გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
020210117002217729
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210117002217729 (2/2321-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2018 წელი ქ. ზ--------ი

შესავალი ნაწილი

 

ზ--------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - შპს ,,ჯი--------------ი’’

წარმომადგენელი - და-----–----–--მია

 

მოპასუხეები: ბა---------------ია, მა-–---------ორია, ან------------ქუა, ლე-–------ია, ხა------------ია, რე---------------ია

მოპასუხე ბა---------------იას წარმომადგენელი - სუ-–------გუა

 

მოპასუხეების ან------------ქუას, ხა------------იას, ლე-–------იას და მა-–---------ორიას წარმომადგენელი - არვ--–--------ვაია

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ბა---------------იას, ან------------ქუას, ლე-–------იას და მა-–---------ორიასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 201--–-–------------------------ისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 14 571,44 ლარის, პროცენტის - 2028,56 ლარის და პირგასამტეხლოს - 22 ლარის დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე ბა---------------იასა და ხა------------იას შორის 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში, ქ. ზ--------ში, აკ--–-------–ის ქუჩა №-----–- მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 4-.--.4-.1--) ბა---------------იას საკუთრებად აღრიცხვა;

 

1.3.მოპასუხე მა-–---------ორიას და რე---------------იას შორის 2----–-–---------------- გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში, ქ. ზ--------ში, კ.-–-----ს ქუჩა №---–- მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 4-.3-.05.0--) მა-–---------ორიას საკუთრებად აღრიცხვა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე ბა---------------იასთან მოსარჩელემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რაც უზრუნველყოფილი იქნა ან------------ქუასთან, ლე-–------იასთან და მა-–---------ორიასთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით.

 

სოლიდარული მოვალეების მხრიდან ვალდებულება სესხის დაბრუნების თაობაზე შესრულებული არ არის, რის გამოც მათ მოსარჩელის წინაშე გააჩნიათ დავალიანება.

 

მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბა---------------იამ მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების თავიდან არიდების მიზნით, მოჩვენებითად მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №4-.--.4-.1--, ფიქტიური ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა მისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ხა------------იას.

 

აღნიშნულის გარდა, იგივე მოტივით, მა-–---------ორიამ მის საკუთრებაში არსებული №4-.3-.04.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაუფორმა არასრულწლოვან შვილს - რე---------------იას.

 

მითითებული გარემოებების გამო, თანხის დაკისრების მოთხოვნასთან ერთად მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულებების ბათილად ცნობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას (იხ. სარჩელი, დაზუსტებული მოთხოვნა, 02.0.5.2----–-–--------------–--------------------.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეთაგან კანონით დადგენილი წესით შესაგებელი წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ბა---------------იას და მა-–---------ორიას, რომლებმაც სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1.2017 წლის 27 ოქტომბერს შპს ,,ჯი--------------სა’’ და მოპასუხეებს ბა---------------იას, ან------------ქუას, ლე-–------იას და მა-–---------ორიას შორის გაფორმდა სესხისა და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება №73--, რომლის საფუძველზეც მსესხებელს - ბა---------------იას გადაეცა სესხი 15 000 ლარის ოდენობით, 35 დღის ვადით (კვირა დღის გარდა), 2017 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით. გადახდის დაწყების თარიღად განისაზღვრა 28.10.2017 წელი. მხარეები 1.8 პუნქტით შეთანხმდნენ ასევე პირგასამტეხლოს გადახდევინების საკითხზე, რაც შეადგენს პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარს, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებულ 3 ლარს.

 

მითითებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ან------------ქუას, ლე-–------იას და მა-–---------ორიასთან გაფორმებული თავდებობით, კერძოდ, ხელშეკრულების 1.10 პუნქტის მიხედვით, თავდები პასუხისმგებელია შპს ,,ჯი--------------ი’’-ს წინაშე მთელი თავისი ქონებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებლები;

-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 4-);

-სესხისა და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22-24);

-გასავლის ორდერი (ს.ფ. 26);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–--------------------.

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.201--–-–------------------------ის ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 14 % - 2100 ლარის ოდენობით, რაც კანონთან შეუსაბამოა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებლები;

-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 4-);

-სესხისა და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22-24);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–--------------------.

 

3.2.2.მსესხებელმა ბა---------------იამ გადაიხადა სესხის თანხა მხოლოდ ერთხელ 2017 წლის 28 ოქტომბერს 500 ლარის ოდენობით, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა - 428,57 ლარის ოდენობით და პროცენტი - 71,4- ლარის ოდენობით. აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელე მართლზომიერად ითხოვს დაგროვილი დავალიანების გადახდევინებას.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა 07.12.2017 წლის მდგომარეობით სოლიდარულად მოპასუხეებისათვის დავალიანების - 16 622 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა - 14 571,44 ლარი, პროცენტის სახით - 2 028,56 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოა - 22 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პროცენტი მაღალია და მიზანშეწონილია მისი შემცირება 1366,72 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებლები;

-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 4-);

-სესხისა და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22-24);

-გასავლის ორდერი (ს.ფ. 26);

-შემოსავლის რეესტრი (ს.ფ. 27);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–--------------------.

 

3.2.3.მოპასუხე ბა---------------იასა და მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრს (მეუღლეს) - ხა------------იას შორის, შპს ,,ჯი--------------თან’’ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისათვის თავიდან არიდების მიზნით, 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმდა მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ბა---------------იას კუთვნილი, ქ. ზ--------ში, აკ--–-------–ის ქუჩა №-----–- მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხა------------იას საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებლები;

-სესხისა და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22-24);

-გასავლის ორდერი (ს.ფ. 26);

-შემოსავლის რეესტრი (ს.ფ. 27);

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 39);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–--------------------.

 

3.2.4.მოპასუხე მა-–---------ორიასა და მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრს, არასრულწლოვან შვილს - რე---------------იას (კანონიერი წარმომადგენელი, დედა - ნათ--–-------ძე) შორის, შპს ,,ჯი--------------თან’’ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისათვის თავიდან არიდების მიზნით, 2----–-–---------------- გაფორმდა მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მა-–---------ორიას კუთვნილი, ქ. ზ--------ში, კ.-–-----ს ქუჩა №---–- მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა რე---------------იას საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებლები;

-სესხისა და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22-24);

-გასავლის ორდერი (ს.ფ. 26);

-შემოსავლის რეესტრი (ს.ფ. 27);

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 53);

-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 50);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–--------------------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ჯი--------------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების არსებობა.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–----------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). დადგენილია, რომ ბა---------------იას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის (პირობების) განსაზღვრას, თუმცა შინაარსი (პირობები) არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონის მოთხოვნებს. სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს მოპასუხეთათვის სრულად და სოლიდარულად დაკისრების საფუძველი. რამდენადაც მოპასუხე ბა---------------იას მიერ განხორციელდა გრაფიკით გათვალისწინებული სესხის თანხის მხოლოდ ერთხელ შეტანა მოსარჩელის ანგარიშზე, მას თავდებ პირებთან მა-–---------ორიასთან, ან------------ქუასთან, ლე-–------იასთან და მა-–---------ორიასთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს დარჩენილი ძირი თანხის - 14 571,44 ლარის გადახდა. ამასთან, მითითებული პირები თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებისა, ვალდებული არიან ხელშეკრულების დარღვევის გამო გადაიხადონ პირგასამტეხლო 22 ლარის ოდენობით, რაც არ აღემატება გონივრულ ფარგლებს. 6.3.რაც შეეხება პროცენტის ოდენობას, მოპასუხის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მოთხოვნილი სესხის პროცენტი აღემატება 100 პროცენტს, რაც აბსოლუტურად გასაზიარებელია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სწრაფ სესხებსაც, რა თქმა უნდა გააჩნია წლიური საპროცენტო განაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში ძალზე მცირე დროით, ერთი ან რამოდენიმე თვის ვადით ან სულაც რამოდენიმე კვირით გაიცემა მხოლოდ. წლიური საპროცენტო განაკვეთი ეხება ნებისმიერი ტიპის სესხს, რომელსაც სარგებლობისთვის რაიმე პროცენტი ერიცხება. სწრაფი სესხის შემთხვევაშიც სწორედ ასეა. მიუხედავად ხანმოკლე ვადისა, მასაც ერიცხება დამატებით სარგებლობის თანხა, რაც უნდა დაბრუნდეს ძირითად თანხასთან ერთად (იხ. ვებ გვერდი - ). სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს... სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელეს და მიიჩნევს, რომ მართალია საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს ,,ჯი-----------ტი’’-ს მიმართ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანება ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ’’, რამდენადაც იგი არ წარმოადგენს აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს (ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისთვის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისათვის), თუმცა მოსარჩელის, როგორც კერძო სამართლის სუბიექტის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ ხსენებული ნორმით დადგენილი დანაწესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში უნდა შემცირდეს დარიცხული პროცენტი და მოპასუხეებს ბა---------------იას, ან------------ქუას, ლე-–------იას და მა-–---------ორიას მოსარჩელის სასარგებლოდ პროცენტის სახით უნდა დაეკისროთ 1366,72 ლარის გადახდა, რამეთუ 2017 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე 35 დღეზე 100%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს უნდა გადაეხადა 14-8,15 ლარი, საიდანაც 71,4- ლარი ბა---------------იას მიერ გადახდილია (14-8,15-71,4-=1366,72).

6.4.სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელით აღძრული დავის სწორად გადაწყვეტისათვის აგრეთვე, აუცილებელია დადგინდეს რამდენად შეესაბამება ნამდვილობის პირობებს გასაჩივრებული ხელშეკრულება. ამ კუთხით, მხედველობაშია მისაღები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ ანუ გარიგებით სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი აღწევენ სამართლებრივ შედეგს. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილს, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, ხოლო იმავე კოდექსის 524-ე მუხლით, რომლითაც ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება ანუ ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

განსახილველი ნორმის პირველი ნაწილში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამასთან, იმისათვის, რომ გარიგება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად უნდა არსებობდეს მხარეთა შორის შეთანხმება მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ, რასაც ბუნებრივია წინ უძღვის მხარეთა ნაცნობობა, ახლო ურთიერთობა, რაც გარიგების ბათილად ცნობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეები ბა---------------ია და ხა------------ია არიან ოჯახის წევრები (მეუღლეები) და სადავო პერიოდში - 2017 წლის 02 ნოემბერს ცხოვრობდნენ ერთად. მსგავსი ვითარებაა მა-–---------ორიასა და რე---------------იას შორის, რადგან ისინი მოპასუხე რე---------------ია არის თავდები პირის - მა-–---------ორიას არასრუწლოვანი შვილი. ბუნებრივია აღნიშნულ პირთა შორის ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე შესაძლებელია თავისუფლად დაიდოს ხელშეკრულება, თუმცა დაინტერესებული პირის მხრიდან სადავოობის შემთხვევაში წარმოიშობა ხელშეკრულების გაფორმების მოტივის შესწავლის აუცილებლობა.

 

6.5.სასამართლოს ვერ ექნება მოსარჩელისაგან განსხვავებული აზრი სადავო ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულების მიმართ მოჩვენებითობის ფაქტის არსებობის თაობაზე გამომდინარე იქედან, რომ ამაზე უტყუარად მეტყველებს საქმის ზეპირი განხილვის შედეგად დადგენილი გარემოებები, რის შესახებაც მიუთითებს შემდეგს:

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს შორის ურთიერთობას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ უფლებებთან და მოვალეობებთან, არეგულირებს ვალდებულებითი სამართლით.

 

ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ვალდებულებითი სამართლის ძალით მოვალე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს განსაზღვრული მოქმედებისგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალისგან ვალდებულების შესრულება.

 

თუ მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მისი შესრულება მას შესაძლებელია დაეკისროს იძულებით - ??????????? მეშვეობით. ამ კუთხით, ყურადღების ღირსია საქართველოს კონსტიტუციის პირველი პუნქტი, რომლითაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული ნორმა შეიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც ასევე გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად მიჩნეული საერთაშორისო აქტის - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1999 წლის 12 მაისს) მე-6 მუხლით, რომლითაც სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული მუხლი მიუთითებს კონკრეტულად სამართლიან სასამართლო განხილვაზე, ეს უკანასკნელი გამოიყენება არა მარტო თვით განხილვასთან მიმართებით, არამედ იმ ეტაპების მიმართაც, რომლებიც წინ უსწრებენ და თან სდევენ სასამართლო განხილვას. ასეთად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც დაინტერესებული პირის უფლებაა და რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოიცავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (იხ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ, 181).

 

შიდასაკანონმდებლო დონეზე აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.

 

აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის 251-ე მუხლით, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება და დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.

 

ამრიგად, კრედიტორის მოთხოვნით აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულების მექანიზმის ამოქმედება გულისხმობს მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე კრედიტორსა და მოვალეს შორის დავის არსებობის დაშვების შესაძლებლობას, რამეთუ მიკუთვნებითი მოთხოვნის აღსრულების საშუალება შეიძლება იყოს სწორედ მოვალის კუთვნილი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ბა---------------ია და მა-–---------ორია არ უარყოფენ, რომ მათ გააჩნიათ დავალიანება მოსარჩელის წინაშე. სასამართლოს მოსაზრებით ბა---------------იამ და მა-–---------ორიამ იცოდნენ რა, რომ დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ოჯახის წევრთან - ხა------------იასთან და რე---------------იასთან მოჩვენებითი გარიგების დადებით შეეცადნენ აღნიშნული მოვლენის თავიდან აცილებას. ამ მსჯელობას ამყარებს ის ფაქტი, რომ სადავო ხელშეკრულებები გაფორმდა სესხის ხელშეკრულების მოქმედებისა და დარღვევის პერიოდში და რომ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან უძრავი ქონებით კვლავ სარგებლობენ მოპასუხეები ბა---------------ია და მა-–---------ორია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რე---------------იას მიერ ნასყიდობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებაც.

 

მსგავს დავაზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,2013 წლის 5 ნოემბერს მოპასუხის მიერ საკუთარ დედასთან - მეორე მოპასუხესთან უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების დადება იმ პირობებში, როდესაც სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განხორციელებულია 2013 წლის 9 ოქტომბერს, რომლის შემდგომ მოპასუხემ შეწყვიტა სესხის პერიოდული დაფარვა (იხ. ტომი I, ს.ფ. 139), მიუთითებს სწორედ ჩუქების ხელშეკრულების ორივე მხარის განზრახვაზე, რომ უძრავი ქონების გასხვისების გზით მოპასუხეს თავი აერიდებინა ფულადი ვალდებულებების შესრულებისთვის.

 

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ნივთის ჩუქება შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, მაგრამ ზუსტად მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და ამ ხელშეკრულების დადების რა აუცილებლობა არსებობდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების მონაკვეთში (იხ. სუსგ. №ას-13-7-1--2-2012, 2013 წლის 1 ივლისი).

 

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის №ას-13-7-1--2-2012 გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრა. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია’’ (----------–---------------–---------–-–-----------------------------------------

 

6.6.ზ--------ის რაიონული სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის მიხედვით, უძრავი ნივთის შეძენისას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს (შემძენებს) არ მოეთხოვოთ უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მხოლოდ ისეთი ფაქტების ცოდნა, რაც აღემატება მათ შესაძლებლობებს.

 

ზ--------ის რაიონულ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება. ოჯახის წევრებს (მეუღლეებს, მამა-შვილს) შორის უძრავი ქონების განკარგვა სადავო, ხელშეკრულების დარღვევის პერიოდში, უფრო მეტიც, ხელშეკრულების დადება დაჩქარებული წესით, ერთ შემთხვევაში, ბა---------------იასა და ხა------------იას შორის - 2017 წლის 02 ნოემბერს, ხოლო მეორე შემთხვევაში, მა-–---------ორიასა და რე---------------იას შორის - 2----–-–----------------, მოვალის მხრიდან სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების დასტურია. ეს გარემოებები კი მიუთითებს მასზედ, რომ ხა------------იასათვის და რე---------------იასათვის (მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის), როგორც ოჯახის წევრებისათვის, ცნობილი უნდა ყოფილიყო მოპასუხე ბა---------------იას და მა-–---------ორიას მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების (დავალიანების), ასევე ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების იმ განზრახვით დადების თაობაზე, რომ მოვალეს (ბა---------------იას და მა-–---------ორიას) არ შეესრულებინა კრედიტორის (მოსარჩელის) წინაშე ნაკისრი ვალდებულება. საწინააღმდეგო გარემოებები, რაც უარყოფდა ამ პრეზუმფციას, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ.

 

მაშასადამე, მოცემული ვითარებით ნათელი ხდება, რომ სადავოდ გამხდარი გარიგებები ბათილია გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო, რაც თავის მხრივ მოპასუხე ხა------------იას და რე---------------იას, როგორც უძრავი ნივთის შემძენს, ხდის არაკეთილსინდისიერს. ეს გარემოება კი მანიშნებელია იმისა, რომ ხა------------ია და რე---------------ია სასამართლოს მიერ სადავო ქონების ნამდვილ მესაკუთრედ ვერ მიიჩნევა. ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის 2017 წლის 02 ნოემბერს და 2----–-–---------------- გაფორმებული ხელშეკრულებები (რაც გულისხმობს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში მოპასუხე ხა------------იას და რე---------------იას სახელზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმებას) და უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა ქ. ზ--------ში მდებარე უძრავი ქონების კვლავ მოპასუხე ბა---------------იას და მა-–---------ორიას სახელზე რეგისტრაციის განხორციელების სახით.

 

6.7.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ასევე ბა---------------იასა და მა-–---------ორიას მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის პირობებში, მოპასუხეებს ან------------ქუას და ლე-–------იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 478,80 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 41,66 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად დეკისრებათ მოპასუხეებს ბა---------------იას, ან------------ქუას, ლე-–------იას და მა-–---------ორიას.

 

რაც შეეხება ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, ამ მოთხოვნის ნაწილში ცალ-ცალკე მოპასუხეებს ბა---------------იას და ხა------------იას, ასევე მა-–---------ორიასა და რე---------------იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება, ხოლო ყველა მათგანს სოლიდარულად - სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 24--244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.შპს ,,ჯი--------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1.მოპასუხეებს ბა---------------იას, ან------------ქუას, ლე-–------იას და მა-–---------ორიას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 201--–-–------------------------ისა და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 14 571,44 ლარის, პროცენტის - 1366,72 ლარის და პირგასამტეხლოს - 22 ლარის გადახდა;

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ბა---------------იასა და ხა------------იას შორის 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში, ქ. ზ--------ში, აკ--–-------–ის ქუჩა №-----–- მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ 4-.--.4-.1--) აღირიცხოს ბა---------------იას საკუთრებად;

 

1.3.ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე მა-–---------ორიას და რე---------------იას შორის 2----–-–---------------- გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში, ქ. ზ--------ში, კ.-–-----ს ქუჩა №---–- მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ 4-.3-.05.0--) აღირიცხოს მა-–---------ორიას საკუთრებად;

 

2.მოპასუხეებს ან------------ქუას და ლე-–------იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 478,80 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 41,66 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს ბა---------------იას, ან------------ქუას, ლე-–------იას და მა-–---------ორიას;

 

3.მოპასუხეებს ბა---------------იას და ხა------------იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება;

 

4.მოპასუხეებს მა-–---------ორიას და რე---------------იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება;

 

5.მოპასუხეებს ბა---------------იას, ხა------------იას, მა-–---------ორიას და რე---------------იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ--------ის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზ--------ი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

7.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა