გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07.06.2018 წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - მე----------–----ე, შპს ,,ქე--------”
მოსარჩელის წარმომადგენელი - მა-------–--–-----ი, მა-----–----–-ძე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო
წარმომადგენელი - მა-----------------ა, შო-----------–-–---–ი
მესამე პირი- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი- შპს ,,სი----”
წარმომადგენელი - გი---–--–---ძე
მესამე პირი - სს ,,სა-----------------–-ი”
წარმომადგენელი - თა----------–-ძე
მესამე პირი - შპს ,,ზდ--------------------ა”
წარმომადგენელი - თა---------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის #33---4, 2016 წლის 16 დეკემბერის #88-----------03, #88---------1-31 და 2017 წლის 16 თებერვლის #53--3 და#5---- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს, ეთანხმება წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტავს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1 მესამე პირს - სს ,,სა-----------------–-ს” რუსთავის საქალაქო სასამართლოში შესაგებელი დავის საგანთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა, რის გამოც მისი პოზიცია განსახილველ საკითებთან მიმართებით სასამართლოსთვის უცნობია.
3.2 მესამე პირი - შპს "ზდ--------------------ი"-ის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლი მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა საჯარო რეესტრის 2016 წლის 15 დეკემბრის #33---4, 2016 წლის 16 დეკემბრის #88-----------03, 88---------1-03 და 2017 წლის 16 თებერვლის #53--3 და 5---- გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველს. ამ მუხლით ბათილობის საფუძველი არსებობდა და საჯარო რეესტრმა კიდევაც მიღო გადაწყვეტილება 2016 წლის 01 ნოემბერის #88---------4 რეგისტრაციის და 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4 გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ. მან ამით გამოასწორა მანამდე დაშვებული შეცდომა, რომლის შესაბამისად - ჯერ კიდევ 2010 წლიდან სს" სა---------------–--ს" საკუთრებაში არსებული, შემდეგ საჯარო აუქციონზე გამოტანილი და გაყიდული რკინიგზის ჩიხი 2160 გ/მეტრის ოდენობით და მისი შემადგენელი ნაწილი 368.49 გ.მ ჩიხი დაურეგისტრირდა ჯერ ტ--–----ეს, ხოლო შემდეგ შპს ,,ქე--------''-ს.
შპს ,,ზ------------------------მ'' აღნიშნული ქონება შეიძინა საჯარო აუქციონზე, გადაიხადა თანხა, მიიღო სააღსრულებო განკარგულება და ამ განკარგულების საფუძველზე საკუთრებაში დაირეგისტრირა რკ. ლიანდაგი 2160 გ.მ ოდენობით. აუქციონზე გამოტანილი ქონება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში და შპს ,,ზ----------------------------------ს'' ჰქონდა კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ ქონების შეძენის დროს. შედეგად, მან შეიძინა 2010 წლიდან რეგისტრირებული ქონება. შესაბამისად შპს ,,ზდ--------------------ა'' მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
3.3 შპს ,,სი----ს'' წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს ,,ქე--------ს'' საკუთრების უფლების შესახებ დავის ძირითადი მიზეზია ტერმინი - ჩიხი და ჩიხის ინფრასტრუქტურის დანიშნულების არასწორი განსაზღვრა. სადგური ვაზიანიდან მომავალი რკინიგზის მეურნეობის სიტუაციის ნახაზში მოცემულია შემოსასვლელი რკინიგზა, რომლის გაგრძელებაზე განთავსებულია ,,ა“, ,,ბ“, ,,ვ“ მათ შორის ,,ბ" ჩიხში შემავალი განშტოების ტოტი 1 (ს/კ 81.00,692) და ტოტი 2 (ს/კ 81.00.193). შესაბამისად, შპს "ქე--------"-ს თანხმობის გარეშე რკინიგზის და ტოტი1 შპს "ზდ--------------------ი"ს ერთ ჩიხში (ს/კ 81.00.193) გაერთიანება არაკანონიერია.
3.4. მესამე პირს - სს ,,სა-----------------–-ს” რუსთავის საქალაქო სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა, რის გამოც მისი პოზიცია განსახილველ საკითებთან მიმართებით სასამართლოსთვის უცნობია
4.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის #88---------4-14 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა რეგისტრაცია მე---------–-----ს 2016 წლის 07 ოქტომბრის #88---------4 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის შედეგად, გარდაბანში, სოფელ ვაზიანში მდებარე 368.49 მ. რკინიგზის ჩიხზე დარეგისტრირდა მე---------–-----ს საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის #88---------4-14 გადაწყვეტილება
4.1.2. იმავე ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4-03 გადაწყვეტილებით, 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4 განცხადების საფუძველზე, განხორციელდა შპს ,,ქე--------ს'' საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4-03 გადაწყვეტილება
4.1.3. სადაო ქონების მესაკუთრეებს 2016 წლის 01 ნოემბრამდე წარმოადგენდნენ სს ,,სა-----------------–-ი'' და შპს ,,ზდ--------------------ა''. როგორც დგინდება, სადაო ქონებაზე სს ,,სა-----------------–-ის'' უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სსიპ საწარმოთა მართვის ეროვნული სააგენტოს #33-418/7-10 წერილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, სსიპ საწარმოთა მართვის ეროვნული სააგენტოს #33-418/7-10 წერილის დამოწმებული ასლი.
4.1.4. შპს ,,ზდ----------------------ს'' საჩივრის შესაბამისად, 2016 წლის 08 დეკემბრის #32---0 გადაწყვეტილებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის #88---------4-14 და 2016 წლის 18 ნოემბრის 88---------4-03 გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 დეკემბრის #32---0 გადაწყვეტილება.
4.1.5 1996 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ კანონის საფუძველზე შპს ,,სი----ს'' გადასცა სახელმწიფო კორპორაციის თხევადი გაზის სასაწყობო მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონება მდებარე გარდაბნის რაიონის ვაზიანის დასახლებაში. ამ ჩამონათვალშია სადაო ქონებაც - რკინიგზაც ჩამოსასხმელი ესტაკადა, ფართოლიანდაგიანი რკინიგზა, რკინიგზის ჩიხი. აღნიშნული მიღება- ჩაბარების აქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს სი----ს შორის 1996 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება საკონკურსო პირობებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1996 წლის 24 ნოემბრის მიღება- ჩაბარების აქტი და 1996 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება
- საქმეზე 3ბ/898-14 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
4.1.6 საქმეზე 3ბ/898-14 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა წარმოადგენდა 1996 წელს შპს ,,სი----ს'' მიერ განხორციელებული პრივატიზაციის ობიექტს და სწორედ აღნიშნულმა შექმნა სამართლებრივი საფუძველი ესტაკადით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებულ ლიანდაგთან ერთად, შპს ,,სი----ს'' საკუთრებაში გადასაცემად. გარდაბნის რაიონის ვაზიანის დასახლებაში განთავსებული რკინიგზის ჩიხის ერთი ტოტის და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადის პრივატიზაცია განხორციელდა შპს ,,სი----ს'' მიერ, მანამ სანამ სს ,,სა----------------–-ი'' დაფუძნდებოდა (1997 წლის 27 ოქტომბერი). თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
4.1.7. შპს ,,სი----მ'' ზემოაღნიშნული ქონება 2016 წლის 05 ივლისს გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულებით გადასცა მე----------–----ეს, რომელმაც ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, რკინიგზის ჩიხი გადასცა შპს ,,ქე--------ს'' ხელშეკრულების შესაბამისად (2016 წლის 18 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 05 ივლისს გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულების დამოწმებული ასლი, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები შპს ,,ქე--------ს'' 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4 განცხადებაზე, მე----------–----ესა და შპს ,,ქე--------ს'' შორის არსებული 2016 წლის 18 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 დეკემბრის 33---4 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის #88---------4-14 და 2016 წლის 18 ნოემბრის 88---------4-03 გადაწყვეტილებები. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა #88---------4 და 88---------4 სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 დეკემბრის 33---4 გადაწყვეტილება
4.2.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბრის #88-----------03 და 88---------1-03 გადაწყვეტილებებით, განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე გარდაბანში, სოფელ ვაზიანში, მდებარე 368.49 მ რკინიგზის ჩიხზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბრის #88-----------03 და 88---------1-03 გადაწყვეტილებები, რომლითაც განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკუთრების ფულების რეგისტრაციაზე გარდაბანში, სოფელ ვაზიანში მდებარე 368.49 რკინიგზის ჩიხზე, გასაჩივრებული იქნა მე----------–----ისა და შპს ,,ქე--------ს'' 2017 წლის 16 იანვრის #1----/17 და #19632/17 ადმინისტრაციული საჩივრებით.
საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის #53--3 და 5---- გადაწყვეტილებებით მომჩივან მხარეებს უარი ეთქვათ საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბრის #88-----------03 და 88---------1-03 გადაწყვეტილებები;
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წელის 25 იანვრის #26190 და #26197 გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის #53--3 და 5---- გადაწყვეტილებები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
7.2 მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.
7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მე-601 მუხლიდან გამომდინარე კი, გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.7 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
7.8 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
7.9 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
7.10 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
7.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. A
7.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.14. საქმეში არსებულ მტკიცებულებების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება გარდაბნის რაიონის ვაზიანის დასახლებაში მდებარე, შპს ,,სი----ს'' სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #81.10.22.326) 2 757 კვ.მ. ფართის გადაფარვის ნაწილში.
სასამართლომ განმარტა, რომ სადავო რეგისტრაციისას მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის – უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის #800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.
,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 281-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამოცემის წესი, ფორმა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. მითითებული ინსტრუქციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში, ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტი ადგენს, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკადასტრო აღწერის დამსწრეთა (ასეთთა არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო, თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია – დამატებით იურიდიული პირის ბეჭდით.
დასახელებული ინსტრუქციის 51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ადგილმდებარეობას/მისამართს; ბ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული); გ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ფართობს; დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი); ე) საკადასტრო აღწერის თარიღს.
დადგენილია, რომ 2008 წლის 29 დეკემბერს შპს ,,სი----ს'' წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მიწის აზომვითი ნახაზი თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურიდან გამოთხოვილი მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთის რეგისტრაციისას მიწის აზომვითი ნახაზი შპს ,,სი----ს'' მიერ არ წარდგენილა.
2009 წლის 06 იანვარს შპს ,,სი----ს'' დაურეგისტრირდა 49918,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბანი, მარტყოფი, ვაზიანის დასახლება, ს/კ 81.10.22.326;
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული არ იყო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შპს ,,სი----ს'' მიერ დარეგისტრირებული ქონების კონფიგურაციას. რაც შეეხება მესამე პირის შპს ,,სი----ს'' წარმომადგენლის მითითებას, რომ მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორია არ იქნა ამოღებული და არ გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე, სასამართლო განმარტა, რომ ბალანსმფლობელობა არ ნიშნავს ობიექტის საკუთრებაში ქონას და სახელმწიფო ქონების გასხვისების ფორმასა და წესის ადგენს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1. მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგიტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. ამავე ნორმის მე-11 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, რეგისტრატურაში აუცილებლად უნდა ინახებოდეს რუკა ან რუკების ერთობლიობა, რომლებიც აღრიცხულია მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაცია ზონის კადასტრული (ინდექსდირებული) რუკები. კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური (გზები, მდინარეები, არხები, ელექტროგადამცემი ხაზები, ხევები, ხრამები და სხვა) გეოდეზიური -ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისათვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 24 აპრილს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ქონებაზე, მდებარე: გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ სააკაძეში თხევადი გაზის ბაზის ტერიტორიაზე არსებული 37724 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით. იმის გამო, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ზედდების ფართობია 2755 კვ.მ. ზედდება ხდება #81.10.22.236 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მესაკუთრე შპს ,,სი----'' (204885008).
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს ,,სი----ს'' სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ შეაგროვა ცნობები, არ გამოითხოვა დოკუმენტები, არ დაათვალი---- შემთხვევის ადგილი, არ უზრუნველყო საზღვრის დადგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულით შეილახა მოსარჩელის უფლება უძრავ ქონებაზე დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება.
ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოში მხარეთა მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებოდა მესამე პირის უძრავი ქონების დაზუსტებულ საზღვრებს.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით მარეგისტრირებელი ორგანოს უძრავი ნივთის რეგისტრაციისას უნდა გამოეკვლია სწორად განხორციელდა თუ არა რეგისტრაცია და წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებდა თუ არა მესამე პირის უფლებას მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას, რაც ამავე კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე იძლევა სადავო აქტის ბათილობის საფუძველს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, კერძოდ, გამოკვლევა-შეფასებისას მიღებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებას. მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლიდა, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებისას კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ იყო დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობსდა
არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
2016 წლის 15 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მირებული იქნა გადაწყვეტილება #33---4 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 88---------4-14 და 88---------4-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის #88---------4-14 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა რეგისტრაცია მე---------–-----ს 2016 წლის 07 ოქტომბრის #88---------4 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის შედეგად, გარდაბანში, სოფელ ვაზიანში მდებარე 368.49 მ. რკინიგზის ჩიხზე დარეგისტრირდა მე---------–-----ს საკუთრება.
იმავე ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4-03 გადაწყვეტილებით, 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4 განცხადების საფუძველზე, განხორციელდა შპს ,,ქე--------ს'' საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე).
7.15 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 29 ნოემბერს წარდგენილი იქნა შპს ,,ზდ----------------------ს'' წარმომადგენლის ბა-----------------ს #345848/17 ადმინისტრაციული საჩივარი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 01 ნოემბრის #88---------4-14 და 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4-03 რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით, დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.
21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრის რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით შემთხვევებისა აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
#345848/17 ადმინისტრაციული საჩივართან მიმართებით, სააგენტომ მიიჩნია, რომ შესაძლებელი იყო გამოვლენილიყო რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 01 ნოემბრის #88---------4-14 და 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები, რის გამოც რეგისტრაციის სესახებ გადაწყვეტილებების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების შესწავლის მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის თაობაზეც მოწვეული იქნენ დაინტერესებულ პირები: შპს ,,ზდ----------------------ს'' წარმომადგენელი, მ----- ტ--–----ე, შპს ,,ქე--------'', საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტი.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი 2016 წლის 01 ნოემბრის #88---------4-14 და 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4-03 გადაწყვეტილებები, რომლითაც განხორცილედა მე---------–-----ს და შემდგომ შპს ,,ქე--------ს'' საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ როგორც 81.00.193, ისე 81.00.692 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი წარმოადგენდა ერთი სახის, კერძოდ სარკინიგზო ტიპის ხაზოვან ნაგებობას.
საჯარო რეესტრის ერობნული სააგენტოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისი სამართლის შეფარდების შედეგად დგინდებოდა, რომ 368.49 მ ხაზოვან ნაგებობაზე (ს/კ 81.00.692) ჯერ მე---------–-----ს და შემდგომ შპს ,,ქე--------ს'' საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ იქნა შესრულებული მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება. აქედან გამომდინარე, მან მიიჩნია, რომ 2016 წლის 01 ნოემბრის #882016698864-14 გადაწყვეტილება არ იყო მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისი, ეწინააღმდეგებოდა მას და ბათილად ცნო იგი.
ამასთან, მის მიერ ნამსჯელი იქნა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის #88---------4-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე, როგორც კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედეგზე და ბათილად ცნო.
2016 წლის 16 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება #88-----------03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, როგორც დადგინდა, განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ხაზოვან ნაგებობაზე 81.00.193 საკადასტრო კოდით უკვე რეგისტრირებული იყო სხვისი - შპს ,,ზდ--------------------ის'' საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და იმავე კანონის 23-ე მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
იმავე კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, კი სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 16 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება #53--3 ადმინისტრაციული საჩირის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ეხებოდა მე---------–-----ს საჩივარს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 16 დეკემბრის #88-----------03 გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის აზრით, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის #88-----------03 გადაწყვეტილება მიღებული იქნა უკანონოდ და ასევე უკანონოდ ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #33---4 გადაწყვეტილებით, მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია უკანონოდ გაუქმდა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ ვინაიდან #33---4 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გარდაბნის რაიონში, დაბა სააკაძეში, შპს ,,ზდ ნავთობის კომპანიის'' საკუთრებად რეგისტრირებული 2261.2მ ფართოლიანდაგიანი რკინიგზის ჩიხი (81.00.193) მოიცავდა გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში მდებარე 368.49 რკინიგზის ჩიხს (81.00.692), ამასთან, 2261.2 მ ხაზოვანი ნაგებობა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული იყო 2010 წლიდან, 368.49 მ. ხაზოვანი ნაგებობა დარეგისტრირდა 2016 წლის 01 აგვისტოს, ამდენად, 368.49 მ. ხაზოვან ნაგებობაზე ჯერ მ----- ტ--–----ის და შემდგომ შპს ,,ქე--------ს'' საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის, აღნიშნულ ხაზოვან ნაგეობაზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის - შპს ,,ზდ--------------------ის'' საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ კანონი----დ იქნა მიღებული რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #88-----------03 (16.12.2016) გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის #88-----------03 გადაწყვეტილება იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც მ----- ტ--–----ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
იმავე, 2017 წლის 16 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება #5---- შპს ,,ქე--------ს'' ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ეხებოდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის #88---------1-03 (16.12.2016) გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ უკანონოდ იქნა მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #88---------1-03 გადაწყვეტილება. ამასთან მიუთითა, რომ უკანონოდ განხორციელდა სააგენტოს #33---4 გადაწყვეტილებით შპს ,,ქე--------ს'' საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება სადავო ხაზობრივ ნაგებობაზე, ვინაიდან, შპს ,,ქე--------'' წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და აღნიშნული ფაქტი უკანონოდ იქნა უარყოფილი სააგენტოს მიერ.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაიზიარა იგივე პოზიცია, რაც მითითებული ჰქონდა მე---------–-----ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #53--3 გადაწყვეტილებაში და განმარტა, რომ გადაწყვეტილება იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც შპს ,,ქე--------ს'' მე---------–-----ს მსგავსად, უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
7.16 სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ არც გადაწყვეტილების მიღების და არც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს არ გამოიკვლია და არ შეაფასა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის #3ბ/898-14 გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სადაოდ გახადა შპს „სი----ს“ საკუთრების უფლება #81.10.22.326 საკადასტრო კოდით შპს „სი----ს“ სახელზე რეგისტრირებული 49918.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 2757 კვ.მ.მიწის ნაკვეთზე, რაც ზედდებაშია მის მიერ 2012 წელს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან; ამასთან, დადგენილია და არ არის სადაო, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, ზედდებაში მყოფ 2757 კვ.მ მიწის ფართზე მდებარეობს ის უძრავი ნივთი – რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა, რომელიც 1996 წლის მიღება–ჩაბარების აქტით და პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „სი----ს“; ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც აღნიშნული უძრავი ქონების, ასევე მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართის (თავდაპირველად 6ჰა, შემდგომ 5 ჰა) საჯარო რეესტრში შპს „სი----ს“ სახელზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წელს, შემდგომ 2003 წელს, ხოლო 2009 წელს სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტით განხორციელდა მხოლოდ დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაცია UTM კოორდინატთა სისტემაში;
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მხარეების მიერ სადაოდ არ არის გამხდარი იმ უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერება, რომელიც საფუძვლად უდევს სადაო მიწის ნაკვეთზე შპს „სი----ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია ძალაში მყოფი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე შპს „სი----ს“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის მხოლოდ UTM კოორდინატთა სისტემაში რეგისტრაციის ბათილად ცნობით, თუ რა სამართლებრივ შედეგს მიაღწევს მოსარჩელე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ დაზუსტებული რეგისტრაციის შედეგი არ არის შპს“ სი----ს“ რეგისტრირებულ მონაცემებში სადაო მიწის ნაკვეთის ასახვა, ანუ დაზუსტებული რეგისტრაციის მოთხოვნა არ ეფუძნება კონფიგურაციის შეცვლას, არამედ დაზუსტდა მხოლოდ მიწის ფართი და კოორდინატები UTM სისტემაში; ამასთან, დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა წარმოადგენდა 1996 წელს შპს „სი----ს“ მიერ განხორციელებული პრივატიზაციის ობიექტს , რამაც შემდგომ შექმნა სამართლებრივი საფუძველი ესტაკადით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის შსპ„სი----ს“ საკუთრებაში გადასაცემად;
სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 06.01. #8----------9–03 გადაწყვეტილება შპს „სი----ს“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონეცემების UTM კოორდინატთა სისტემაში რეგისტრაციის შესახებ, როგორც ადმინისტრაციული ინდივიდუალურ–სამართებრივი აქტი კანონიერია და ამ აქტის გამოცემის დროს სახეზე არ იყო ისეთი ფაქტობრივ–სამართებრივი წანამძღვრების არსებობა, რომელთა გამოც სარეგისტრაციო სამსახურს უარი უნდა ეთქვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე; საქმის მასალებით ასევე დადგენილია და არ არის სადაო ის გარემოება, რომ საკავშირო საწარმო „ცენტრგაზის“ უფლებამონაცვლეა სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია ,,სა----------------–-ი’’, რომლის ბაზაზეც 1997 წლის 27 ოქტომბერს დაფუძნდა სს ,,სა----------------–-ი’’. ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სახაზინო საწარმო სა----------------–-ის ბალანსზე გადაცემული ქონების ნაწილის, მათ შორის სადაო ტერიტორიაზე განთავსებული რკინიგზის ჩიხის ერთი ტოტის და რკინიგზის ჩამოსახმელი ესტაკადას პრივატიზაცია განხორციელდა მანამ, სანამ სააქციომ საზოგადოება „ სა----------------–-ი“ დაფუძნდებოდა, შესაბამისად, არა რსებობდა მის საწესდებო კაპიტალში აღნიშნული ქონების შესატანად საამისო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი;
7.17 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
7.18 მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სწორედ ისეთი შემთხვევა როდესაც, საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, არამედ მთლიანად უნდა იქნას გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
7.19 სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
7.20 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის #33---4, 2016 წლის 16 დეკემბერის #88-----------03 და #88---------1-31 და 2017 წლის 16 თებერვლის #53--3 და#5---- გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მე----------–----ისა და შპს ,,ქე--------”-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის #33---4, 2016 წლის 16 დეკემბერის #88-----------03 და #88---------1-31 და 2017 წლის 16 თებერვლის #53--3 და#5---- გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი