განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/61-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ივნისი, 2018 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–- შვ--------ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ ჩ--------ე.
მამის სახელი: რ-----.
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 5----------
რეგისტრირებული: ქ--------------------–---------------------------------------–--
მცხოვრები: ქ--------------------–-------------------–-.
ადვოკატი - სოფიო გრძელიშვილი.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა ( ზ------ ჩ--------ე):
- ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფი---კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზ------ ჩ--------ემ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხ---–--------------–-------------------–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რამდენიმეჯერ ხელები ყელში წაუჭირა მეუღლეს რ---- მ---------–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფი---კური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ------ ჩ--------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკთხნენ მოწმეები თ----- შ---–---–ი და ექსპერტი გ-- გ--------იძე, ასევე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნდა დაზარალებულ რ. მ---------–ის გამოკითხვის ოქმი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა თ----- შ---–---–ის, ექსპერტ გ-- გ--------იძის და საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული დაზარალებულ რ. მ---------–ის გამოკითხვის ოქმის გარდა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე თ----- შ---–---–მა ისარგებლა მასთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ზ------ ჩ--------ის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტი---ს ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ-- გ--------იძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი---ს დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პირადად დაათვალიერა რ.მ---------–ის სხეული, რომელსაც კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, შუა და ქვედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე 3,9X0,5 და 4,2X0,6 სმ ზომის სისხლნაჟღენთები. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ისინი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც შეიძლება ყოფილიყო როგორც ხელი, ისე სხვა საგნებიც, რაც შედის ბლაგვ საგნებში. მისივე განმარტებით, მას არ შეუძლია პასუხი გასცეს კითვას, შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი სახის დაზიანება წარმოშობილიყო ჩანთის სახელურით, ვინადიან ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს სახელურის ფორმას და როგორი იყო ზემოქმედება.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ რ---- მ---------–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზარალებული 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1--- წლის 2- თებერვალს დაბადებულ ზ------ რ-----ს ძე ჩ--------ესთან. ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში, უცხოეთში ყოფნისას, 2014 წლის 31 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ მიუნსტერში შეეძინათ ტყუპები - ლუ-- და ლი---. 2016 წელს დაბრუნდნენ საქართველოში. მან მეუღლე და შვილები დატოვა საქართველოში ქ. ხონში თა--------–--ის მოედანი N15-ში ნაქირავებ ბინაში, ხოლო თვითონ წავიდა ესპანეთში, ქ. ბარსელონაში სამუშაოდ, საიდანაც ყოველთვიურად უგზავნიდა თანხას. საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 0- აპრილს ზუსტად ერთი თვით და ისევ უნდა გამგზავრებულიყო 2018 წლის 0- მაისს. როდესაც ჩამოვიდა ნახა, რომ სახლში საშინელი უწესრიგობა და ანტისანიტარია იყო. ბავშვები მოუვლელები. მშივრები, ჭუჭყიანები და სიცხიანები დახვდა. მან ამის შემდეგ უსაყვედურა ზურას, თუმცა მან დაუწყო ჩხუბი. ეუბნებოდა, არ წახვიდე საზღვარგარეთ, შენ იმუშავე და ბავშვები შენ არჩინეო. მე არ ვიმუშავებო. ზ------ი ჩამოსვლის დღიდან აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბავშვების თანდასწრებით უყვირის, აგინებს და ლანძღავს, ასევე უყვირის და აგინებს ბავშვებს, რის გამოც ბავშვები ძალიან შეშინებულები არიან და ტირიან ხოლმე, როცა ზ------ი ეჩხუბება. ძალიან ბევრ სიგარეტს ეწევა სახლში ბავშვებთან ერთად. მან რამოდენიმეჯერ გააფრთხილა, თუკი არ გამოსწორდებოდა პოლიციას აცნობებდა. აქამდე არ განუცხადებია, რადგან ცხვენოდა და ეგონა, რომ ზ------ი შეცვლიდა მის და შვილების მიმართ თავის აგრესიულ ურთიერთობას. 2018 წლის 05 აპრილს ზ------ი დილით წავიდა სახლიდან მთელი დღე და ღამე არ მოსულა. ის არც 06 აპრილს დილით მოსულა სახლში. რის გამოც მან დაკეტა სახლის კარები და დააძინა ბავშვები, რა დროსაც მასაც დაეძინა. დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც გაეღვიძა დაინახა, მის სახლში იმყოფებოდნენ ზ------ი და მისი და თ-----, რომელმაც უთხრა, რო ზ------ი ფანჯრიდან გადმოძვრა და ისე გააღო კარიო. მან კითხა ზ------ს, თუ სად იყო მთელი ღამე, რაზეც მან ისევ დაუწყო ჩხუბი უყვიროდა და აგინებდა მისი გარდაცვლილი დედის მისამართით. მან მოთხოვა, რომ დაეტოვებინა მისთვის ბავშვების დაბადების მოწმობები და ბანკის საკრედიტო ბარათი, რომელზეც ერიცხება სოციალურად დაუცველთა შემწეობა და წასულიყო სახლიდან. აღნიშნული შემწეობის თანხა ერიცხება როგორც მას, ასევე ბავშვებსაც და ამიტომ მოთხოვა დაეტოვებინა, რაზეც უარი უთხრა, განაგრძო მისი გინება და ამავე დროს ორივე ხელი სამჯერ ძლიერად მოუჭირა ყელის არეში. ბოლოს იმდენად ძლიერად, რომ ძალიან ეტკინა, სუნთქვა შეეკრა და კინაღამ გრძნობა დაკარგა. თ----- უყვიროდა ზ------ს, არ დაგვღუპო არ მოკლაო. მან გაინთავისუფლა თავი და მაშინვე გაიქცა პოლიციაში დახმარების სათხოვნელად. ბავშვებს ეძინათ და აღნიშნულ ჩხუბს არ შესწრებიან. გარეთ გაოსვლის შემდეგ პოლიციამდე ნაცნობი არავინ შეხვედრია და არავის დალაპარაკებია. მას ყელზე აქვს დაზიანება, რომელიც მიაყენა ზ------მა, როდესაც ორივე ხელი მოუჭირა ძლიერად და ახლაც ძალიან ტკივა. იგი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ ბავშვები დარჩნენ მამასთან და ხვალვე მიმართავს სოციალურ სამსახურს დახამრებისათვის. ითხოვს მთელი სიმკაცრით აგებინონ პასუხი ზ------ ჩ--------ეს მისი ტანჯვისა და ძალადობისათვის.
(სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 4-6).
2.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტი---ს ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის N00-414318 ექსპერტი---ს დასკვნით დადგენილია, რომ 06.04.2018წ. 20:24-20:33 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე რ---- მ---------–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ს.ფ. 81–83).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ზ------ ჩ--------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.4. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.5. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.8. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე თ----- შ---–---–მა ისარგებლა მასთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ზ------ ჩ--------ის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
3.9. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.10. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე ექსპერტ გ. გ--------იძის მიერ მიცემულ ჩვენებას და მხარეთა მიერ პრეუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად მიჩნეულ ბრალდებულ ზ. ჩ--------ის გამოკითხვის ოქმს: ბრალდებულის სახით გამოკითხვისას, ასევე საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო სხდომაზე თავის დასკვნით სიტყვაში ზ. ჩ--------ემ განაცხადა, რომ ფი---კური შეურაცხყოფა რ. მ---------–ისათვის არ მიუყენებია. ცდილობდა რა დაებრუნებინა შვილების საბუთები, მან ძლიერად მოქაჩა ჩანთას, რომელიც რ. მ---------–ს კისერზე, მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული. ექსპერტმა გ. გ--------იძემ კი სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ. მ---------–ის სხეულზე კისრის არეში არსებული დაზიანება შეიძლება წარმოშობილიყო როგორც ხელით, ისე სხვა საგნებითაც, ხოლო რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი სახის დაზიანება წარმოშობილიყო ჩანთის სახელურით, მისი პასუხი იყო სავარაუდო და არა კატეგორიული. კერძოდ მისი განმარტებით ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს სახელურის ფორმას და როგორი იყო ზემოქმედება.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები შეიძლება საკმარისია ვარაუდისათვის რომ ბრალდებულმა განხორციელებული ძალადობით დაზარალებულს მიაყენა სხეულის დაზიანება, მაგრამ ურთიერთშეუთანხმებლობის გამო ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.12. ამასთან სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი---ს დასკვნა, როდესაც არ არსებობს სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას. პირის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის დასადგენად კი აუცილებელია დადგინდეს, რომ ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა მიაყენა დაზარალებულს და რომ ეს ქმედება იყო ბრალეული.
3.13. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, მათ შორის შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.14. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.15. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.16. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
3.17. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.18. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ------ ჩ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, ზ------ ჩ--------ის ბრალეულობაში.
3.19. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ზ------ ჩ--------ის მიერ რ---- მ---------–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
3.20. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადობის შეფასებისა და ანალი---ს საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ------ ჩ--------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 2-0-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ ჩ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ზ------ ჩ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თა----- ჩო-----ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე ქ. ხონი, ტაბიძის ქ. №4, (ზონა - ხონი-37, სექტორი - ქ. ხონი - 0-, კვარტალი - 0-, ნაკვეთი - 6--, საკადასტრო კოდი - №--.0-.0-.6--) - 2.000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღა.
განემარტოს გამართლებულ ზ------ ჩ--------ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი