განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2018
საქმის ნომერი
190100118002323326
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/135-18

(№021120218004)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორები: ხატია გოგრიჭიანი, ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ფ-----–---------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ---------------------------–---------–-------------------

 

ადვოკატი მანანა ლიპარტელიანი,თარჯიმანი ორხან რამაზანოვი,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ:

 

2018 წლის 04-05 იანვრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე, გ----------------------------–--------–--–ი მცხოვრები მეგობარი ქალის - ნ-----------------ას მოსანახულებლად მისულ ი-–--------------ს სახლში დახვდა ნ-----------------ას მეუღლე ფ-----–---------ი, რომელმაც უსაფუძვლოდ მიიჩნია რა, რომ ი-–--------------ი მის ოჯახში დანაშაულის ჩასადენად იყო მისული, შურისძიების მოტივით, მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვით, ზურგიდან მიპარვით, ქურთუკზე ხელის ჩაჭიდებით შეაკავა ი-–--------------ი და არ მისცა მას გაქცევის საშუალება, რის შემდეგაც ჯერ მინის ბოთლი ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ კი წინასწარ მომარჯვებული დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები გულმკერდის კედლის მრავლობითი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობების, მარცხენა მხრის ნაჩხვლეტ - ნაკვეთი ჭრილობების, მარცხენა მტევნის თითების ნაკვეთი ჭრილობების სახით, რის შედეგადაც მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსისა და გულის ტრავმის ჰემოპერიკარდიუმის სახით ი-–--------------ს ერთობლიობაში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე გ----------------------------–--------–--–ი მცხოვრებმა ფ-----–---------მა მისივე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ყოფნის დროს, მეუღლეს ნ-----------------ას მოსთხოვა აეხსნა მისთვის ვისთან და რატომ ღალატობდა, როცა მან მეუღლისაგან სარწმუნო პასუხი ვერ მიიღო, ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია იგი, შემდეგ კი ძალადობა განახორციელა ნ-----------------ას მიმართ და ძლიერად მოქნეული გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ხელის მხრის მიდამოში, რის გამოც ნ-----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ-----–--------ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2.2. ფ-----–---------მა ჩაიდინა ი-–--------------ის ???????????? ????? ????????? ?????????? ?????????? ????????? ???????????;

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდი:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის წევრი, რომელსაც შესაძლებელია დაეკისროს ს/ს პასუხისმგებლობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

დაზარალებულმა ნ-----------------ამ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) ფ-----–---------ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულისა და მოწმე ა-–----------ის ჩვენებებისა. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლომ შეაფასა და გაანალიზა გამოკვლევის გარეშე.

 

დაზარალებულ ნ-----------------ას მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

მოწმე ა-–----------მა სასამართლოს ჩვენება მისცა ი-–--------------ისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ, ნ-----------------ას ეპიზოდთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ მისი შვილი მან ძალით დააჭერინა.

 

ბრალდებულმა ფ-----–---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 12 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, მეუღლემ მეზობელთან წასვლა სთხოვა, იგი არ გაჰყვა და ნ--------ი მარტო წავიდა. არანაირ ძალადობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 14 თებერვლის დასკვნით, ნ-----------------ას პირადი გასინჯვით სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმეების: ი-------------–---–ის, გ---------------–---–ის, ფ---------------–---ის, ი------------–---ას, ს---------–-------–---ას ჩვენებები ფ-----–---------ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათ ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ნ-----------------ასაგან მიღებულ ინფორმაციას ფ-----–---------თან მომხდარი კონფლიქტის შესახებ.

 

სასამართლოს შეფასებით ირიბი ჩვენება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც არ არის ინფორმაციის პირველადი წყარო, უტყუარობის უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პირი, რომლის ჩვენებაც არის პირდაპირი ჩვენება, უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე და სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით მათი უტყუარობის დადასტურება შეუძლებელია.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 ). ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვის მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსკ-ს 126 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშნის - შედეგის დადგენის აუცილებლობაზე. როგორც აღინიშნა, სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ირიბი ჩვენებებია და მხოლოდ მათზე დაყრდნობით დაუშვებელია პირის მსჯავრდება, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი ასევე ვერ დადგინდა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შედეგად, ამასთან მას არ აღენიშნებოდა არცერთი ისეთი ხასიათის დაზიანება, რომელზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა ქმედების საფუძველზე მიზეზობრივ კავშირში მყოფი შედეგის არსებობის დადასტურება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა სასამართლოს მიერ გამოკვლეული, ასევე პრეიდუციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფ-----–---------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

3.2. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდების ეპიზოდი და ქმედების სსკ-ს 122-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი:

 

ბრალდებულმა ფ-----–---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 4 იანვარს იმყოფებოდა სახლში და როდესაც დასაძინებლად დაწვა გაიგონა, რომ ვიღაც დადიოდა აივანზე. თავდაპირველად მამა ეგონა, ვინაიდან იგი იმავე ეზოში ცხოვრობს და არ გაკვირვებია, თუმცა დაინახა, რომ ვიღაცამ შუქი აანთო ჯერ ოთახში, შემდეგ აივანზე, ამასობაში გარეთ გავიდა და უცნობი მამაკაცი შემოსასვლელში დაიჭირა, ჰკითხა ვინ იყო და რა უნდოდა, მან უპასუხა, რომ საყაჩაღოდ იყო მიგზავნილი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მამაკაცმა ლუდით სავსე ბოთლი ჩაარტყა თავში, მან ქურთუკში ჩაავლო ხელი და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა, საშველად მამას დაუძახა. იგი მწყემსია და დანას სულ თან ატარებს, როდესაც გარეთ გამოვიდა, შარვალი ჩაიცვა და ჯიბეში დანა ჰქონდა, დაზარალებულთან ჩხუბის დროს დანა შარვლის ჯიბიდან ამოიღო და რამდენჯერმე დაარტყა. რეალურად რისთვის იყო ი-–--------------ი მასთან სახლში მისული არ იცის. მათ შორის კონფლიქტი იმით დაიწყო, რომ ი-–--------------მა ბოთლი ჩაარტყა თავში, ხოლო მან დანით დაჭრა იგი.

 

2018 წლის 5 იანვრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: "გარეგანი დათვალიერებით ფ-----–---------ს 05.01.18 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს."

 

დაზარალებულმა ი-–--------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ფ-----–---------ის სახლში შემთხვევის დღეს დაახლოებით ღამის 1 საათისთვის შეცდომით მივიდა, თუმცა მის ცოლთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. თავდაპირველად ეზოში შევიდა, შემდეგ ავიდა აივანზე და ერთ-ერთ ოთახში შევიდა, ოთახებში ბნელოდა და ამიტომ სანთებელით ინათებდა გზას. ასე შეამოწმა რამდენიმე ოთახი და არავინ უნახავს. როდესაც გამობრუნდა ბრალდებულმა დაიჭირა და თავში ბოთლი ჩაარტყა, შემდეგ კი დანით მიაყენა ჭრილობები, იგი თავს იცავდა და ეუბნებოდა, რომ ცუდი განზრახვით არ იყო მისული. ფ-----–---------ს სახეზე არ იცნობდა, მისი სურათი ნ--------მა ანახა მობილურ ტელეფონში და მიხვდა, რომ ის იყო. ჩხუბი მან დაუწყო, დანა რამდენჯერმე დაარტყა სხეულის არეში, ხმაურზე ბრალდებულის მამა გამოვიდა, მაგრამ მალე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გაიღვიძა. მან ასევე განმარტა, რომ ლუდის ბოთლი მას არ ჰქონია და ბრალდებულისთვის არ დაურტყამს. ნ-----------------ასთან მობილური ტელეფონის საშუალებით კონტაქტობდა, შემთხვევის დღეს ნ--------ს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და არ იცოდა სახლში იყო თუ არა.

 

2018 წლის 25 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად: "ი-–--------------ს 05.01.18 წ. აღენიშნებოდა გულ-მკერდის მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეტი ჭრილობები, მარცხენა მხრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, მარცხენა მტევნის თითების ნაკვეთი ჭრილობები. კლინიკურად, კტ კვლევით და ოპერაციულად დაუდგინდა: მარჯვენა მხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, გულის ტრავმა ჰემოპერიკარდიუმით. აღნიშნული დაზიანებებიდან მარცხენა მტევნის არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი ჭრილობები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს."

 

მოწმე ა-–----------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი შვილია და ერთ ეზოში ცხოვრობენ. შემთხვევის დღეს მისი სახლიდან ხმაური გაიგონა და გარეთ გავიდა. მან დაინახა, რომ მისი შვილი და ვიღაც მამაკაცი ჩხუბობდნენ, როგორც იცის იგი სახლის გასაქურდად მივიდა და ფ-----–---------მა დაიჭირა იგი. ამ ამბის შესახებ ფაზილმა პოლიციას თავად შეატყობინა.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სსკ-ს 117-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულისა და მოწმე ალი ე------ის ჩვენებებისა. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლომ შეაფასა და გაანალიზა გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფ-----–--------ისა და ი-–--------------ს შორის მომხდარი დაპირისპირების შეფასება შესაძლებელია თავად ამ ორი პირის ჩვენებების საფუძველზე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ქმედების სამართლებრივი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემდეგი გარემოებები: 1) ჰქონდა თუ არა ფ-----–---------ს საფუძველი იმისა, რომ ი-–--------------ი ჩაეთვალა დამნაშავედ, ხომ არ უკავშირდება იყო მასზე თავდასხმა ეჭვიანობის შედეგად შურიძიებას, 2) ვინ იყო ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი და 3) ჰქონდა თუ არა ფ-----–---------ს თავდაცის საფუძველი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ფ-----–---------მა შეცდომით ჩათვალა, რომ ი-–--------------ი მასთან დანაშაულის ჩასადენად იყო მისული, რაც რეალურად დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომაზე, თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს ფ-----–---------ს არ უნდა სცოდნოდა ი-–--------------ის გვიან ღამით მის სახლში შეპარვის რეალური მიზეზი. ფ-----–---------ის წინასწარ განზრახვას, რომ ი-–--------------ს ნებისმიერ შემთხვევაში მიაყენებდა დაზიანებას და შურს იძიებდა მის მეუღლესთან ურთიერთობის გამო - არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. საქმეში არსებული მტკიცებულებების (ნ-----------------ას, ა---–----------ას, ა-----------------ას ჩვენებები და სხვა) საფუძველზე, დადგენილია, რომ ნ-------- ე------ას და ი-–--------------ს ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა და ი-–--------------ი ნ-------- ე------ასთან სახლში დადიოდა, მაშინ როდესაც ფ-----–---------ი სახლში არ იმყოფებოდა. მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ი-–--------------ი და ფ-----–---------ი ერთმანეთს არ იცნობდნენ, თავად დაზარალებულის განმარტებით, მას ფ-----–---------ი მხოლოდ სურათზე უნახავს, ეს უკანასკნელი ეჭვობდა, რომ მეუღლე მას ღალატობდა, თუმცა ვისთან მისთვის უცნობი იყო. ნ-----------------ას ი-–--------------თან ურთიერთობის შესახებ იცოდნენ შვილებმაც, რომლებიც თავიან ჩვენებაში განმარტავენ, რომ მამისთვის - ფ-----–---------ისთვის უცნობი იყო ნ--------ის და ი-–--------------ის ურთიერთობის შესახებ. სასამართლო სხდომაზე ი-–--------------მა განმარტა, რომ სახლი აერია და შეცდომით მივიდა მათთან, ხოლო ბრალდებული განმარტავს, რომ ი-–--------------მა უთხრა, რომ იგი საყაჩაღოდ იყო მისული. ამავეს აღნიშნავს ა-–----------ი, რომელსაც ბრალდებულმა უთხრა დაზარალებულის სახლში მისვლის მიზეზი. სასამართლოს შეფასებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ი-–--------------მა ფ-----–---------თან სახლში მისვლის რეალური მიზეზი არ დაასახელა და მით უფრო ამ მიზეზს არ ეტყოდა შეხვედრისას ბრალდებულს, საფუძვლიანია ბრალდებულის პოზიცია, რომ ი-–--------------ი იმ კონკრეტულ მომენტში ჩათვალა როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი.

 

როგორც დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ბრალდებულმა მას ჯერ თავში ბოთლი ჩარტყა, ხოლო შემდეგ დანა, იგივე მიუთითა ბრალდებულმაც, რომ როდესაც ი-–--------------ს ხელი ჩაავლო, მან ბოთლი მოუქნია და თავში ჩაარტყა, რის შემდეგაც დანა ამოიღო ჯიბიდან და სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა.

 

მოცემულ შემთხვევაში დამატებით ინფორმაცია თუ ვის ჰქონდა ლუდის ბოთლი და რომელმა გამოიყენა იგი, სხვა მტკიცებულებით არ არის გამყარებული და ბრალდების მხარე აღნიშნულის დადასტურებას მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე ცდილობს, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი არ არის გულწრფელი ფ-----–---------ის სახლში მისვლის მიზეზის დასახელების დროს. იმავე საფუძვლით არ არის უარყოფილი ვარაუდი, რომ ი-–--------------ი, იმ პირობებში, როდესაც თავადაც არ არის კეთილსინდისიერი, სურს სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ ბრალდებულს დაეკისროს. გარდა აღნიშნულისა, ფ-----–---------ის სახლიდან არ არის ამოღებული არანაირი ისეთი ნივთი ან კვალი, რომელიც ასეთ სადავო გარემოებაში გააჩენდა რწმენის საფუძველს, რომ ლუდის ბოთლით სწორედ ის გავიდა აივანზე. თუ გავითვალისწინებთ საქმეზე დადგენილ გარემოებებს, რომ ფ-----–---------ი საწოლში იწვა და დაძინებას აპირებდა, (რისი საპირისპირო არგუმენტებიც არ არსებობს), ხოლო დაზარალებული ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მეგობარ ქალთან, დიდი ალბათობით ლუდის ბოთლი იმ პირს უნდა ჰქონოდა, რომელმაც ან მიიღო ალკოჰოლური სასმელი, ან იმყოფებოდა ისეთ ვითარებაში, რომელიც აპირებდა მის მიღებას, ასეთს კი ამ შემთხვევაში ი-–--------------ი წარმოადგენს. საგულისხმოა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ი-–--------------ს თავის არეში დაზიანებები არ აღენიშნება. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ი-–--------------სა და ფ-----–--------ს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა პირველად ბრალდებულმა დაზარალებულს თავში ლუდის ბოთლის ჩარტყმით მიაყენა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ფ-----–---------მა ი-–--------------ს დაზიანებები წინასწარ მომარჯვებული დანით მიაყენა. ამგვარი ციტირება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფ-----–---------მა როგორც კი შენიშნა, რომ ვიღაც მის სახლში შესვლას ცდილობდა, მოიძია დანა და გამოიყენა იგი ი-–--------------ის წინააღმდეგ. თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ-----–---------ი არის მწყემსი და მისივე განმარტებით მუდმივად ატარებს დანას. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სურათის მიხედვით, შ/ადგილიდან ამოღებული დანა, რომელზეც ადამიანის სისხლია აღმოჩენილი, არის დასაკეცი და ვიზუალური შეფასებით საშუალო ზომის, ანუ იმ ფორმის, რომლის ტარება რეალურად შესაძლებელია. საქმეზე ამოღებული დანა არ არის სამზარეულოს ან საოჯახო ტიპის, რომელიც საჭიროებს მოძიებას. ფ-----–---------მა ი-–--------------ს დაზიანებები მიაყენა იმ დანით, რომელიც მას თან ჰქონდა და რომელსაც იგი მუდმივად ატარებს, ხოლო იმ კონკრეტულ მომენტში, დანა ედო შარვლის ჯიბეში, რომელიც ჩაიცვა აივანზე გამოსვლის დროს.

 

მტკიცებულებების შეფასების და შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 5 იანვარს, ღამის საათებში, მაშინ როდესაც ფ-----–---------ის სახლში უცნობი მამაკაცი შევიდა და ვიღაცას ეძებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფ-----–---------მა შეცდომით ჩათვალა, რომ ი-–--------------ი მისი მეუღლის მონახულების ნაცვლად, დანაშაულის ჩასადენად იყო მისული, მასთან დაპირისპირების შემდეგ, გაუჩნდა თავდაცვის საფუძველი, თუმცა როგორც ფ-----–---------ის, ისე ი-–--------------ისთვის მიყენებული დაზიანებები ცხადყოფს, რომ ფ-----–---------მა გადაამეტა თავდაცვის ფარგლებს.

 

სასამართლომ, მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადგენილად მიიჩნია, რომ ფ-----–---------მა ჩაიდინა სსკ-ს 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ ი-–--------------ის ???????????? ????? ????????? ?????????? ?????????? ????????? ???????????. შესაბამისად, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ფ.ეიუბოვის მიერ ჩადენილი ქმედების 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ გარემოებათა გამო:

 

როგორც აღინიშნა, ი-–--------------მა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, მიიღო 2018 წლის 4-5 იანვარს ფ-----–---------ის მიერ დანის დარტყმის შედეგად. ი-–--------------სა და ფ-----–---------ს შორის მომხდარი ორმხრივი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი საქმეზე დადგენილია დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით და ი-–--------------ის მიმართ ჩატარებული 2018 წლის 25 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით. დაზიანებები, თუმცა მსუბუქი ხარისხის მიიღო ფ-----–---------მაც,სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების - როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის სავალდებულო ელემენტებია პირის განზრახვა სხეულის მძიმე დაზიანებით მიაყენოს სხვა ადამიანს სსკ-ს 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ფ-----–---------ის განზრახი ქმედება მიმართული ი-–--------------ის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. სსკ-ს 28-ე მუხლით დადგენილია აუცილებელი მოგერიების ცნება და მისი პირობები, კერძოდ: მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

ქმედების აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენის ან მისი გადაცილების დასადგენად, აუცილებელია გაირკვეს არის თუ არა ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს ამწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფ-----–---------მა ი-–--------------ს დანა დაარტყა ორმხრივი ჩხუბის დროს, როდესაც ეს უკანასკნელი მის საცხოვრებელ სახლში მისი ნების გარეშე აპირებდა შესვლას, მისი შეჩერების და სახლში ყოფნის მიზეზის გარკვევის გამო მომხდარი შელაპარაკების შემდგომ, დაზიანებები მიღებული აქვთ როგორც დაზარალებულს, ასევე ბრალდებულს, დაპირისპირებისას ი-–--------------ს ხელთ არ ჰქონდა არანაირი იარაღი (თუ არ ჩავთვლით მისი მხრიდან ბოთლის შესაძლო დარტყმას) და ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, თავის მხრივ ფ-----–---------ი ი-–--------------ს დაზიანებებს აყენებდა დანით და ცდილობდა მის შეჩერებას. ფ-----–---------ის დამოკიდებულება, რომ მას თავი უნდა დაეცვა იმ პირის მოქმედებისაგან, რომლიც მისი შეფასებით მის სახლში დანაშაულის ჩასადენად იყო მისული, აღემატება ი-–--------------ის მხრიდან განხორციელებული საშიშროების ინტენსივობას, რაზეც ასევე მეტყველებს მათი დაზიანებები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ-----–---------მა გადაამეტა ი-–--------------ისაგან წარმოშობილი საფრთხის დროს თავდაცვის ფარგლებს და მან ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზი საფუძველს არ იძლევა უტყუარად და დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ფ-----–---------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ბრალდებულის ქმედება სსკ-ს 117-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ს 122-ე მუხლზე - ???????????? ????? ????????? ?????????? ?????????? ????????? ???????????;

 

სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ფ-----–---------ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ-----–---------ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ფ-----–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ე” ქ/პ-ის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან ან მფლობელს. ამავე მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ფ-----–---------ის სვიტერი, ი-–--------------ის ქურთუკი, სვიტერი, მაისური და შარვალი, უნდა დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ანაწმენდები, სისხლის ნიმუშები, ბოთლის ნატეხი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საკეცი დანა უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-271-ე, 272-ე, 273-ე, 274 - 277-ე, 279-ე, 280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფ-----–---------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ფ-----–---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ს 122-ე მუხლზე.

 

ფ-----–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) თვის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ფ-----–---------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 13 თებერვლიდან.

 

ფ-----–---------ის მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

საქმეზე ამოღებული ფ-----–---------ის სვიტერი, ი-–--------------ის ქურთუკი, სვიტერი, მაისური და შარვალი, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ანაწმენდები, სისხლის ნიმუშები, ბოთლის ნატეხი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საკეცი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში).

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე