გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/504-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ,,თ-----------''
წარმომადგენელი - ლ--–- ბ-----–--ე
მოპასუხე - ბესიკი თ----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ----ი თ----------ეზე №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9754.24 ლარის (ძირი-6243.24 ლარი, პროცენტი -1499.60 ლარი, ჯარიმა-2000 ლარი) და დაზღვევის 11.40 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
1.2. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 4 მარტი) ბ----ი თ----------ეზე №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 6243.24 ლარზე, 2 წლის განმავლობაში დასარიცხი წლიური 17% სარგებლის გადასახდელად დაკისრება (თვეში 88.44 ლარი).
1.3. ბ----ი თ----------ეზე 2012 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3090.17 ლარის გადასახდელად დაკისრება. (ძირი-2263.04 ლარი, პროცენტი - 384.52 ლარი, ჯარიმა - 442.61 ლარი).
1.4. დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 4 მარტი) ბ----ი თ----------ეზე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2263.04 ლარი, 2 წლის განმავლობაში დასარიცხი წლიური 36% სარგებლის გადასახდელად დაკისრება (თვეში 67.89 ლარი).
1.5. მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 497.89 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, სს თ-----------ა და ბ----ი თ----------ეს შორის 2011 წლის 24 ნოემბერს დაიდო №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა კრედიტი 12500 ლარი. 2015 წლის შემდეგ მოპასუხეს არ უწარმოებია გადახდა.
2011 წლის 24 ნოემბერის №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 9754.24 ლარს (ძირი-6243.24 ლარი, პროცენტი -1499.60 ლარი, ჯარიმა-2000 ლარი).
მოსარჩელის განმარტებით, ბ----ი თ----------ესთან 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და გაიცა საკრედიტო ბარათი თიბისი ქარდი 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. 2012 წლის 29 ივნისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 3090.17 ლარს. (ძირი-2263.04 ლარი, პროცენტი - 384.52 ლარი, ჯარიმა - 442.61 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ბ----ი თ----------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ სცნო. აღნიშნული პოზიცია ეკავა მოპასუხეს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე და განმარტა, რომ თანახმაა ორივე საკრედიტო პროდუქტზე, მთლიანობაში გადაიხადოს 8506.28 ლარი თვეში 200 ლარის ოდენობით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოპასუხე ბ----ი თ----------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ სცნო, მოსამზადებელ სხდომაზე და განმარტა, რომ თანახმაა ორივე საკრედიტო პროდუქტზე, მთლიანობაში გადაიხადოს 8506.28 ლარი თვეში 200 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება:
შესაგებელი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 სს თ-----------ა და ბ----ი თ----------ეს შორის 2011 წლის 24 ნოემბერს დაიდო №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა კრედიტი 12500 ლარი. 2015 წლის შემდეგ მოპასუხეს არ უწარმოებია გადახდა.
2011 წლის 24 ნოემბერის №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 9754.24 ლარს (ძირი-6243.24 ლარი, პროცენტი -1499.60 ლარი, ჯარიმა-2000 ლარი).
მტკიცებულება:
-სარჩელი. მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.
- 2011 წლის 24 №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.12-20)
3.2.2.ბ----ი თ----------ესთან 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და გაიცა საკრედიტო ბარათი თიბისი ქარდი 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. 2012 წლის 29 ივნისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 3090.17 ლარს. (ძირი-2263.04 ლარი, პროცენტი - 384.52 ლარი, ჯარიმა - 442.61 ლარი).
მტკიცებულება:
2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება №C1206165014S9PB. . (იხ.ს.ფ.24-29).
3.2.3. 2011 წლის 24 ნოემბერის №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 9754.24 ლარს (ძირი-6243.24 ლარი, პროცენტი -1499.60 ლარი, ჯარიმა-2000 ლარი).
ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 3090.17 ლარს. (ძირი-2263.04 ლარი, პროცენტი - 384.52 ლარი, ჯარიმა - 442.61 ლარი).
მტკიცებულება:
ცნობა დავალიანების შესახებ. (იხ.ს.ფ.31-39).
3.2.4. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულებები.
მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის, სესხის 8506.28 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხების და პროცენტის ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს (ჯარიმა) მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრული ოდენობით პირგასამტეხლომდე.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე-873-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 208-ე; 102-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.5.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ „იამზე ბურჯალიანს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების და საკრედიტო ბარათის ყველა არსებით პირობაზე.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.9. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ''თ-----------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული 2011 წლის 24 №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით №ჩ1206165014შ9PB, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
6.10. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სესხის ძირი თანხის 8506.28 (ორივე საბანკო პროდუქტზე) ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.11. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს და პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
-დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, 2016 წლის 04 მარტის მდგომარეობით, მოპასუხის სრული დავალიანება 2011 წლის 24 №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეადგენს: 29.610.66 ლარს. (ძირი-6243.24 ლარი, პროცენტი -1499.60 ლარი, ჯარიმა-21,856.42 ლარი. სარჩელით მოთხოვნილია ჯარიმა 2000 ლარი).
ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 3090.17 ლარს. (ძირი-2263.04 ლარი, პროცენტი - 384.52 ლარი, ჯარიმა - 442.61 ლარი).
6.12.მოხმობილი სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
ამდენად, სესხისათვის პროცენტის, სარგებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.13. წინამდებარე შემთხვევაში, ასევე სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ 2011 წლის 24 №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო რომელიც შეადგენს 2000 ლარს უნდა შემცირდეს 1000 ლარით, რადგან მოპასუხის მიერ სესხის ვადის გადაცილება გამოწვეულია მძიმე ოჯახური მდგომარეობით, დაკარგა სამსახური, იგი აღიარებს სესხის ძირ თანხას და კეთილსინდისიერია ვალდებულების მიმართ.
აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო 2000.00 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1000 ლარით.
6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
6.15. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს ადგება ზიანი, რაც მის მიერ სესხის სახით გაცემული ფულადი თანხიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობის დაკარგვაში გამოიხატება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტი იყო სარგებლიანი წლიური 17%-ის გადახდის ვალდებულებით, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის შემოტანის დღიდან 2 წლის განმავლობაში, სარგებლის დარიცხვას 2011 წლის 24 №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ძირ თანხაზე, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის შემოტანის დღიდან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -2263.04 ლარი 2 წლის განმავლობაში, სარგებლის დარიცხვას წლიური 36% ოდენობით, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
6.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სასამრთლო სარჩელი სცნო 8506.28 ლარის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 255.18 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. (საგადასახადო დავალება №6510. 17.03.2016 წელი. ანგარიში -300183150. გადამხდელი - სს თ-----------).
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 1000 ლარით. შესაბამისად ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 30 ლარი სს კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში, ხოლო 212.71 ლარი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
მოსარჩელემ იურიდიული მომსახურებისათვის გადაიხადა 500 ლარი და ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხეზე გადასახდელად დაკისრებას. მოთხოვნა გამომდინარეობს სსსს კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან და სარჩელის ფასის 4% ფარგლებშია. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელიკს მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარი მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,თ-----------ს” სარჩელი.
2.დაეკისროს ბ----ი თ----------ეს, №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების: ძირი-6243.24 ლარის, პროცენტის -1499.60 ლარის, ჯარიმის-1000 ლარის და დაზღვევის 11.40 ლარის სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ გადახდა.
3. დაეკისროს ბ----ი თ----------ეს, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 4 მარტი) №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 6243.24 ლარზე, 2 წლის განმავლობაში დასარიცხი წლიური 17% სარგებლის სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ გადახდა (თვეში 88.44 ლარი).
4. დაეკისროს ბ----ი თ----------ეს, 2012 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3090.17 ლარის სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ გადახდა. (ძირი-2263.04 ლარი, პროცენტი - 384.52 ლარი, ჯარიმა - 442.61 ლარი).
5. დაეკისროს ბ----ი თ----------ეს, დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 4 მარტი), საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2263.04 ლარი, 2 წლის განმავლობაში დასარიცხი წლიური 36% სარგებლის სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ გადახდა (თვეში 67.89 ლარი).
6. დაეკისროს ბ----ი თ----------ეს, სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 212.71 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარის გადახდა.
7. სს ,,თ-----------ს” მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 30 ლარი, ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
8. სს ,,თ-----------” დაუბრუნდეს გადახდილი სახ. ბაჟი 255.18 ლარი ბიუჯეტიდან. საგადასახადო დავალება №6510. 17.03.2016 წელი. ანგარიში -300183150. გადამხდელი - სს თ-----------.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე