გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
160210017002174959
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210017002174959

N2/1111-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელეები: ჯა-----–------–-----------ი, ვა-------–-----------ი (არ გამოცხადნენ)

წარმომადგენლები: ავ--------–---------–---–ი, მე-----–----–---–ი (არ გამოცხადნენ)

მოპასუხე - და--------------ე

წარმომადგენელი - გო----------------–---–ი

მოპასუხე - ში--------------------------------------–--------–-–-------------------ი

წარმომადგენელი - ლე---------–--ე (არ გამოცხადდა)

მესამე პირი - სს ,,სა-------------------------–--ა“

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებისათვის, და--------------ისა და ში--------------------------------------–--------–-–-------------------ისათვის სოლიდარულად, მოსარჩელე ვა-------–-----------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 6000 ლარის დაკისრება;

 

1.2. მოპასუხეებისათვის და--------------ისა და ში--------------------------------------–--------–-–-------------------ისათვის სოლიდარულად, მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 21812 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 590 ლარი არის მკურნალობის თანხა, 2400 ლარი - მწყემსის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, 5265 ლარი - თივის შესაძენად გადახდილი თანხა, 1100 ლარი - გათიბვის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, ხოლო 12457 ლარი - მიუღებელი შემოსავალი (იხ. სარჩელი ტომი 1, ს.ფ 12 განცხადებები მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, ტომი2, 21.03.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 72-ე კილომეტრზე, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული ,,სუზუკი ჯიმნის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით SP219SP, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მართავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის განყოფილების თანამშრომელი - პოლიციის სერჟანტი და--------------ე, შეეჯახა ,,FORD TRANZIT“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით CZC-792, რომელსაც მართავდა მძღოლი ვა-------–-----------ი. შეჯახების შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ მგზავრმა ჯა-----–------–-----------მა და დღემდე მკურნალობს, დაკარგული აქვს შრომის უნარი. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია და--------------ის ბრალეულობა. ავტომანქანის დაზიანებით მესაკუთრისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 6000 ლარი. დაზიანებული ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტი“ შეძენილი იქნა მოსარჩელე ვა-------–-----------ის მიერ, რომელიც დაარეგისტრირა მისი ძმის შახინ ალახვერდოვის სახელზე, ფაქტობრივად კი თვითონ ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მანქანით. აღნიშნულ ფაქტზე შსს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს საპატრულო პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება. ჯა-----–------–-----------ის მიერ მკურნალობაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1175 ლარი. ჯა-----–------–-----------მა დაკარგა შრომის უნარი, მას საკუთრებაში ჰყავს 760 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, რომლის მოვლაშიც მწყემსს ხიდირ ბუდაკოვს ყოველთვიურად უხდიდა 600 ლარს, ანუ უკვე გადახდილი აქვს 2400 ლარი. მასვე იჯარით აღებული აქვს 110ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც აძოვებს საქონელს. ამავე მიწაზე მისი თხოვნით მუხტარ შარიფოვმა 1100 ლარად გაუთიბა 11 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე ზამთარში საქონლის გამოსაკვებად ინტიზამ მამედოვისაგან შეიძინა 3285 ლარის ღირებულების თივა, ხოლო ხაგან ალახვერდოვისაგან შეიძინა 1980 ლარის ღირებულების თივა. მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ს საკუთრებაში ჰყავს ორი ტრაქტორი, რომელთა მეშვეობითაც ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტოს და შპს ,,მექანიზატორთან“ არსებული ხელშეკრულებით თვეში მიწის მოხვნაზე გამოიმუშავებს 6000 ლარს. შრომის უნარის დაკარგვის გამო, ჯა-----–------–-----------მა ასეთი ხელშეკრულება ვეღარ გააფორმა და ვერ მიიღო შემოსავალი (იხ. სარჩელი, მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადებები, 21.03.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე და--------------ის პოზიცია

 

მოპასუხე და--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ საქართველოში ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და უბედური შემთხვევების დროს სამედიცინო დახმარების თანხებს იხდის სახელმწიფო. მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 478 ლარის ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ მან ეს თანხა გადაიხადა სამედიცინო დახმარებისათვის, სხვა ქვითრები კი გამოწერილია სხვადასხვა დროს და მასში არ არის მითითებული თუ რა მიზნით არის გადახდილი თანხა, ვის მიერ და ვის სჭირდებოდა ეს მედიკამენტები. მოპასუხის მითითებით, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ი მის 760 სულ პირუტყვს სჭირდებოდა მწყემსი და მწყემსისთვის გადახდილი თანხა 2400 ლარი იყო აუცილებლობა, რაც ზიანად არ უნდა შეფასდეს. ზიანად ასევე ვერ ჩაითვლება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გათიბვაში გადახდილი 1100 ლარი და თივის საყიდლად გადახდილი 3285 ლარი და 1980 ლარი, რადგან პირუტყვს გამოსაზამთრებლად სჭირდება საკვები და მეპატრონე ვალდებულია იზრუნოს თავის პირუტყვზე. მიუღებელ შემოსავლად არ შეიძლება ჩაითვალოს ჯა-----–------–-----------ის მიერ მიღებული შემოსავალი 6000 ლარის ოდენობით. საქმეზე თანდართულია 2016 წლის 04 თებერვალს დადებული ხელშეკრულება მცირე ფერმერთათვის სახნავი სამუშაოების ჩატარებაში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ არ არის წარმოდგენილი, თუ რა მოცულობის სამუშაო შეასრულა მოსარჩელემ და რა თანხა გამოიმუშავა. 2017 წელს უკვე აღარ არსებობდა პროგრამა, რომელშიც სავარადუოდ ჯა-----–------–-----------ი ჩართული იყო 2016 წელს.

 

მოპასუხე და--------------ის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული შესაგებელი, სადაც მიუთითა, რომ თანახმაა მკურნალობის სახით გაწეული 455 ლარის ანაზღაურბაზე, ასევე ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ხოლო სხვა ნაწილში მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა (იხ.შესაგებელი ს.ფ. ტ2, ს.ფ. 7-16, დაზუსტებული შესაგებელი), სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე და--------------ემ მკურნალობის სახით გაწეული ხარჯის ნაწილში 491 ლარის ოდენობით, ცნო სარჩელი.

 

2.2. მოპასუხე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პოზიცია

 

მოპასუხე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გაუგებარია თუ რა თანხის ანაზღაურებას ითხოვს მოსარჩელე, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული ავტო საგზაო შემთხვევა რაიმე შემხებლობაშია ჯანპოლად ალახვერდიევსა და მესამე პირებს შორის არსებულ ფინანსურ ურთიერთიერთობებთან. ამასთან, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტმანეტს არ მიუყენებია ზიანი მოსარჩელისათვის, დეპარტამენტი თვითონ არის დაზარალებული. და--------------ის მიერ ავტომობილის არასწორი მართვის შედეგად დაზიანდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომობილი ,,SUZUKI JIMNY”. ამდენად, მოთხოვნილი თანხების სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის დაკისრება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და სასარჩელო მოთხოვნა ემსახურება უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობას.

 

მოპასუხე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული შესაგებელი, სადაც მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ ჯა-----–------–-----------ი უმუშევარია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავარიას რომც გამოეწვია ჯა-----–------–-----------ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, მისი შრომის უნარიანობის დროებითი დაკარგვა ვერ მოახდენდა გავლენას ისედაც უმუშევარი ადიამიანის მატერიალურ შემოსავალზე. ასევე ჯანმრთელობის ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტმა ტრავმა მიიღო 2017 წლის 10 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 19 ივლისს მომხდარ ავტოავარიის ფაქტზე, რაც დასტურდება საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, სადაც მითითებულია, რომ პაციენტი გადაყვანილი იქნა ქ. წალკის რაიონულ საავადმყოფოში. შესაბამისად, გაუგებარია 2017 წლის 10 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაიზანება რა კავშირშია 2017 წლის 19 ივლისს მომხდარ ავტოავარიასთან (იხ. შესაგებელი ს.ფ. ტ 2, ს.ფ. 18-26 დაზუსტებული შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 72-ე კილომეტრზე, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული ,,სუზიკი ჯიმნის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით SP219SP, რომელსაც მართავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის განყოფილების თანამშრომელი პოლიციის სერჟანტი და--------------ე, შეეჯახა ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით CZC-792, რომელსაც მართავდა მძღოლი ვა-------–-----------ი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს შეჯახებაში მონაწილე ავტომანქანების მძღოლებმა, ასევე ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ მგზავრმა ჯა-----–------–-----------მა, რომლებიც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნენ წალკის რაიონულ საავადმყოფოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფორმა N1 (ტ.1 ს.ფ. 24).

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში, 2017 წლის 09 ივლისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გამოძიების დაწყების ბარათი (ტ.1 ს.ფ. 24)

 

3.1.3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნის თანახმად, და--------------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ვა-------–-----------ი, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 26-37);

 

3.1.4. საქართველოს შსს მიერ შედგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის ,,FORD TRANSIT 2,5L Diesel T”, სახ.ნომრით CZC-792, დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 6000 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 26-37).

 

3.1.5. შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო N8131 ბარათის მონაცემებით, ჯა-----–------–-----------ს რეტგენოლოგიურად, ოპერაციულად და კლინიკურად დაუდგინდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დიაგნოზი - ორმხრივი ჰიდროთორაქსი, ორმხრივი პნევმონია, დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული, მისი ტრავმასთან კავშირის არარსებობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამედიცინო ბარათი (ტომი 2, ს.ფ. 89)

 

3.1.6. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით CZC-792, რომელიც რეგისტრირებულია შახინ ალახვერდოვის სახელზე, არის ვა-------–-----------ის საკუთრებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომანქანის ტექ. პასპორტი (ტომი 1, ს.ფ.43-45 );

- მოსარჩელის ახსნა განმარტება (იხ. სარჩელი).

 

3.1.7. თეჯისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეჯისის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, 2017 წლის 26 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ჯა-----–------–-----------ს საკუთრებაში ჰყავს 760 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 38)

 

3.1.8. თეჯისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეჯისის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს გაცემული ცნობისა და სარეგისტრაციო მოწმობების თანახმად, ჯა-----–------–-----------ს საკუთრებაში აქვს ორი ტრაქტორი: MTZ-82, DT-75.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 38)

- სარეგისტრაციო მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 43-45)

 

3.1.9. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ,,სუზუკი ჯიმნის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით SP219SP, რეგისტრირებულია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე. აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეულია სს ,,სა-------------------------–--აში“. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ და--------------ე არის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის ტექნიკური ჯგუფის თანამშრომელი, პოლიციის სერჟანტი და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 21.03.2018წ. სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 09 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ი გადიოდა მკურნალობას, რაშიც მის მიერ გაწეული იქნა ხარჯი 491 ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, ჯანპოლად ალახვერდიევი აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაუდებელ სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა 2017 წლის 10 ივლისიდან - 2017 წლის 20 ივლისამდე. ჯა-----–------–-----------ს 2017 წლის 11 ივლისს ჩაუტარდა იპორაცია: მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ღია რეპოზიცია და შიდა ფიქსაცია ფირფიტით და ჭანჭიკებით, ზუსტი დიაგნოზის დადგენის მიზნით გაკეთდა გულმკერდის CT, რის საფუძველზეც დადგინა ორმხრივი პნევმონია, ჰიდროთოქსი. შემდგომი მკურნალობისათვის პაციენტი გადაყვანილი იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 2017 წლის 20 ივლისს გაწერილი იქნა. გაეწია შემდეგი სახის რეკომენდაციები: ამბულატორიული მეთვალყურეობა, ტრავმატოლოგის კონსულტაცია და საკონტროლო რენტგენოგრაფია 2 თვეში, ხოლო მანამდე ნაოპერაციები კიდურის დატვირთვის შეზღუდვა.

 

მისი მკურნალობის საერთო ღირებულებამ შეადგინა 3929 ლარი, საიდანაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებული იქნა 3529 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ 400 ლარი. გარდა ზემოაღნიშნული სტაციონარული შემთხვევისა, 2017 წლის 14 სექტემბერს პაციენტმა კლინიკას მიმართა ამბულატორიული მომსახურებისათვის და გადაიხადა 55 ლარი. ჯამში პაციენტ ჯა-----–------–-----------ის სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურებისათვის გადახდილი იქნა 455 ლარი. მოსარჩელე მხარის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის თანახმადაც, ჯა-----–------–-----------ის მიერ, 2017 წლის 14 სექტემბერს აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრის დიაგნოსტიკურ განყოფილებაში გადახდილი იქნა 36 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ მკურნალობისათვის გაწეული იქნა ხარჯი მთლიანობაში 590 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, კერძოდ, დამატებით 99 ლარის გადახდის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 21.03.2018წ. სხდომის ოქმი)

- ცნობა (ტომი 2 ს.ფ. 88)

 

3.2.2. 2018 წლის 20 მარტს, შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ გაცემული იქნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ ჯა-----–------–-----------ს გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ჩაუტარდა მაჯვენა ბარძაყის ძვლის რენტგენოგრაფია; აეკრძალა მარჯვენა კიდურის ხისტი დატვირთვა ფიზიკური შრომით 2 თვე, მიეცა რეკომენდაცია 1ცალი ყავარჯნით გადაადგილებაზე და გაეწია კონსულტაცია 2 თვეში საკონტროლო რენტგენოგრაფიის ჩატარების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჯანმრთელობის ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 188)

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ჯა-----–------–-----------ის მიერ ფაქტობრივად 8765 ლარის ოდენობით გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, ჯა-----–------–-----------ი, ჯანმრთელობის დაზიანებამდე აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში. კერძოდ, მას საკუთრებაში ჰყავს 45 სული მსხვილფეხა რქოსანი და 715 სული წვრილფეხა პირუტყვი. ჯა-----–------–-----------ი, ვინაიდან, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო თვითონ ვეღარ უვლიდა კუთვნილ წვრილფეხა პირუტყვს, იძულებული გახდა დაექირავებინა მწყემსები, რაშიც მათ გადაუხადა 2400 ლარი; ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოს, ნოემბრის, დეკემბრის თვეების, ასევე 2018 წლის იანვრის თვეში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. მასვე იჯარით აღებული აქვს 110 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც აძოვებდა საქონელს, ასევე თიბავდა და ინახავდა საქონლის საკვებს ზამთარში გამოსაკვებად. ვინაიდან, მას არ შეეძლო გათიბვა, 11ჰა მიწის ნაკვეთის გასათიბად ჯა-----–------–-----------მა მის მიერ დაქირავებულ პირს მუხტარ შარიფოვს გადაუხადა 1100 ლარი. საქონლის გამოსაკვებად მან ასევე შეიძინა სხვადასხვა პირებისაგან 5265 ლარის ღირებულების თივა, რომელსაც ადრე არასდროს ყიდულობდა და თივას იღებდა 110 ჰა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთიდან.

 

მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სარჩელში მითითებული გარემოებები და განმარტეს, რომ ჯა-----–------–-----------ი, აგვისტოში, ნოემბერში, დეკემბრისა და იანვრის თვეებში მწყემსავდა ცხვარს და მიჰყავდა საძოვრებზე, სექტემბერ-ოქტომბერში ამუშავებდა ტრაქტორებს, ხოლო გაზაფხულზე და ზაფხულში თიბავდა იჯარით აღებულ მიწაზე ბალახს და იმარაგებდა ზამთრისთვის პირუტყვის საკვებს. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, 2017-2018 წელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული იქნა ხარჯი 8765 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მოშლით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ნუ------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ მოსახლეობა საქონელს საძოვრებზე უშვებს გაზაფხულზე, აპრილი-მაისის თვეში. ჯა-----–------–-----------ი ცხვარს თვითონ მწყემსავდა აპრილიდან ნოემბრამდე; როდესაც ხვნა-თესვის სამუშაოები იწყებოდა, ჯა-----–------–-----------ი ქირაობდა მწყემსს და იმას აბარებდა თავის პირუტყვს.

 

2018 წლის 21 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, ჯა-----–------–-----------მა განმარტა, რომ მას მწყემსებისათვის გადახდილი აქვს სხვადასხვა დროს 1200 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მისაცემი აქვს.

 

საქმეში წარმოდგენილი აქტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯა-----–------–-----------მა შეიძინა 5265 ლარის ღირებულების თივა, ხოლო 1100 ლარი გადაიხადა 11ჰა მიწის გათიბვაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა-------–-----------ის მოთხოვნა ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით 6000 ლარის გადახდა.

 

ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯა-----–------–-----------ის მოთხოვნა მკურნალობის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მკურნალობის ღირებულების გადახდა 491 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, 999-ე, 408-409-ე, 411-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ვა-------–-----------ის სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვა-------–-----------ი მოითხოვს ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ მოპასუხედ დასახელებული პირის ქმედებასა და მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ზიანის ფაქტს შორის მიზეზობრივ კავშირზე, როგორც დელიქტური ვალდებულების ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 72-ე კილომეტრზე, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული ,,სუზუკი ჯიმნის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით SP219SP, რომელსაც მართავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის განყოფილების თანამშრომელი პოლიციის სერჟანტი და--------------ე, შეეჯახა ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით CZC-792, რომელსაც მართავდა მძღოლი ვა-------–-----------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში, 2017 წლის 09 ივლისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ და--------------ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ვა-------–-----------ი, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა-------–-----------ის ავტომანქანის ,,FORD TRANSIT 2,5L Diesel T”, სახ.ნომრით CZC-792, დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 6000 ლარს.

 

ამდენად, ვა-------–-----------ის მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.1.2. მოსარჩელე ვა-------–-----------ი ითხოვს ზიანის ანაზღაურების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ,,სუზუკი ჯიმნის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით SP219SP, რეგისტრირებულია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე. ასევე დადგენილია, რომ და--------------ე არის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის ტექნიკური ჯგუფის თანამშრომელი, პოლიციის სერჟანტი, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადგენილია დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთი კომპონენტი - მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ანუ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა უშუალოდ მოპასუხის გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად, მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა-------–-----------ის სარჩელი მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 6000 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. ჯა-----–------–-----------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება

 

6.2.1. მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ი ითხოვს მის მიერ მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის - 590 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 72-ე კილომეტრზე, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული ,,სუზუკი ჯიმნის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით SP219SP, რომელსაც მართავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის განყოფილების თანამშრომელი პოლიციის სერჟანტი და--------------ე, შეეჯახა ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით CZC-792, რომელსაც მართავდა მძღოლი ვა-------–-----------ი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს შეჯახებაში მონაწილე ავტომანქანების მძღოლებმა, ასევე ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ მგზავრმა ჯა-----–------–-----------მა, რომლებიც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნენ წალკის რაიონულ საავადმყოფოში.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ და--------------ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ვა-------–-----------ი, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ჯა-----–------–-----------ს დაუდგინდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანების გამო ჯა-----–------–-----------ს მიადგა 491 ლარის მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯის გაწევაში. დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ი გადიოდა მკურნალობას, რაშიც მის მიერ გაწეული იქნა ხარჯი 491 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს ეს ზიანი, ვინაიდან, მის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრებას, რომლის დაკმაყოფილების საფუძველიც სახეზეა (იხ. გადაწყვეტილების 6.1.2. პუნქტი)

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის მოთხოვნა მის მიერ მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 590 ლარის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 491 ლარის გადახდა.

 

6.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა ჯა-----–------–-----------ის მიერ ფაქტობრივად 8765 ლარის ოდენობით გაწეული ხარჯის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, ჯა-----–------–-----------ი, ჯანმრთელობის დაზიანებამდე აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში. კერძოდ, მას საკუთრებაში ჰყავს 45 სული მსხვილფეხა რქოსანი და 715 სული წვრილფეხა პირუტყვი. ვინაიდან, ჯა-----–------–-----------ი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო თვითონ ვეღარ უვლიდა კუთვნილ წვრილფეხა პირუტყვს, იძულებული გახდა დაექირავებინა მწყემსები, რაშიც მათ გადაუხადა 2400 ლარი; ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოს, ნოემბრის, დეკემბრის თვეების, ასევე 2018 წლის იანვრის თვეში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. მასვე იჯარით აღებული აქვს 110 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც აძოვებდა საქონელს, ასევე თიბავდა და ინახავდა საქონლის საკვებს ზამთარში გამოსაკვებად. ვინაიდან, მას არ შეეძლო გათიბვა, 11ჰა მიწის ნაკვეთის გასათიბად ჯა-----–------–-----------მა მის მიერ დაქირავებულ პირს მუხტარ შარიფოვს გადაუხადა 1100 ლარი. საქონლის გამოსაკვებად მან ასევე შეიძინა სხვადასხვა პირებისაგან 5265 ლარის ღირებულების თივა, რომელსაც ადრე არასდროს ყიდულობდა და თივას იღებდა 110 ჰა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთიდან.

 

2018 წლის 21 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, ჯა-----–------–-----------მა განმარტა, რომ მას მწყემსებისათვის გადახდილი აქვს სხვადასხვა დროს 1200 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მისაცემი აქვს.

 

მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სარჩელში მითითებული გარემოებები და განმარტეს, რომ ჯა-----–------–-----------ი, აგვისტოში, ნოემბერში, დეკემბრისა და იანვრის თვეებში მწყემსავდა ცხვარს და მიჰყავდა საძოვრებზე, სექტემბერ-ოქტომბერში ამუშავებდა ტრაქტორებს, ხოლო გაზაფხულზე და ზაფხულში თიბავდა იჯარით აღებულ მიწაზე ბალახს და იმარაგებდა ზამთრისთვის პირუტყვის საკვებს. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, 2017-2018 წელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული იქნა ხარჯი 8765 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მოშლით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ნუ------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ მოსახლეობა საქონელს საძოვრებზე უშვებს გაზაფხულზე, აპრილი-მაისის თვეში. ჯა-----–------–-----------ი ცხვარს თვითონ მწყემსავდა აპრილიდან ნოემბრამდე; როდესაც ხვნა-თესვის სამუშაოები იწყებოდა, ჯა-----–------–-----------ი ქირაობდა მწყემსს და იმას აბარებდა თავის პირუტყვს, ასევე ამუშავებდა ტრაქტორებს.

 

მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას დელიქტიდან გამომდინარე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება 8765 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი. თუმცა ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც მოთხოვნა უსაფუძვლოა. მართალია, მოსარჩელე ჯანპოლად ალახვერდიევმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, თუმცა არ დგინდება ის გარემოება, რომ მის მიერ გაწეული ხარჯები წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ს საკუთრებაში ჰყავს 760 სული პირუტყვი, ასევე იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს 110 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკუთრებაში აქვს 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ გაწეული ხარჯები გამომდინარეობს სწორედ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობიდან და ამ ხარჯების გაწევა გარდაუვალი იქნებოდა ჯანმრთელობის მოშლის გარეშეც. გარდა ამისა, ამ მოცულობის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება მხოლოდ ერთი პირის მიერ, ყოველგვარი ხარჯის გაწევის გარეშე ასევე არაგონივრულად უნდა იქნეს მიჩნეული. საქმის მასალებით ასევე არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის მოშლამდე ჯა-----–------–-----------ი ყოველგვარი ხარჯის გაწევის გარეშე იძენდა 760 სული პირუტყვის სამყოფ საკვებს და საკუთარი შრომის ჩანაცვლებით ზოგავდა გადახდილ თანხებს, რაც გამოიხატებოდა 110 ჰა მიწის გათიბვასა და 760 სული პირუტყვის მოვლაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 12457 ლარის გადახდის დაკისრებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჯანმრთელობის მოშლის გამო მან ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა მის საკუთრებაში არსებული ტრაქტორების გამოყენების შემთხვევაში. კერძოდ, მას საკუთრებაში აქვს 2 ერთეული ტრაქტორი, რომელთა მეშვეობითაც ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ააიპ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტოსა და შპს ,,მექანიზატორთან“ არსებული ხელშეკრულებით თვეში მიწის მოხვნაზე გამოიმუშავებდა 6228 ლარს. ასეთი ხელშეკრულება კი ვერ გააფორმა მიღებული ტრავმის გამო, რის გამოც დაკარგა შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411 მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოცდენის ფაქტი, ასევე არ არის დასაბუთებული თუ რას ეფუძნება მოსარჩელის ვარაუდი ახალი ხელშეკრულების დადებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავალის მიღების შესახებ. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვა-------–-----------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის მოთხოვნა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხე და--------------ემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო მათი სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოპასუხე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებისათვის წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება ჯანპლად ალახვერდიევის სასარგებლოდ 800 ლარი, ხოლო ვა-------–-----------ის სასარგებლოდ - 500 ლარის ოდენობით. დავის საგნის სირთულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ჯანპოლად ალახვერდიევის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ უნდა დაეკისროთ 19,64 ლარის გადახდა (491*4/100), ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ვა-------–-----------ის მოთხოვნა და მოპასუხეებს ვასიფ ალახვერდიევის სასარგებლოდ 240 ლარის გადახდა (6000*4/100).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ვა-------–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს და--------------ესა და ში--------------------------------------–--------–-–-------------------ს მოსარჩელე ვა-------–-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით.

 

3. მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. მოპასუხეებს და--------------ესა და ში--------------------------------------–--------–-–-------------------ს მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 491 ლარის ოდენობით.

 

5. მოსარჩელე ჯა-----–------–-----------ის სარჩელი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

6. მოპასუხეებს, და--------------ესა და ში--------------------------------------–--------–-–-------------------ს მოსარჩელე ჯანპლად ალახვერდოვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 19,64 ლარის ოდენობით.

 

7. მოპასუხეებს, და--------------ესა და ში--------------------------------------–--------–-–-------------------ს მოსარჩელე ვა-------–-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 240 ლარის ოდენობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

მოსამართლე ია ლაბაძე