გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
100210117002238439
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210117002238439

#2/350 -2017 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

22. 05. 2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, თ----- ბ---ი“

წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“, ნ---- ხ--–---

 

მოპასუხეები: ბ------- ჩ-----–--ე, გ------- ც--–------ე

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „თ----- ბ---ი“-ს (ს.ნ.2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ბ------- ჩ-----–--ის (პ.№5----------) და გ------- ც--–------ის (პ.ნ.N5----------) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოსარჩლე განმარტავს, რომ სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ბ------- ჩ-----–--ეს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ვალდებულებები. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, კრედიტის ვადა -4 წელი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი დარღვევისათვის 10 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%.

 

ზემოაღნიშნულ ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის 2015 წლის 20 ნოემბერს გ------- ც--–------ემ სს „ბ---ი რ-------–---“-სთან დადო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მან აიღო ვალდებულება ბ------- ჩ-----–--ეს და ბანკს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარული ვალდებულება, რის საფუძველზეც ბანკს უფლება მიეცა წაუყენოს მოთხოვნა გ------- ც--–------ეს იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა თითოეულ მათგანზე 16000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის მაისის შემდგომ გადახდა აღარ განხორციელებულა.

2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 8646.57 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 7793.76 ლარი, პროცენტი - 480.46 ლარი, ჯარიმა 372.35 ლარი.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----- ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–---“-ს უფლებამონაცვლეს.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს ბ------- ჩ-----–--ეს და გ------- ც--–------ეს სს „ თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

 

ა. 2015 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 8646.57 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-7793,76 ლარი, პროცენტი-480.46 ლარი, ჯარიმა-372.35 ლარი.

 

ბ. 2017 წლის 31 აგვისტოდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-7793,76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 19% -ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-123.40 ლარი.

2017 წლის 31 აგვისტოდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-7793,76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-38.96 ლარი. მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

თავდების, გ------- ც--–------ის მაქსიმალური პასუხისმგებლობის თანხად თითოეულ მათგანზე განისაზღვროს 16000ლარით.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 452.67 ლარის დაკისრებას, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის დაკისრებას, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და ადვოკატის მომსახურეობის ხარჯების დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის, კერძოდ 500 ლარის ოდენობით გადახდას.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებს შესაგებელი არ შემოუტანიათ, თუმცა მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა ბ------- ჩ-----–--ემ განმარტა, რომ სს „თ----- ბ---ი“-ს სასარჩელო მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ხელშეკრულებით გათვალისიწინებული 8646.57 ლარის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს და მიუღებელი სარგებელის სახით სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეები ამ ნაწილში სარჩელს არ ცნობენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ სს „ ბანკი რ-------–---“-ს და ბ------- ჩ-----–--ეს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ვალდებულებები. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, კრედიტის ვადა -4 წელი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი დარღვევისათვის 10 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.15-27)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ბ------- ჩ-----–--ეს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის 2015 წლის 20 ნოემბერს გ------- ც--–------ემ სს „ბ---ი რ-------–---“-სთან დადო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მან აიღო ვალდებულება ბ------- ჩ-----–--ეს და ბანკს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარული ვალდებულება, რის საფუძველზეც ბანკს უფლება მიეცა წაუყენოს მოთხოვნა გ------- ც--–------ეს იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა თითოეულ მათგანზე 16000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავდებობის ხელშეკრულება და განაცხადი (ს.ფ.28-32)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 8646.57 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 7793.76 ლარი, პროცენტი - 480.46 ლარი, ჯარიმა 372.35 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დავალიანების ცნობა (ს.ფ.35)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----- ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–---“-ს უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.38-39)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,თ----- ბ---ი“-ს სარჩელი ბ------- ჩ-----–--ის და გ------- ც--–------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ერთიანი გონივრული ოდენობის თანხით, რომელიც არ შეიძლება ჩამოყალიბდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფორმულირებით როგორც ხელშეკრულების შესრულებამდე ყოველთვიურად გადასახდელი თანხით და მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის 10%-ს. მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) უნდა განისაზღვროს დავალიანების გასტუმრებამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის პროცენტით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 403-ე, 405-ე, 407-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 799-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ბ------- ჩ-----–--ეს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ვალდებულებები. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, კრედიტის ვადა -4 წელი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი დარღვევისათვის 10 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.” მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ სადაო ხელშეკრულებით განსაზღვრულია საპროცენტო სარგებელი. სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

დადგენილია, რომ სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ბ------- ჩ-----–--ეს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის 2015 წლის 20 ნოემბერს გ------- ც--–------ემ სს „ბ---ი რ-------–---“-სთან დადო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მან აიღო ვალდებულება ბ------- ჩ-----–--ეს და ბანკს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარული ვალდებულება.

ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა თითოეულ მათგანზე 16000 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“ უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“

 

სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.

 

საბანკო კრედიტის N 3736331-8242092 ხელშეკრულებიდან, მოპასუხეებს - ბ------- ჩ-----–--ეს და გ------- ც--–------ეს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ასევე 2017 წლის 31აგვისტოდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 123 ლარის და 40 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 1480(რვაასოცდათხუთმეტი) ლარისა და 80 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).

 

6.7.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოზიციით, შესაბამისად სასამართლო თვლის რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა ჩამოყალიბდეს მთლიანი თანხის სახით და უნდა მოხდეს მოპასუხე მხარეზე დაკისრება.

 

ბ------- ჩ-----–--ეს (პ/ნ.5----------) და გ------- ც--–------ეს (პ/ნ.5----------), სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლო (ჯარიმა) 779 ლარის და 38 თეთრის ოდენობით.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ ძირი თანხის ნაწილში ცნო სარჩელი შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. სს. ,,თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 64 (სამოცდაოთხი) ლარი და 85 (ოთხმოცდახუთი) თეთრი.

 

ბ------- ჩ-----–--ეს და გ------- ც--–------ეს დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 251 ლარისა და 16 თეთრი (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან) , 50 ლარი (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.

 

ბ------- ჩ-----–--ეს და გ------- ც--–------ეს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 210 (ორასათი) ლარისა და 69 (სამოცდაცხრა) თეთრის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ს.ს. ,,თ----- ბ---ი“-ს (ს/კ.2--------) სარჩელი ბ------- ჩ-----–--ის და გ------- ც--–------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ბ------- ჩ-----–--ეს (პ/ნ.5----------) და გ------- ც--–------ეს (პ/ნ.5----------), სოლიდარულად დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 9053 (ცხრაათას ორმოცდაცამეტი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი (საიდანაც 7793.76 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო (ჯარიმა) არის 779 ლარი და 38 თეთრი, პროცენტი 480,46 ლარი).

 

1.2. მოპასუხეებს - ბ------- ჩ-----–--ეს და გ------- ც--–------ეს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ასევე 2017 წლის 31 აგვისტოდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 123 (ასოცდასამი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 1480(ათასოთხასოთხმოცი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).

 

2. ს.ს. ,,თ----- ბ---ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 64 (სამოცდაოთხი) ლარი და 85 (ოთხმოცდახუთი) თეთრი (საგადასახადო დავალება №47, გადამხდელის ბანკი - სს „თ----- ბ---ი“, გადახდის თარიღი 26.12.2017წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 452.67 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბ---ი“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.

 

3. ბ------- ჩ-----–--ეს და გ------- ც--–------ეს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 251 (ორასორმოცდათერთმეტი) ლარისა და 16 (თექვსმეტი) თეთრის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან), 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი) და 20 ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.

 

ბ------- ჩ-----–--ეს და გ------- ც--–------ეს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 210 (ორასათი) ლარისა და 69 (სამოცდაცხრა) თეთრის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი