გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
101210018002383528
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 101210018002383528

№2/73-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2018 წელი ჭ--------ა

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ჭ--------ის მუნიციპალიტეტში

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი თამარ წერეთელი

მოსარჩელე: გ---------------–---–ი

წარმომადგენელი: გ------------------ე

მოპასუხე: ვ-------–------------–---–ი

წარმომადგენელი: ე-–---------------ე, რ--------------–---–ი;

დავის საგანი: ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა, სამკვიდრო ქონებიდან იდეალური წილის გამოყოფა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოსარჩელე გ---------------–---–მა საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჭ--------ის მუნიციპალიტეტში შემოიტანა სასარჩელო განცხადება თანდართული მასალებით და მოითხოვა ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა და სამკვიდრო ქონებიდან იდეალური წილის მიკუთვნება;

 

1.2 წარმოდგენილი სარჩელიდან ირკვევა რომ მოსარჩელე დაბადებიდან ცხოვრობდა და ცხოვრობს მისი მშობლებისა და დედმამიშვილების კომლში ჭ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ პ--------ში; 1974 წლის 21 აპრილის განყოფილების აქტის მიხედვით მათი ოჯახი გაიყო ორ კომლად, პირველ კომლში დარჩა მამა ვ--–-------------–---–ი, დედა ელენა საღირაშვილი, ძმა რ--------------–---–ი და და გ---–--------------–---–ი, ხოლო მეორე კომლში დარჩნენ თავად მოსარჩელე გ---------------–---–ი და და ნ--------------–---–ი, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია; ქონების გაყოფის შემდეგ მათ კომლს ერგო სახლის აღმოსავლეთ მხარეს ერთი ოთახი პირველ სართულზე და ერთი ოთახი მეორე სართულზე, ერთი სული პირუტყვი და ქვევრები 42 ფუთის ტევადობის, ამასთან ეზო გაიყო ორ თანატოლ ნაწილად და ასევე სარგებლობაში გადაეცათ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; აღნიშნულის შემდეგ დღემდე ცხოვრობს თავისი ოჯახით აღნიშნულ სახლში და სარგებლობს მიწის ნაკვეთით; ბოლო დროს მასსა და მის დას ვ-------–------------–---–ს შორის მიმდინარეობს დავა სახლსა და მიწის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით, მოპასუხე აიძულებს მეუღლესთან ერთად დატოვოს ოჯახი, მათ შორის არსებული დავის გადაწყვეტაში ჩაერთო გამგეობის რწმუნებული და პოლიცია, მაგრამ უშედეგოდ; მათი კომლიდან გარდაცვლილები არიან მამა ვ--–-------------–---–ი, დედა ელენა საღირაშვილი და და ნადეჟდა საღირაშვილი, მოსარჩელის განმარტებით იგი დაბადებიდან ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და მათი გარდაცვალების შემდეგაც დაუფლებულია თითოეული მათგანის სამკვიდრო წილს ანუ მიღებული აქვს სამკვიდრო, კერძოდ მემკვიდრეობის წესით დაუფლებულია ვ--–-------------–---–ის მთლიანი ქონების კუთვნილ 1/5 წილს, ელენა საღირაშვილის მთლიანი ქონების კუთვნილ 1/4 წილს და ნ--------------–---–ის მთლიანი ქონების კუთვნილ 1/3 წილს; 2018 წლის 28 თებერვალს ვ-------–------------–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თავის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, როგორც თავისი კომლის კუთვნილ წილზე, ისე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთზე, სახლზე და ხუთ მიწის ნაკვეთზე, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ზემოთ ხსენებული გარემოებები, შეხვდა მოპასუხეს, რომელთანაც ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწია, აცხადებს რომ მას არაფერი არ ეკუთვნის და უნდა წავიდეს სახლიდან, რის გამოც იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს ქონებიდან კუთვნილი წილის რეალურად გამოყოფას და სამკვიდროდან იდეალური წილის მიკუთვნებას;

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე გ---------------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა გ------------------ემ მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება იმავე საფუძვლებით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული; ამასთან განმარტეს, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული დადგენილი წესით სადაო ქონებაზე ვერ იქნა მოძიებული, თუმცა საგულისხმოა საარქივო ცნობები და 1974 წლის განყოფილობის აქტი ამ ქონებაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ-------–------------–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო;

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა ე-–---------------ემ არ სცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ 1974 წლის განყოფილობის აქტი ვერ იქნება დასტური იმისა, რომ სადაო ქონების ნაწილი მოსარჩელის საკუთრებაა; აღნიშნული აქტის საკომლო წიგნში რეგისტრაცია დადგენილი წესით არ მომხდარა; მოსარჩელე რეგისტრირებულია ქალაქ ჭ--------აში; სადაო სახლი დანგრეულია და აშენებული იქნა ახალი; სამკვიდრო მასიდან იდეალური წილის მიკუთვნებაც უსაფუძვლოა, რამეთუ რა ქონებიდან ხდება ამ წილის მიკუთვნება, გაუგებარია; ასევე ორივე მოთხოვნა ხანდაზმულია;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2.1. დადგენლია, რომ ვ--–-------------–---–ი, რომელიც არის მოსარჩელე გურამი საღირაშვილის და მოპასუხე ვ-------–------------–---–ის მამა, გარდაიცვალა 1982 წლის 18 ივნისს. დადგენილია, რომ ვ--–-------------–---–ის შვილები არიან: ვ-------–------------–---–ი, გურამ, რეზო, გულნარა და ნ--------------–---–ები. დადგენილია, რომ გარდაცვალების მომენტისათვის ვ--–-------------–---–ს ჰყავდა მეუღლე ელენა საღირაშვილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ.1-13)

- გარდაცვალების მოწმობა (33)

- დაბადების მოწმობა (ს.ფ.15)

- საარქივო ცნობა (ს.ფ.26)

- მხარეთა ახსნა- განმარტება

 

3.2.2 დადგენლია, რომ ნ--------------–---–ი, რომელიც არის მოსარჩელე გურამი საღირაშვილის და მოპასუხე ვ-------–------------–---–ის და, გარდაიცვალა 2014 წლის 19 ოქტომბერს; ამასთან, ე-–------------–---–ის გარდაცვალების დადგენილი წესით გაცემული მტკიცებულება წარდგენილი არაა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ.1-13)

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.34)

- მხარეთა ახსნა- განმარტება

 

3.2.4. დადგენილია, რომ 1974 წლის 21 აპრილის განყოფილების აქტის მიხედვით მხარეთა ოჯახი გაიყო ორ კომლად, პირველ კომლში დარჩა მამა ვ--–-------------–---–ი, დედა ელენა საღირაშვილი, ძმა რ--------------–---–ი და და გ---–--------------–---–ი, ხოლო მეორე კომლში დარჩნენ თავად მოსარჩელე გ---------------–---–ი და და ნ--------------–---–ი, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია; ამასთან, აღნიშნული აქტის რეგისტრაცია საკომლო წიგნში არ მომხდარა; გარდა ამისა, აქტზე მხოლოდ ერთი კომისიის წევრის ხელმოწერაა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ.1-13)

- განყოფილობის აქტი (ს.ფ.28)

- საარქივო ცნობა (ს.ფ.26)

- მხარეთა ახსნა- განმარტება

 

3.2.5 დადგენილია, რომ მოსარჩელე გ---------------–---–მა 2016 წელს მიიღო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სახნავი ბარათი 0,3 ჰა მიწის ფართზე და მრავალწლიან ნარგავებზე უფიქსირდება 0,05 ჰა მიწის ფართობი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

 

3.2.6 დადგენილია, რომ სადაო სახლი და მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით მოსარჩელე გ---------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული არაა; ( საკომლო წიგნის ჩანაწერები ან საჯარო რეესტრიდან ამონაწერები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

-საარქივო ცნობები

 

3.2.7 დადგენილია, რომ 1994 წლამდე გ---------------–---–ი ირიცხებოდა კომლის წევრად ელენა საღირაშვილის კომლში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარის ახსნა განმარტება

-საარქივო ცნობა

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

3.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

 

6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-173-ე, 953-965-ე, 1336-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში: გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება დაკავშირებულია სამკვიდროს გახსნის მომენტთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამდენად, მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი გ---------------–---–ის და ვ-------–------------–---–ის დედის ელენა საღირაშვილის გარდაცვალების მოწმობა და არ დგინდება სამკვიდროს გახსნის ფაქტი;

 

სამოქალაქო კოდექსის 1323 მუხლის თანახმად კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან;

 

მოცემულ შემთხვევაში მხარემ ვერ წარმოადგინა აღნიშნულის (კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების გამო სამკვიდროს გახსნა) დამადასტურებებლი მტკიცებულება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის შესაბამისად თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონებაზე მდებარე ჭ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ პ--------ში ვერ დგინდება მოსარჩელე გ---------------–---–ის საკუთრების უფლება, კონკრეტულად იმ ქონებაზე, რომლის რეალურად გამოყოფას ითხოვს, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საკომლო წიგნიდან ან საჯარო რეესტრიდან, ასევე მტკიცებულება მასზედ, რამდენად შესაძლებელია რეალურად ამდაგვარად ქონების ნაწილის გამოყოფა ნივთის ღირებულების (დანიშნულება) შემცირების გარეშე; მაშინ როდესაც სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე;

 

აღნიშნული დასაბუთებიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ გურამი საღირაშვილის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

 

8.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში; მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე გონივრული ღირებულებაა-150 ლარი;

იურიდიული დახმარების სესახებ საქართველოს კანონის 7-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზრაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული სამსახურის სასარგებლოდ;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---------------–---–ის (პ/ნ 5---------1) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გ---------------–---–ს ( პ/ნ 5---------1) საქართველოს იურიდიული სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ჭ--------ის მუნიციპალიტეტში მეშვეობით (ჭ--------ა გ.თხელიძის ქუჩა N 41).

 

მოსამართლე დავით კეკენაძე