გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.06.2018
საქმის ნომერი
190310018002405435
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-91-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.06.2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--ე ო----ე

მოსარჩელე: ო---- ჭ-----,მოპასუხე: სსიპ ქ. რუსთავის №25 საჯარო სკოლა,წ---------------–-: თ------ გ--–-–---–ი;

მესამე პირი: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

წ---------------–-: ა--- ხ--–-–---–ი;

დავის საგანი: ქ. რუსთავის №25 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების ფაქტის დადასტურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ ქ. რუსთავის №25 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების ფაქტის დადასტურებას.

 

მოსარჩელის მითითებით, 1989 წელს შევიდა ქალაქ რუსთავის №25 საჯარო სკოლაში და საბაზო საფეხური დაასრულა 1993 წელს, თუმცა არ აქვს აღნიშნული განათლების პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018 წლის 11 აპრილს მიმართა ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლს განცხადებით და ითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესატატის დუბლიკატის გაცემა. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად 2018 წლის 11 აპრილის №400472 წერილით მიმართა ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ რესურსცენტრის 2018 წლის 13 აპრილის №411607 წერილით, რომ სკოლაში იძებნება მხოლოდ ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, ხოლო ო---- ჭ----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალურ დაცვაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ ხერხდება მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისად, ვერ ხერხდება იუსტიციის სახლის მიერ საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესატატის დუბლიკატის გაცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თუმცა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა. წერილობითი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, ო---- ჭ-----ზე გაცემულია საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ხოლო თუ არ მოხდება სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, მოსარჩელე ვერ მიიღებს საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რითაც დაირღვევა მისი უფლებები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმო--დგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. წარმო--დგენლის მითითებით, 2018 წლის 11 აპრილს ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა ო---- ჭ-----მ და ითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესატატის დუბლიკატის გაცემა. მისი განცხადებით მან 1993 წელს დაასრულა ქალაქ რუსთავის №25 საშუალო სკოლის საბაზო საფეხური. განცხადებას დაურთო სსიპ ქალაქ რუსთავის №25 საჯარო სკოლის მიერ 2018 წლის 10 აპრილს გაცემული 394153 ცნობა. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 11 აპრილს №400472 წერილით მიმართა ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რესურსცენტრის 2018 წლის 13 აპრილს №406117 კორესპოდენციიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება ატესტატების გაცემის სარეგიტრაციო ჟურნალი. წერილის თანახმად, ო---- ჭ----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1978 წლის 04 ივლისს დაბადებულმა ო---- ჭ-----მ 1993 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის №25 საშუალო სკოლის საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური. სრული კურსი, რაზეც 1993 წელს გაიცა მოწმობა №ა5-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-14);

-წერილობითი შესაგაბელი (ს. ფ. 39-46; 49-57)

- სსიპ ქალაქ რუსთავის №25 საჯარო სკოლის 1993 წლის სასწავლო წლის დასრულების ნუსხა (ს. ფ. 19-21)

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 ივნისის სხდომის ოქმი)

-მოპასუხის წარმო--დგენლის ახსნა განმარტება (2018 წლის 05 ივნისის სხდომის ოქმი)

-მესამე პირის წარმო--დგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 ივნისის სხდომის ოქმი)

3.1.2. სსიპ განათლების მართვს საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 16 აპრილის №MES21800422556 წერილის შინაარსით დგინდება, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 11 აპრილს №400472 წერილით მიმართა ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. რესურსცენტრის 2018 წლის 13 აპრილის №411607 წერილით და სკოლის 2018 წლის 13 აპრილის კორესპოდენციის დგინდება, რომ სკოლაში იძებნება მხოლოდ ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ გადაცემულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-14);

-წერილობითი შესაგაბელი (ს. ფ. 39-46, 49-57)

-სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 16 აპრილის №MES21800422556 წერილი (ს. ფ. 15)

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მოპასუხე სსიპ ქ. რუსთავის №25 საჯარო სკოლის წარმო--დგენელმა სასამართლო სხდო--ზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმოებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - ადგილი უნდა ჰქონდეს პირის უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასა ან არარსებობაში. გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისთვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგო----ეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - ო---- ჭ----ის მიერ სსიპ ქ. რუსთავის №25 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე დაიწყოს მუშაობა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, კი შეილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ცნობს სარჩელს და ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. სასარჩელოს მოთოვნას ასევე ეთანხმება მესამე პირის წ---------------–- და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ო---- ჭ----ის მიერ საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების მოწმობის გაცემისათვის.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მოპასუხისა და მესამე პირის წარმო--დგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, ო---- ჭ----ის მიერ საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების ფაქტი, მის მიერ 1989-1993 სასწავლო წელს სსიპ ქ. რუსთავის №25 საჯარო სკოლაში საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტი ასევე დადასტურებულია №ა5----- მოწმობის გაცემით, რომელიც დადასტურებულია სკოლის არასრული საშუალო განათლების მოწმობის გაცემის წიგნის საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი". აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.

 

დასახელებული ბრძანების მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის, ასევე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-8 და მე-16 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.

 

აღნიშნული პროცედურა მოსარჩელეს დაცული აქვს და მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო უარი ეთქვა საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების მოწმობის დუბლიკატის გაცემაზე, რამაც განაპირობა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა, რადგან ცხადია სხვა გზით ამ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ წარმოადგინა მის მიერსაბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდო--ზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

 

დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას, არ იქნა გამოცხადებული ო---- ჭ----ის მიერ საბაზო საფეხურის პროგრამის დაწყებისა და დასრულების პერიოდის შესახებ, რაც წარმოადგენს უსწორობას, მექანიკურ შეცდო--ს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარცელის ცნობის შემთხვევაში საპროცესო ხარჯის დაბრუნების შესახებ ნორმებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდო--მდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ო---- ჭ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებულ იქნას ო---- ჭ----ის მიერ 1989-1993 სასაწავლო წელს ქალაქ რუსთავის №25 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების ფაქტი;

 

3. ო---- ჭ-----ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 19 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება №5142182739, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში/სახაზინო კოდი 300063150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი