გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
240210018002319144
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №24----------------(2/165-20-8)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

25.05.20-8 წელი ქ. სენაკი

 

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე – ნ--------------

 

მოპასუხე – შ---------------–---------------------

წარმომადგენელი – ი----------------

 

დავის საგანი - მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ”ს----------–--------------------სათვის”, მოსარჩელე ნ--------------ს სასარგებლოდ, 2--- წლის სახელფასო დავალიანების - 600 ლარისა და ყოველი დაყოვნებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2--- წელს მუშაობდა უბნის ექიმად, სენაკის რაიონის სოფელ ე-----–-----ში; წარმოადგენდა ერთ საექიმო ბ-------ას, სადაც ე----ს ხელფასი იყო 100 ლარი. პროფესიით არის თ---------ი და მკურნალობდა 15 წლის ზევით მოსახლეობას. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2--- წელს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდა 3-15 წლამდე სოფლად მცხოვრები ბავშვების სამედიცინო ამბულატორიული მომსახურება, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას იღებდა მოპასუხე ორგანიზაცია.

 

2--- წელს შპს ”ს-------------–-----------–-----–---–----------------------ის” დირექტორმა მ-----------------მ, მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა სამედიცინო ბ-------ას დაავალა მოზრდილთა მკურნალობასთან ერთად, სოფლად, უფასოდ მომსახურებოდნენ 3 -დან 15 წლამდე ბავშვებს, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით არ იყო პედიატრი და არ გააჩნდა შესაბამისი სერთიფიკატი, იგი ხელმძღვანელის სიტყვიერი მითითებით სხვა ექიმებთან ერთად ასრულებდა აღნიშნულ სამუშაოს, გაწეული საქმიანობისათვის პროგრამით გათვალისწინებული ხელფასი არ მიუღია, რადგან მ-----------------ს განმარტებით, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილთა კონტიგენტის ამბულატორიული მომსახურების ხელფასები იყო ერთი და დამატებითი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

 

მოსარჩელისვე განმარტებით, ვინაიდან 3-15 წლამდე ასაკის ბავშვევის სამედიცინო ამბულატორიული მომსახურებს თანხებს, 2--- წლის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფაქტიურად იღებდა შ.პ.ს "ს----------–-------------------", ითხივს მოპასუხე ორგანიზაციას გადასახდელად დაეკისრის 2--- წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი 2--- წლის კუთვნილი მიუღებელი ხელფასის 600 ლარის ოდენობით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებულკი თანხის 0, 07% გადახდა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, სადაზღვევო ფონდთან, რეგულირების სააგენტოსთან, ჯანდაცვის შიდა აუდიტთან, სენაკის ა-----–-----------–------–---–--------ი გაერთიანებასთან ერთად, თაღლითური სქემით, ზოგადად ექიმების და ამასთან მისი შეცდომაში შეყვანის გზით, შესრულებული სამუშაოების ხარჯზე მიითვისა 3 დან 15 წლამდე ბავშვებისათვის გაწეული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების თანხები.

 

მოსარჩელემ აქვე აღნიშნა,, რომ 200- წელს შეიქმნა სამედიცინო ბ-------ები, რომელბიც ემსახურებოდნენ სოფლის მცხოვრებ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს. მოზრდილების ექიმები იყო თერაპეევტი, ხოლო ბავშვების პედიატრები,. რადგან სოფლებში იყო ამბოლატორიები, იქ უნდა ყოფილიყო როგორც თ---------ი, ასევე პედიატები, ანუ ცალკე ხარჯთაღრიცხვა უნდა ყოფილიყო, როგორც თ---------ის, ასევე პედიატრის. ერთი ბ-------ის ხარჯთაღრიცხვა იყო 373 ლარი, უნდა ყოფილიყო 2 ხარჯთაღრიცხვა სამედიცინო უბნებზე. იმის მაგივრად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევოს და პოლიკლინიკებს წესის მიხედვით ემოქმედათ, გადაწყვიტეს თანხების მითვისსება, ანუ ბავშვების ხარჯთაღრიცხვა გაწერეს არამომუშავე ექიმებზე, ხოლო თ---------ებს სიტყვიერად დაავალეს ბავშვების მიღება არასერთიფიცირებულ ექიმებს. სოფლებში ბავშვთა მიღება წესით უნდა განეხორციელებინა პედიატრებს, შესაბამისად, ბავშვთა პოლიკლინიკას, რომელიც შედის ბავშვთა საავადმყოფოს შემადენლობაში.. მოსარჩელე მიუთითებს, რომ რადგან სოფლებში მოზრდილთა ბ-------ა იყო 13, გამოდის რომ ბავშვთა ბ-------ებიც უნდა ყოფილიყო 13, ანუ მოსარჩელეს ხარჯზე ბავშვთა სავადმყოფო ნახულობდა სარგებელს 13X373ლარს, ყოველთვიურად 5000 ლარს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელის მოთხოვნაა, ვინაიდან 2--- წლის ჯანდაცვის სხელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეასრულა შ.პ.ს "ს-------------–-----------–-----–---–----------------------ის" დირექტორის მ-----------------ს სიტყვიერი დავალებით, ხოლო 2--- წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაფინანსებას იღებდა შ.პ.ს :ს----------–-------------------" მოპასუხე ორგანიზაციამ გადაუხადოს კუთვნილი 6 თვის ხელფასი 600 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0,07%.

 

მოსარჩელის აზრით სარჩელის საფუძვლიანობა დადასტურებულია სარჩელზე თანდართული შემდეგი მტკიცებულებებით; 1) სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთი სამედიცინო ბ-------ის მიერ განსაზღვრულ ღონისძიებათა ნუსხისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დანართი N1-ით, რითაც ირკვევა, რომ „ამ----–-----------–-----–---–-----------------------ს“ არ ჰქონდა უფლება ბავშვების მკურნალობაზე და შესაბამისად, დაფინანსებაც არ მიუღია. 2) ხარჯთაღრიცხვა ერთი სამედიცინო ბ-------ის, სადაც ე----ს ხელფასი არის 100 ლარი. 3) ბავშვთა საავადმყოფოდან მიღებული წერილებით, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვთა პროგრამებს ღებულობდა ბავშვთა საავადმყოფო, შესაბამისად, მათ ეკუთვნოდათ ბავშვების მკურნალობა, რითაც ირკვევა, რომ ბავშვთა საავადმყოფოს მკურნალობა სოფლებში არ ჩაუტარებია. 4) „ამ----–-----------–-----–---–----------------------ის“ თანამშრომლების სიიით, საიდანაც ირკვევა, რომ 2--- წელს ე-----–-----ის საექიმო უბანზე მის გარდა სხვა ე---- არ მუშაობდა. 5) ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილით, 29.05.2007წ., რითაც ირკვევა, რომ ამბულატორიული საქმიანობა არ წარმოადგებს ლიცენზირებად საქმიანობას. მოსარჩელისვე განმარტებით მის მიერ სადაოდ გახდილი საკითხი არის არაქონებრივი დავა და მასზე არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ”ს----------–--------------------ს” წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ შ---------------–--------------------- დაარსებიდან დღემდე და ასევე 2--- წელს შედგებოდა ორი განყოფილებისაგან პოლიკლინიკური და სტაციონალური პოლიკლინიკური განყოფილებისაგან. ექიმ პედიატრები ემსახურებოდნენ ქ. სენაკის (ცენტრის) 0-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და არასოდეს ჰქონიათ ვალდებულება, მათ შორის 2--- წელსაც მომსახურებოდნენ ამბულატორიულად სოფლად მცხოვრაბ მოზარდებს.. სოფლად მცხოვრები 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტინგენტს სამედიცინო დახმარებას ყოველთვის უწევდა შპს ”ს-------------–-----------–-----–---–----------------------ა”, ასე იყო 2--- წელსაც. 2--- წელს სენაკის ცენტრის ამბულატორიული უბნის (7 პედიატრიული უბანი) 0-დან 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიულ დახმარებაზე გამოყოფილ იყო 2656,70 ლარი და არა 5000 ლარი. აღნიშნული თანხა ნაწილდებოდა ქალაქის ზოგადი პროფილის პედიატებზე, სპეციალისტებზე, ექთნებზე ხელფასის სახით. ასევე ეს თანხები იხარჯებოდა ლაბორატორიულ გამოვლევებზე, მედიკამენტებზე და სხვა ხარჯებზე, ამას ადასტურებს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1---------თ, რომელიც დაიდო 0-.0-.2--- წელს, ერთის მხრივ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და მეორეს მხრივ შპს ”ს----------–--------------------ს” შორის. ეს ხელშეკრულება გაგრძელდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 2--- წელსაც. ფონდის მიერ ჩარიცხული თანხის განაწილება ხდებოდა მკაცრად ხელშეკრუებისა და დანართის შესაბამისად, მასში დაწესებულებას კორექტირება არ შეჰქონდა. სახელფასო უწყისებში მკვდარ სულებს მოსარჩელე ვერ მოძებნის, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა; რაც შეეხება სარჩელში მითითებულ 5000 ლარს, ის გამოყოფილი იყო შპს ”ს----------–--------------------ს” სტაციონალური განყოფილებისათვის ლიმიტირებულად და ხმარდებოდა ამავე განყოფილებაში, სტაციონარში მყოფი ავადმყოფი ბავშების მკურნალობას.აქვე მოსარჩელე შ.პ.ს. "ს"ს----------–-------------------ში" თანამშრომლად არ ირიცხებოდა და არანაირი შრომითი ურთიერთობა მასთან არ ჰქონდა. ამდენად, მოსარჩელე ნ--------------ს მოთხოვნა არის უსაფუძვლო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოცემულ საქმეზე უდაო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა.

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ნ-------------- შპს ”ს-------------–-----------–-------–---–----------------------სთან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წელს დასაქმებული იყო შ.პ.ს "სენაკის ამბულატორიულ პოლიკლინიკურ გაერთიანებაში" ე-----–-----ის საექიმო უბანზე, უმცროს ე----------------ს პოზიციაზე და მას 2--- წელს 3-15 წლის ასაკის ბავშვთა ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება არ მიუღია.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

– მხარეთა ახსნა-განმარტებები;

– ბრძანება №-;

 

3.2.2 სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფრაგლებში, ერთი სახელმწიფო ბ-------ის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ნუსხის ხარჯთაღრიცხვა თვის განმავლობაში შეადგენდა 373 ლარს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დანართი №1

 

3.2.3. 200- წლიდან 2006 წლამდე შპს ”ს----------–--------------------ში” მოქმედებდა საქართველოს სოციალური დაზრვევის სახელმწიფო კომპანიის შემდეგი პროგრამები: სტაციონალური დახმარების პროგრამა, ამბულატორიული დახმარების პროგრამა, ურგენტული პროგრამა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

– შპს ,,სენაკის ბავშთა საავადმყოფოს“ 20-7 წლის 20 დეკემბრის №8--- წერილი.

 

3.2.4. 2----2--- წლებში შპს ”ს----------–--------------------ს” პოლიკლინიკური განყოფილება ემსახურებოდა მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ 0-დან 15 წლმადე ბავშვთა მოსახლეობას.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- შპს ”ს----------–--------------------ს” 20-8 წლის 05 იანვრის №70 წერილი.

 

3.2.5. 2--- წელს შემუშავებილი იქნა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2--- წლის 26 მარტის №7--- ბრძანებით განისაზღვრა ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების წესი და უფლებამოსილ პირთა წრე. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორების წესი. 2--- წლის 0- სექტემბერს საქარველოს სოცოალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და შპს ”ს----------–--------------------ს” შორის გაფორმდა №1---------თ ხელშეკრულება. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ფარგლებს და გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა, არამედ ამ პროგრამის აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა შორის დადებული ხელშეკრულებები.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით;

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებებით;

- ხელშეკრულება სახელმწიფი შესყიდვის შესახებ;

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

3.2.6. მოსარჩელე ნ-------------- შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდა მოპასუხე შპს ”ს----------–--------------------სთან”.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

– მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.7. შ---------------–--------------------- 2--- წელს შედგებოდა ორი განყოფილებისაგან: პოლიკლინიკური და სტაციონალური. პოლიკლინიკური განყოფილების ექიმ პედიატრები ემსახურებოდნენ ქ. სენაკის (ცენტრის) 0-დან 15 წლამდე ბავშვთა მოსახლეობას და არასოდეს ჰქონიათ ვალდებულება, მათ შორის 2--- წელსაც მომსახურებოდნენ ამბულატორიულად სოფლის ბავშვებს. სოფლად მცხოვრები 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტინენტს სამედიცინო დახმარებას ყოველთვის უწევდა შპს ”ს-------------–-----------–-----–---–----------------------ა”, ასე იყო 2--- წელსაც.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

– მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.8. ნანა ძიძიგურს 2--- წლის მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, 3 დან 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მიმსახურების ანაზღაურება არ ეკუთვნის.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა განმარტებით და საქმეში არსებული ბრძანება №--ით დადგენილია, რომ 2--- წელს ნ-------------- მუშაობდა სენაკის „აბ---–-----------–-----–---–--------------------ბაში“, სოფელ ეკ----–------ის ბ-------ის უმცროს ექიმ-თ---------ად და იგი მიმაგრებული იყო სერტიფიცირებულ ექიმ მ. მ--–-----თან.

 

დადგენილია, რომ შ---------------–--------------------- 2--- წელს შედგებოდა ორი განყოფილებისაგან: პოლიკლინიკური და სტაციონალური. პოლიკლინიკური განყოფილების ექიმ პედიატრები ემსახურებოდნენ ქ. სენაკის (ცენტრის) 0-დან 15 წამდე ბავშვთა მოსახლეობას;

 

დადგენილია და თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ მას პედიატრიაში, ანუ ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სფეროში შესაბამისი საქმიანობის სერთიფიკატი არ გააჩნდა.

 

აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნ--------------ს მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარებისადმი (პაციენტებისადმი) უფასოდ მომსახურების ფაქტს, ასევე ამავე პროგრამით დადგენილი წესით კონსულტაციის გაწევას და მის შრომით ურთიერთობას მოპასუხე ორგანიზაციასთან.

 

ამდენად, ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დასტურდება და თავად მხარეებიც არ უარყოფენ, რომ ნ-------------- შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდა შპს ”ს----------–--------------------სთან”.

 

აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელე ნ--------------ს მოთხოვნა, იმის შესახებ რომ მას მოპასუხე ორგანიზაციიდან ეკუთვნის 2004 წლის 6 თვის ხელფასი 3 დან 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მოსახურებისათვის და რომ იგი უნდა გადაუხადოს მოპასუხე ორგანიზაციამ შპს ”ს----------–--------------------მ” საფუძველს მოკლებულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 2-ე, 6-ე-7-ე, 31-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად

 

შექმნილ კონკრეტულ სიტუაციაში სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ხელფასის ანაზღაურება. გამომდინარე აღნიშნულიდან დავა თავისი შინაარსით ვალდებულებით სამართლებრივი ხასიათისაა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

ამავე კოდექსის მე-6 მე-7 მუხლებით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირად, განუსაზღვრელი ან განსაზღვრული ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ზოგადად, ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება ან ორივე ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე თუ არ არსებობს ხელშეკრულება, ზიანია მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლი, არ არსებობს ვალდებულებაც.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადაოდ ხდის 3 დან 15 წლამდე მოზარდების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების შედეგად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წარმოიშობილ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობას შპს ”ს----------–--------------------სთან”, თუმცა საქმის განხილვისას ვერც წერილობითი და ვერც ზეპირსიტყვიერად ვერ დადასტურდა მისი საქმიანობის განხორცილება შპს ”ს----------–--------------------ს” როგორც სტაციონალურ, ასევე პოლიკლინიკურ განყოფილებაში, ასევე ვერ დასტურდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ”ს----------–--------------------ს” ვალდებულება მომსახურებოდნენ ამბულატორიულად სოფლის ბავშვებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოცემული დავა არ შეეხება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.

 

ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები. კერძოდ, არ არსებობს მხარეთა შორის ხელშეკრულება და შესაბამისად, არ არსებობს ვალდებულებაც.

 

6.2. საქართველოს კანონის შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დამსაქმებლის ამგვარი ვალდებულება სადავო პერიოდში - 2004 წელს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული არ იყო.

 

ვინაიდან, ამჟამად მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაზე, ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ შრომით ურთიერთობებზე ამავე კანონის 31-ე მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება.

 

ასეც რომ არ იყოს, საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორების დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს დამოუკიდებლად, არამედ ის უშუალოდ დაკავშირებულია დამსაქმებლის ვალდებულებასთან უზრუნველყოს დასაქმებულთან ანგარიშსწორება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე შპს ”ს----------–--------------------ს” მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია შრომის ანაზღაურების ვალდებულება, არ არსებობს მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდევინების სამართლებრივი საფუძველიც.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ნ--------------ს სარჩელი, მოპასუხე შპს ”ს----------–--------------------ს” მიმართ, 2004 წლის სახელფასო დავალიანებისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე