გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
010210017001667973
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001667973

№2-26/2017წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ი--------------

წარმომადგენელი - დ----------------ე

მოპასუხე - ზ------------ე

დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებულ იქნას ი-------------- ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, ს/კ 05.22.41.005.01.519, მდებარე ბათუმი, ვ. გ---------–-- ქ. N34/40, 152 კვ.მ სხვენის, ½ ნაწილის მესაკუთრედ.

1.2. აღიარებულ იქნას ი-------------- ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, ს/კ 05.36.25.211, მდებარე ბათუმი, დასახლება გ------ 1202 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრედ.

1.3. აღიარებულ იქნას ი-------------- ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, ს/კ 05.21.51.001.01.877, მდებარე ბათუმი, ჭ-------ის ქ. №5, 24.30 კვ.მ კომერციული ფართის ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი-------------- და ზ------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2005 წლის 25 ივნისიდან 2014 წლის 18 ნოემბრამდე. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2014 წლის 18 ნოემბერს განქორწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ქორწინების მოწმობის ასლი.

- განქორწინების მოწმობის ასლი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი--------------ს და ზ------------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ზ------------ის სახელზე შეძენილი იქნა რამდენიმე უძრავი ქონება, კერძოდ: 30.07.09 წელს შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ვ. გ---------–-- ქ. 34/40, სხვენი 152კვ.მ საკადასტრო კოდი: 05.22.41.005.01.519, შეფასებული 95000 ლარად; 09.01.2014 წელს შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ------ 1202 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 05.36.25.211, შეფასებული 30000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად; 08.11.2011 წელს შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. N 5, ბლოკი „ც“ კომერციული ფართი, სართული 1, ფართი 24.30 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 05.21.51.001.01.877, შეფასებული 43740 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 08.11.2011წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

- 09.01.2014წ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

- შპს „დანი-აუდიტის“ დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ ი--------------ს სარჩელი საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად: ი-------------- ცნობილი იქნეს ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ვ. გ---------–-- ქ. N34/40, 152 კვ.მ სხვენის, ს/კ 05.22.41.005.01.519 თანამესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ი--------------ს საკუთრებაში; ასევე ი-------------- ცნობილი იქნეს ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარექ. ბათუმი, დასახლება გ------ ,1202 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 05.36.25.211 თანამესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხოს ი--------------ს საკუთრებაში, ი-------------- ცნობილი იქნეს ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ჭ-------ის ქ. №5, 24.30 კვ.მ კომერციული ფართის, ს/კ 05.21.51.001.01.877 თანამესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხოს ი--------------ს საკუთრებაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1163-ე, 1164-ე და 1168-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ “ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩევს, რომ ი--------------m და ზ------------ემ მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინეს შემდეგი უძრავი ქონებები: ქ. ბათუმი, ვ. გ---------–-- ქ. N34/40-ში მდებარე 152 კვ.მ სხვენი, ს/კ 05.22.41.005.01.519, ქ. ბათუმი, დასახლება გ------ში მდებარე 1202 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 05.36.25.211 და ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. №5-ში მდებარე 24.30 კვ.მ კომერციული ფართი, ს/კ 05.21.51.001.01.877. დადგენილია, რომ ყველა ზ/აღნიშნული უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე ზ------------ის საკუთრებაში.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვინაიდან ზ/აღნიშნული უძრავი ქონებები შეძენილი იქნა ქორწინების განმავლობაში, ამიტომ ისინი წარმოადგენენ მათ საერთო საკუთრებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად კი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს იმის საფუძველი, რომ სასამართლომ გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ/აღნიშნული უძრავი ქონებები წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებებს, ამიტომ აღნიშნულ ქონებებში მეუღლეთა წილი თანაბარია, შესაბამისად თითოეულ მათგანს უნდა მიეკუთვნის აღნიშნული უძრავი ქონებების ½ წილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი--------------ს მოთხოვნა ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონებების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის შედგა მორიგება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე და ამ მორიგების საფუძველზე მის მიერ განხორციელდა უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, გ---------–-- ქN34/40, ბინა N45-ის ჩუქება შვილზე ა--------------ეზე იმ პირობით, რომ ი-------------- სხვა ქონებაზე პრეტენზიას არ განაცხადებდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ ი--------------ს სასარჩელო მოთხოვნა არის დასაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხე ზ------------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ი--------------ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ი--------------ს სასარჩელო მოთხოვნა;

 

1.1. ი-------------- ცნობილი იქნეს ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ვ. გ---------–-- ქ. N34/40, 152 კვ.მ სხვენის, ს/კ 05.22.41.005.01.519 თანამესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ი--------------ს საკუთრებაში;

1.2. ი-------------- ცნობილი იქნეს ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ------, 1202 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 05.36.25.211 თანამესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხოს ი--------------ს საკუთრებაში.

1.3. ი-------------- ცნობილი იქნეს ამჟამად ზ------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ჭ-------ის ქ. №5, 24.30 კვ.მ კომერციული ფართის, ს/კ 05.21.51.001.01.877 თანამესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხოს ი--------------ს საკუთრებაში.

 

2. მოპასუხე ზ------------ეს დაეკისროთ ი--------------ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე