გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/136-17
N200210017001821483
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ა-–--------ი უ---- ო---–-
მოპასუხეები- ე-–---- ა-–-------ი, ლ-----ა გ-----– ო---–-
თარჯიმანი-ე-–------- ს---–--------ი
დავის საგანი- მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
დაინტერესებული მხარე - სსიპ ს--–---–------------------------------ოს კ-----ის ს--–---–---------------------------------–------ი
წარმომადგენლობითი - თ------- გ-----–---–ი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ე-–---- ა-–-------ს (პირადი N2----------) და ლ----- გ-----– ო---–-ს (პირადი N2----------) შეეზღუდოთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მათი არასრულწლოვანი შვილის - ა-–--------ი ა-–-------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს, პირადი N2----------) მიმართ, კერძოდ: 1) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში; 2) მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების აღების ნაწილში; 3) სამედიცინო მომსახურების გაწევის ნაწილში; 4) განათლების მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.
სარჩელის თანახმად, ა-–--------ი უ---- ო---–- არის მოპასუხე ე-–---- ა-–-------ის მამა, ე-–---- ა-–-------ი 2004-2010 წლებში ფაქტიურ ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე ლ-----ა გ-----– ო---–-სთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ა-–--------ი ა-–-------ი, დაბადებული 2----–-–-----------------ს. მშობლებმა მიატოვეს მოსარჩელის შვილიშვილი ა-–--------ი ა-–-------ი, ბავშვის დედა გაცილდა მოსარჩელის შვილს, შექმნა ახალი ოჯახი, გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი შვილთან, არ კითხულობს ბავშვს, არ ზრუნავს მასზე და არ ინტერესდება ბავშვის ბედით. ა-–--------ი ა-–-------ის მამა - მოპასუხე ე-–---- ა-–-------ი საცხოვრებლად წავიდა საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთში, შექმნა ახალი ოჯახი და მანაც ბავშვის დედის მსგავსად გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა შვილთან. მშობლების მიერ ა-–--------ი ა-–-------ის მიტოვების შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბავშვს ზრდიდნენ და მასზე ზრუნავდნენ ბებია და პაპა, შემდგომში იმის გათვალისწინებით, რომ მათი ოჯახი განიცდიდა მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას იძულებულები გახდნენ ბავშვი გადაეცათ მინდობით აღზრდაში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ეტაპზე სურს დაიბრუნოს შვილიშვილი, გახდეს მისი კანონიერი მეურვე და იზრუნოს მის აღზრდა-განვითარებაზე. ამჟამად მისი შვილიშვილი ა-–--------ი ა-–-------ი იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------–-----ში.ა-–--------ი ა-–-------ი სწავლობს სსიპ თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------–-----ის საჯარო სკოლაში, არის პირველი კლასის მოსწავლე. ვინაიდან იგი დღეის მდგომარეობით დარჩენილია მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, ხოლო არასრულწლოვანი ა-–--------ი ა-–-------ის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების აღება, სამედიცინო მომსახურების გაწევა და განათლების მიღების საკითხში გარკვეული პროცედურების მოწესრიგება საჭიროებს მისი კანონიერი წარმომადგენლების თანხმობას, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს სურს გახდეს შვილიშვილის კანონიერ წარმომადგენელი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ-----ა გ-----– ო---–-მ შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლოს სხდომაზე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მოპასუხე ე-–---- ა-–-------მა შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. მან წერილობით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა მისი დასწრების გარეშე იქნას სამოქალაქო საქმე განხილული.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
დაინტერესებული მხარის - სსიპ ს--–---–------------------------------ოს კ-----ის ს--–---–---------------------------------–------ი წარმომადგენელი - თ------- გ-----–---–ი, ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ა-–--------ი უ---- ო---–- არის მოპასუხე ე-–---- ა-–-------ის მამა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 24-25).
4.1.2. ე-–---- ა-–-------ი 2004-101 წლებში ფაქტიურ ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე ლ-----ა გ-----– ო---–-სთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ა-–--------ი ა-–-------ი, დაბადებული 2----–-–-----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 26).
4.1.3. მშობლებმა მიატოვეს მოსარჩელის შვილიშვილი ა-–--------ი ა-–-------ი, ბავშვის დედა გაცილდა მოსარჩელის შვილს, შექმნა ახალი ოჯახი, გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი შვილთან, არ კითხულობს ბავშვს, არ ზრუნავს მასზე და არ ინტერესდება ბავშვის ბედით. ა-–--------ი ა-–-------ის მამა - მოპასუხე ე-–---- ა-–-------ი საცხოვრებლად წავიდა საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთში, შექმნა ახალი ოჯახი და მანაც ბავშვის დედის მსგავსად გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა შვილთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);
-სსიპ ს--–---–------------------------------ოს კ-----ის ს--–---–---------------------------------–------ი მუშაკის დასკვნა(ს.ფ.43-45)
4.1.4. მშობლების მიერ ა-–--------ი ა-–-------ის მიტოვების შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბავშვს ზრდიდნენ და მასზე ზრუნავდნენ ბებია და პაპა, შემდგომში იმის გათვალისწინებით, რომ მათი ოჯახი განიცდიდა მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას იძულებულები გახდნენ ბავშვი გადაეცათ მინდობით აღზრდაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი(ს.ფ.3-10)
- ხელშეკრულება მინდობითი აღზრდის შესახებ (ს.ფ. 19);
4.1.5. ა-–--------ი ა-–-------ს ააქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მისი დიაგნოზია: ბავშვთა ცერემბრალური დამბლა G80, ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 17);
4.1.6. არასრუწლოვანი ა-–--------ი ა-–-------ი ამჟამად სწავლობს სსიპ თ--–--ის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პირველ კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა, მოსარჩელის განმარტება (ს.ფ. 20);
4.1.7. არასრუწლოვანი ა-–--------ი ა-–-------ი დღეის მდგომარეობით დარჩენილია მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, ხოლო არასრულწლოვანი ა-–--------ი ა-–-------ის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების აღება, სამედიცინო მომსახურების გაწევა და განათლების მიღების საკითხში გარკვეული პროცედურების მოწესრიგება საჭიროებს მისი კანონიერი წარმომადგენლების თანხმობას, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს სურს გახდეს შვილიშვილის კანონიერ წარმომადგენელი.
სსიპ ს--–---–------------------------------ოს კ-----ის ს--–---–---------------------------------–------ი მუშაკის დასკვნის თანახმად,,არასრულწლოვანი ა-–-------- ალამაზოვის პაპის ა-–-------- უ---- ო---–-ს საცხოვრებელში უსაფრთხო და მზრუნველი გარემოა.ოჯახს შეწევს უნარი უზრუნვეყოს ბავშვის საჭიროებები".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის განმარტება;
-სსიპ ს--–---–------------------------------ოს კ-----ის ს--–---–---------------------------------–------ი მუშაკის დასკვნა(ს.ფ.43-45)
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა და მოსარჩელისათვის მოპასუხის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ა-–--------ი ა-–-------ის მიმართ: 1) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში; 2) მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების აღების ნაწილში; 3) სამედიცინო მომსახურების გაწევის ნაწილში; 4) განათლების მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში მისთვის უფლებამოსილების მინიჭება. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია მოპასუხე მხარეს.
მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოპასუხეებს ე-–---- ა-–-------სა და ლ-----ა გ-----– ო---–-ს შეეზღუდოთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება 1) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში; 2) მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების აღების ნაწილში; 3) სამედიცინო მომსახურების გაწევის ნაწილში; 4) განათლების მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ა-–--------ი უ---- ო---–-ს სარჩელი, მოპასუხეების ე-–---- ა-–-------ისა და ლ-----ა გ-----– ო---–-ს მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხეებს ე-–---- ა-–-------ს (პირადი N2----------) და ლ----- გ-----– ო---–-ს (პირადი N2----------) შეეზღუდოთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მათი არასრულწლოვანი შვილის - ა-–--------ი ა-–-------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს, პირადი N2----------) მიმართ, კერძოდ: 1) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში; 2) მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების აღების ნაწილში; 3) სამედიცინო მომსახურების გაწევის ნაწილში; 4) განათლების მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.
2. მოპასუხეებს ე-–---- ა-–-------სა და ლ-----ა გ-----– ო---–-ს მოსარჩელე ა-–--------ი უ---- ო---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილის სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინე ცერცვაძე