების თაობაზე გამაფრთხილებელი წერილები როგორც ელ.ფოსტის საშუალებით, ასევე კურიერის მეშვეობით, რომლის მოთხოვნებიც არ იქნა შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
-განაცხადი ელ.ფოსტის გახსნასა და მომსახურებაზე, გამაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (ს.ფ 24-36)
3.1.5. 2017 წლის 20 ნოემბერს მსესხებელი-კ---- პაპ-–---–ი გარდაიცვალა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
-გარდაცვალების მოწმობა
3.1.6. 23.05.2018 წლის სხდომაზე მოსარჩელე ს.ს. ”თ----- ბანკის” წარმომადგენელმა კ---- პაპ-–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უკან გაიხმო, ასევე უარი თქვა მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების და პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვა დ--–- პაპ-–---–ს, როგორც თავდებს , დაეკისროს ვალდებულების შესრულება და ძირი თანხის -4500 ლარის და პროცენტის- 1350 ლარის გადახდა, რაც არ აღემატება თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობას- 5850 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ,,თ----- ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2015 წლის 17 ივლისს ს.ს. ”თ----- ბანკს” და მოპასუხეებს მსესხებელს- კ---- პაპ-–---–ს და თავდებს- დ--–- პეტ----–--ლს შორის დაიდო №3720270-8020--- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 4500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 38,7%. კრედიტის ვადა- 12 თვე, კრედიტის დაფარვის ვადა- 2016 წლის 17 ივნისი. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და 10 დღეზე მეტი ვადის გადაცილების შემთხვევაში დავალიანების თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულება. მსესხებელმა კ---- პაპ-–---–მა იკისრა, როგორც სესხის ძირითადი თანხის, აგრეთვე სარგებლის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო დ--–- პეტ----–--ლმა მსესხებელთან ერთად მთელი მოცულობით სოლიდარულად ივალდებულა ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულება, თავდებობის ზღვრული თანხის 5850 ლარის ფარგლებში.
ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს წარმოეშვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვალდებულება , ხოლო თავის მხრივ მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 892. მუხლის 1 ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
ამავე კოდექსის 898. მუხლის 1 ნაწილით, 1. თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სამოქალაქო კოდექსის 865-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
დადგენილია, რომ სს „თ----- ბანკმა“ დ--–- პეტ----–--ლს გაუგზავნა შეტყობინებები და ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თავდებმა უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე, ამიტომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ დ--–- პეტ----–--ლი წარმოადგენს სოლიდარულ თავდებს, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა 5850 ლარით განისაზღვრა, ამიტომ თავდები №3720270-8020--- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებელია 5850 ლარის ფარგლებში ვალდებულების შესრულებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-1 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად
თავდაპირველად სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 11 167. 49 ლარის დაკისრება, მას სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწრ გადახდილი აქვს 335.03. ლარი. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ უკან გაიხმო სარჩელი კ---- პაპ-–---–ის მიმართ 5317,49 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დ--–- პეტ----–--ლის მიმართ პროცესის ხარჯების ანაზღაურება არ მოუთხოვია, ამიტომ მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი- 159.52 ლარი დაუბრუნდება ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი რჩება ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 42-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხე დ--–- პეტ----–--ლს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკი“ს სასარგებლოდ დაეკისროს 5850.00 ლარის გადახდა;
2. მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 335.05 ლარის ნაწილი- 159.52 ლარი (საგადახდო დავალება №2; გადახდის თარიღი 17.08.2017; გადამხდელი ბანკი - სს ,,თ----- ბანკი“; სახაზინო კოდი 300503150)
3. ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე დ--–- პეტ----–--ლს (პ/ნ 45001018375) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი მთისძირი, დაუზუსტებელი ფართობი 355.00 კვ.მ. ს/კ 57.01.51.027.01/511 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს ძალაში ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი