გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2018
საქმის ნომერი
820210018002334890
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 820210018002334890

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.05.2018 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: სა---------–-ძე

წარმომადგენელი: ჟუ–------–-------------ძე

მოპასუხე: ლე----–---–-ძე

წარმომადგენელი -ნი------–---აძე

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.სა---------–-ძესა და ლე----–---–-ძეს შორის 2017 წლის 03 მაისს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (აქტის ჩანაწერი №-----------) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

 

1.2. ლე----–---–-ძისათვის ალიმენტის დაკისრება არასრულწოვანი შვილის დე--------–---–-ძის (დაბადებული 2017 წლის 08 მაისს), სარჩოდ თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე სა---------–-ძემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლე----–---–-ძესთან. ქორწინება რეგისტრირებულია 2017 წლის 3 მაისიდან. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი, დე--------–---–-ძე, დაბადებული 2017 წლის 08 მაისს. თანაცხოვრების ბოლო დროს დაეძაბათ ურთიერთობა. რამოდენიმე თვეა, რაც ერთმანეთს დაშორდნენ, ლე----–---–-ძე შვილზე არ ზრუნავს და უარს ამბობს განქორწინებაზე.

მოსარცელე ითხოვს მოპასუხეზე ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ ის მუშაობს ხელვაცაურში საქორწინო დარბაზში ,,ნაძვნარი" მზარეულად და აქვს მარალი სემოსავალი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირეს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლე----–---–-ძემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მიუთითებს, არ სურს განქორწინება, რადგან ბავშვი უნდა იზრდებოდეს მშობლებთან ერთდ და ითხოვა შესაროგებელი ვადა, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ეტაპზე დაეთანხმა მოთხოვნას განქორწინების თაობაზე. რაც შეეხება ალიმენტს, მოპასუხის წარმომადგენელი არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას რომ ლერი შავლეძე მუშაობს და აქვს სემოსავალი, მას დარბაზ ,,ნაძვნარში;; არასდროს უმუშავია, ამჟამადაც არის უმუშევარი, არ აქვს რაიმე სტაბილური შემოსავალი. სურვილი აქვს მატერიალურად დაეხმაროს შვილს, მაგრამ ამ ეტაპზე არ აქვს ამის შესაძლებლობა .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სა---------–-ძე და ლე----–---–-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2017 წლის 03 მაისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა

 

3.1.2. სა---------–-ძესა და ლე----–---–-ძეს 2017 წლის 08 მაისს შეეძინათ შვილი დე--------–---–-ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა

 

3.1.3. მოსარჩელე სა---------–-ძე და მოპასუხე ლე----–---–-ძე ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი დე--------–---–-ძე ცხოვრობს დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1.მხარეთა შორის სადავოა საკითხი მოპასუხე ლე----–---–-ს შემოსავალის, ხარჯებისა და ალიმენტის ოდენობის თაობაზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ლე----–---–-ძეს მუშაობს და აქვს შემოსავალი. ამიტომ მასზე ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრება გონივრული და კანონიერია.

მოპასუხე უარყოფს, რომ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი, მაგრამ აცხადებს, თანახმაა როგორც კი ექნება საშუალება, გადაიხადოს თავისი შვილისათვის, მაგრამ ამჟამად ვერ შეძლებს მოთხოვნილი თანხის ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადახდას.

 

მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო საქმეზე წარმოედგინა ცნობა, რომ ლე----–---–-ძე მუშაობს და აქვს შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

1.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

2.მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

3. შესაგებელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარცელემ ვერ სეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა მოპასუხის სემოსავლებთან დაკავშირებით, შესაბამისად მოთხოვნილი სარცელის ოდენობა შეუსაბამოა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს განქორწინების ნაწილში მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1197-ე, 1198-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუცია, ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განქორწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სა---------–-ძე და ლე----–---–-ძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2017 წლის 03 მაისიდან. მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ დაკმაყოფილებული უნდა იქნეს და რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №----------- უნდა შეწყდეს განქორწინებით.

 

6.2. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით:

,,1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.''

 

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) პრეამბულა მიუთითებს, რომ ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს ..გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...” მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის მესამე ნაწილით, ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 03 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მას, როგორც მცირეწლოვანს უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი დე--------–---–-ძე, დაბადებული 2017 წლის 8 მაისს. იგი ცხოვრობს და იზრდება დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ლერი სავლიძე არ ცხოვრობს სა---------–-ძესთან და შვილთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას სა---------–-ძეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დასახელებულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (ამ შემთხვევაში მამის) ინტერესები.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 300 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვი, ალიმენტის სახით 300 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება არ უნდა განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით, ვინაიდან არის უმუშევარი და არ აქვს საკმარისი შემოსავალი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე მხარე თავისი განმარტებით კატეგორიულად მიუთითებს მოპასუხისა და მისი ოჯახის მაღალ შემოსავლებზე, მასზე ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრება არ არის გონივრული. გარდა მოსარცელის განმარტებისა, რომ ლერი სავლიზე არის კარგი მზარეული, მუდმივად დასაქმებული და აქვს დაურეგისტრირებელი შემოსავლები, საქმეზე სხვა რაიმე მტკიცებულება მისი შემოსავლების შესახებ არ წარმოდგენილა. თავის მხრივ არც მოპასუხის პოზიციაა გასაზიარებელი და საფუძვლიანი. ის მოითხოვს ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრებას. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენისთვის 100 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, არ არის საკმარისი. ამ თანხით დემეტრე სავლიძის რჩენისა და აღზრდის მიზანი ვერ მიიღწევა. 100 ლარის დაკისრება პირველ რიგში მიმართულია შვილის სათანადო რჩენისა და აღზრდის უფლების დარღვევისაკენ. შვილებს უფლება აქვთ მშობლისაგან მიიღონ სარჩო. თუ შვილების მიმართ ორივე მშობელი თანასწორი და თანაბარია, მაშინ შვილების რჩენასა და აღზრდაზე მამამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუხედავად მისი შემოსავალისა. მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი დე--------–---–-ძის სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 150 ლარი არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის, მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 150 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 05 მარტს, შესაბამისად ალიმენტის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული პერიოდიდან.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს. შესაბამისად, მოსარჩელე სა---------–-ძეს უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ალიმენტის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,250-ე 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. სა---------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სა---------–-ძესა (პირადი №6----------- და ლე----–---–-ძეს (პირადი №6------------ შორის 2017 წლის 03 მაისს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (აქტის ჩანაწერი №----------- ) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით.

 

3. ლე----–---–-ძეს დაეკისროს ალიმენტი არასრულწოვანი შვილის დე--------–---–-ძის (დაბადებული 2017 წლის 08 მაისს, პირადი №-----------), სარჩოდ თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 05 მარტიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

4. მოსარჩელე სა---------–-ძეს (პირადი №6----------- დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (სს ,,თიბისი ბანკი. საგადასახადო დავალება N1. გადახდის თარიღი 28.02.2018. სახაზინო კოდი 300733150.)

 

5. ლე----–---–-ძეს დაეკისროს სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

6. განჩინება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე