გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
080210116001539743
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2477-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–--ს სახელით

 

02 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

 

მოსარჩელე - სს ,, ს----------–--ს ბ----";

წარმომადგენელი - გ------- ც-----ა;

მოპასუხე - ც---- ხ----------ა;

წარმომადგენელი - დ-----ი დ---–--ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ც---- ხ----------ას სს ,,ს----------–--ს ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 1071.77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 300 ლარი, საკომისიო - 644.97 ლარი პირგასამტეხლო - 126.80 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,ს----------–--ს ბანკს” და ც---- ხ----------ას შორის 2014 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული იქნა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 300 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, სამომხმარებლო კრედიტით სარგებლობის საკომისიო შეადგენდა თვეში 30 ლარს, პირგასმტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული კალენდარული დღისთვის 0.2 ლარს. 2016 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხე ც---- ხ----------ას დავალიანება სესხზე შეადგენს 1071.77 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი ცნო 650 ლარის ნაწილში, ხოლო საკომისიოსთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გაშიფრული არაა თუ რა სახის თანხები შედის მოთხოვნილი საკომისიოს ოდენობაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 22 ნოემბერს სს ,,ს----------–--ს ბანკსა” და ც---- ხ----------ას შორის დაიდო სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 300 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, სამომხმარებლო კრედიტით სარგებლობის საკომისიო შეადგენდა 30 ლარს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული კალენდარული დღისთვის 0.2 ლარს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა სამომხმარებლო კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა და საკომისიოს გადახდის პერიოდულობა, კერძოდ, სამომხმარებლო კრედიტის ფარგლებში ათვისებული სამომხმარებლო კრედიტის თანხის სრულად დაბრუნებამდე/განულებამდე თვეში ორჯერ 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16).

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 18-19).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ც---- ხ----------ას მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2015 წლის 15 იანვრიდან აღარ მომხდარა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ც---- ხ----------ას დავალიანება 2014 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის წარდგენის მდგომარეობით შეადგენს - 1071.77 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 300 ლარი, საკომისიო - 644.97 ლარი პირგასამტეხლო - 126.80 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 18-19);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 17)

 

3.1.4. 2016 წლის 13 სექტემბერს ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს N16044951/190078 გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–--ს ბანკს” უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 13 სექტემბერს ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს N16044951/190078 გადაწყვეტილება (ს.ფ. 22).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთათვის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არაა. მოპასუხე ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან აკავშირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას. სხვა მხრივ სადავოა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--ს ბ----ს” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი 650 ლარის ოდენობით მოთხოვნის ნაწილში (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.2. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ამ კონკრეტული ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულება არ იქნა შესრულებული სრულად.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. მას კრედიტი უნდა დაეფარა 2015 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გადახდა არ მომხდარა 2015 წლის 15 იანვრიდან, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დავალიანების დაფარვა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. სასამართლოს მიჩანია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის საკომისიოს სახით 644.97 ლარის დაკისრებაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ 223,2 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საკომისიოს სახით - 644,97 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არის შეუსაბამოდ მაღალი. 2014 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სამომხმარებლო კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა და საკომისიოს გადახდის პერიოდულობა, კერძოდ, სამომხმარებლო კრედიტის ფარგლებში ათვისებული სამომხმარებლო კრედიტის თანხის სრულად დაბრუნებამდე/განულებამდე თვეში ორჯერ 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება შესრულებაზე ორიენტირებული აქტია და მას ქმედითობის ელემენტი რომ არ დაეკარგოს, ხელშეკრულების პირობები სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპების საფუძველზე უნდა განისაზღვროს. ნაკისრი ვალდებულება შინაარსობრივად შესრულებადი უნდა იყოს, არ უნდა აღემატებოდეს მოვალის შესაძლებლობებს ე.ი მოვალეს მასზე ზემოქმედების საშუალება უნდა გააჩნდეს. ვალდებულება შესრულებადია, თუ აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია სამოქალაქო სამართლებრივ ბრუნვაში მონაწილე ნებისმიერ გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტის მიერ. მართალია, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ხელშეკრულების თავისუფლად დადებისა და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრინციპი, თუმცა, რიგ შემთხვევებში, საჭიროა, ჩარევა, ერთი მხრივ კანონმდებლის მიერ, რაც განხორციელებადია იმპერატიული ნორმების საფუძველზე და, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ კანონის ან ხელშეკრულების პირობის სამართლიანი, მხარეთა ორმხრივი ინტერესების შესაბამისად განმარტების გზით, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის, როგორც ფასეულობის დაცვას. მოპასუხისათვის, კანონის ფარგლებში შესასრულებელი მოქმედების, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ სანქციის დაკისრება, ნაცვლად ხელშეწყობისა ამოვარდნილია კერძო სამართლებრივი სივრციდან და წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ისეთ კომპონენტს, რომელიც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს და არ შეესაბამება სამართლიანობის მოთხოვნებს.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 223,2 ლარის ნაწილში.

 

6.4. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არ არის მაღალი და უნდა მოხდეს მისი სრულად დაკისრება, კერძოდ, 126.80 ლარის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 100 ლარი.

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულადი თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე - გადასახდელი თანხით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 650 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი - ანუ 25 ლარი.

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა საკომისიოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ც---- ხ----------ას უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების 150 ლარი და გამარტივებული წარმოებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 150 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს ,,ს----------–--ს ბ----ს” სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ც---- ხ----------ას (პ/ნ 60001024922) საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს მდებარე: ქ. ქუთაისში, ლესელიძის 1 ჩ. №12-ში, ს/კ №03.02.24.266.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს საქმეზე 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,, ს----------–--ს ბ----"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ც---- ხ----------ას სს ,,ს----------–--ს ბ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 650 ლარის გადახდა.

1.2. ც---- ხ----------ას სს ,,ს----------–--ს ბ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 150 ლარის გადახდა.

1.3. სს ,,ს----------–--ს ბ----"-ს სარჩელი 421,77 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

1.4. ც---- ხ----------ას სს ,,ს----------–--ს ბ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის 150 ლარის გადახდა.

1.5. მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბ----"-ს დაუბრუნდეს 2016 წლის 13 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან - ნაწილი 75 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: სახელმწიფო ხაზინა ბ----ს კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.

1.6. სს ,,ს----------–--ს ბ----"-ს მიერ გადახდილი ბაჟიდან 25 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

1.7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა