გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/165-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სამმართველო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია
მოსარჩელე - შპს ''ე-----------------'';
წარმომადგენელი - თ------------ე;
მოპასუხეები - გ----------ე, ბ---------------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს გ----------ეს და ბ---------------ეს შპს ''ე-----------------'' -ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 1 674 ლარის, პროცენტის - 970.92 ლარი, პირგასამტეხლო - 650 ლარი.
1.2 დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების გ----------ისა და ბ---------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2016 წლის 30 სექტემბერს ''ე-----------------''-სა და გ----------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N142158/კ და სესხის ხელშეკრულება N142158/კ, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 1 800 ლარის ოდენობით 36 თვის ვადით, ყოველთვიურად 6% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ნაწილის 0.5%. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ----------ის კუთვნილი ავტომობილი სახ. ნომერი V--------- ამასთან, 2016 წლის 30 სექტემბერს ბ---------------ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება სოლიდარულად ეგო პასუხი ძირითადი მსესხებლის ვალდებულებებზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მას გაეგზავნა გაფრთხილება შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მას კრედიტორის წინაშე ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ----------ემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის 1674 ლარის ნაწილში სრულად, სარგებელი ნაწილობრივ 826 ლარის ნაწილში, პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნო ვინაიდან მიაჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს ''ე-----------------''-სა და გ----------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N142158/კ და სესხის ხელშეკრულება N142158/კ, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 1 800 ლარის ოდენობით 36 თვის ვადით, ყოველთვიურად 6% სარგებლის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( 2018 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი);
- 2016 წლის 30 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28).
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს ''ე-----------------''-სა და გ----------ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება,( 2018 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი);
- 2016 წლის 30 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28).
3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს ''ე-----------------''-სა და ბ---------------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ---------------ემ ივალდებულა სოლიდარული პასუხისმგებლობა გ----------ის მიერ 2016 წლის 30 სექტმბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 13 800 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი);
- 2016 წლის 30 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31)
3.1.4 სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ----------ის კუთვნილი ავტომობილი სახ. ნომერი V---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28 )
3.1.5. მოპასუხეებს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინათ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 26-27)
_ მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 24 აპრილი)
3.1.6 მოპასუხეების მიერ ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის 02 ივნისიდან არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 24 აპრილი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად და შესაბამისად მოსარჩელე შპს „ევროკრედიტ +“-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების გ----------ის, ბადრი მრეგვაძის დავალიანება შეადგენს ძირითადი თანხის დარჩენილი დავალიანებას - 1674 ლარს, მასზე დარიცხულ პროცენტს - 970 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 24 აპრილი);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შპს „ე----------------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 799-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე გ----------ემ სარჩელი ცნო ძირითადი დავალიანების ნაწილში სრულად 1 674 ლარის ოდენობით, სარგებლის ნაწილში 826 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ე----------------“-ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში შპს ,,ე----------------’’-სა და მოპასუხეებს შორის ხელშეკრულების გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროს.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული. შესაბამისად, ბ---------------ე როგორც თავდები პირი, სოლიდარულად პასუხისმგებელია ბანკის წინაშე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე თავდების პასუხისმგებლობას ითხოვს ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხის - 13 800 ლარის ფარგლებში, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულებისათვის.
6.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 650 ლარის ოდენობით და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 300 ლარამდე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შპს „ე----------------“-მა ყოველგვარი საფუძვლიანი მოტივების გარეშე გააჭიანურა მოვალისათვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რამაც გამოიწვია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ხელოვნურად გაზრდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილში სრულად. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარცელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ 2500 ლარის ანაზღაურების ნაწილში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 650 ლარის ოდენობით შეამცირა 300 ლარამდე. შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 75 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 13.32 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ე----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 მოპასუხეებს გ----------ეს და ბ---------------ეს შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის - 1674 ლარის, სარგებლის - 970 ლარის და პირგასამტეხლოს - 300 ლარის ოდენობით.
1.2 თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების გ----------ისა და ბ---------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
2. შპს „ე-----------------“-ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 75 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 22 თებერვალს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; ანგარიშის №200 122 900; სახაზინო კოდი 300 773 150;
3. მოპასუხეებს გ----------ეს და ბ---------------ეს შპს „ე-----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 13.32 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ნონა ზარქუა