გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210017002140565
საქმე # 2/228-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.05.2018 წ. ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი დავ--- მე-–----ე
მოსარჩელე მე------ ყა-----–-–---–ი
მოპასუხეები მესამე პირი წარმომადგენელი თარჯიმანი ზა--- ხუ–-–---–ი, ნო-- დი------ე (არ გამოცხადდა) სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო მა-–---- ცუ--–---–ი გა-–-------- გა-----–-–---–ი
დავის საგანი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 09 აგვისტოს ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოში, აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი დასახელების ნივთები: 1) ტელევიზორი ORVIKA-1 ცალი; 2) რესივერი UROMAX -1 ცალი; 3) DVD ფლეიერი PREZ LOEN -1 ცალი; 4) პერსო--ლური კომპიუტერი, კომპლექტი-1 ცალი; 5) კომპიუტერის მაგიდა -1 ცალი; 6) სარეცხი მანქანა-1 ცალი; 7) გაზქურა -EUROGA2 -1 ცალი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები ზა--- ხუ–-–---–ი და ნო-- დი------ე არიან მისი ვაჟიშვილი და რძალი. როგორც მისთვის ცნობილია მოპასუხე ზა--- ხუ–-–---–ს გააჩნია ფულადი დავალიანება ნო-- დი------ის მიმართ, რის გამოც, 2017 წლის 09 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ალექსანდრე თამა---შვილის მიერ, ყადაღა დაედო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შემდეგი დასახელების ნივთებს: 1) ტელევიზორი ORVIKA-ს; 2) რესივერი UROMAX -ს; 3) DVD ფლეიერი PREZ LOEN -ს; 4) პერსო--ლური კომპიუტერს; 5) კომპიუტერის მაგიდას; 6) სარეცხი მანქანას; 7) გაზქურას. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, არის მის მიერ შეძენილი და არავ---არი კავშირი არაა აქვს მისი შვილის, მოპასუხე ზა--- ხუ–-–---–ის დავალიანებასთან. შესაბამისად მე------ ყა-----–-–---–ი ითხოვს აღნიშნული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. მოპასუხე ნო-- დი------ე, რომელსაც საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე, სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ზა--- ხუ–-–---–მა განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის შეძენილია, თვ---ონ არანაირი შემოსავალი არა აქვს. ზა--- ხუ–-–---–მა სარჩელი ცნო, იგი თანახმაა ყადაღა მოეხსნას აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ ქონებას, რადგან დაყადაღებული ნივთებიდან არც ერთი მისი შეძენილი არ არის.
3. მესამე პირის - სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს პოზიცია
3.1. საქმეში მესამე პირად ჩაბმულ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს შესაგაბელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ბიუროს წარმომადგენელმა მა-–---- ცუ--–---–მა, განმარტა, რომ მათი აღმასრულებელი ნივთების დაყადაღებისას მოქმედებდა კანონის საფუძველზე, ქონება ეკუთვნის მოვალეს, თუმცა სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მას დაეთანხმებიან.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოპასუხე (მოვალე) ზა--- ხუ–-–---–ი არის მოსარჩელე მე------ ყა-----–-–---–ის შვილი, ხოლო მოპასუხე ნო-- დი------ე - კი მოსარჩელის რძალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება (1-12; სხდომის ოქმი ს.ფ.76-78; 92-93).
4.1.2. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვ--- ზა--- ხუ–-–---–ს ნო-- დი------ის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულ ბავშვზე ალიმენტის გადახდა 90-90 ლარის ოდენობით. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 09 აგვისტოს ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოში, აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი დასახელების ნივთები: 1) ტელევიზორი ORVIKA-1 ცალი; 2) რესივერი UROMAX -1 ცალი; 3) DVD ფლეიერი PREZ LOEN -1 ცალი; 4) პერსო--ლური კომპიუტერი, კომპლექტი-1 ცალი; 5) კომპიუტერის მაგიდა -1 ცალი; 6) სარეცხი მანქანა-1 ცალი; 7) გაზქურა EUROGA2 -1 ცალი.
აქტის თანახმად, მოპასუხე (მოვალე) ზა--- ხუ–-–---–მა განაცხადა, რომ აღწერილი ნივთები არ წარმოადგენს მის საკუთრებას, არამედ ისინი ეკუთვნის დედამისს - მე------ ყა-----–-–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი ს.ფ.76-78; 92-93);
- 2017 წლის 09 აგვისტოს აქტი, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 14-17).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, არის მის მიერ შეძენილი და არავ---არი კავშირი არაა აქვს მისი შვილის, მოპასუხე ზა--- ხუ–-–---–ის დავალიანებასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი ს.ფ.76-78; 92-93);
- ი/მ ვაჰაკ დანელიანის მიერ, 2017 წლის 20 ოქტომბერს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 20).
მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ არის, ამიტომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 09 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე მე------ ყა-----–-–---–ის საკუთრებას.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და არ დასტურდება ნივთების მოვალის ზა--- ხუ–-–---–ისადმი კუთვნილების ფაქტი. მშობელი სრულწლოვანი შვილის ვალზე თავისი ქონებით პასუხს არ აგებს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 186-ე, 170-ე მუხლები; ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, მე-40 მუხლი, მე-17 მუხლის მე-4 ნაწილი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვ---ონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხე ზა--- ხუ–-–---–მა სარჩელი ცნო სრულად, ხოლო მოპასუხე ნო-- დი------ე პროცესზე არ გამოცხადდა და მას არც შესაგებელი არ წარმოუდგენია.
7.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვ---, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.
ამავე კანონის 44ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზა--- ხუ–-–---–ს ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნო-- დი------ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 90-90 ლარის ოდენობით. იქიდან გამომდინარე, რომ ზა--- ხუ–-–---–ს აქვს დავალიანება, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენს ნო-- დი------ე, ხოლო მოვალეს- ზა--- ხუ–-–---–ი, რაზეც დაწყებულია იძულებითი აღსრულება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვ---, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის მიხედვ--- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვ---არებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოსარჩელე მე------ ყა-----–-–---–მა ისარგებლეს მისთვის კანონით მინიჭებული ამ უფლებით და სარჩელით მომართა სასამართლოს, მოპასუხეების, მოვალის - ზა--- ხუ–-–---–ისა და კრედიტორის - ნო-- დი------ის მიმართ.
საქართველოს საოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით).
ამდენად, მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე, თუ დამტკიცდება, რომ საკუთრების უფლება ნივთზე მოპოვებულია სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების აღწერისა და ყადაღის აქტით დაყადაღებულ ნივთებზე: 1) ტელევიზორი ORVIKA-1 ცალი; 2) რესივერი UROMAX -1 ცალი; 3) DVD ფლეიერი PREZ LOEN -1 ცალი; 4) პერსო--ლური კომპიუტერი, კომპლექტი-1 ცალი; 5) კომპიუტერის მაგიდა -1 ცალი; 6) სარეცხი მანქანა-1 ცალი; 7) გაზქურა -1 ცალი, არ დასტურდება ზა--- ხუ–-–---–ის საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთები შეძენილია და ეკუთვნის მოსარჩელე მე------ ყა-----–-–---–ს, შესაბამისად, იგი პასუხს ვერ აგებს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებისათვის, ამიტომ ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვ--- იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
შესაბამისად, მოპასუხეებს ზა--- ხუ–-–---–სა და ნო-- დი------ე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მე------ ყა-----–-–---–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 09 აგვისტოს ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოში, აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი დასახელების ნივთები: 1) ტელევიზორი ORVIKA-1 ცალი; 2) რესივერი UROMAX -1 ცალი; 3) DVD ფლეიერი PREZ LOEN -1 ცალი; 4) პერსო--ლური კომპიუტერი, კომპლექტი-1 ცალი; 5) კომპიუტერის მაგიდა -1 ცალი; 6) სარეცხი მანქანა-1 ცალი; 7) გაზქურა EUROGA2 -1 ცალი;
3. მოპასუხეებს ზა--- ხუ–-–---–სა (პ/ნ 0----------) და ნო-- დი------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვ---.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე