გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
190210018002404515
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-1162-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია

მოსარჩელე - პა----------ე

წარმომადგენელი - ნი------–---–---–ი

მოპასუხე - მა-----------ა, თა-------------ა, გვ--–----------ა, ლე--------------–---–ი, ან----–-----------–---–ი, ელ--------------------–---–ი, ნა----–------------ა

მოპასუხეების მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ლე--------------–---–ის წარმომადგენელი - და-----------–-------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეების მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ნა----–------------ას, ლე---------------–---–ის, ან----–-----------–---–ის და ელ--------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას პა----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის ქუჩა 20-81, საკადასტრო კოდი № 02.03.02.096.01.081 და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს პა----------ემ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, გ.ლეონიძის ქ. #20-81, საკადასტრო კოდი: 02.03.02.096.01.081, ხოლო 2017 წლის 9 ნოემბერს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა თავის სახელზე, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მითითებულ უძრავ ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს: მოპასუხეების მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ნა----–------------ას, ლე---------------–---–ის, ან----–-----------–---–ის და ელ--------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას პა----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის ქუჩა 20-81, საკადასტრო კოდი № 02.03.02.096.01.081 და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

2.მოპასუხის პოზიცია მოპასუხეების მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ლე--------------–---–ის წარმომადგენელმა და-----------–-------ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხებათ მოპასუხეებს ან---ლ და ელ--------------------–---–ებს ისინი არიან არასრულწლოვნები და მათ ინტერესებს სასამართლოში იცავენ კანონიერი წარმომადგენლები გვ--–----------ა და ლე---------------–---–ი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის ქუჩა 20-81, საკადასტრო კოდი № 02.03.02.096.01.081 საკუთრების უფლებით აღრიცხულია პა----------ის სახელზე. მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17) 3.1.2. უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის ქუჩა 20-81, საკადასტრო კოდი № 02.03.02.096.01.081 დღეის მდგომარეობით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მა-----------ა, თა-------------ა, გვ--–----------ა, ნა----–------------ა, ლე---------------–---–ი, ან----–-----------–---–ი და ელ--------------------–---–ი. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ პა----------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის ქუჩა 20-81, საკადასტრო კოდი № 02.03.02.096.01.081 საკუთრების უფლებით ეკუთვნის პა----------ეს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეების მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ნა----–------------ას, ლე---------------–---–ის, ან----–-----------–---–ის და ელ--------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას პა----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის ქუჩა 20-81, საკადასტრო კოდი № 02.03.02.096.01.081 და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მოპასუხეებს მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ნა----–------------ას და ლე---------------–---–ს პა----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე, 268-ე, 269-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. პა----------ის სარჩელი მოპასუხეების მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ნათელა გორიზიას, ლე--------------–---–ის, ან----–-----------–---–ის და ელ--------------------–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეების მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ნა----–------------ას, ლე---------------–---–ის, ან----–-----------–---–ის და ელ--------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას პა----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის ქუჩა 20-81, საკადასტრო კოდი № 02.03.02.096.01.081 და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

 

3. მოპასუხეებს მა-----------ას, თა-------------ას, გვ--–----------ას, ნა----–------------ას და ლე---------------–---–ს პა----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი