გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/712-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.05.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გ------ი ესაძე
მოსარჩელე - სს ”თ----ი ბანკი
წარმომადგენელი - ი----ე წ---–--ა
მოპასუხეები - ი/მ მ-----ა ხა---------–---–ი
წარმომადგენელი - ზაზა ხ-–--–-ა
მოპასუხე - თეა გ---–-ა
წარმომადგენელი - ც-–--ო გ---–-ა
მოპასუხე - ი/მ ვლადიმერ მ--–--ე; ი/მ გ------ი მ--–--ე.
დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული).
1.1. მოპასუხეებზე: ი/მ მ-----ა ხა---------–---–ზე, თ-- გ---–-აზე, ი/მ ვ-–------რ მ--–--ესა და ი/მ გ------ი მ--–--ეზე №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 32. 618.41 აშშ დოლარის (მათ შორის ძირი - 29 838.64 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 889.21 აშშ დოლარი, ჯარიმა - 890.65 აშშ დოლარი) სს ,,თ----ი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხეებზე: ი/მ მ-----ა ხა---------–---–ზე, თ-- გ---–-აზე, ი/მ ვ-–------რ მ--–--ესა და ი/მ გ------ი მ--–--ეზე №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (18.04.2016წ) კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის - 29 838.64 აშშ დოლარის წლიური 13%-ის - 318.82 აშშ დოლარის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა (18.04.2017წ), რაც ჯამში შეადგენს 3825.84 აშშ დოლარს.
1.3 მოპასუხეებს: ი/მ მ-----ა ხა---------–---–ს, თ-- გ---–-ას, ი/მ ვ-–------რ მ--–--ესა და ი/მ გ------ი მ--–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ----ი ბანკის’’ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 236.53 ლარი და უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების საფასური - 15 ლარი.
1.4. მოპასუხეების თ-- გ---–-ას, ი/მ ვ-–------რ მ--–--ისა და ი/მ გ------ი მ--–--ის პასუხისმგებლობა 1-ლი, მე-2, მე-4 სასარჩელო მოთხოვნებისათვის განისაზღვროს თავდებობის ზღვრული თანხის (თითოეულის) –33. 150.60 აშშ დოლარის ფარგლებში (ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში).
1.5. დადგინდეს, მოპასუხე ი/მ მ-----ა ხა---------–---–ის სს ,,თ----ი ბანკის’’ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქუთაისი, ნ-------------–----------------, ფართი: 90.52 კვ.მ; ს/კ 0-----------) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.6. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ი/მ მ-----ა ხა---------–---–ის, თ-- გ---–-ას, ი/მ ვ-–------რ მ--–--ისა და ი/მ გ------ი მ--–--ის კუთვნილ სხვა ქონებაზე.
1.7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, რადგან შექმნილ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო აღსრულების დაყოვნებით მოსარჩელეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 13 დეკემბერს სს ,,თ----ი ბანკს’’ და ი/მ მ-----ა ხა---------–---–ს შორის დაიდო №2-------------- გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48%-ის დარიცხვით. 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თ----ი ბანკის’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქუთაისი, ნ---------–----------------- ფართი: 90.52 კვ.მ; ს/კ 0-----------).
2015 წლის 31 მარტს სს ,,თ----ი ბანკს’’ და ი/მ მ-----ა ხა---------–---–ს შორის გაფორმდა №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 31. 572.00 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასსამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ოდენობით, 84 (ოთხმოცდაოთხი) თვის ვადით, სარგებლის წლიურად 13%-ის გადახდევინებით, რომელიც დაიდო №2-------------- გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე.
2015 წლის 31 მარტის №23-29542-000890, №23-29542-000891 და №123123652053 თავდებობის ხელშეკრულებებით თ-- გ---–-ამ, ი/მ ვ-–------რ მ--–--ემ და ი/მ გ------ი მ--–--ემ მსესხებელთან ერთად სოლიდარულად ივალდებულეს №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის - 33. 150.60 აშშ დოლარის ფარგლებში (ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში). №2-------------- გენერალური ხელშეკრულების მე-7 და 10.2-ე; №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.8-ე, 3.5-ე მუხლების და გადახდის გრაფიკის თანახმად მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში. ამასთანავე, არსებითად გაუარესდა მსესხებლის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ვეღარ შეძლებს არსებული დავალიანების დაფარვას. მხარეებს შორის გაფორმებული №2-------------- გენერალური ხელშეკრულების 15-ე, №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულების მე-7, №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.3.7-ე და №23-29542-000890, №23-29542-000891, №123123652053 თვდებობის ხელშეკრულებების 4.12-ე მუხლების თანახმად მხარეების შეთანხმდნენ, რომ მხარეთ შორის ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის დაბარება, უწყება, დოკუმენტაციის გადაგზავნა) განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით ზ/აღნიშნული ხელშეკრულებების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართებზე, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად მოპასუხეებს 31/03/2016 წელს გადაეგზავნათ და ჩაბარდათ გამაფრთხილებელი წერილი, რომლის მოთხოვნები ასევე არ იქნა შესრულებული. შედეგად, №2-------------- გენერალური ხელშეკრულების მე-12 მუხლისა და №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.3.8-ე მუხლების საფუძველზე 18/04/2016 წელს ვადამდე შეწყვეტილ იქნა სასესხო ხელშეკრულებები.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1.სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეების - ი/მ მ-----ა ხა---------–---–ის, წარმომადგენელმა ზ---- ხ-–--–-ამ და თ-- გ---–-ას წარმომადგენელმა ც-–--ო გ---–-ამ, სარჩელი სრულად სცნეს.
2.3.მოპასუხეები - ი/მ ვ-–------რ მ--–--ე და ი/მ გ------ი მ--–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ, რომელთაც საჯარო შეტყობინებით ეცნობათ სასამართლო სხდომის შესახებ.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 13 დეკემბერს სს ,,თ----ი ბანკს’’ და ი/მ მ-----ა ხა---------–---–ს შორის დაიდო №2-------------- გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48%-ის დარიცხვით.
მტკიცებულება:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.
3.1.2.2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თ----ი ბანკის’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქუთაისი, ნ---------–----------------- ფართი: 90.52 კვ.მ; ს/კ 0-----------).
მტკიცებულება:
-2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული №2-------------- იპოთეკის ხელშეკრულება.
3.1.3. 2015 წლის 31 მარტს სს ,,თ----ი ბანკს’’ და ი/მ მ-----ა ხა---------–---–ს შორის გაფორმდა №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 31.572.00 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასსამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ოდენობით, 84 (ოთხმოცდაოთხი) თვის ვადით, სარგებლის წლიურად 13%-ის გადახდევინებით, რომელიც დაიდო №2-------------- გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე.
მტკიცებულება:
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება.
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
3.1.4. 2015 წლის 31 მარტის №23-29542-000890, №23-29542-000891 და №123123652053 თავდებობის ხელშეკრულებებით თ-- გ---–-ამ, ი/მ ვ-–------რ მ--–--ემ და ი/მ გ------ი მ--–--ემ მსესხებელთან ერთად სოლიდარულად ივალდებულეს №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის - 33. 150.60 აშშ დოლარის ფარგლებში (ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში).
მტკიცებულება:
-2015 წლის 31 მარტის №23-29542-000890, №23-29542-000891 და №123123652053 თავდებობის ხელშეკრულებები.
3.2.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეების: ი/მ მ-----ა ხა---------–---–ის, წარმომადგენელმა ზ---- ხ-–--–-ამ და თ-- გ---–-ას წარმომადგენელმა ც-–--ო გ---–-ამ, სარჩელი სრულად სცნეს.
3.2.2. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოხმობილინორმა სოლიდარულ მოვალეთა ლეგალურ დეფინიციას იძლევა. იგი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდებულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს.
წინამდებარე შემთხვევაში 2015 წლის 31 მარტის №23-29542-000890, №23-29542-000891 და №123123652053 თავდებობის ხელშეკრულებებით თ-- გ---–-ამ, ი/მ ვ-–------რ მ--–--ემ და ი/მ გ------ი მ--–--ემ მსესხებელთან ერთად სოლიდარულად ივალდებულეს №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის - 33. 150.60 აშშ დოლარის ფარგლებში (ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში).
3.2.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 36.444.25 აშშ დოლარის დაკისრების და სხვა ნაწილში, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ''თ----ი ბანკი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხეები შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების დებულებების მიმართ, შეგებებული სარჩელი არ წარმოდგენილა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2015 წლის 31 მარტს სს ,,თ----ი ბანკს’’ და ი/მ მ-----ა ხა---------–---–ს შორის გაფორმებული №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 31.572.00 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასსამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ოდენობით, 84 (ოთხმოცდაოთხი) თვის ვადით, სარგებლის წლიურად 13%-ის გადახდევინებით, რომელიც დაიდო №2-------------- გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე.
6...სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,თ----ი ბანკის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.7. მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. იმავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის წესზე და ოდენობაზე.
6.9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 36.444.25 აშშ დოლარის დაკისრების და სხვა ნაწილში, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეების ი/მ მ-----ა ხა---------–---–ის, წარმომადგენელმა ზ---- ხ-–--–-ამ და თ-- გ---–-ას წარმომადგენელმა ც-–--ო გ---–-ამ, სარჩელი სრულად სცნეს. შესაბამისად მოპასუხეები ი/მ მ-----ა ხა---------–---–ი და თ-- გ---–-ა უნდა გათავისუფლდნენ სახ. ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და სარჩელის ფასი განისაზღვრა 36.444.25 აშშ დოლარით. შემცირდა მოთხოვნა 11.463.91 აშშ დოლარით. შესაბამისად მოსარჩელეს სსს კოდექსის 42-ე, 49-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 11.463.91 აშშ დოლარის 3% სახ. ბაჟი. (343.91 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. კურსი - 2.2447).
მოპასუხეები - ი/მ ვ-–------რ მ--–--ე და ი/მ გ------ი მ--–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ. ვინაიდან ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში 36.444.25 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (1093.32 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, კურსი 2.2447), მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ი/მ ვ-–------რ მ--–--ეს და ი/მ გ------ი მ--–--ეს. მათვე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების საფასურის -15 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,თ----ი ბანკი"-ს დაზუსტებული სარჩელი.
2. მოპასუხეებს: ი/მ მ-----ა ხა---------–---–ს, თ-- გ---–-ას, ი/მ ვ-–------რ მ--–--ეს და ი/მ გ------ი მ--–--ეს, დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის’’ სასარგებლოდ, №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (მთლიანად) 36.444.25 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს: ი/მ მ-----ა ხა---------–---–ს, თ-- გ---–-ას, ი/მ ვ-–------რ მ--–--ეს და ი/მ გ------ი მ--–--ეს დაეკისროთ სოლიდარულად №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (18.04.2016წ) კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის - 29 838.64 აშშ დოლარის წლიური 13%-ის - 318.82 აშშ დოლარის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა (18.04.2017წ).
4. მოპასუხეების: თ-- გ---–-ას, ი/მ ვ-–------რ მ--–--ისა და ი/მ გ------ი მ--–--ის პასუხისმგებლობა 1-ლი, მე-2, მე-4 სასარჩელო მოთხოვნებისათვის განისაზღვროს თავდებობის ზღვრული თანხის (თითოეულის) –33.150.60 აშშ დოლარის ფარგლებში (ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში).
5. მოპასუხე ი/მ მ-----ა ხა---------–---–ის სს ,,თ----ი ბანკის’’ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქუთაისი, ნ-------------–----------------, ფართი: 90.52 კვ.მ; ს/კ 0-----------) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
6. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ი/მ მ-----ა ხა---------–---–ის, თ-- გ---–-ას, ი/მ ვ-–------რ მ--–--ისა და ი/მ გ------ი მ--–--ის კუთვნილ სხვა ქონებაზე.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
8. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1093.32 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, (კურსი 2.2447. 2016 წლის 19 აპრილი), მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ ი/მ ვ-–------რ მ--–--ეს და ი/მ გ------ი მ--–--ეს. მათვე დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების საფასურის -15 ლარის გადახდა.
9. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი (343.91 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. კურსი - 2.2447 2016.19.04). მოსარჩელეს დაუბრუნდეს ანგარიშიდან - 300183150. საგადასახადო დავალება №6510. 19/04/2016. გადამხდელი სს თ----ი ბანკი.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე