განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002469883
საქმე N1-477/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13.06.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - თო------------–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: და---------ძე
მამის სახელი: რე-----
დაბადებული: 2--06.1980 წელი
პირადი ნომერი: 6---------2
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ხულო, სოფელი დან----------–------------.
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, თამ-------------–----------------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 171270318002
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 27 მარტს, ქ. ბათუმში, ი. ჭა---------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ბა---------–----’’-ში განთავსებულ სლოტ კლუბ ,,ვ----------’’-ში და---------ძემ, მარჯვენა ხელის დარტყმით, განზრახ დააზიანა სათამაშო აპარატის მონიტორი, რითაც დაზარალებულს მიადგა 1230 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვისი ნივთის დაზიანება,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
2.1 წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №ს----, 19.04.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ქ. ბათუმში, ი. ჭა-------------ში მდებარე სლოტ კლუბში შპს ,,უ----–--ს’’ სათამაშო აპარატის EGT model: EGT-VS13, მონიტორის EGT model: EG270001609 სენსორული ეკნარის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 1230 (ათას ორასოცდაათი) ლარს. (ს.ფ 27-30).
2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეოთვალის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერ მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მოწმეების და---------ძის, გურამ ცეცხლაძის, იოსებ სანიკიძის, მაია ვარშანიძის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა და---------ძემ, ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ და---------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. და---------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება. ზიანის სრულად ანაზღაურება;
4.2. და---------ძეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ბრალდებულმა სრულად აანაზღაურა ზიანი, რაც დაადასტურა საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ, ბრალდებულს ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი 3 წლის და 5 წლის, ოჯახის წევრები მის კმაყოფაზეა; ის პერიოდულად ეწევა კერძო სახის საქმიანობას, არა აქვს სტაბილური შემოსავალი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.2. გამომდინარე იქედან, რომ და---------ძე არ არის ნასამართლევი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით სამი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და და---------ძის რესოციალიზაციისათვის.
ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ და---------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულება: ვიდეოჩანაწერის ამსახველი 02 ცალი დისკი, რომელიც დალუქულ მდომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული და---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ და---------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს შემტანს - და---------ძეს (პ.ნ 6---------2) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით - სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი 1/24162, დასტურის №ა------).
ნივთიერი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერის ამსახველი 02 ცალი დისკი, რომელიც დალუქულ მდომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე