განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2018
საქმის ნომერი
010100117002213073
დავის ტიპი
236 2
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002213073

საქმეN1-1082/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29.05. 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ზუ---------–--–-ძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ზვ--------------ძე

მამის სახელი: ი-----

დაბადებული: 2--04.1974 წელი

პირადი ნომერი: 6---------8

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–--ი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, ვა–----–----–-----------------

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ი. ჭ-------------------ა N2--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა)

 

ბრალდებულის დამცველი - კო---------ა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171271117004

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1 სასამართლომ დაადგინა:

 

ზვ--------------ძემ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს საბჭოთა წარმოების, ორლულიანი 16 კალიბრის „TO3-63”-ისმოდელის კუსტარულად გადაჭრილ თოფს და საბრძოლო მასალას ქარხნული წესით დამზადებულ 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისთვის განკუთვნილ 2 ცალ ვაზნას, ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით, მარკირებით:386/57-79/1, ქარხნული წესით დამზადებულ„у з р г м“ ტიპის ამფეთქ ფალიას მარკირებით: 118-75 у з р г м 583, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 27 ნოემბერს, ქ.ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში, ბინა N7-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის

მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა

 

2.1. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მართლსაწინააღმდეგო შეიძინა და ინახავდა, ორლულიან, კუსტარულად გადაჭრილ თოფს, საბრძოლო მასალას და ერთ ცალ ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს; (იხ ოქმი)

 

2.2. საქმის განხილვისას მოწმე თე-------------მ განმარტა, რომ მუშაობას ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის ინსპეტქორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 27 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზვიად ი-----ს ძე მურვანიძე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N25-ში, ბინა N7-ში. აღნიშნული შესახებ აცნობა თავის ხელმძღვანელობას. (იხ. სხდომის ოქმი).

 

2.3. საქმის განხილვისას მოწმე გო--------ემ განმარტა, რომ მუშაობას ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 27 ნოემბერს. პოლიციის მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ზვ--------------ძის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვის ფაქტზე. აღნიშნულის გამო, პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის ბიჭიკო მართალიშვილთან და ექსპერტ ემზარ ჭაღალიძესთან ერთად, გავიდნენ ქ. ბათუმში, ჭა----------------------------ში მდებარე ზვ--------------ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ზვ--------------ძის საძინებელი ოთახში, ტანისამოსის კარადის თავზე მოთავსებული კალათიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც არსებულ პარკებში გახვეული იყო ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი დაშლილ მდგომარეობაში სამ ნაწილად, ორი ცალი ვაზნა ხელყუმბარა მეტალის დეტალთან ერთად. გამნაღველების სამმართველოს თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული აღნიშნული ხელყუმბარა, რაც დალუქული იქნა. ასევე ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა, რაც დალუქული იქნა სპეციალურ პაკეტში. სხვა რაიმე სახლის ჩხრეკის შედეგად არ ამოღებულა. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ჩხრეკის ოქმი, რაც დადასტურებული იქნა ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ. ზვ--------------ძე დაკავებული იქნა სსსკ-ის 236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ზვ--------------ძემ განმარტა, რომ ხელყუმბარა იყო ე.წ ,,ეფადინი’’, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ე. წ ,,აბრეზი’’, რომელიც იყო თავისი და ინახავდა კალათაში. (იხ სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. საქმის განხილვისას მოწმე რო----------ემ განმარტა, რომ ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, მოამზადა შესაბამისი დასკვნა და დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა N9--. სისწორე (იხ სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. საქმის განხილვისას მოწმე ზვ------------–--ემ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ მის მიერ გამოძიების ეტაპზე დაკითხული იქნა მოწმეები, დანიშნული იქნა ბალისტიკური ექსპერტიზა, ბიოლოგიური ექსპერტიზა, მოხდა ნერწყვის ნიმუშის აღება, ნასამართლობის ცნობების და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მოპოვება. (იხ სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით N9--. 28.11.17წ. დადგენილია, რომ ბალისტიკური ექსპერტიზაზე წარდგენილი 1. იარაღი, არის საბჭოთა წარმოების, ორლულიანი 16 კალიბრის „TO3-63”- მოდელის (ნომერი გადახეხილი და არ იკითხება)) კუსტარულად გადაჭრილი თოფი. მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, კერძოდ გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. 2. 2 (ორი) ვაზნა, არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი ვაზნები. ორივე ვაზნა მიეკუთვნება 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოყენებისათვის. (ს.ფ 102-104).

 

2.6. პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით N3----. 28.11.17წ. დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოკვლეული1 (ერთი) ცალი ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით, მარკირებით: 386/57-79/T, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

ხელის მსხრევადი ყუმბარების ექსპერტიზაზე გამოკვლეული 1 (ერთი) ცალი ერთეული ქარხნული წესით დამზადებული ,,у з р г м’’ ტიპის ამფეთქო ფალია, მარკირებით: у з р г м 583, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად. (ს.ფ 111-113).

 

2.7. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 18.03.2018წ დადგენილია, რომ გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით ,,..ცეცხლსასროლ საგანზე მოხდა ანაწმენდი სპეციალურ 2 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე...’’ მოთავსებულ ერთ-ერთ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზვ--------------ძეს (ობ.N3; პაკეტი წარწერით ,,....ნერწყვის ნიმუში სპეციალურ ბიოლოგიურ ჩხირზე.... ბრალდებული ზვ--------------ძე..’’)

 

ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე სპეცდანიშნულების ჩხრის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ზვ--------------ძეს (ობ.N3), ხოლო მინორული წილი არაინფორმატიულია.

 

2.8 საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა გამოსაკვლევი მტკიცებულებების უდავოდ ცნობის თაობაზე; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.9. ამდენად, საქმის განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, მოწმეების: თე------------------------------------------------------------------–---–--------------------–-–---–ის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზვ--------------ძემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო მტკიცებულებათა შესწავლით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ზვ--------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება; დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზვ--------------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა;

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ზვ--------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

სასამართლო სასჯელის სახის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება; ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას; ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საპროცესო შეთანხმებით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. ის დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების ქვეშ. დადგენილია, რომ მის მიმართ კანონით განხორციელებული შეღავათების მიუხედავად, მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

 

ამდენად, ზვ--------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი;

 

სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ზვ--------------ძე 2016 წლის 18 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია ბრალდებული ზვ--------------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვისათვის და პირობითი გამოსაცდელი ვადის პერიოდში იგივე სახის განზრახი დანაშაული ჩაიდინა;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

6.1. ნივთიერი მტკიცებულება - ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე მოთავსებული და დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში; ზვ--------------ძის ნერწყვის ნიმუში და დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში და ორლულიანი კუსტარულად გადაჭრილი თოფი და ერთი ცალი ვაზნა დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ზ/ნივთმტკიცებების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ზვ--------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ზვ--------------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზვ--------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ზვ--------------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე მოთავსებული და დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში ნომრით FCD825319, რომელიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ამჟამად იმნახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ზვ--------------ძის ნერწყვის ნიმუში და დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------, რომელიც რომელიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ამჟამად იმნახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ორლულიანი კუსტარულად გადაჭრილი თოფი და ერთი ცალი ვაზნა დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------- რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას და საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე