გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002077990
2-3447/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18/04/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - გ------–- შ----–--ე
წარმომადგენელი: ნ------------–-–---–ი
მოპასუხე - შპს ‘’ს----------–-----------ა’’
წარმომადგენელი: მ------------–--ე
დავის საგანი _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
გ------–- შ----–--ემ სარჩელი აღძრა სს ,,ს----------–-----------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:
- ბათილად იქნას ცნობილი ს----------–-----------ის 2017 წლის 28 ივნისის №15/8/7-560 შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მის საფუძველზე 2017 წლის 28 ივნისს გამოცემული №15-02/899 ბრძანება შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის შესახებ.
- გ------–- შ----–--ე აღდგენილ იქნას სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
- შპს „ს----------–-----------ას“, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასი თვეში 625 ლარის ოდენობით.
- დამსაქმებლის ქმედება შეფასდეს სქესის ნიშნით დისკრიმინაციად და მოპასუხე დავალდებულდეს აღმოფხვრას დისკრიმინაციული ქმედების შედეგები.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
გ------–- შ----–--ე ს----------–-----------ის სისტემაში მუშაობს 1989 წლიდან. 2011 წლიდან დანიშნულა შპს ,,ს----------–-----------ის“ ხ--–------------------–--ტში კურიერად. მოსარჩელე დაკისრებულ მოვალებობს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ხელფასის სახით ღებულობდა თვეში 625 ლარს. 2014 წლის 17 ივლისს დასაქმების თაობაზე მხარეებს შორის დაიდო უვადო ხელშეკრულება. 2017 წლის 08 მაისს მოპასუხემ გ------–- შ----–--ეს მოსთხოვა არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივნისამდე აეღო მოტოციკლისა და მოპედის ტარებისათვის საჭირო ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა. განმარტავს, რომ ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად მისთვის, როგორც 58 წლის ქალისთავის, არ იყო გონივრული ვადა. მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ თვეს. გარდა ამისა პრაქტიკის მომზადებისათვის მეცადინეობის ხანგრძლივობა არ იქნება 1 თვეზე ნაკლები. მიუხედავად ამისა, მას მოსთხოვეს ერთი თვის ვადაში, როგორც თეორიული, ასევე პრტაქტიკული კურსის გავლა და მართვის მოწმობის მიღება. ასეთი არაგონივრული ვადის დანიშვნის გამო მან ვერ შეძლო მართვის მოწმობის მიღება და 10 ივნისამდე დამსაქმებლისათის წარდგენა. აღნიშნულის გამო 2017 წლის 28 ივნისს შეატყობინეს, რომ დანიშნულ ვადაში მართვის მოწმობის წარუდგენლობის გამო 2017 წლის 01 აგვისტოდან მას გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. შესაბამისად ის 2017 წლის 01 აგვისტოს, საქართველოს შრომის კოდექსის 37 მუხლის 1 -ლი ნაწილის „ვ“ პუნქტზე მითითებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ანუ სამსახურიდან გათავისუფლდა იმ საფუძვლით, რომ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოპასუხე სამსახურიდან გათავისუფლებულია სქესობრივი დისკრიმინაციის გამო. აღნიშნულს ადასატურებს ის გარემოება, რომ ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა მოთხოვნილი იქნა მხოლოდ ქალებზე, მართვის მოწმობის მისაღებად დაენიშნა არაგონივრული ვადა, ამასთან ის მუშაობდა და არ ჰქონდა თავისუფალი დრო თეორიული და პრაქტიკული კურსის შესაწავლისათის. შესაბამისად ის ჩაყენებული იქნა დისკრიმინირებულ მდგომარეობაში.
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ კომპანიის სერვისების გაუმჯობესებისა და სერვისცენტრის სამოქმედო სოფლებში კორესპონდენციის სწრაფად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, შპს „ს----------–-----------ამ“ შეიძინა სკუტერები და მოპედები და ფოსტის ჩაბარება განსაზღრა ტექნიკური საშვალებების გამოყენებით. აღნიშნულის გამო აუცილებელი გახდა დასაქმებულ პირებს ჰქონოდათ ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა, რომლითაც კურიერი იმოძრავებდა და ადრესატებს ჩააბარებდა გზავნილებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გ------–- შ----–--ეს 2017 წლის 08 მაისს წერილობით ეცნობა, რომ კურიერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა და გადაადგილდებოდეს შპს „ს----------–-----------ის“ კუთვნილი სატრასპორტო საშუალებით. მართვის მოწმობის წარმოსადგენად დაენიშნა ვადა 2017 წლის 10 ივნისამდე. გ------–- შ----–--ემ ამ ვადაში მართვის მოწმობა არ წარმოადგინა. მას ასევე არ მოუთხოვია ვადის გაგრძელება. სწორედ აღნიშნულის გამო 2017 წლის 28 ივნისს გ------–- შ----–--ეს ეცნობა, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება 2017 წლის 01 აგვისტოდან. განმარტავს, რომ გ------–- შ----–--ეს მართვის მოწმობის წარმოასადგენად დრო ქონდა 01 აგვისტომდე ანუ დაახლოებით სამი თვე და მას ამ ვადაში შეეძლო მართვის უფლების მოპოვება და წარმოდგენა. საბოლოო ჯამში გ------–- შ----–--ე ვერ დაააკმაყოფილა კურიერის თანამდებობისათვის დადგენილი მოთხოვნები, რამდენადაც მას არ გააჩნდა მართვის მოწმობა და ვერ გადაადგილდებოდა შპს „ს----------–-----------ის“ სატრანსპორტო საშუალებით.
მოპასუხის წარმომადგენელი დისკრიმინაციის ფაქტს გამორიცხავს და განმარტავს, რომ მართვის მოწმობა მოთხოვნილი იქნა მთელი ქვეყნის მაშტაბით ყველა კურიერზე. მისი არ ქონის გამო წალენჯიხის სერვის ცენტრში განთავისუფლდა დარეჯან ფიფია, ხოლო ხელვაჩაურში მოსარჩელესთან ერთად გათავისუფლდა ნაზი ქორიძე. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ხელვაჩაურის სერვის ცენტრში დასაქმებული იყო სამი კურიერი, ამჟამად დასაქმებულია ორი კურიერი, რომელთაც აქვთ მართვის მოწმობები და გადაადგილდებიან შპს“ს----------–-----------ის“ ტრასპორტით. აღნიშნული გამორიცხავს დისკრიმინაციის ფაქტს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გ------–- შ----–--ე ს----------–-----------ის სისტემაში მუშაობს 1989 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.1.2. 2014 წლის 07 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც გ------–- შ----–--ე დაინიშნა შპს “საქართველსო ფოსტის“ სერვის ცენტრების მართვის სამსახურის ხ--–------------------–--ტრის კურიერის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენს თვეში 437.5 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი ხელშეკრულება ს.ფ. 19-25
3.1.3. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2017 წლის 08 მაისს შპს “საქრათველოს ფოსტამ“ გ------–- შ----–--ეს აცნობა, რომ კომპანიის სერვისების გაუმჯობესებისა და სერვისცენტრის სამოქმედო ტერიტორიის სოფლებში კორესპონდენციის სწრაფად ჩაბარებსი მიზნით დასაქმებულ პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა და გადაადგილდებოდეს შპს “ს----------–-----------ის“ საკუთრებაში არსებეული სატრანსპორტო საშუალებით. ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობის წარსადგენად გ------–- შ----–--ეს დაენიშნა ვადა 2017 წლის 10 ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს “ს----------–-----------ის წერილი. ს.ფ.66
3.1.4. ასევე უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2017 წლის 10 ივნისამდე გ------–- შ----–--ემ სერვისცენტრში ვერ წარადგინა ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.5. 2017 წლის 28 ივნისს შპს „ს----------–-----------ამ“ გ------–- შ----–--ეს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც აცნობა, რომ 2017 წლის 01 აგვიტოდან შრომითი ურთიერთობა შეწყდება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუძველზე, კერძოდ დასაქმებულის კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო. უდაოა, რომ კვალიფიკაციის შეუსაბამობა მოპასუხის მიერ მიჩნეული იქნა ის, რომ გ------–- შ----–--ემ ვერ წარადგინა ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნულის გამო ვერ შეძლებდა შპს “ს----------–-----------ის“ ტრასპორტით გადაადგილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტობინება ს.ფ. 27-28
3.1.6. 2017 წლიდან 28 ივნისს შპს“ს----------–-----------ამ“ გამოსცა ბრძანება გ------–- შ----–--ესთან შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც გ------–- შ----–--ე 2017 წლის 01 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება ს.ფ. 29
3.1.7. გ------–- შ----–--ეს საქმის განხილვის მომენტისათის არ აქვს რომელიმე ტიპის სატრანსპრტო საშუალების მართვის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:
- ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობის წარდგენისათვის გონივრული ვადის დაწესების საკითხი;
- გ------–- შ----–--ის შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან;
- გ------–- შ----–--ისადმი სქესის გამო განსხვავებული მიდგომა (დისკრიმინაციის ფაქტი).
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ სამი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ თითოეული მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული არგუმენტები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომის დავებში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების მტკიცების ტვირთი დამსქამებელს ეკისრება. შპს ,,ს----------–-----------ამ“ უნდა დაამტკიცოს, რომ გ------–- შ----–--ეს მოეპყრო სხვა დასაქმებული მსგავსად, ის გათანაბრებულია ყველა მათგანთან, ასევე მართვის მოწმობის წარსადგენად დაუნიშნა გონივრული ვადა. ასევე მან უნდა დაამტკიცოს, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. შესაბამისად ამ მიმართულებით მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს შპს ,,ს----------–-----------ამ“.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა გაირკვეს რაში დაჭირდა მოპასუხეს მოსარჩელისათვის მოეთხოვა ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობის წარდგენა და რამდენად ობიექტურია ასეთი მოთხოვნა.
3.2.7. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წელს მოსარჩელემ დაიწყო სკუტერებისა და მოპედების შეძენა. პირველი პარტიის შესაძენად 2016 წლის 15 მარტს შპს “ბ----------–------ტთან“ გააფრომა ხელშკრულება, რომლითაც შპს “ბ----------–------ტმა“ იკისრა ვალდებულება შპს “ს----------–-----------ას“ მიაწოდოს 5(ხუთი) ცალი მოტოსკუტერი.
იხ. ხელშეკრულება ს.ფ.195-199.
3.2.8. 2017 წლის 20 თებერვალს შპს “ს----------–-----------ასა“და შპს “ბ--------------“-ს შორის გაფრომდა ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “ბ--------------“-მ იკისრა ვალდებულება 20 (ოცი) ცალი მოტოსკუტერის შპს “ს----------–-----------ისათვის“ შეძენისა და მიწოდების შესახებ.
იხ. ხელშეკრულება ს.ფ.202-207
3.2.9. 2017 წლის 01 ივნისს შპს “ს----------–-----------ასა“და შპს “მ------მს“ შორის გაფრომდა ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “მ------მმა“ იკისრა შპს “ს----------–-----------ისათვის“ შეეძინა და მიწოდებინა 130 ცალი მოტოსკუტერი.
იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 208-213
3.2.10. 2017 წლის 20 სექტემბერს შპს “ს----------–-----------ასა“და შპს “ა-------ს“ შორის გაფრომდა ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “ა-------მა“ იკისრა ვალდებულება შეეძინა და შპს “ს----------–-----------ისათვის“ მიწოდებინა 30 ცალი მოტოსკუტერი.
იხ. -ხელშეკრულება ს.ფ. 215-220
3.2.11. 2017 წლის 18 დეკემბერს ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შპს “ს----------–-----------ას“ და შპს „მ-----------ოს“ შორის გაფორმდა ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „მ-----------ომ“ იკისრა ვალდებულება შპს “ს----------–-----------ისათვის“ შეეძინა და მიეწოდებინა 100 (ასი) ცალი მოტოსკუტერი.
იხ. ხელშეკრულება ს.ფ.190-192
3.2.12. ამდენად 2016 წლის 15 მარტის შემდგომ შპს ,,ს----------–-----------ამ“ შეიძინა 285 მოტოსკუტერი.
იხ. ხელშეკრულება ს.ფ.195-199.
იხ. ხელშეკრულება ს.ფ.202-207
იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 208-213
იხ. -ხელშეკრულება ს.ფ. 215-220
იხ. ხელშეკრულება ს.ფ.190-192
3.2.13. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს----------–-----------ის“ განვითარება, ტექნოლოგიური ან სხვაგვარი ცვლილებები არ შეიძლება გახდეს მესამე პირთა გადასაწყვეტი. მათ შორის არც დასაქმებულების პირების შეხედულებაზე არაა იგი დამოკიდებული. მას გეგმავს და წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ შპს ,,საქართვეოს ფოსტის“ ადმინისტრაცია ან დამფუძნებელი. კითხვის დასმა მასზედ, თუ რატომ გადაწყვიტა მოტოსკუტერების შეძენა ლოგიკას მოკლებულია. მათი შეძენის მიზანი ლოგიკურია და სხვა ახსნა, გარდა გზავნილების ეფექტური ჩაბარებისა, არ მოეძებნება. ნებისმიერი საწარმო მუდმივად ორინეტირებული უნდა იყოს განვითარებაზე. თავის მხრივ დასაქმებულმა პირებმა დანერგილ ტექნიკურ პროგრესს უნდა აუწყონ შესაბამისი ნაბიჯი. აქ მთავარია ცვლილებები მიზნად არ ისახავდეს ცალკეული პირების მიზანმიმართულად შევიწროებას. სხვა მხრივ ტექნიკური პროგრესი მისაღები და აუცილებელიცაა. წინამდებარე შემთხვევაში გზავნილების ეფექტურად ჩაბარების მიზნით მოტოსკუტერების შეძენა ვერ იქნება განხილული სხვა მიზნის მისაღწევად დაგეგმილად. მისი მიზანია გზავნილების ეფექტური ჩაბარება. ამდენად მოტოსკუტერების შეძენა მიჩნეული უნდა იქნას შპს ,,ს----------–-----------ის“ ტექნიკურ პროგრესად.
3.2.14. საქმის მასალებით დგინდება, რომ სერვისცენტრებში მოტოსკუტერების დანრგვას, თან მოჰყვა საშტატო განრიგის ცვლილებები. სკუტერები ხ--–------------------–--ტრში დაინერგა 2017 წლის აგვისტოს თვიდან. 2017 წლის 31 ივლისის მდგომარეობით ხ--–------------------–--ტრში სამი საშტატო ერთეულია, კერძოდ ერთი მენეჯერი, ერთი ოპერატორი და სამი კურიერი. ამათგან ერთერთზე მუშაობდა მოსარჩელე. 2017 წლის 01 აგვისტოდან ხ--–------------------–--ტრში საშტატო განრიგით გათვალისწინებულია კურიერის ორი შტატი.
იხ. საშტატო განრიგი. ს.ფ. 151
იხ. ს----------–-----------ის მიმართვა ს.ფ. 78
3.2.15. 2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით ხ--–------------------–--ტში დასაქმებულია ერთი მენეჯერი, ერთი ოპერატორი და ორი კურიერი. დასაქმებული ორი კურიერიდან ერთი მართავს ავტომანქანას და აქვს ,,B” კატეგორიის მართის მოწმობა, მეორე მართვას სკუტერს და აქვს ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა.
იხ. ს----------–-----------ის მიმართვა ს.ფ.78
3.2.16. საქმის განხილვის მომენტისათვის ხ--–------------------–--ტრში ადრესატებისათის ფოსტის ჩაბარება განსაზღვრულია მხოლოდ სკუტერის ან ავტომობილის საშუალებით.
იხ. ს----------–-----------ის მიმართვა ს.ფ. 222-224
3.2.17. დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხ--–------------------–--ტრში 2017 წლის 8 მაისს სამი კურიერი მუშაობდა. ამათგან ერთერთი იყო მოსარჩელე. მას მოპასუხემ მოსთხოვა ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა წარედგინა 2017 წლის 10 ივნისამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის პრეტენზია მართებულია. თუ მოსარჩელეს რვა მაისს არ ჰქონნდა მართვის მოწმობა, დაახლოებით ერთ თვეში ის ვერ შეძლებდა მართვის მოწმობის მოპოვებას და წარდგენას. ამის მიზეზი ძირითადად ისაა, რომ მოსარჩელეს, არც მაშინ და არც ახლა არ ეხერხება სკუტერის ან მოპედის მართვა. შესაბამისად ერთ თვეში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის დასრულებას და მართვის უფლების მოპვებას ვერ შეძლებდა. თუმცა მოსარჩელეს 10 ივნისის შემდეგაც ჰქონდა სწავლის დრო. თუ ის აპირებდა მართვის მოწმობის მიღებას, მაშინ მას უნდა დაეწყო მეცადინეობა. 10 ივნისს კი მოპასუხეს აცნობებდა, რომ მეცადინეობდა და გონივრულ ვადაში შეძლებდა მართვის უფლების წარდგენას. მოსარჩელეს მოპასუხისათვის გონივრული ვადა არ მოუთხოვია. უფრო მეტიც მოსარჩელეს არც მაშინ დაუწყვია მეცადინეობა და არც ახლა არ აქვს მართვის მოწმობა. შესაბამისად გონივრული ვადის დადგენას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მოსარჩელეს აგვისტოში, სექტემბერში ან სხვა დროს, რომ მოეპოვებინა მართვის მოწმობა, მაშინ მისი პრეტენზიები მართებული იქნებოდა. ამ სიტუაციაში მართვის მოწმობის მისაღებად ერთი ან ორი თვე იყო თუ არა ლოგიკური ვადა, ამის გამოკვლევა ვეღარ შეცვლის საქმის სურათს. არც ლოგიკურ და არც არაგონივრულ ვადაში მან მართვის უფლება არ მოიპოვა.
3.2.18. ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტია მოსარჩელის და სხვა პირების მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპი. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოტოსკუტერები შეიძინა არა მხოლოდ ხელვაჩაურის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მართვის მოწმობის არ ქონის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა ყველა ის პირი, ვისაც არ ჰქონდა მართვის მოწმობა. საქმეში არ გამოკვლეულა მტკიცებულება და მხარეებსაც არ მიუთითებიათ მასზედ, რომ სამსახურში დარჩა, რომელიმე კურიერი ვისაც არ აქვს მართვის მოწმობა. დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გ------–- შ----–--ის ნაცვლად მუშაობს ორი კურიერი. მათგან ერთს აქვს სკუტერის მართვის მოწმობა, მეორეს აქვს ავტომანქანის მართვის მოწმობა. შესაბამისად მოსარჩელესთან შედარებით მათ მიენიჭათ უპირატესობა. აღნიშნული უპირატესობა არარის სქესობივი ნიშნით ვინმესათვის უპირატესობის მინიჭება. იგი გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ისინი აკმაყოფილებენ კურიერისათვის მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმს. მოსარჩელე კი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. შესაბამისად ადგილი არ აქვს დისკრიმინაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ს----------–-----------ამ“ გზავნილის ჩასაბარებლად დანერგა ახალი მეთოდები, კერძოდ გზავნილის მოპედისა და სკუტერების მეშვეობით ჩაბარება. აღნიშნულმა გამოიწვია, როგორც დასაქმებულ პირთა შემცირება, ასევე დასაქმებული პირების კვალიფიკაციის შემოწმება. მოსარჩელეს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, შესაბამისად ის ვეღარ აკმაყოფილებს კურიერის თანამდებობის კვალიფიკაციას, რაც მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია შრომის კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, დისკრიმინაციის შედეგად. მის შრომის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც (30-ე მუხლი) შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით. შრომის უფლება დაცულია ასევე ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ასევე იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.
6.2. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს შრომის კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ "შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.
მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ მოსარჩელე ს----------–-----------ის სისტემაში მუშაობს 1989 წლიდან. 2014 წლის 07 ივლისს დაინიშნა შპს “საქართველსო ფოსტის“ სერვისცენტრების მართვის სამსახურის ხ--–------------------–--ტრის კურიერის თანამდებობაზე. მისი გასამრჯელო განისაზღვრა თვეში ხელზე ასაღები 437.5 ლარით. მოსარჩელე მოპასუხის სასარგებლოდ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და სანაცვლოდ ღებულობდა შეთანხმებულ ანაზღაურებას. ის თანამდებობიდან გათავისუფლდა შპს ,,ს----------–-----------ის“ 2017 წლის 28 ივნისს №15-02/899 ბრძანებით. დავის გადასაჭრელად შესაფასებელია დადგენილად მიჩნეულ გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას. ამისათვის აუცილებელია დაწვრილებით შემოწმდეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები და განიმარტოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავენ თუ რა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემადგენლობას.
6.3. მოსარჩელე სადაოდ ხდის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას. ამტკიცებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლდა კანონის დარღვევით. სამსახურიდან უკანონო დათხოვნა უპირობოდ იწვევს გათავისუფლებული მუშაკის სამსახურში უპირობო აღდგენას. გათავისუფლების უკანონობის გამოვლენად მოსარჩელე ასახელებს შემდეგ გარემოებებს:
- მოპასუხემ მის მიმართ გამოიყენა სქესობრივი ნიშნით დისკრიმანაციის მეთოდები. ანუ სქესობრივი ნიშნით უპირატესობა მიანიჭა მამაკაცს და იგი, როგორც ქალი, გაათავისუფლა სამსახურიდან.
- მას, მართვის მოწმობის წარსადგენად მიეცა არაგონივრული ვადა და აღნიშნულის გამო ვერ შეძლო მართვის უფლების მიღება და დამსაქმებელთან წარდგენა.
- სამსახურს ასრულებს პირნათლად და მართვის მოწმობის არ ქონა არაა გზავნილის ჩაბარების დამაბრკოლებელი გარემოება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველები მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში. მოპასუხემ შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა და მოსარჩელე სამუშაოდან დაითხოვა დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულება. ანუ მას უნდა შეესრულებინა დაკისრებული ფუნქცია და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვენ. შესაბამისად მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ აიძულებს გარკვეული მოქმედების შესრულებას ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. მოსარჩელეს მოვალეობა უნდა შეესრულებინა ჯეროვნად და სრულად, ანუ ისე როგორც ამას მოითხოვს საქ. სსკ-ის 361-ე მუხლი. ანალოგიურად თავისი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა დამსაქმებელსაც. შრომით ურთიერთობაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი სხვადასხვაგვარია. ერთერთი ასეთი საფუძველია საწრმოში ეკონომიური და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება. თუ საწარმოში შეიცვალა ეკონომიკური გარემოებები, განხორციელდა სტრუქტურული ან ორგანიზაციული ცვლილებები, მაშინ ასეთი ცვლილება შესაძლებელია გახდეს პირის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი. ეკონომიკური გარემოებების შეცვლა და ორგანიზაციული ცვლილება მაშინ არაა სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი, თუ ასეთ ცვლილებას არ მოჰყოლია სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ს----------–-----------ის“ ხ--–------------------–--ტრი გადავიდა მომსახურების ახალ ეტაპზე. შპს ,,ს----------–-----------ამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2016 წელს დაიწყო სკუტერებისა და მოპედების შეძენა. 2016 წლის 15 მარტის შემდგომ შპს ,,ს----------–-----------ამ“ შეიძინა 285 მოტოსკუტერი. ხელვეჩაურის სერვისცენტრში 2017 წლის აგვისტოდან გააუქმა ე.წ. ,,ფეხოსანი“ კურიერის გამოყენებით გზავნილის ჩაბარების წესი და გადავიდა ტრანსპორტით მომსახურებაზე. მოპასუხეს უკვე ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური რესურსი და მისი გამოყენებით დაგეგმა, რომ ნაცვლად სამი კურიერისა ჰყოლოდა ორი კურიერი, რომლებიც გზავნილებს ადრესატებს ჩააბარებდენ სატრანსპორტო საშუალების გამოყენების გზით. შესაბამისად ამ საქმიანობის განხორციელებისათვის მოპასუხეს აღარ სჭირდებოდა სამი კურიერი. ანუ ადგილი აქვს ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ ცვლილებებს და ეს ცვლილებები გამოწვეულია ავტოტექნიკის შეძენით. გარემოების შეცვლა არარის სტანდარტული საკითხი. ის შეფასებითი კატეგორიისაა. უნდა შეფასდეს საწარმოსათვის რა შეიცვალა ისეთი, რამაც მუშახელის შემცირება გამოიწვია. ასეთი შეიძლება იყოს, როგორც საწარმოს წარმატება, ასევე წარუმატებლობა. თუ საწარმომ დანერგა ისეთი ტექნოლოგიები, რომ შემოსავალი არ შემცირდა, ან/და გაიზარდა ტექნოლოგიების ხარჯზე და შედეგის მისაღებად აღარ არის იმ ოდენობის მუშახელის გამოყენება, რაც ადრე, მაშინ ეს გარემოება შესაძლებელია მივიჩნიოთ საწარმოს ისეთ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცვლილებად, როდესაც საწარმოს აღარ სჭირდება ძველი ოდენობის დასაქმებული პირი. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ ჩათვალა, რომ ადრესატებისათვის გზავნილების ჩასაბარებლად სამი ქვეითი კურიერის ნაცვლად საკმარისი იყო ორი ტარნსპორტით უზრუნველყოფილი კურიერი. მის ამ მოსაზრებას აქვს გამართლება. ამიტომ მისი მოქმედებები ლოგიკური ღონისძიებაა. თუმცა მოსარჩელე სამსახურიდან შტატის შემცირების მოტივით არ გათავისუფლებულა. მართალია შტატიც შემცირდა, მაგრამ მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა კვალიფიკაცია. ტრანსპორტით აღჭურვილ კურიერს აუცილებლად სჭირდება მართვის მოწმობა. ანუ გვაქვს ის მოცემულობა, როცა კურიერის თანამდბობისათვის ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა მართვის უნარი და შესაბამისი მოწმობის ჰქონა. სწორედ ამიტომაც მოპასუხემ მოსარჩელეს დაუნიშნა მართვის მოწმობის წარდგენის ვადა. სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს ვადა არ იყო გონივრული, მაგრამ ის, რომ კურიერს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა ამ ნაწილში სასამართლო მოპასუხის მოსაზრებებს იზიარებს მთლიანად. თუ მან ხარჯი გასწია და კურიერებისათვის შეიძინა ტექნიკა, ბუნებრივია მას სჭირდება ისეთი კურიერი, ვინც მომართავს ტექნიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს მოპასუხის მიერ ტექნიკისათვის დახარჯული ფულის დანიშნულება. ამ გარემოებებმა დღის წესრიგში დააყენა მოსარჩელისათვის მოთხოვნილიყო მართვის მოწმობა. მოსარჩელემ დანიშნულ (არაგონივრულ) ვადაში მართვის მოწმობა არ წარადგინა, მაგრამ მან ამ ვადაში არ დაიწყო მართვის მოწმობის მიღებაზე ზრუნვა. მოსარჩელე სამსახურიდან არ გათავისუფლებულა 2017 წლის 1 აგვისტომდე და მას ამ ვადაშიც არ უზრუნვია მართვის მოწმობის მისაღებად. როგორც განვმარტეთ მართვის მოწმობის მისაღებად ერთი თვის დანიშნვა არაა გონივრული, მაგრამ 2 თვე და 22 დღე გონივრულთან მიახლოებულია. ამის გარდა, თუ მოსარჩელეს მართვის მოწმობის მისაღებად მუშაობა დაწყებული ექნებოდა და ეს დრო არ იქნებოდა მართვის მოწმობის მისაღებად საკმარისი, მაშინ მას უფლება ექნებოდა მისი გაგრძელება მოეთხოვა, მაგრამ მას მართვის მოწმობის მიღებაზე ზრუნვა არ დაუწყვია, საამისო თადარიგი არ დაუჭერია და ვადის გაგრძელებაც არასოდეს არ მოუთხოვია. შესაბამისად დასაქმებული და დამსაქმებელი აღმოჩნდენ შემდეგ სიტუაციაში:
- მართვის მოწმობა წარმოადგენს იმ კვალიფიკაციას, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს დასაქმებულ პირს.
- მოსარჩელე არ შეესაბამება ამ კვალიფიკაციას.
- ის ამ კვალიფიკაციას დღესაც ვერ აკმაყოფილებს.
6.5. ფაქტობრივად მოპასუხეს ჰყავდა დასაქმებული ვინც მართვის მოწმობის გამო ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნას. მას დაენიშნა ვადა საკვალიფიკაციო მოთხოვნის ბარიერის დასაძლევად, მაგრამ მან არც ამ ვადაში და არც შემდგომ არ იზრუნვა ამ საკვალიფიკაციო პირობის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ სიტუაციაში მოპასუხის ქმედება მასში, რომ მოპასუხეს მოსთხოვოს მართვის მოწმობა და ასეთი კვალიფიკაციის მოთხოვნის ვერ დაკმაყოფილებისას დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს დასაქმებული ქალი, არ წარმოადგენს დისკრიმინაციას. იგი საწარმოს განვითარებისათვის ლოგიკური ღონისძიებაა და გამომდინარეობს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტის საფუძვლებიდან.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ შრომის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფალ შრომას იცავს კანონი. კანონის წინაშე დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორნი არიან. დამსაქმებელს უფლება არ აქვს კანონიერი საფუძველის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გაათავისუფლოს სამსახურიდან. სამსახურიდან გათავისუფლებისათვის აუცილებელია არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ერთერთი კანონიერი საფუძველია. დადგენილია, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს კურიერის კვალიფიკაციის მოთხოვნებს. ასეთი გარემოება დამსაქმებელს ანიჭებს უფლებას დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელი იყო დადგენილიყო ადგილი ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. საქმის მასალებით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი არ დადგენილა. დადგინდა, რომ მოპასუხემ შრომითი ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას დაიცვა დასაქმებულთა თანასწორობა. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა კურიერის კვალიფიკაციასთან შეუსაბამობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე გათავისუფლებულია კანონიერად. შესაბამისად სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უასაფუძვლოა.
6.7. მოსარჩელე მოითხოვს იძულებით განაცდურის ანაზღაურებას. დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით”.
დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ შეწყვიტა 2017 წლის 1 აგვისტოს. მას შემდეგ მოსარჩელე აღარ ასრულებს შრომით ვალდებულებებს და შესაბამისად ვეღარ ღებულობს ანაზღაურებას. საქმის განხილვით დადგინდა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა მოპასუხის მართლზომიერი ქმედებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი საფუძვლით, შესაბამისად არ არსებობს იძულებით განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მოთხოვნაა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე იძულებით განაცდურის ანაზღაურება. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი, მეხუთე მუხლის ,,ა” პუქტით ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან”
დასახელებული ნორმით ფიზიკური პირები სახ. ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ხელფასის გადახდევინების შესახებ და შრომის ანაზღაურების მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელებზე. სამუშაოზე აღდგენის მოთხოვით აღძრულ სარჩელზე მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არაა, ამ ნაწილში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობაა 100 ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სასამართლო ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------–- შ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე სახ. ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე