გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
110210018002262381
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002262381

N 2/52-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.05.2018 წელი ქ. ზე----------

ზე----------ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი: ზურაბ ფოცხვერაშვილი, თამარ აბულაძე,მოსარჩელე მ--------- ხ-------ე,წარმომადგენელი მ----ა ბ---------ე, ბ--- წი–--–-–---–ი;

მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------'',წარმომადგენელი ტ------– შ---------ე, ნ----- ს-----ე

დავის საგანი: კომპენსაციის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ დაეკისროს ყოველწლიურად მოსარჩელის სასარგებლოდ 500 ლარის ანაზღაურება კომპენსაციის სახით სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 17 იანვრიდან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობამდე.

 

1.2. მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 ლარის ანაზღაურება 6 წლის განმავლობაში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობის გამო.

 

1.3. მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის: სახელმწიფო ბაჟის და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება.

მოსარჩელის პოზიცია

 

1993 წლიდან მოსარჩელის საკუთრებაში იმყოფება ზე----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ კლ------ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ კუთვნილ ქვესადგურ ,,მზიგულას“ გვერდით. მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული საჰაერო ელქტრო გადამცემი ხაზის ხუთი საყრდენი ბოძი, რომლებზედაც გადის ქვესადგურიდან გამომავალი ე-----ოკომპანიის 10 კვტ-იანი ხაზი - ე.წ ტაბაკინი, კლ------ი, ტელევიზია და 35 კვტ-იანი ხაზი - ე.წ. ხარაგაული 1.

აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონა მოიცავს 1679.17 კვ.მ. მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს და მისი სარგებლობის უფლება აქვს შეზღუდული, ვინაიდან ელექტრო ბოძები არის ავარიულ მდგომარეობაში და არსებობს საშიშროება დენის გადმოსვლის, განსაკუთრებით კი წვიმის დროს. ერთი ბოძი დაახლებით ერთი წლის წინ წაიქცა და საჭირო გახდა მისი შეცვლა. მართალია ელექტროგადამცემი ხაზების საკუთარი ხარჯებით გადატანის უფლება აქვს მოპასუხის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად, მაგრამ ეს უკიდურესად ძნელად შესასრულებელია მისთვის, როგორც ტექნიკურად, ისე ფინანსურად.

ელექტროგადამცემი ხაზებით დაფარული მისი კუთვნილი მიწის ფართობის საიჯარო ქირა წელიწადში შეადგენს 500 ლარს, რომელიც მას უნდა აუნაზღაურდეს ყოველწლიურად სარჩელის აღძვრის მომენტიდან ამ ხაზების მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებობამდე. ასევე უნდა აუნაზღაურდეს გასული 6 წლის განმავლობაში მიუღებელი კომპენსაცია საიჯარო ქირის ოდენობით და გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენლები, როგორც შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ შემდეგს: უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება წარმოიშვა 2009 წლის ოქტომბრიდან. სადავო ელექტროგადამცემი ხაზები კი ამ მიწის ფართობზე განთავსებულია გასული საუკუნიდან, ვიდრე საკუთრების უფლებას მოიპოვებდა მოსარჩელე და მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელემ მიწა საკუთრებაში მიიღო შეზღუდული მდგომარეობაში, როგორც დღეს არის, თანაც პირველადი დოკუმენტაციისა და ამ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისაგან სრულიად განსხვავებული მონაცემებით.

,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-3-4-ე მუხლების თანახმად მას არა აქვს შეზღუდული საკუთრების უფლება და ხელი არ ეშლება სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში. მოსარჩელეს არავინ შეთანხმებია, რომ მიწის ნაკვეთს მისგან აიღებდნენ იჯარით. რამდენიმე ბოძის მიწის ნაკვეთზე განთავსება არ საჭიროებს 1679.17 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და საიჯარო ქირა 500 ლარის ოდენობით წარმოადგენს აბსურდულ მოთხოვნას, კანონი კომპენსაციას არ ითვალისწინებს.

მოსარჩელეს სურს უშრომელი შემოსავლის მიღება ე-----ოკომპანიისაგან. მოსარჩელეს არასოდეს მიუმარათავს კომპანიისათვის, რომ მას საფრთხე ექმნებოდა კომპანიის კუთვნილი საყრდენი ბოძებით, რომლებზედაც გადის ელექტროხაზები, ან რაიმე ზიანი მიადგა. კომპანიიის მხრიდან დაცულია ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმები. კანონმდებლობით არცერთ მესაკუთრეს არ ეკისრება მეორეს აუნაზღაუროს მათი ქონების სივრცითი კავშირით გამოწვეული დისკომფორტი, ვინაიდან ორივე მესაკუთრემ ქონება შეიძინა არსებულ მდგომარეობაში.

1992 წლიდან 2015 წლის იანვრის თვემდე პერიოდზე არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-4-ე მუხლის თანახმად ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში ირიცხება 2009 წლის 26 ოქტომბრიდან დაზუსტებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი 3-00 კვ.მ ზე----------ს რაიონის სოფელ კლ------ში ს/კ 3-.1-.3-.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება

- 2009 წლის 30 ოქტომბრის და 2017 წლის 19 ივლისის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- 2017 წლის 12 ივნისის N AA2017021527-03 საარქივო ცნობა;

- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი N35;

- განცხადების მიღების ბარათი;

 

3.1.2. ზე----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ კლ------ში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია გასული საკუნიდან მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ კუთვნილი ელექტრო ხაზების საყრდენი 5 ბოძი, რომლებზედაც გადის 10კვტ-იანი ე.წ. ტაბაკინის, კლ------ის და ტელევიზიის ელექტროგადამცემი ხაზი და 35 კვტ-იანი ე.წ. ხარაგაული- 1 ელექტროგადამცემი ხაზი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

მხარეთა განმარტება;

სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ რეგულირების მენეჯერის 2017 წლის 12 იანვრის წერილი;

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები;

 

3.1.3. 2016 წლის ნოემბერში სტიქიის შედეგად დაზიანდა ზე----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ კლ------ში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის - ფიდერ ,,ტელევიზიის“ N4 საყრდენი ბოძი და მისი აღდგენა განხორციელდა მოპასუხის მიერ პოლიციის ჩარევის შემდგომ, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას მოპასუხის მიერ სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ რეგულირების მენეჯერის 2017 წლის 12 იანვრის წერილი;

- მოწმეების მ-----ა არ-----ს, გო------ი გრ---–---ს ჩვენებები.

 

3.1.4. დაზიანებულია, კერძოდ გადახრილია ზე----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ კლ------ში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის - ფიდერ ,,ტაბაკინის“ N4 საყრდენი ბოძი და მისი გასწორება განხორციელდა მოპასუხის მიერ. თუმცა აღნიშნული საყრდენი კვლავ განიცდის დეფორმაციას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ რეგულირების მენეჯერის 2017 წლის 12 იანვრის წერილი;

- მოწმეების მ-----ა არ-----ს, გო------ი გრ---–---ს ჩვენებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ზე----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ კლ------ში ფაქტიურად არსებული ანძების მდებარეობის მიხედვით, მოწყობილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვითი ზონა მოიცავს ს/კ N3-.1-.3-.0-- მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით არსებულ 1679.17 კვ.მ. ტერიტორიას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოსარჩელის განმარტება

- სასაქონლო, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.2.2. ზე----------ს რაიონის სოფელ კლ------ში ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონებიდან ს/კ N3-.1-.3-.0-- 1679.17 კვ.მ. მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 500 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოსარჩელის განმარტება

- სასაქონლო, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე, 1-4-ე,170-ე,172-ე, 174-175-ე, 180-ე.

_ ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილება; _ საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 37-ე,40-41-ე, 44-ე, 53-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაშია ზესტაფონში, სოფელ კლ------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი ს/კ 3-.1-.3-.0--, დაზუსტებული ფართით 3-00 კვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს“ კუთვნილი ელექტრო ხაზების საყრდენი 5 ბოძი, რომლებზედაც გადის 10კვტ-იანი ე.წ. ტაბაკინის, კლ------ის და ტელევიზიის ელექტროგადამცემი ხაზი და 35 კვტ-იანი ე.წ. ხარაგაული- 1 ელექტროგადამცემი ხაზი.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

დადგენილია, რომ დღემდე, მოპასუხე სარგებლობს მოსარჩელის კუთვნილი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით. მასზე განთავსებულ ელექტრო ხაზების საყრდენ 5 ბოძზე, გამავალი 10კვტ-იანი ე.წ. ტაბაკინის, კლ------ის და ტელევიზიის ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროე-----იას აწვდის მომხმარებლებს. აღნიშნული ელექტრო ხაზების საყრდენი ბოძები დამონტაჟებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გასული საუკუნიდან. მოსარჩელე მ--------- ხ-------ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა 1995 წლიდან, ხოლო საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2009 წლიდან. მან შეიძინა საკუთრებაში უფლებრივად დატვირთული მიწის ნაკვეთი და მოსარჩელეს წარმოეშვა მისი მიწის ნაკვეთით მოპასუხის მიერ სარგებლობის თმენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოსარჩელემ შეიძინა რა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, მას, როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს, დაიცვას კუთვნილი ქონება სხვა პირთა ხელყოფისაგან, მოსარჩელის განმარტებით მას, როგორც მესაკუთრეს ქონების თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება ეზღუდება, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი ამგვარ შეზღუდვას უშვებს, თუკი იგი კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებშია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის რაიმე შეთანხმებას, ხელშეკრულებას ადგილი არა აქვს და განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა ”კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან” წარმოიშვა. კერძოდ ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად მოსარჩელე მ--------- ხ-------ეს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება საყრდენი ბოძების და მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების განთავსების არეალში.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

მოპასუხის მიერ სხვისი მიწის ნაკვეთით სარგებლობა სწორედ ამ სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით მოპასუხის მიერ სარგებლობისათვის კომპენსაციის სახით ყოველწლიურად თანხის გადახდა, რაზედაც მოპასუხე თანახმა არ არის და განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ ეზღუდება სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოება, არავითარი ზიანი არ ადგება, აქვს თმენის ვალდებულება, რადგან მან უფლებრივად და ნივთობრივად ნაკლიანი, დატვირთული ნივთი მიიღო საკუთრებაში.

 

,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ელექტრო გადამცემი ხაზების 5 საყრდენ ბოძზე გამავალ 10კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის, დადგენილია დაცვის ზონად 10 მეტრი, ხოლო 35კვ ელექტროგადამცემი ხაზებისათვის დადგენილია დაცვის ზონად 15 მეტრი, ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდანაა დაშორებული. სხვა ტერიტორიაზე კი მოსარჩელეს უფლება აქვს აწარმოოს სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და მოიყვანოს ერთწლიანი კულტურები.

 

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-9-მე-17 პუნქტების თანახმად კი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პასუხისმგებელია აღნიშნული ელექტრო გადამცემი ხაზების და შესაბამისად საყრდენი ბოძების გამართულობაზე და ნებისმიერ დროს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში მოაწყოს მათთან მისასვლელი გზები და აწარმოოს შესაბამისი სამუშაოები, მიწათმოსარგებლე კი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს მას ამ საქმიანობაში.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით და თვით მოპასუხეც ადასტურებს, რომ 2016 წელში დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მდებარე ფიდერ ,,ტელევიზიის“ N4 საყრდენი ბოძი და შესაბამისად მოხდა მისი შეკეთება, რისთვისაც შეყვანილი იქნა სათანადო ტექნიკა მიწის ნაკვეთში, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს და შეიზღუდა მისი საკუთრების უფლება. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი ბოძები ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს და საჭირო გახდეს მათი შეკეთება შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად კი მოსარჩელე მ--------- ხ-------ის კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში ეზღუდება საკუთრების უფლება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

 

მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------მ“ საკუთრებაში მიიღო ელექტრო გადამცემი ხაზები და მისი საყრდენი ბოძები არსებულ მდგომარეობაში და მის მიერ მეზობელი მიწის ნაკვეთის, მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე, შეუძლებელია ამ ელექტრო გადამცემი ხაზებით და მისი საყრდენი ბოძებით ჯეროვანი სარგებლობა.

 

შესაბამისად მოსარჩელე ვალდებულია ითმინოს მისი მიწის ნაკვეთით მოპასუხის მიერ სარგებლობა, ამ სარგებლობის თმენისათვის კი კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

6.5. მართალია, სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ შეიცავს განსახილველი შემთხვევის მარეგულირებელ ნორმებს, თუმცა დასახელებული კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

 

შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ანალოგიის გამოყენება და განსახილველ ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

სამეზობლო თმენის ვალდებულება წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს და იგი განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ“

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული „თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას, რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“. ამდენად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით.

 

6.6. კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია ითმინოს მისი მიწის ნაკვეთით სარგებლობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას სხვა პირთა უფლებების რეალიზაცია და დაცულ იქნას საჯარო ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ შეზღუდულია მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრების უფლება მის საკუთრებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, იგი ხელყოფს მესაკუთრის უფლებას მისი შეხედულებისამებრ ჯეროვნად ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ნივთით. კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში მას აქვს თმენის ვალდებულება და ამ თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლება.

 

კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, მაგრამ განსახილველი ურთიერთობის თავისებურება ვლინდება იმაში, რომ მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არ ექნებოდა აუცილებელ გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებას წარმოადგენს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მას შეეძლო იგი გამოეყენებინა თავისი შეხედულებისამებრ, თუნდაც გაეცა იჯარით და მიეღო შემოსავალი.

 

6.7. სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული კანონით (სსკ 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი). არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

აქედან გამომდინარე, კომპენსაციის ანაზღაურების და მისი ოდენობის დადგენისას სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” სასაქონლო, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 29 დეკემბრის N5007280417 დასკნას, რომლის თანახმადაც არსებული ანძების მდებარეობის მიხედვით მოწყობილი საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების დაცვითი ზონა მოიცავს მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული ზე----------ს რაიონის სოფელ კლ------ში მდებარე 3-00 კვ.მ. უძრავი ქონების ს/კ 3-.1-.3-.0-- მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით არსებულ 1679,17 კვ.მ. ტერიტორიას.

 

ამავე დასკვნის თანახმად აღნიშნული 1679,17 კვ.მ. მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 500 ლარს.

 

მოპასუხე სადაოდ ხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საიჯარო ქირის ოდენობას, თუმცა მისი საწინააღმდეგო, რაიმე მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა და ვერ იქნა გაბათილებული სს ”ე-----ო-პ---- ჯ--------ს” მიერ მოსარჩელის პოზიცია.

 

6.8 სამოქალაქო საქმის წარმოება ეფუძნება რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს, მასში მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან, მიუთითონ და დაამტკიცონ ის გარემოებები, რაც მიაჩნიათ თავიანთი მოთხოვნებისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის აუცილებლად, სასამართლო კი ნეიტრალურია და ამ თვალსაზრისით შეზღუდულია, თავისი ინიციატივით დაადგინოს ამა თუ იმ მხარის ინტერესების შესაბამისი ფაქტები. ამასთან, მოთხოვნის განხორციელების ვადაზე მითითებით ამ მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს როგორც უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე 6 წლის განმავლობაში მიუღებელი კომპენსაციის - საიჯარო ქირის ანაზღაურებას 3000 ლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება სადავო გარემოებად ხდის ხანდაზმულობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-4-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, ხანდაზმულობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებას მხოლოდ მოპასუხის უფლების ფარგლებთან მიმართებით. მოპასუხე უფლებამოსილია, არ შეასრულოს ხანდაზმული მოთხოვნა, ანუ ხანდაზმულობის მოტივით უარყოს სარჩელი. ამგვარი რეგულაცია გამომდინარეობს ხანდაზმულობის არსიდან.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოთხოვნა წარმოადგენს ყოველწლიურად კომპენსაციის სახით 500 ლარის ანაზღაურებას, ანუ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 17 იანვარს.

ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხანდაზმულობის ვადის სამწლიანი ვადის განმავლობაში ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე თანხის გადახდით ან/და სხვაგვარად მოთხოვნის არსებობის აღიარებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა.

 

ამდენად 6 წლის განმავლობაში მიუღებელი კომპენსაციის 3000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია სამი წლის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ სამი წლის მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით და სარჩელის აღძვრიდან ყოველწლიურად კომპენსაციის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

7. საპ----ცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 37-ე, 44-ე მუხლების თანახმად პ----ცესის ხარჯები შედგება სასამართლო ხარჯებისა და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებია სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს შეადგენს მხარის მიერ გაწეული სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პ----პორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პ----პორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ-----ჯ--------ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის მე-40-ე მუხლის მეორე ნაწილით და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე მ--------- ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს" (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე მ--------- ხ-------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ კომპენსაციის სახით ყოველწლიურად 500(ხუთასი) ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 17 იანვრიდან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობამდე;

1.2. მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს" (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე მ--------- ხ-------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ 1500(ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება სამი წლის 2015, 2016, 2017 წლებში მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობის გამო.

2. მოსარჩელე მ--------- ხ-------ის სარჩელი 1500(ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

3. მოპასუხე სს ,,ე-----ო-პ---- ჯ--------ს" (ს/კ 2--------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის ანაზღაურება, ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 300193150;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზე----------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზე----------ს რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე