განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
010100118002414724
დავის ტიპი
180 3 ბ
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002414724

1-376/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე

 

პროკურორი - ფ-------- ქ---–-----

 

ბრალდებული - ლ---- რ---ია

ადვოკატი - დ----- ჯ------იძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N170190118001

 

ბრალდებული: ლ---- რ---ია

მამის სახელი: ვ-–-

დაბადებული: 08.12.1----–--–---------–--------------------–----------–------------–-------–----–---------------–--------------------------------------------------------–-------–---------------------------------------------------------------------–--------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ლ---- რ---იამ განიზრახა ყალბი მინდობილობის დამზადებისა და გამოყენების საშუალებით, დ----- რ---იას კუთვნილ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება. ამ მიზნით ლ---- რ---იამ დაუდგენელ დროს და ვითარებაში, დაუდგენელ პირს დაამზადებია 2004 წლის 02 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი სანოტარო აქტი, რომლის თანახმად ლ---- რ---იას თითქოსდა დ----- რ---ია ანდობდა მის კუთვნილ, ქალაქ ბათუმში, ფიზკულტურის ქუჩა №2-ში (ამჟამად ჟღენტის ქუჩა №2) მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი №05.01.03.003.01.503) – 48. 8 კვადრატული მეტრ საცხოვრებელ ბინას მართვისა და განკარგვის უფლებით.

დ----- რ---იას საცხოვრებელ ბინაზე ქონებრივი უფლების მოტყუებით მოპოვების შემდეგ ლ---- რ---იამ 2004 წლის 02 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი მინდობილობა 2008 წლის 28 მარტს ქალაქ ბათუმში წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის საფუძველზე ვითომდა დ----- რ---იას ნდობით აღჭურვილმა პი----, დ----- რ---იასგან მალულად უძრავი ქონება გაასხვისა ი---- რ---იაზე და ქ------- ზოიძეზე.

ლ---- რ---იას დანაშაულებრივი ქმედებით დ----- რ---იას მიადგა 95 382 (ოთხმოცდათხუთმეტიათასსამასოთხმოცდაორი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა დ----- რ---იამ განაცხადა, რომ 2001 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში ბათუმში მშობლებთან ერთად, მისამართზე ს. ჟღენტის ქუჩა N2, ბინა N10. 2001 წელს დ----- რ---ია მეუღლესთან და შვილებთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა ისრაელში და ამჟამად არის ისრაელის მოქალაქე და ცხოვრობს მუდმივად ისრაელში. ბინა რომელშიც საქართველოში ყოფნისას ცხოვრობდა იყო მისი საკუთრება. 2003 წელს დედის გარდაცვალების გამო დროებით ჩამოვიდა საქართველოში. 2003 წლიდან 2017 წლამდე იგი საქართველოში არ ჩამოსულა. 2017 წელს საქართველოში ჩამოსვლისას აღმოაჩინა რომ მისი ბინა სხვის სახელზე იყო რეგისტრირებული და მასზე საკუთრებას სხვა ფლობდა. ამიტომ მიმართა სამართალდამცავებს და გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მისი საკუთრებას თაღლითურად დაეუფლა ლ---- რ---ია. მას ლ---- რ---იასთვის თანხმობა ან რაიმე ფორმით ნებართვა ბინის გადაფორმებაზე, გაყიდვაზე ან სხვა გარიგებაზე არ მიუცია. დღეის მდგომარეოით დ----- რ---იასათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია და იგი თანახმაა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ლ---- რ---იას მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტი დადგენილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე არსებითი განხილვის სხდომაზე უდაოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- რ---იას ბრალეულობას. კერძოდ: დ----- რ---იას წარმომადგენლის კობა ჯაბუას საჩივარი და საჩივარზე თანდართული მასალები, მოწმეების: ი---- რ---იას, ქ------- ზ------, შ------- მ-------–---–-- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ლ---- რ---იას და დაზარალებულ დ----- რ---იას გამოკითხვის ოქმები, 28.03. 2008 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, 02.08. 2004 წლის სანოტარო აქტი - მინდობილობა (რეესტრში რეგისტრაციის №1-1239), 02.08.2004 წლის სანოტაროაქტი - მინდობილობა (რეესტრშირეგისტრაციის №1-1239), 06.04.1995 წლის №1498 ნოტარიული ხელშეკრულება, 11.02.2003 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ინფორმაცია შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან დ----- რ---იას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თაობაზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობის არქივიდან დოკუმენტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან დოკუმეტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის 12.03.2018 წლის წერილი, 04.02.2005 წლის აქტი ბეჭდის განადგურების შესახებ, 19.02.2008 წლის აქტი ნოტარიუსის ბეჭდის ჩაბარება-განადგურების შესახებ, 18.03.2018 წლის სასაქონლო-მატერიალური ექსპერტიზის №151/ს დასკვნა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- რ---ია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დ----- რ---იას კუთვნილ უძრავ ქონებას და განკარგა იგი თავისი შეხედულებისამებრ.

 

ჩადენილი დიდი ოდენობით

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 (ათი ათასი) ლარის ზევით.

 

სასაქონლო-მატერიალური ექსპერტიზის №151/ს დასკვნის თანახმად დ----- რ---ია კუთვნილი ბინის ღირებულება 95382 ლარია.

 

დადგენილია, რომ დ----- რ---იაზე მიყენებული მატერიალური ზარალის ღირებულება 10000 (ათი ათასი) ლარზე მეტია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- რ---იამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, თაღლითობა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან, ხოლო ამ ქმედების დამამაძიმებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ზიანის დიდი ოდენობა. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ვლადიმერ შენგელიას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ლ---- რ---იას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ---- რ---იას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ---- რ---იას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

2018 წლის 16 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა ლ---- რ---იას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი დ----- რ---იას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად დ----- რ---ია (პ/ნ 3-2341447-4) თანახმაა ლ---- რ---იას მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

 

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.

 

ვინაიდან ლ---- რ---იამ 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და დაზარალებული დ----- რ---ია სასამართლოს წინაშე თანხმობას აცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 და 21-ე მუხლების საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ლ---- ვ-–-ს ასული რ---ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული ლ---- რ---ია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–11 მუხლის თანახმად გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან;

 

ლ---- რ---იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ლ---- რ---იას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ლ---- რ---იას (პ/ნ61001003770) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - აბაშიძის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოლობანში მდებარე, 7500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული 96 კვ.მ. განაშენიანების ფართისა და 87,51 კვ.მ. სასარგებლო ფართის (საკადასტრო კოდი: 40.14.31.313) - 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

 

- 02.08.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებით, რეესტრში რეგისტრაციის N1-1239 (პირობითად N1 ეგზემპლარი )- ერთი ფურცელი დალუქული პაკეტში N FCD730310 დაერთოს საქმეს დაშენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

დ----- რ---იას ხელწერისა და ხელმოწერის ნიმუშები- 6(ექვსი) ფურცელი, დალუქული პაკეტში NFCD730311დაერთოს საქმეს დაშენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

02.08..2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი- მინდობილობა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებით, რეესტრში რეგისტრაციის N1-1239 (პირობითად N2 ეგზემპლარი) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად -სულ 13 (ცამმეტი) ფურცელი, დალუქულ პაკეტში NFCD730312 დაერთოს საქმეს დაშენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

20.01.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-1029; 01.04.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-200; 05.04.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-1108; 07.06.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-1191; 18.08.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-რწმუნებულება, რეესტრში რეგისტრაციის N1-1269; 01.09.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-1288;02.09.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-1286; 22.11.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-1389, 13.12.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი მინდობილობა, რეესტრში რეგიტსრაციის N1-1399 28.12.2004 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტაციის N1-6, სულ ათი ფურცელი, დალუქული პაკეტში NFCD730313 დაერთოს საქმეს დაშენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

13.05.2005 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-302, 25.07.2005 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N 1-418, 02.09.2005 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N 1-500; 25.09.2005 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი-მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-549, 10.10.2005 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი -მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N 1-554, 10.10.2005 წლით. 13.05.2005 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი - მინდობილობა, რეესტრში რეწლით დათარიღებული სანოტარო აქტი - მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-612; 17.04.2006 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი - მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-215;19.05.2006 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი- მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-287; 25.01.2007 წლით დათარიღებული სანოტარო აქტი - მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-1203- სულ 10 (ათი) ფურცელი დაერთოს საქმეს დაშენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი