განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010100115001030004
საქმე №1-810/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
01 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე _ ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი _ თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - გ------- რ---–---–-
ადვოკატი - მ------ ზ-----
ბრალდებული: რ----- ნ---–--ე
მამის სახელი: ნ-------ი
პირადი ნომ----: 6----------
დაბადების თარიღი: 2-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–----------–--ე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-
ნასამართლობა: ნ----------–------------
მცხოვრები: ქ------------------------------------–--–-----------------
ქმედების კვალიფიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი (ძველი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- ნ---–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ----- ნ---–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 21 მაისს, დილის საათებში, სასტუმრო ,,ე-–------–- მყოფი რ----- ნ---–--ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ--–---ი ი-–------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რ----- ნ---–--ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:
ა) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერის და ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 21 მაისს, 0-:55:00 წუთზე კადრში დაფიქსირებულია რ----- ნ---–--ე და მისი თანმხლები მანდილოსანი. რ----- ნ---–--ე ჯერ ელეპარაკება ქუჩაში გაჩერებულ ,,ბ------“ ავტომანქანის მძღოლს, რის შემდეგ, ის და მისი თანმხლები მანდილოსანი მიემართებიან ,,------- რ------ პ--–----’’ გვერდით მდებარე სასტუმრო ,,ე-–------–-.“
ბ) მოწმის სახით დაკითხული მ--–---ი ი-–------ს (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობდა სასტუმრო ,,ე-–-------ს’’ ადმინისტრატორად. 2015 წლის 21 მაისს, დილის საათებში, სასტუმროში მოვიდა ნასვამი რ----- ნ---–--ე. მას თან ახლდა ქერათმიანი გოგონა. უფროსის დავალებით ნასვამ პირებს არ უშვებდნენ სასტუმროში და კარის გაღებაზე უარი უთხრა. რ----- ნ---–--ე კარების გატეხვით დაემუქრა. შეეშინდა და კარები გააღო. სასტუმროში შემოსულს ერთსაწოლიანი ნომ---- შესთავაზა, გასაღები მიაწოდა და პასპორტი და თანხა სთხოვა. ,,არც პასპორტი მაქვს და არც თანხა, მე ამ უბნის კაი ბიჭი რ-----ი ვარ ნ---–--ეო.’’ უფროსთან დარეკვა სთხოვა, პასუხად მუქარა მიიღო. იცოდა, რომ რ-----ი სიმთვრალეში არაადეკვატურად იქცეოდა და შეეშინდა არ დაერტყა ან არ მოეკლა. რ-----ი და გოგონა მე-4 სართულზე ავიდნენ. გარედან გოგო და ბიჭი შემოვიდა, მაგრამ ზემოთ არ აუშვა. დაურეკა ნ------–------ს, რომელიც იმავე სართულზე იმყოფებოდა. ზევიდან მოესმა გინებისა და ბრახუნის ხმა. დაინახა, რომ რ-----ი მორბოდა გინებით ,,ეს რა ნომ---- მომეცი, კარები ვერ გავხსენიო” და გასაღები ესროლა. შეეშინდა და გარეთ გავარდა. რ-----ი გამოეკიდა. დარეკა 112-ზე ,,მიშველეთ მომდევენო.’’ სირბილ-სირბილში მოხვდა ,,------- რ------’’ კაზინოსთან. რ-----ი ჩაჯდა მანქანაში და თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა ქალაქისაკენ. მისი წასვლის შემდეგ დაბრუნდა სასტუმროში, სადაც ნ------–------მა უთხრა რ-----ის მიერ კარების გატეხვის თაობაზე. 15 წუთში მოვიდა პოლიცია.
გ) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერის და ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 21 მაისს, 0-:58:3- საათზე სასტუმრო ,,ე-–-------დან“ გამორბის მ--–---ი ი-–------. მას უკან მოყვება რ----- ნ---–--ე, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მაისური, ის ჩერდება სასტუმროს წინ და რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ მ--–---ი ი-–------ს ელაპარაკება. ამ დროს სასტუმროდან გამოდის ორი მანდილოსანი და ერთი მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის მაისური, რომელიც ცდილობს მიუახლოვდეს მ--–---ი ი-–------ს, ხოლო ეს უკანასკნელი მიემართება დისკო კლუბ ,,ა-----ს“ მიმართულებით, პარალელურად იყურება უკან და საუბრობს მობილურ ტელეფონზე. მას უკან მიყვება ხსენებული ორი მამაკაცი და ორი მანდილოსანი, რომელთაგან რ----- ნ---–--ე აგრესიულად რაღაცას ელაპარაკება მას. ამის შემდეგ ხსენებული ორი მამაკაცი და ორი მანდილოსანი სასტუმრო ,,------- რ------ პ--–----’’ წინ ტროტუარზე გაჩერებულ წითელ ფერის, ო---–-ს მარკის ავტომანქანაში (ტაქსის სახელმწიფო ნომ---- და სერია Y------) სხდებიან და მიდიან ქალაქის მიმართულებით. მ--–---ი ი-–------ ბრუნდება სასტუმროში.
2. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ----- ნ---–--ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 21 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ქ---------–--------------------------–--–-------–ი მდებარე სასტუმრო „ე-–------–-“ მყოფმა რ----- ნ---–--ემ გაანადგურა სასტუმროს 4------------ს კარები, რითაც სასტუმრო ,,ე-–-------ს’’ მფლობელს მიაყენა 230 ლარის ზიანი.
რ----- ნ---–--ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:
ა) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერის და ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 21 მაისს, 0-:55:00 წუთზე, რ----- ნ---–--ე და მისი თანმხლები მანდილოსანი მიემართებიან ,,------- რ------ პ--–----’’ გვერდით მდებარე სასტუმრო ,,ე-–------–-.“
ბ) მოწმის სახით დაკითხული მ--–---ი ი-–------ს ჩვენების თანახმად, 2015 წლის 21 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე სასტუმრო ,,ე-–------–-“ თანმხლებ გოგონასთან ერთად შემოსულმა რ----- ნ---–--ემ მოითხოვა ნომრის გასაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა კარების გატეხვით. შეშინებულმა გადასცა 4-------------ს გასაღები და დაურეკა ნ------–------ს, რომელიც იმყოფებოდა სასტუმროს მე-4 სართულზე. რ----- ნ---–--ე და მისი თანმხლები გოგონა მე-4 სართულზე ავიდნენ, საიდანაც ცოტა ხანში მოესმა ყვირილის და კარებზე ბრახუნის ხმა.
გ) მოწმის სახით დაკითხული ნ------–------ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, სასტუმრო ,,ე-–-------“ მის სახელზე იყო გაფორმებული. 2015 წლის 21 მაისს, დილის 06:00 საათზე ეძინა სასტუმროს 4------------–ი, მე-4 სართულზე, რა დროსაც დაურეკა ადმინისტრატორმა მ--–---ი ი-–------მ და უთხრა, რომ ქართველებმა აიღეს გასაღები და წამოვიდნენ ზევითო. დაინახა რ-----ი, რომელსაც ხელში ეჭირა გასაღები და ცდილობდა კარების გაღებას, მაგრამ ვერ გააღო, რის შემდეგ დაიწყო ყვირილი. თანმხლები გოგონა ამშვიდებდა, მაგრამ გაბრაზებულმა ფეხი დაარტყა კარებს და გატეხა.
დ) 2015 წლის 21 მაისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ---------–---------------------------–--–-------ში, სადაც განთავსებულია სასტუმრო „ე-–-------“. სასტუმროს ბოლო მეოთხე სართულზე განთავსებული N-------------------ი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში, არის დაზიანებული, კერძოდ, დარტყმის შედეგად შემტვრეული. დაზიანებულია ასევე კარის ჩარჩო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი - ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა--–-- ფ----------- და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტები - ე------ ჯ-------ძე და ე------ ჭ-----–--ე. მათ დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.
ე) სასაქონლო ექსპერტიზის 2015 წლის 2- მაისის N------ დასკვნის და ექსპერტ რ----- ზოიძის ჩვენების თანახმად, ქ---------–---------------------------–--–-------ში მდებარე სასტუმრო ,,ე-–------–-“ N----------ის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, შეადგენს 270 ლარს. დაზიანებების გათვალისწინებით კარის აღდგენა მიზანშეუწონელია და საჭიროებს შეცვლას.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- ნ---–--ემ ჩაიდინა მოწმის იძულება ჩვენების შეცვლისათვის, რასაც თან ერთვის მისი მოკვლის მუქარა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ----- ნ---–--ემ ჩაიდინა მოწმის იძულება ჩვენების შეცვლისათვის, რასაც თან ერთვის ანგარიშსწორების მუქარა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 2- მაისს, ღამის საათებში სასტუმრო ,,ე-–------–-’’ მივიდა რ----- ნ---–--ე. იგი შეხვდა სასტუმროს ადმინისტრატორ მ--–---ი ი-–------ს და ანგარიშსწორების მუქარით მოსთხოვა მისთვის სასურველი ჩვენების მიცემა სასამართლოში.
რ----- ნ---–--ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:
ა) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერის და ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 2- მაისს, 00:37:38 საათზე, სასტუმრო ,,ე-–-------ს’’ წინ მდგარი ,,მ---------ის’’ მარკის ავტომანქანიდან („მ------ი“) გადმოდის რ----- ნ---–--ე, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მაისური. ავტომანქანიდან ასევე გადმოდის მეორე შედარებით დაბალი პიროვნება და ესაუბრებიან ერთმანეთს. საუბრის შემდეგ, აღნიშნული მამაკაცი კვლავ ჯდება ავტომანქანაში, ხოლო რ----- ნ---–--ე მარტო მიდის სასტუმრო ,,ე-–------–-.’’
ბ) მოწმის სახით დაკითხული მ--–---ი ი-–------ს (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, 2015 წლის 2- მაისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, იმყოფებოდა სასტუმრო ,,ე-–-------ს“ ადმინისტრაციაში, რა დროსაც მასთან მივიდა რ----- ნ---–--ე, რომელმაც აგინა, უყვირა და უთხრა, რომ ჩვენება უნდა შეეცვალა, რადგან რასაც სასამართლოში იტყოდა ის იყო მთავარი. დაემუქრა ,,20 ათასიც, რომ დამიჯდეს ციხიდან მაინც გამოვალ და არ ვიცი რას გიზავო.’’ ,,მითხრა მოგკლავო“.
გ) მოწმე ზ---- დ---–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობდა შპს ,,მ--–---ს’’ დაცვის სამსახურში. 2015 წლის 2- მაისს, ღამით, იმყოფებოდა სასტუმრო ,,ე-–------–-“, სადაც მოვიდა რ----- ნ---–--ე და შეხვდა ადმინისტრატორს, მ--–---ი ი-–------ს. რ-----ის და მ--–---ის საუბარს უშუალოდ შეესწრო. რ-----ი ეუბნებოდა - ,,რა ჩვენება მიეცი გამომძიებელს, რატომ მიეცი ეს ჩვენებაო. მე როგორც მინდა ისეთ ჩვენებას მისცემო. შეცვალე, თორემ, რომ გამოვალ, რადაც არ უნდა დამიჯდეს პასუხს გაგებინებო.’’ მ--–---ის შეეშინდა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის იძულება წარმოადგენს ფსიქიკურ ძალადობას, რომელიც ზეგავლენას ახდენს და თრგუნავს მის ნებას. მასში იგულისხმება მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების და სხვა სახის მუქარა.
მოცემულ შემთხვევაში მ--–---ი ი-–------ს მიმართ განხორციელდა ანგარიშსწორების მუქარა, რომელიც მიმართული იყო იმისაკენ, რომ მას მოწმის სახით დაკითხვისას, ბრალდებულ რ----- ნ---–--ის მითითებების შესაბამისად მიეცა ჩვენება სასამართლოში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ნ---–--ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლით (ძველი რედაქცია) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან მისი იძულება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების ან განადგურების ანდა სხვა მუქარა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (ძველი რედაქცია) თანახმად, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
რ----- ნ---–--ე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი და მას სასჯელი დაენიშნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (სახეზეა დანაშაულის 3 ეპიზოდი) და შემამსუბუქებელ (არ გამოვლენილა) გარემოებებს და თვლის, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლით (ძველი რედაქცია), 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი, ხოლო რადგან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ნ---–--ემ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით (განაჩენთა ერთობლიობა).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილია 2015 წლის 21 მაისს, ხოლო 2016 წლის 17 მაისს, რ----- ნ---–--ემ კვლავ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები, რის გამოც 2017 წლის 03 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოიტანა გამატყუნებელი განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 03 აგვისტოს განაჩენით რ----- ნ---–--ისათვის დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს აღნიშნული - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
5. ყადაღის საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ------- რ---–---–-ა წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლის თანახმად, ბრალდებულმა რ----- ნ---–--ემ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა (თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას) და გირაოს მოქმედების პერიოდში ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, რის გამოც გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის 15 000 ლარის ამოღების მიზნით, გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება აღსასრულებლად უნდა მიექცეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით, რ----- ნ---–--ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 15 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო მ---- ნ---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე მდებარე ქ----------------–------------ (საკადასტრო კოდი N0-.3-.04.9--“) 15 000 ლარის ღირებულების წილს.
გირაოს შემტანის გაფრთხილების ოქმით დასტურდება, რომ გირაოს შეტანის წინ, მისი შემტანი, მ---- ნაკაშიძე გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შედეგების შესახებ, კერძოდ, მას განემარტა, რომ თუ ბრალდებული დაარღვევდა გირაოს პირობებს ან კანონს, მის მიმართ შეფარდებული გირაო შეიცვლებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, მიექცეოდა აღსასრულებლად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, რ----- ნ---–--ეს, რომელიც თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, დაენიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით და მის დაუსწრებლად გაგრძელდა საქმის განხილვა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ----- ნ---–--ემ, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდებული ჰქონდა გირაო 15 000 ლარის ოდენობით, დაარღვია გირაოს პირობები (თავი აარიდა სასასამართლოში გამოცხადებას), ასევე გირაოს მოქმედების პერიოდში დაარღვია კანონი (ჩაიდინა ახალი დანაშაული), რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილების შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის 15 000 ლარის ამოღების მიზნით, გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება უნდა მიექცეს აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
2. რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3. რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- ნ---–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, რ----- ნ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 03 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით შთანთქოს აღნიშნული - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და რ----- ნ---–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
8. რ----- ნ---–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 24 მაისიდან 2015 წლის 13 ივლისის ჩათვლით და 2016 წლის 17 მაისიდან 2017 წლის 06 იანვრის ჩათვლით.
9. მსჯავრდებულ რ----- ნ---–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით რ----- ნ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე რ----- ნ---–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 15 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული მ---- ნ---–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მდებარე ქ----------------–------------ (საკადასტრო კოდი N 0-.3-.04.9-- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიექცეს აღსასრულებლად გირაოს სახით შეფარდებული თანხის 15 000 ლარის ამოღებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცევის მიზნით.
12. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქოთანი, რ----- ნ---–--ის მიერ დაზიანებული სასტუმრო ,,ე-–-------ს 4--- ნომრის კარი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
13. გ------- ყ----ს მიერ წარმოდგენილი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
14. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
15. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
16. მსჯავრდებულ რ----- ნ---–--ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ლევან გელოვანი