გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.06.2018
საქმის ნომერი
130210018002330809
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002330809

N2-244-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 ივნისი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე დ--------------------შვილი

ადვოკატი გოჩა ღამბარაშვილი

მოპასუხე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი ირაკლი გვასალია

მოპასუხე ნ----------------შვილი

დავის საგანი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისაგან გათავისუფლდეს შემდეგი ქონება: 1. 300 ლარად ღირებული ”სამსუნგის” ფირმის ფერადი ტელევიზორი; 2. 200 ლარად ღირებული ,,სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა, 3. 100 ლარად ღირებული ,,სამსუნგის“ ფირმის მაცივარი;. 4. 200 ლარად ღირებული რბილი ავეჯის ორეული;

სარჩელის მიხედვით, ნ----------------შვილისათვის სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღმასრულებელმა ნ----------------შვილის საკუთრებად მიიჩნია. მოსარჩელის განმარტებით კი დაყადაღებული ნივთები მას ეკუთვნის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ - სს ,,საქართველოს ბანკმა“ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ნ----------------შვილმა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 30 ივნისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ, რომელშიც მოვალედ მითითებულია ნ----------------შვილი;

დაკისრებული თანხის გადახდევინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2018 წლის 19 თებერვალს, აღწერა და ყადაღა დაადო ქ.ხ-–----–-----------–---–---------ში მდებარე ქონებას - სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ ნივთებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 19 თებერვლის აქტი (ს.ფ. 14-15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადგინდა, რომ მასში აღნიშნული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 172-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

6.3. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე აღმასრულებელელმა გადახდევინება უნდა განახორციელოს მოვალის კუთვნილი ქონებიდან.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთების დაყადაღებით მოსარჩელეს აეკრძალა ამ ნივთების განკარგვა – ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება. ვინაიდან, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის და არა მოვალის საკუთრებაა, შესაბამისად, მათზე გადახდევინების მიქცევა არ შეიძლება, ამიტომ უნდა გათავისუფლდნენ ყადაღისაგან.

6.5. საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხისადმი სადავო ნივთების კუთვნილება და შესაბამისად, ვერ გაკეთდება დასკვნა, რომ აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები მოვალის საკუთრებააა. საწინააღმდეგო მტკიცება დავაზე არ განხორციელებულა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის თნახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მაგისტრატი მომსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;

მოცემული დავა, რადგან სარჩელის ფასი 5 000 ლარს არ აღემატება, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია - სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად;

53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში დ--------------------შვილს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, მოპასუხე ,,საქართველოს ბანკმა “ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი. რის გამოც ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ბაჟი დაეკისროს ნ----------------შვილს, რომელმაც არც შესაგებელი წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს: - ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს, ქ.ხ-–----–-----------–---–---------ში შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ქონება: 1. 300 ლარად ღირებული ”სამსუნგის” ფირმის ფერადი ტელევიზორი; 2. 200 ლარად ღირებული ,,სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა, 3. 100 ლარად ღირებული ,,სამსუნგის“ ფირმის მაცივარი; 4. 200 ლარად ღირებული რბილი ავეჯის ორეული;

2. ნ----------------შვილს დ--------------------შვილის სასარგებლოდ გადახდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი;

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი