გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N100210117002114638
2/245-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.05 .2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,კ------- ბ---ი“
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხეები: ლ--- ღ------ე, ნ---- ღ------ე, ზ---- მ------–-–---–ი, დ----- ხ--–-–---–ი, ლ---- კ-----ე, თ---------- ღ------ე.
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” კ------- ბ---ი“-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ლ--- ღ------ის, (პ.№5----------, მის: ჭ---------, სოფელი ი-------) ნ---- ღ------ის (პ.№5----------, მის: ჭ---------, სოფელი ი-------) ზ---- მ------–-–---–ის, (პ.№5----------, მის: ჭ---------, სოფელი ი-------) დ----- ხ--–-–---–ის (პ.№5----------, მის: ჭ---------, სოფელი ი-------) ლ---- კ-----ის, (პ.№5----------, მის: ჭ---------, სოფელი ი-------) და თ---------- ღ------ის (პ.№5----------, მის: გ----- თამარ მეფის მე-5 კვარტალი, 21 კორპ, ბინა 18) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------”-ს და ლ--- ღ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20151224 LGHAV, რის საფუძველზეც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით 2018 წლის 3 იანვრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნული საპროცენტო სარგებელთან (სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.27%-ს თვეში) მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელი ძირი თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
ნ---- ღ------ე, ზ---- მ------–-–---–ი და თ---------- ღ------ე 2015 წლის 22 დეკემბერის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ლ--- ღ------ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, ასევე დ----- ხ--–-–---–მა და ლ---- კ-----ემ 2015 წლის 24 დეკემბრის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ლ--- ღ------ის მიეს 2015 წლის 24 დეკემბრის №20151224LGHAV სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებულ, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ძირითადი მოვალის ლ--- ღ------ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2017 წლის 07 აპრილის გადასახდელი და იმყოფება 5 თვიან ვადა გადაცილებაში. ის გაფრთხილებულია წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებები გაფრთხილებულ იქნენ რომ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას და მათ მოვთხოვეთ ვალდებულების შესრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს რომ ამ ეტაპზე 2015 წლის 24 დეკემბრის №20151224LGHAV სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 3624.85 აშშ დოლარი, საიდანაც 2648.23 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 370.15 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, 84.51 აშშ დოლარი-გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%,(მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა),444.07 აშშ დოლარი-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.24% 150 დღის განმავლობაში, 77.88 აშშ დოლარი სადაზღვეო შესატანი.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მსესხებელ ლ--- ღ------ეს და შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------”-ს შორის 2015 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება. მსესხებელზე გაცემული იყო ნატვრის ბარათი №1199417639785695 რომელზეც გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი. აღნიშნული ხელშეკრულებით ლიმიტად დამტკიცდა 1150 აშშ დოლარი , მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, სარგებელი 1.5% თვეში სწორხაზოვანი მეთოდით. გარდა სპეციალური აქციის მოქმედების პერიოდში. ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადის სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა.
“განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
2016 წლის 14 იანვარს მსესხებელის მიერ შპს „თეგეტა მოტორსში“ განხორციელდა 1308.88 ლარის ტრანზაქცია. სესხის ნომერი LD 1601500314 აღნიშნული სესხი უნდა დაფარულიყო 18 თვის ვადაში გრაფიკის შესაბამისად.
მსესხებლის მიერ სესხი სრულად და კეთილსინდისიერად არ არის გადახდილი.
მოსარჩელე თვლის, რომ ამჟამად LD 1601500314 სესხზე ლ--- ღვათაძეს ინდივიდუალურად გადასახდელი აქვს 686.85 ლარი.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-მ 2016 წლის 09 სექტემბერს შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს „კ------- ბ---ი“
1.2. მოსარჩელე მხარემ საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ სს „კ------- ბ---ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს:
მოპასუხეებს - ლ--- ღ------ეს, ნ---- ღ------ეს, ზ---- მ------–-–---–ს, დ----- ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----ეს და თ---------- ღ------ეს მოსარჩელის ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 24 დეკემბრის №20151224LGHAV სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 1908.03 აშშ დოლარი, საიდანაც 1757.17 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 124.21 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, 42.48 აშშ დოლარი სადაზღვეო შესატანი.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს - ლ--- ღ------ეს, ნ---- ღ------ეს, ზ---- მ------–-–---–ს, დ----- ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----ეს და თ---------- ღ------ეს სოლიდარულად დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს მიერ გადახდილი სახ.ბაჟი-269.88 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, ასევე საჩივარზე გადახდილი ბაჟი 50 ლარი, სატრანსპორტო საშუალებაზე ცნობის გამოთხოვის ხარჯი 21 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების ხარჯი 600 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა მე-3 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე უარს აცხადებს მე-3 სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ითხოვდა ლ--- ღ------ისათვის ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 1601500314 სესხიდან გამომდინარე დავალიანების თანხის დაკისრებას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხეებს შესაგებელი არ შემოუტანიათ, საქმის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოპასუხე - ზ---- მ------–-–---–ი რომელმაც ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ 2015 წლის 24 დეკემბერს შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------”-ს და ლ--- ღ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20151224 LGHAV, რის საფუძველზეც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით 2018 წლის 3 იანვრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნული საპროცენტო სარგებელთან (სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.27%-ს თვეში) მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელი ძირი თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.25-26)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ ნ---- ღ------ეს, ზ---- მ------–-–---–მა და თ---------- ღ------ემ 2015 წლის 22 დეკემბერის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ლ--- ღ------ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, ასევე დ----- ხ--–-–---–მა და ლ---- კ-----ემ 2015 წლის 24 დეკემბრის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ლ--- ღ------ის მიერ 2015 წლის 24 დეკემბრის №20151224LGHAV სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდები პირების განცხადებები (ს.ფ. 30-34)
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემული დროისათვის მოსარჩელის განცხადებით ლ--- ღ------ის მიერ 2015 წლის 24 დეკემბრის N20151224 LGHAV სესხის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 1908,03 ა.შ.შ. დოლარს (ათას ცხრაასრვა დოლარი და სამი ცენტი), (საიდანაც 1757,17 ა.შ.შ. დოლარი არის ძირითადი თანხა 124,21 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევა არის 42,48 ა.შ.შ. დოლარი).
დადგენილია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება განისაზღვრა 24 თვის ვადით 2018 წლის 03 იანვრის ჩათვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2017 წლის 03 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი(ს.ფ.25-26; 28)
-დავალიანების ცნობა (ს.ფ.66)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ შ.პ.ს.,, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს ს.ს. ,, კ------- ბ---ი“(ს/კ 2--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.77-81).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. კ------- ბ---ი”-ს სარჩელი ლ--- ღ------ის, ნ---- ღ------ის, ზ---- მ------–-–---–ის, დ----- ხ--–-–---–ის, ლ---- კ-----ის და თ---------- ღ------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
დადგენილია რომ 2015 წლის 24 დეკემბერს შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------”-ს და ლ--- ღ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20151224 LGHAV, რის საფუძველზეც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით 2018 წლის 3 იანვრის ჩათვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს პროცენტის სახით უნდა დაეკისროთ 124.21 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს, მხოლოდ სარჩელის შემოტანამდე არსებული დავალიანების - 42.48 აშშ დოლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დადგენილია, რომ ნ---- ღ------ემ, ზ---- მ------–-–---–მა და თ---------- ღ------ემ 2015 წლის 22 დეკემბერის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ლ--- ღ------ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, ასევე დ----- ხ--–-–---–მა და ლ---- კ-----ემ 2015 წლის 24 დეკემბრის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ლ--- ღ------ის მიერ 2015 წლის 24 დეკემბრის №20151224LGHAV სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები - ნ---- ღ------ე, ზ---- მ------–-–---–ი, დ----- ხ--–-–---–ი, ლ---- კ-----ე და თ---------- ღ------ე ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1908,03 (ათას ცხრაასრვა დოლარი და სამი ცენტი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა, (საიდანაც 1757,17 ა.შ.შ. დოლარი არის ძირითადი თანხა 124,21 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევა არის 42,48 ა.შ.შ. დოლარი).
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ----დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „ თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 164 ლარი და 32 თეთრი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს - ლ--- ღ------ეს, ნ---- ღ------ეს, ზ---- მ------–-–---–ს, დ----- ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----ეს და თ---------- ღ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 105 ლარისა და 56 თეთრის (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) გადახდა. ლ--- ღ------ეს, ნ---- ღ------ეს, ზ---- მ------–-–---–ს, დ----- ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----ეს და თ---------- ღ------ეს ასევე სოლიდარულად დაეკისროთ სს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის (50 ლარი უზრუნველყოფისათვის, 50 ლარი საჩივრისათვის) ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯები 621 ლარის (600 ლარი უზრუნველყოფის აღსრულების საფასური და 21 ლარი სატრანსპორტო საშუალების ცნობის საფასური) ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს და ლ--- ღ------ეს, ნ---- ღ------ეს, ზ---- მ------–-–---–ს, დ----- ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----ეს და თ---------- ღ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 1908,03 (ათას ცხრაასრვა დოლარი და სამი ცენტი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. (საიდანაც 1757,17 ა.შ.შ. დოლარი არის ძირითადი თანხა 124,21 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევა არის 42,48 ა.შ.შ. დოლარი).
2. ლ--- ღ------ეს, ნ---- ღ------ეს, ზ---- მ------–-–---–ს, დ----- ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----ეს და თ---------- ღ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 105 (ასხუთი) ლარისა და 56 (ორმოცდათექვსმეტი) თეთრის გადახდა. ლ--- ღ------ეს, ნ---- ღ------ეს, ზ---- მ------–-–---–ს, დ----- ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----ეს, თ---------- ღ------ეს ასევე სოლიდარულად დაეკისროთ ს.ს. ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის (50 ლარი უზრუნველყოფისათვის, 50 ლარი საჩივრისათვის) ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯები 621 (ექვსასოცდაერთი) ლარის (600 ლარი უზრუნველყოფის აღსრულების საფასური და 21 ლარი სატრანსპორტო საშუალების ცნობის საფასური) ოდენობით.
3. ს.ს. ,,კ------- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 164 (ასსამოცდაოთხი) ლარი და 32 (ოცდათორმეტი) თეთრი (საგადახდო დავალება N999; გადახდის თარიღი - 28.09.2017; გადამხდელი - სს კ------- ბ---ი; გადამხდელის ბ---ი - სს „საქართველოს ბ---ი“; ბ---ის კოდი - TRESGE22; თანხა -269.88 ლარი) კანონით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი