გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2018
საქმის ნომერი
190310017001996547
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-164-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.06.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თე---–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე, ნ----- კ------–--ე,მოსარჩელე - ელ--- ა-–----,წარმომადგენელი: ლ------- ძი------–-–---–ი, შ--------- გ-----–-–---–ი,მოპასუხე- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი,წარმომადგენელი: თ----- თ-------–---–ი,მესამე პირი: ბ-------- ბ--------ი,წარმომადგენელი: მ----- ლ---------–---ი,შპს ,,ა-----------–--------",დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 18 აგვისტოს №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. მოსარჩელის მოითხოვნას ასევე წარმოადგენს 81.16.00.--- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 1999 წლის 20 დეკემბრის №8199----- და 1999 წლის 29 დეკემბრის №81------- განცხადებების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების და მათგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 11 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება №88201-------, განცხადებით მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე: გარდაბანი, სოფელი ქ----–--. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა საარქივო ცნობები, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კომლის წევრების პირადობის მოწმობის ასლები. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 16 ივნისს მიღებული იქნა №8820153242228-04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, ,,ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ხდება ზედდება, პირველადი რეგისტრაცია განხორცილდა 1999 წლის 20 დეკემბერს №8199----- შპს ,,ა-----------–--------"-ის განაცხადის საფუძველზე და მის სახელზე. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდან არ დგინდება არ---ირი სამართლებრივი უფლება და საფუძველი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელებულიყო სხვა რომელიმე სუბუექტზე გარდა მოსარჩელის კომლისა, მით უმეტეს შპს ,,ა-----------–--------"-ზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ცვლილება განხორციელებულია 1999 წლის 29 დეკემბერს. სარეგისტრაციოდ წარდგენილია ობიექტის ნასყიდობის ხელშეკრულება შპს ,,ა-----------–--------"-სა და ბ-------- ბ--------ს შორის, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის საუბარი მიწის ნაკვეთის ნასყიდობაზე, არც მის ფართობზე და არც მის რაიმე მახასიათებელზე, ხელშეკრულება შედგენილია საინვენტარიზაციო ცნობა დახასიათების საფუძველზე. მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული დოკუმენტი არ იძლევა არ---ირ სამართლებრივ საფუძველს, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ბ-------- ბ--------ი აღრიცხულიყო და გაცემულიყო საკუთრების მოწმობა. ობიექტის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 1999 წლის 18 ოქტომბერს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 11 ივნისს წარედგინა ელ--- ა-–----ს №88201------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ქ----–--. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას თან დაურთო მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა, კერძოდ, რეგისტრაციის მიზნებისთვის წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული (81.16.00.---) უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ასევე, საკომლო ამონაწერი, რომელშიც ასახული იქნებოდა სრული ინფორმაცია კომლის თაობაზე საქართველოში მიწის რეფორმის მიმდინარეობისა და რეფორმის დასრულების შემდგომ მთელ ეტაპზე ქრონოლოგიის მიხედვით. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ 2016 წლის 16 ივლისს გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და სახეზეა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა, რომ №88201------- სარეგისტრაციო განაცხადზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2012 წლის 22 ივნისის AA2012-------03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, გარდაბნის არქივში დაცული სოფელ ქ----–--ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ისმინახ ი------ ოღლი ა-–---. კომლის წევრები არიან: მ--–-- მ--------- კიზი ა-–---- - ცოლი, ს------- ი------ ოღლი ა-–--- - შვილი, ელ--- ისმინახ ოღლი ა-–--- - შვილი. კომლის პირად საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 80 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 2003 წ. – 0.24 ჰა. საკომლო წიგნის რეესტრის მიხედვით მიწა - 0.27 ჰა. №88201------- სარეგისტრაციო განაცხადზე დამატებით წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2012 წლის 25 იანვრის №AA201--------05 საარქივო ცნობა, რომელიც მოიცავს 1983-2000 კომლის შემადგენლობაზე და ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას. 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ისმინახ ი------ ოღლი ა-–----. მისი კომლის წევრები არიან: მ--–-- მ------- კიზი ა-–---- - ცოლი, ს------- ი------ ოღლი ა-–---- - შვილი, ელ--- ი------ ოღლი ა-–---- -შვილი, რ--- ე-–----- კიზი ა-–---- - რძალი/გადახაზულია, ცალკე კომლი/ფ----- ა----- კიზი ა-–---- - ძმისშვილი, გადახაზულია/ცალკე კომლი, კ----–- ა----- კიზი ა-–---- - ძმისშვილი/გადახაზულია/ცალკე კომლი. ა----- ი------ ოღლი ა-–---- - ძმა/გადახაზულია, ცალკე კომლი. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო/სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 60 კვ.მ და სულ მიწა 1996-2000 წწ. 0.24 ჰა. 2001 წ. – 0.21 ჰა. მითითებულია დამატებითი ინფორმაცია - მიწა 0.03 ჰა გამოეყო გუმბატ გ. ბ--------ს მიწის საკადასტრო პასპორტის თანახმად, რომლის ნომერია №81------- 29.12.1999 წ.

 

მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ 81.16.00.--- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია ბ-------- ბ--------ის (პირადი ნომერი 12001001431) საკუთრების უფლება, რომელიც 1999 წლის 18 ოქტომბერს დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ 81.16.00.--- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება 1999 წელს წარმოადგენდა შპს ,,ავტომობილისტი-90"-ის საკუთრებას, კერძოდ საჯარო რეესტრში დაცული საქართველოს გარდაბნის რაიონის გამგეობის 1997 წლის 25 დეკემბრის ოქმი №16, №19 -ის №264 დადგენილების (ასლი) თანახმად, დამტკიცდა კომისიის მიერ შედგენილი აქტი და დაუკანონდა შპს ფირმა ,,ა-----------–--------“-ს ფირმის მიერ, ქ----–--ს საკრებულოს ტერიტორიაზე ფირმის წევრის ბ--------ი გუმბათ ოსმან ოღლის 0.03 ჰექტარ საკარმიდამო სახნავ ნაკვეთში 1996 წელს აშენებული ავტობენზინგასამართი სადგური.

 

გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, წარმოდგენილი შესაგებელით აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს ელივინ ა-–----ს წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №16------7 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვდა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალებას. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მხრიდან სადავოდ იყო გამხდარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს №12----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო გასცდა ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულ მოთხოვნის ფარგლებს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი აქტის თანამდევი შედეგი, ასევე კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 სექტემბრის №12----- გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ელ--- ა-–----ს წარმომადგენელს 2015 წლის 17 აგვისტოს №16------7 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

 

2.1. მესამე პირმა ბ-------- ბ--------მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის შპს ,,ა-----------–--------"-ის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულა. სხფომის თარიღის შესახებ მისთვის ცნობილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2012 წლის 25 იანვრის №AA201--------05 საარქივო ცნობით, გარდაბნის არქივში დაცული ქ----–--ს სასოფლო საბჭოს 1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია კ----–- მ------- კიზი ა-–----. მისი კომლის წევრები არიან: ზ-------ა ი------ კიზი ა-–-----შვილი, ბ----- ი------ კიზი ა-–---- - შვილი, ი------ ი------ ოღლი ა-–---- - შვილი. ა----- ი------ ოღლი ა-–---- - შვილი. მ--–-- მ------- კიზი ა-–---- რძალი. კომლს ერიცხება 1957 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა 0,24 ჰა. 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია კ----–- მ------- კიზი ა-–----/გადახაზულია, გარდაიცვალა 28.11.1993 წელს/ მისი კომლის წევრები არიან ბ----- ი------ კიზი ა-–---- -შვილი. გადახაზულია, გათხოვდა/ ი------ ი------ ოღლი ა-–---- - შვილი, ა----- ი------ ოღლი ა-–---- - შვილი, /გადახაზულია, ამოწერილია/, მ--–-- მ------- კიზი ა-–---- - რძალი, ს------- ი------ ოღლი ა-–---- - შვილიშვილი, ელ--- ი------ ოღლი ა-–---- - შვილიშვილი, რ--- ე-–----- კიზი ა-–---- - რძალი, ფიდინ ა----- კიზი ა-–---- - შვილიშვილი, კ----–- ა----- კიზი ა-–---- - ძმისშვილი. კომლს ერიცხება 1957 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა 1986 წელი 0,24 ჰა, 1988-1991 წლები-0,24 ჰა. კომლის უფროსის გარდაცვალების შემდეგ მითითებულია კომლის უფროსად შვილი-ი------ ი------ ოღლი ა-–----. 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი------ ი------ ოღლი ა-–----. მისი კომლის წევრები არიან: მ--–-- მ------- კიზი ა-–---- - ცოლი, ს------- ი------ ოღლი ა-–---- - შვილი, ელ--- ი------ ოღლი ა-–---- -შვილი, რ--- ე-–----- კიზი ა-–---- - რძალი/გადახაზულია, ცალკე კომლი/ ფ----- ა----- კიზი ა-–---- - ძმისშვილი, გადახაზულია/ცალკე კომლი, კ----–- ა----- კიზი ა-–---- - ძმისშვილი/გადახაზულია/ცალკე კომლი. ა----- ი------ ოღლი ა-–---- - ძმა/გადახაზულია, ცალკე კომლი. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო/სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 60 კვ.მ და სულ მიწა 1996-2000 წწ. 0.24 ჰა. 2001 წ. – 0.21 ჰა. მითითებულია დამატებითი ინფორმაცია - მიწა 0.03 ჰა გამოეყო გუმბატ გ. ბ--------ს მიწის საკადასტრო პასპორტის თანახმად, რომლის ნომერია №81------- 29.12.1999 წ, ხოლო საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2012 წლის 22 ივნისის №AA2012-------03 საარქივო ცნობის თანახმად, გარდაბნის არქივში დაცული სოფელ ქ----–--ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი------ ი------ ოღლი ა-–---. კომლის წევრები არიან: მ--–-- მ--------- კიზი ა-–---- - ცოლი, ს------- ი------ ოღლი ა-–--- - შვილი, ელ--- ი------ ოღლი ა-–--- - შვილი. კომლის პირად საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 120 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 80 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 2003 წ. – 0.24 ჰა. (სახლი და მიწა წერია ფანქრით) საკომლო წიგნის რეესტრის მიხედვით მიწა - 0.27 ჰა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2012 წლის 25 იანვრის №AA201--------05 საარქივო ცნობა (ტ. I, ს. ფ. 232);

- საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2012 წლის 22 ივნისის №AA2012-------03 საარქივო ცნობა (ტ. I, ს. ფ. 242);

 

3.1.2. 2015 წლის 11 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №88201------- განცხადებით მიმართა ელ--- ა-–---მა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ქ----–--. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას თან დაურთო მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ. I, ს. ფ. 1-14);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს. ფ. 15);

- შესაგებელი (ტ. I, ს. ფ. 136-151);

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამასთან, დაევალა საკომლო ამონაწერის წარდგენა, რომელშიც ასახული იქნება სრული ინფორმაცია კომლის თაობაზე საქართველოში მიწის რეფორმის დასრულების შემდგომ მთელ ეტაპზე ქრონოლოგიის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტ. I, ს. ფ. 16-17);

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (ტ. I, ს. ფ. 58);

3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ 2015 16 ივლისს გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 18 აგვისტოს №2----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ს. კ. 81.16.00.--- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო გასცდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 18 აგვისტოს N2----- გადაწყვეტილება (ტ. I, ს. ფ. 52-57);

3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს №16------7 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- გადაწყვეტილებით ელ--- ა-–----ს წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 18 აგვისტოს №2----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო გასცდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 17 აგვისტოს №16------7 ადმინისტრაციული საჩივრი (ტ. I, ს.ფ.59-64);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- გადაწყვეტილება ( ტ I ს.ფ.65-66);

 

3.1.7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით ელ--- ა-–----ს სარჩელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 18 აგვისტოს №2----- ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას არ განიხილა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს №2----- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო გასცდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

4.1.2. ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი უნდა განეხილა, წარმოება ჩაეტარებინა სრულყოფილად, გამოეკვლია მასალები, შეეგროვებინა ცნობები, შეემოწმებინა დოკუმენტები მათ შორის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების შესახებ და ემსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია დაინტერესებული პირები, მოსარჩელის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მტკიცებულებები არ განუხილია ერთობლიობაში, შეფასება არ მისცემია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაუბარებლობის ფაქტს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 11 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №88201------- განცხადებით მიმართა ელ--- ა-–---მა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ქ----–--. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას თან დაურთო მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა და ასევე საკომლო ამონაწერის წარდგენა, რომელშიც ასახული იქნება სრული ინფორმაცია კომლის თაობაზე საქართველოში მიწის რეფორმის დასრულების შემდგომ მთელ ეტაპზე ქრონოლოგიის მიხედვით. შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია. მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ ჩაბარებია.

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებსშორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ე); ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 18 აგვისტოს №2----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ს. კ. 81.16.00.--- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო გასცდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა განეხილა, წარმოება ჩაეტარებინა სრულყოფილად, გამოეკვლია მასალები, შეეგროვებინა ცნობები, შეემოწმებინა დოკუმენტები, შეემოწმებინა შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. A

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ მოიწვია დაინტერესებული პირები, არ იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები, ერთობლიობაში არ შეამოწმა და შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს ცნობები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს, საერთოდ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, საჩივრის ავტორს არ მისცემია საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა; ამასთან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა ისე მიიღო 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ დაელოდა გასაჩივრებულ, 2015 წლის 16 ივნისის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო, მხარეთა ყურადღებას მიაქცევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის №3/ბ-667-16 განჩინების სამოტივაციო ნაწილის შინაარსზე სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოების მიმდინარეობისას გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა გამოსცა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 18 აგვისტოს №2----- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო გასცდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერებაზე. სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესზე მითითებით მიიჩნია, რომ სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- გადაწყვეტილების გაცნობიდან.

 

ამდენად, დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის №3/ბ-667-16 განჩინების სამოტივაციო ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ელ--- ა-–----ს წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

3. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თე---–---–ი