გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2018
საქმის ნომერი
140210017002043219
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002043219

საქმე №2/1208-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე - ნ--------------–---–ი (შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ--------–---–---–ი

მოპასუხე - გ----------------–---–ი ( შეგებებული სარჩელით - მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

დაინტერესებული პირი/ორგანიზაცია - სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ლ--–--------–-–---–ი

დავის საგან: 1. ძირითადი სარჩელით - ალიმენტის დაკისრება

2. შეგებებული საჩელით: ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ----------------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 05 ივნისს დაბადებული ლ-------------–---–ის და 2010 წლის 05 ივნისს დაბადებული ლ-------------–---–ის რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, თითოეული შვილისათვის 300 ლარის ოდენობით და ასევე მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და ალიმეტის სახით თითოეული შვილისათვის მოითხოვა 250 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2019 წლის 10 ოქტომბრიდან მოპასუხესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ლ---- და ლ-------------–---–ები. 2017 წლის თებერვლიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და ამჟამად მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს ძმის ბინაში. მოპასუხე მონაწილეობას არ ღებულობს შვილების რჩენა - აღზრდაში. არ ეხმარება შვილებს მატერიალურად, მაშინ როცა მოპასუხეს აქვს სამსახური და ხელფასი. ბავშვები არიან მე-2 კლასის მოსწავლეები. მოსარჩელეს არ აქვს სათანადო შემოსავალი, რომ მარტომ არჩინოს შვილები, ამიტომ ითხოვს მოპასუხისათვის ალიმეტის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა რომ მოსარჩელესთან ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს 2017 წლის თებერვლიდან. იგი აღნიშნავს რომ ყოველთვის ზრუნავს შვილებზე, მიუხედავდ მოპასუხის მხრიდან ხელშეშლისა, ვინაიდან იგი დაშორების შემდეგ არ აძლევს საშუალებას ნახოს შვილები. მოპასუხე აღნიშნავს რომ მას თავისი შვილებისათვის არ შეუწყვეტია მატერიალური დახმარება. მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა - თითოეულ ბავშვზე 130 ლარის ოდენობით.

 

3. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა:

 

3.1. გ----------------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების ლ---- და ლ-------------–---–ების ნახვის დროდ განესაზღვროს ყოველი კვირის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი 13:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდი, პარასკევს მიეცეს უფლება წაიყვანოს ბაშვები 13:00 საათიდან კვირის 14:00 საათამდე, ღამე დატოვების უფლებით; ზაფხულის პერიოდში მიეცეს უფლება წაიყვანოს ბავშვები თავისთან 01 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით.

 

მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა თავისი მოთხოვნა, კერძოდ: ყოველი თვის განმავლობაში ორ შაბათ-კვირას, პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 15:00 საათამდე გ----------------–---–ს მიეცეს უფლება წაიყვანოს ბაშვები საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ასევე ჰქონდეს მას ყოველდღიურად, განუსაზღვრელად ბავშვებთან ურთერთობის უფლება. ზაფულის არდადეგებზე ივლისის თვეში 10 დღის განმავლობაში და ზამთრის არდადეგებზე იანვრის თვეში ერთი კვირის განმავლობაში არასრულწლოვანი შვილები იყოლიოს თავის საცხოვრებელ მისამართზე.

 

4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია:

 

გ----------------–---–ის განმარტებით, მოსარჩელესთან რეგისტრირებულ ქორწინებაშია 2009 წლის 10 ოქტომბრიდან და ჰყავთ ორი შვილი, ლ---- და ლ----.. 2007 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არ ეძლევა თავის შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

5. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო შეგებებული სარჩელი, ხოლო მოსაზადებელ სხდომაზე სრულად ცნო დაზუსტებული შეგებებული სარჩელი.

 

6. ფაქტობრივი გარემოებები

 

6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.1.1. მხარეები 2009 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

მტკიცებულებები:

 

- ქორწინების მოწმობა

 

6.1.2. ნ--------------–---–ს და გ----------------–---–ს ერთად ცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 05 ივნისს შეეძინათ ტყუპები ლ---- და ლ-------------–---–ები.

 

მტკიცებულებები:

 

- დაბადების მოწმობები

 

6.1.2. მხარეები 2017 წლის თებერვლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი ბავშვები, ლ---- და ლ-------------–---–ები ცხოვრობენ დედასთან ერთად.

 

მტკიცებულებები:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

6.1.3. გ----------------–---–ი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მისი ხელზე ასაღები ყოვეთვიური ხელფასი შეადგენს 989 ლარს.

 

მტკიცებულება:

 

- ცნობა შსს ეკონომიკური დეპარტამენტიდან

 

6.1.4. ნ--------------–---–ი დასაქმებული სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში. მისი ხელზე ასაღები ყოვეთვიური ხელფასი შეადგენს 128 ლარს.

 

მტკიცებულება:

 

- ნ--------------–---–ის ახსნა-განმარტება

 

6.1.5. ლ-------------–---–ი საჭიროებს განსაკუთეებულ ყურადღებას და პერიოდულ მკურნალობას.

 

მტკიცებულება:

 

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

- ფსიქოლოგის დასკვნა

 

6.1.6. ლ---- და ლ-------------–---–ებს ორივე მშობელთან აქვთ კეთილგანწყობილი ურთიერთობა.

 

მტკიცებულება:

 

- კასპის რაიონული განყოფილების ოციალური მუშაკის დასკვნები;

- ფსიქოლოგის დასკვნა

სამოტივაციო ნაწილი

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--------------–---–ის დაზუსტებული სარჩელი გ----------------–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს მოპასუხისათვის ალიმენტის, დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება გ----------------–---–ის დაზუსტებულ შეგებებული სარჩელს ნ--------------–---–ის მიმართ, ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებით და კონვენციით „ბავშვთა უფლებების შესახებ“, 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით.

 

9. სამართლებრივი შეფასება

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

9.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

9.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

9.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

9.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

9.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, განათლების მიღების უფლება. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია და ეს პასუხისმგებლობა, უპირველესყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ლ---- და ლ-------------–---–ები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან, მოსარჩელე - არასრულწლოვანი ბავშვების დედა მუშაობს და მისი შემოსავალი ყოველთვიურად 128 ლარია. არასრულწლოვნები არიან სკოლის მოსწავლეები, მამა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 989 ლარი. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვების ინტერესების დაკმაყოფილებას. გარკვეულწილად ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი გადასულია მოსარჩელეზე, დედაზე, მამა სათანადოდ ვერ იღებს მონაწილეობას მათ აღზრდაში და სწორედ ალიმენტის განსაზღვრით უნდა მოხდეს იმ მდგომარეობის გათანაბრება, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორისაა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვები არიან დაზღვეულები, ლ-------------–---–ი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მკურნალობას, რეალურად რომ იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად, თითოეული ბავშვისთვის, 190 ლარი, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 09 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

რაც შეეხება მამის ურთერთობას შვილებთან, მოცემულ შემთხვევაში ნ--------------–---–მა ცნო დაზუსტებული შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა და ბაშვების ნახვის ნაწილში. გარდა აღნიშნული გარემოებისა, 2017 წლის 27 დეკემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების კასპის რაიონულმა განყოფილებამ გორის რაიონულ სასამართლოში წარმოადგინა სოციალური მუშაკების დასკვნები №5326 და №5327. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, ბავშვებს ორივე მშობელთან თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვთ. ასევე წარმოდგენილია ლ-------------–---–ის ფსიქოლოგიური შეფასება და დასკვნა, რომლის მიხედვითაც ლ-------------–---–ს ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება და ფსიქოლოგი რეკომენდაციებს აძლევს ბავშვის მამის ოჯახის წევრებს, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

10.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

10.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადასტურებულია, რომ მოსართჩელე ნ--------------–---–ი გათავისუფლებულია ალიმენტის გადახდისაგან, ხოლო გ----------------–---–ს შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ აღიარა (130-130 ლარის ნაწილში) ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ (190-190 ლარი), გ----------------–---–ს უნდა გათვაისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იმ ნაწილში, რომელშიც ცნო სარჩელი, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 43.20 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება შეგებებულ სარჩელზე გადახდილ ბაჟს, გ----------------–---–ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი - უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან ნ--------------–---–მა ცნო დაზუსტებული შეგებებული სარჩელი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ--------------–---–ის სარჩელი გ----------------–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე გ----------------–---–ს ნ--------------–---–ის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების: ლ-------------–---–ის (დაბადებული - 05.06.2010წ.) და ლ-------------–---–ის (დაბადებული - 05.06.2010წ.) რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითოეული ბაავშვისთვის 190 – 190 (ას ოთხმოცდაათ-ას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 09 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე;

 

3. გ----------------–---–ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ნ--------------–---–ის მიმართ ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა) დაკმაყოფილდეს;

 

4. განესაზღვროს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ----------------–---–ს 2010 წლის 05 ივნისს დაბადებული ლ---- და ლ-------------–---–ებთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი: ყოველი თვის ორ შაბათ-კვირას პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 15:00 საათამდე საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით; ასევე მიეცეს უფლება, სასკოლო არდადეგებზე - ზაფხულის არდადეგებზე ივლისის თვეში 10 დღის განმავლობაში და ზამთრის არდადეგებზე - იანვარში ერთი კვირის განმავლობაში არასრულწლოვანი შვილები იყოლიოს თავის საცხოვრებელ მისამართზე. ამასთან, გ----------------–---–ს მიეცეს ყოველდღიურად ბავშვების მონახულების უფლება.

 

5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მერაბ კიტრიაშვილის (პ/ნ 24001014480) მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, საგადახდო დავალება №0.

 

6. გ----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 43.20 ლარის ოდენობით;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი