გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.06.2018
საქმის ნომერი
200210017002178103
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/892-17

N200210017002178103

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი, 2018 წელი ქ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - ლ--–- ბ------–---–ი

წარმომადგენელი - გ----–ი ქ-------ე

მოპასუხე - დ----- ლ---------–---–ი

მესამე პირი - სსიპ ს--–---–----ი მ------------ის სააგენტოს კ-----ის ს--–---–----ი მ------------ის სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - მ-----ე გ----–---–ი

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი შვილის - გ---- ლ---------–---–ის (პირადი N-----------, დაბადებული 2--- წლის 3------ს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ლ--–- ბ------–---–ის საცხოვრებელი ადგილი: ქ. თ--–--ი, ა----–----ლის N-, მ---------------------------------–-----------.

1.2. მოპასუხე დ----- ლ---------–---–ს მათი არასრულწლოვანი შვილის - გ---- ლ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 150 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--------–ში მცხოვრებ დ----- ლ---------–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - გ---- ლ---------–---–ი, დაბადებული 2--- წლის 3------ს. მათი ერთად ცხოვრება გაგრძელდა 3 წელი, შემდეგ დაშორდნენ. მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობდა დედასთან, ქ. თ--–--ი, ა----–----ლის N--ში. ბავშვის მამა - დ----- ლ---------–---–ი 2017 წლის მარტში მივიდა ბავშვის სანახავად და ითხოვა ბავშვის თავის საცხოვრებელ სახლში თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--------–ში წაყვანა, მოსარჩელე მას დაეთანხმა და ბავშვი წაიყვანა მამამ. გარკვეული დროის შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხეს სთხოვა დაებრუნებინა ბავშვი, რაზედაც უარი განუცხადა და განუმარტა, რომ ბავშვი იცხოვრებდა მასთან და მას არანაირი უფლება აღარ ექნებოდა მასზე. აღნიშნულის შემდეგ შეეცადა საოჯახო დავა შეთანხმებით გადაეწყვიტა, მაგრამ მიუხედავად მისი თხოვნისა იგი ცდილობს ყოველ მის მოთხოვნაზე მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ აძლევს ბავშვს უფლებას ტელეფონზე დაელაპარაკოს, შეუქმნა შვილთან ურთიერთობის პრობლემა, უკრძალავს მასთან ურთიერთობას და დღემდე ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მცირეწლოვან ბავშვზე. მისი აგრესიული მოქმედებებიდან გამომდინარე მისი არასრულწლოვანი შვილს რა გარემოში უწევს ცხოვრება მისთვის გაუგებარია.

(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ----- ლ---------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ მოპასუხე არ სცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში თავად მოსარჩელემ დაურეკა მოპასუხეს და სთხოვა ბავშვი წაეყვანა მისი სახლიდან, რადგან ბავშვის ხმაური არ მოსწონდათ და თავად ბავშვის დედამ მოითხოვა ეს. მოსარჩელეს რომ არ მოეთხოვა ბავშვის წაყვანა დ----- ლ---------–---–ს ისედაც ჰქონდა სარჩელი შეტანილი 2016 წელს თ--–--ის რაიონულ სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით, ხოლო მას შემდეგ რაც ბავშვი მამასთან წავიდა საცხოვრებლად დ----- ლ---------–---–მა გაიხმო სარჩელი. მოპასუხეს და მოსარჩელეს ერთმანეთთან აქვთ გარკვეული ურთიერთობები 2012 წლიდან, თუმცა მათ ერთად არ უცხოვრიათ. ლ--–- ბ------–---–ი 2012 წლიდან დაახლოებით 2--- წლამდე ხშირად სტუმრობდა მის საცხოვრებელ სახლში სოფელ წ--------–ში. ამ პერიოდში ლ--–- ბ------–---–ს ჰყავდა სხვა ოჯახი, ქმარი და შვილი. არცერთ მხარეს ოჯახის შექმნა მიზნად არ ჰქონიათ. 2--- წელს შეეძინათ შვილი - გ---- ლ---------–---–ი. მოპასუხე ლ--–- ბ------–---–ს ორსულობის პერიოდში აქცევდა მუდმივ ყურადღებას, მუდმივად დაჰყავდა ექიმთან და რასაც საჭიროება მოითხოვდა მორალურადაც და ფინანსურადაც ზრუნავდა. მშობიარობის შემდეგ რამოდენიმე თვე მოსარჩელე ცხოვრობდა დედასთან, სოფელ ვარდისუბანში, რა პერიოდშიც ლ--–- ბ------–---–ს მისი ოჯახის წევრებთან ჰქონდა ხშირი დაძაბულობა და დაპირისპირება. ამ პერიოდშიც ხშირად აქცევდა მოსარჩელეს ყურადღებას, მიდიოდა მასთან სახლში და მიჰქონდა საჭირო პროდუქტები. მშობიარობიდან დაახლოებით 4 თვეში ლ--–- ბ------–---–ი წავიდა დ----- ლ---------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სოფელ წ--------–ში, სადაც ცხოვრობდნენ ერთად ერთი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ლ--–- ბ------–---–ის შვილის მიმართ არ იჩენდა არანაირ მზრუნველობას, ბავშვს ტოვებდა უმეთვალყურეოდ და უყურადღებოდ. ბავშვის აღზრდა მთლიანად იკისრა დ----- ლ---------–---–მა. მიუხედავად ბავშვის მცირეწლოვნობისა ბავშვის მამა დამოუკიდებლად უძღვებოდა მის აღზრდას და არანაირ ყურადღებას არ აკლებდა. ლ--–- ბ------–---–ს მუდმივი დაძაბულობა ჰქონდა დ----- ლ---------–---–ის ოჯახის წევრებთან, ხშირად ატირებდა ბავშვს, ვინაიდან მას არ გააჩნდა ბავშვის ელემენტარული აღმზრდელობითი უნარჩვევები. დაძაბულობის შემდეგ, ლ--–- ბ------–---–ი წავიდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან და ბავშვიც თან წაიყვანა. მას შემდეგ ლ--–- ბ------–---–ი მის სახლში არ დაბრუნებულა. დ----- ლ---------–---–ის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, მოსარჩელე ბავშვის მამას ხელს უშლიდა გ---- ლ---------–---–თან ურთიერთობაში, მას არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ყოველთვიურად თუ ყოველკვირეულად ლ--–- ბ------–---–ი იცვლის საცხოვრებელ ადგილს. ლ--–- ბ------–---–ს არ აქვს სამსახური და არ აქვს არანაირი შემოსავალი. მას ასევე ჰყავს მეორე შვილიც რომელიც უმეთალყურეოდ ჰყავს მიტოვებული უკვე რამოდენიმე წელია. მოპასუხე აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, თ--–--ის რაიონის სოფელ წ--------–ში, აქტიურად მისდევს სოფლის მეურნეობას და აქვს შესაბამისი პირობები მისი განმარტებით, ბავშვის როგორც მორალური, ასევე მატერიალურ თვალსაზრისით, საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩეს თ--–--ის რაიონი სოფელი წ--------–ი.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - სსიპ ს--–---–----ი მ------------ის სააგენტოს კ-----ის ს--–---–----ი მ------------ის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელი ეთანხმება წარმოდგენილ დასკვნას და ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებს და განმარტა რომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიაჩნია ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--------–ში მცხოვრებ დ----- ლ---------–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - გ---- ლ---------–---–ი, დაბადებული 2--- წლის 3------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18)

 

4.1.2. 2017 წლის მარტის თვეში ბავშვის მამა - დ----- ლ---------–---–ის მივიდა შვილის სანახავად, ხოლო შემდეგ მოითხოვა წაყვანა მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--------–ში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგომ მოპასუხეს სთხოვა ბავშვის დაბრუნება, რაზედაც მან უარი განუცხადა და განუმარტა, რომ ბავშვი იცხოვრებდა მასთან და მას არანაირი უფლება აღარ ექნებოდა მასზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი(3-16)

-შესაგებელი(26-35)

 

4.1.3. სარჩელის აღზვრის მომენტისათვის მცირეწლოვანი ბავშვი - გ---- ლ---------–---–ი ცხოვრობდა მამასთან, თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--------–ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი(3-16)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 2018 წლის 23 აპრილის დასკვნა N1--- - კ-----ის ს--–---–----ი მ------------ის სამხარეო ცენტრის ს--–---–----ი მუშაკი - ნ---- ე-–------–---–ის დასკვნის თანახმად, გ---- ლ---------–---–ი (დაბ. 0----.2---წ., პ/ნ 2----------) და თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--------–ში მცხოვრები, მისი ბიოლოგიური მამის დ----- ლ---------–---–ის (დაბ. 0---------წ., პ/ნ 2----------) ოჯახი, სადაც ბავშვი ამჟამად ცხოვრობს. გ---- ლ---------–---–ის ბიოლოგიურ მშობლებს დ----- ლ---------–---–სა და ლ--–- ბ------–---–ს შორის მიმდინარეობს ოჯახური დავა მათი შვილის გ---- ლ---------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ასევე ბიოლოგიური მამისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე. საქმის შესწავლისას რამდენჯერმე შევხვდი და ვესაუბრე ოჯახის ექიმს, წ-------–ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, წ-------–ის N- საბავშვო ბაღის გამგეს და ბავშვის ჯგუფის აღმზრდელს. ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კი, მათ ნათესავებს.სოფელ წ-------–ის ოჯახის ექიმის ე-–--- რ------ის განცხადებით, გ---- ჯანმრთელი ბავშვია, თუმცა ხანდახან ავადმყოფობს მწვავე რესპირატორული დაავადებით და გრიპით. ასაკობრივი აცრები დროულად აქვს ჩატარებული. ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია. გ---- მეტყველებს თავისუფლად. აქვს ძალიან კარგი ლექსიკური მარაგი. იცის საბავშვო ლექსები. ჩანს, რომ უკითხავენ და უყვებიან ბევრ ზღაპარს, უყურებს საბავშვო მულტფილმებს. აქვს ასაკის შესაბამისი ცოდნა გარესამყაროს შესახებ. ცნობისმოყვარეა. უყვარს შეკითხვების დასმა. ცნობს ყველა ძირითად ფერს. შეუძლია წრის ოთხკუთხედის, ასევე კაცუნას დახატვა. ბავშვი თავის ემოციებს ადეკვატურად ამჟღავნებს. ნათლად გამოხატავს, რა მოსწონს და რა არა. მისი განწყობა გარესამყაროსადმი არის პოზიტიური. ის მხიარული და ხალისიანია. ძალიან კომუნიკაბელური და აქტიურია. ურთიერთობის ინიციატორი ხშირად თვითონ არის. შეუძლია თამაში როგორც მარტოს, ასევე თანატოლებთან ერთად. კონფლიქტური არ არის. თვითმოვლის უნარ–ჩვევები ასაკის შესაბამისად აქვს განვითარებული. დამოუკიდებლად იბანს ხელ–პირს, იწმენდს კბილებს, იცვამს და იხდის. თუმცა ამ დროს უფროსის ზედამხედველობა მაინც სჭირდება.ლ---------–---–ების ოჯახში გ----ს და მისი ბიოლოგიური მამის გარდა არის კიდევ ერთი წევრი –– ბებია ე---ო ლ---------–---–ი (დაბ. 1--------- პ/ნ 2----------), რომელიც მიუხედავად ასაკისა შრომისუნარიანია.საცხოვრებელი სახლი, სადაც მამა–შვილი ცხოვრობს, არის დ----- ლ---------–---–ის საკუთრება. სახლი არის ორსართულიანი, კარგ მდგომარეობაში. პირველ სართულზე ერთი დიდი ოთახია. აქვეა სამზარეულო, აბაზანა, სარდაფი, დიდი ჰოლი. მეორე სართულზე ექვსი ოთახია, საიდანაც სამი საძინებელია. საყოფაცხოვრებო პირობები კარგი და უსაფრთხოა. ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. სახლში აქვთ თანამედროვე ტექნიკა (მაცივარი, სარეცხი მანქანა, წყალგამაცხელებელი, ტელევიზორი, კომპიუტერი), გაზგაყვანილობა, ცივი და ცხელი წყალი. ზამთარში თბებიან გაზზე მომუშავე ღუმელით. ოჯახის აქვთ მიწის ნაკვეთი (0, 12 ჰა), სადაც გაშენებული აქვთ ხეხილის ბაღი. აქვე მოჰყავთ ბოსტნეული და სიმინდი. მოსავლის ნამეტს ჰყიდიან. ჰყავთ ფუტკარი და ოჯახის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს თაფლის რეალიზაცია. დროდადრო ბავშვის მამა ფიზიკურადაც მუშაობს –– დადის კერძო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებზე. დ----- ლ---------–---–ის თქმით, მისი წლიური შემოსავალი 6000 – 7000 ლარია. ბებია –– ე---ო ლ---------–---–ი იღებს ასაკობრივ პენსიას –– 180 ლარს. ოჯახი უფროსი წევრების თქმით, მათ არ აქვთ არც ვალი და არც კრედიტი.ბავშვი იკვებება ძალიან კარგად. რეგულარულად იღებს ხორცისა და რძის პროდუქტებს, ასევე ხილ–ბოსტნეულს. უზრუნველყოფილია ყველა სეზონის ჩასაცმელით. გ----ს აქვს საკუთარი საწოლი, ძალიან ბევრი სათამაშო, მათ შორის ველოსიპედი, საბავშვო ილუსტირებული წიგნები, მულტფილმები და დიდი სივრცე სათამაშოდ და გასართობად. თანასოფლელებისა და ოჯახის ახლობლების თქმით, დ----- ლ---------–---–ი დიდ დროს უთმობს შვილს. ხშირად ასეირნებს, უკითხავს საბავშვო წიგნებს, ეთამაშება. ამასთანავე სათანადოდ ზრუნავს მის ჰიგიენაზე, რადგან ბავშვი ყოველთვის სუფთად, ამინდის შესაფერისად ჩაცმული და მოწესრიგებულია. საჭიროების შემთხვევაში მიმართავს ოჯახის ექიმს და მისი დანიშნულების მიხედვით უტარებს მკურნალობას. ეს გარემოება დაადასტურა ოჯახის ექიმმა.ჩემი დაკვირვების, ასევე ოჯახის ექიმის, საბავშვო ბაღის აღმზრდელისა და გამგისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ გ----ს კარგი ემოციური კავშირი აქვს ბიოლოგიურ მამასთან. ბავშვი ცდილობს მის გვერდით იყოს, უსმენს. საბავშვო ბაღში მის წასაყვანად მოსულს მამას სიხარულით ხვდება. როგორც გ----ს ჯგუფის საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მითხრა, უკანასკნელი ხუთი თვეა, რაც ბიოლოგიური დედა მას საბავშვო ბაღში ნახულობს თვეში ერთხელ ან ორჯერ. გ---- დედას განსაკუთრებული სიხარულით არ ხვდება, მაგრამ უჯდება კალთაში, იღებს მის მოტანილ საჩუქრებს (ტკბილეული, ჩასაცმელი); განსაკუთრებით უყვარს მისი მოტანილი ჩუსტების ჩაცმა, მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღში მას სხვა ჩუსტებიც აქვს. დედა როდესაც მიდის, ბავშვი არ ტირის და მშვიდად ემშვიდობება.ბიოლოგიურ მამას არ დაუმალავს, რომ სანამ გ---- მასთან გადმოვიდოდა საცხოვრებლად, დადიოდა კაზინოში, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილზე ზრუნავს, კაზინოში თამაშს თავი დაანება. მისი ნათქვამი დაადასტურეს თანასოფლელებმა და ნათესავებმა. უნდა აღინიშნოს, რომ დ----- ლ---------–---–ი არის ძალიან ემოციური ადამიანი, მიჩვეულია მაღალი ხმით საუბარს, რის გამოც ხშირად ხვდება კონფლიქტურ სიტუაციებში. თუმცა შვილის თანდასწრებით ასეთ ქცევას ერიდება. დ----- ლ---------–---–ი თვლის, რომ ბავშვს ბიოლოგიურ დედასთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, თუმცა წინააღმდეგია, რომ ის დედასთან გადავიდეს საცხოვრებლად, რადგან დარწმუნებულია, რომ ის შვილს სათანადოდ ვერ მიხედავს და ბავშვი კვლავ უყურადღებოდ დარჩება, როგორც ადრე, დედასთან ცხოვრებისას იყო.ლ---------–---–ების თანადგომის წრეს წარმოადგენენ დ-----ის და–ძმა და მეზობლად მცხოვრები ახლო ნათესავი ქალი. ისინი დ----- ლ---------–---–ს არა მარტო უწევენ ფსიქოემოციურ თანადგომას, არამედ საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ბავშვზე ზრუნვაში.ვფიქრობ, რომ გ---- ლ---------–---–ის ბიოლოგიური მამის ოჯახში არსებული საცხოვრებელი პირობები კარგია. ბიოლოგიური მამა მაქსიმალურად უწყობს ხელს შვილის ყოველმხრივ განვითარებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 23 აპრილის დასკვნა N1--- - კ-----ის ს--–---–----ი მ------------ის სამხარეო ცენტრის ს--–---–----ი მუშაკი - ნ---- ე-–------–---–ის დასკვნა (ს.ფ. 82-83);

 

4.2.2. კ-----ის ს--–---–----ი მ------------ის სამხარეო ცენტრის ს--–---–----ი მუშაკის- ი---------–---–ის 2018 წლის 22 მარტის დასკვნის მიხედვით, ,,გ---- ლ---------–---–ის (დაბ. 0----/2--- წ. პ/ნ 2----------) ბიოლოგიური დედა-ლ--–- ბ------–---–ი (პ/ნ 2----------) ცხოვრობს დედასთან ე-----ი ბ------–---–თან (დაბ.1--------- წ. პ/ნ 2----------) ერთად სამოთახიან ბინაში. პერიოდულად მათთან ცხოვრობს გ----ს ნახევარძმა ვ------- რ------–---–ი(დაბ.: 2--------- წ. პ/ნ 2----------), რომელიც ლ--–-ს ჰყავს პირველი რეგისტრირებული ქორწინებიდან.ბინას აქვს ორი საძინებელი, მისაღები ოთახი, ლოჯი, სამზარეულო და აბაზანა.

ოთახებში განთავსებულია შესაბამისი ავეჯი. საცხოვრებლში სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია რომ ეს სახლი ე-----ი ბ------–---–ს გადაფორმებული აქვს სხვა შვილზე - ბელა ბ------–---–ზე, რომელიც ცხოვრობს ა-----ის რაიონში სოფ. ა–-----ში. მუშაობს ა–-----ის საჯარო სკოლის დირექტორად და ოჯახს უწევს ფსიქო-ემოციურ და მატერიალურ მხარდაჭერას.

საუბრისას გამოიკვეთა რომ ოჯახის ყველა წევრს უყვარს ბავშვი, მის შესახებ სითბოთი და სიყვარულით საუბრობენ. მოპოვებული ინფორმაციით ოჯახს აქვს ბავშვისთვის საწოლი, ასევე ბავშვის კვებით, ადეკვატური ჩასაცმელით, ბავშვის სათამაშებით, სამედიცინო მ------------ით და მედიკამენტებით უზრუნველყოფის საშუალება.

მოპოვებული ინფორმაციით ლ--–-ს არ აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მოძრაობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები. დედას მშობლის არასათანადო უნარ - ჩვევები არ აღენიშნება.

ლ--–- ამჟამად მუშაობს სასტუმრო ,,შატო მერეში’’ ნომრების დიასახლისად და აქვს ხელფასი 400 ლარის ოდენობით. ბებია - ე-----ი ბ------–---–ი მუშაობს სასადილოში და აქვს შემოსავალი 150 ლარი თვეში. ასევე ე-----ი იღებს პენსიას 180 ლარს. ამდენად ოჯახის შემოსავლების ოდენობა შეადგენს 730 ლარს. ლ--–-ს ბანკში შეტანილი აქვს 5000 დოლარი ვადიან ანაბარზე.

ლ--–-ს უფროსი შვილისთვის გამოტანილი აქვს ნივთი (ტელეფონი) ერთწლიანი განვადებით და იხდის თვეში 50 ლარს. მოპოვებული იფორმაციით ლ--–- ბ------–---–ი იმყოფებოდა მეორე არარეგისტრირებულ ქორწინებაში დ----- ლ---------–---–თან(პ/ნ 2----------). მასთან ცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი ვაჟი - გ---- ლ---------–---–ი (დაბ. 0----/2--- წ. პ/ნ 2----------). გ----ს დაბადებიდან ექვსი თვის განმავლობაში ლ--–- ცხოვრობდა დედასთან. დედასთან ყოფნის პერიოდში მათთან ხშირად სტუმრობდა დ----- ლ---------–---–ი. ექვსი თვის შემდეგ მამამ- დ----- ლ---------–---–მა ლ--–- ბ------–---–ი შვილთან - გ---- ლ---------–---–თან ერთად საცხოვრებლად წაიყვანა სახლში თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფ. წ--------–ში. ლ--–- დ-----ის სახლში განიცდიდა ფსიქოემოციურ ძალადობას, რის გამოც ათი თვის შემდეგ 2015 წლის 7 სექტემბერს ლ--–-, გ----სთან ერთად დაბრუნდა დედასთან - ე-----ი ბ------–---–თან (დაბ.1--------- წ. პ/ნ 2----------) საცხოვრებლად. დ-----ი პერიოდულად მიდიოდა ბავშვის სანახავად და შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს. იმის გამო რომ დედისთვის შეურაცხყოფა და ნერვიულობა აერიდებინა, ლ--–- საცხოვრებლად გადავიდა ქირით, ორი თვის შემდეგ კი ახლობელთან(დეიდაშვილთან) - თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში. ექვსი თვის შემდეგ მისმა დეიდაშვილმა მოითხოვა ლ--–-სგან ბინის გათავისუფლება. აღნიშნულ პერიოდში ლ--–- განიცდიდა ეკონომიკურ კრიზისს. 2017 წლის მარტის თვეში, როდესაც დ-----მა სთხოვა ლ--–-ს ბავშვის დროებით წაყვანა თავის სახლში ლ--–- დასთანხმდა, რადგან იგი არასოდეს არ იყო წინააღმდეგი ბავშვს ურთიერთობა ჰქონოდა მამასთან. აღნიშნული თარიღის შემდეგ ბავშვი იმყოფებოდა პერიოდულად ხან დედასთან და ხან მამასთან. 2017 წლის სექტემბერში მამამ - დ----- ლ---------–---–მა წაიყვანა ბავშვი თავისთან. 2017 წლის ოქტომბრის თვიდან მამამ - დ----- ლ---------–---–მა დედას - ლ--–- ბ------–---–ს აუკრძალა შვილთან - გ---- ლ---------–---–თან (დაბ. 0----/2--- წ. პ/ნ 2----------) შეხვედრა და ტელეფონზე საუბარი, რის გამოც ლ--–- იძულებული გახდა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლოსთვის მიემართა. რეკომენდაცია: ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემს მიერ განხორციელებული ვიზიტით და მოპოვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ მოსარჩელე დედის-ლ--–- ბ------–---–ის (პ/ნ 2----------) ოჯახში არსებობს საიმედო გარემო ბავშვის-- გ---- ლ---------–---–ის (დაბ. 0----/2--- წ. პ/ნ 2----------) ჯანსაღი აღზრდა - განვითარებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 22 / მარტი / 2018 წ. № 1---, კ-----ის ს--–---–----ი მ------------ის სამხარეო ცენტრის ს--–---–----ი მუშაკის- ი---------–---–ის დასკვნა (ს.ფ.68-69).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ლ--–- ბ------–---–ის სარჩელი, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე,1234-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. მოსარჩელე ლ--–- ბ------–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 03------ს დაბადებული გ---- ლ---------–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის ლ--–- ბ------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება - მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად: 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა, 2--- წლის 03------ს დაბადებული გ---- ლ---------–---–ის საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელის, ლ--–- ბ------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დღეის მდგომარეობით, ბავშვის მამა დ----- ლ---------–---–ი ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მცირეწლოვან ბავშვზე და ბავშვის მამა დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე. არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია, იგი ცხოვრობდეს ერთ-ერთ მშობელთან, ხოლო ლ--–- ბ------–---–ს აქვს იმის უნარი და მატერიალური შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდაში და უზრუნველყოს იგი ასაკის შესაბამისი საჭიროებებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას, უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის შესაბამისად “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.” ამავე კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ ს--–---–----ი უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

მხარეები ბავშვის დაბადებიდან რაომდენიმე თვე იცხოვრეს ერტად, ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ. მცირე წლოვანი გ---- ლ---------–---–ი საცხოვრებლად იმყოფება მამის დ----- ლ---------–---–ის ოჯახში, დ----- ლ---------–---–ი არის თვით დასაქმებული და ოჯახში ჰყავს მოხუცებული დედა.

 

საქმეში წარმოდგენილი კ-----ის ს--–---–----ი მ------------ის სამხარეო ცენტრის ს--–---–----ი მუშაკის- ი---------–---–ის 2018 წლის 22 მარტის დასკვნის მიხედვით მოსარჩელე დედის-ლ--–- ბ------–---–ის (პ/ნ 2----------) ოჯახში არსებობს საიმედო გარემო ბავშვის-- გ---- ლ---------–---–ის (დაბ. 0----/2--- წ. პ/ნ 2----------) ჯანსაღი აღსაზრდა - განვითარებისათვის.

 

ისევე როგორც კ-----ის ს--–---–----ი მ------------ის სამხარეო ცენტრის დასკვნის თანახმად, ,,გ---- ლ---------–---–ის ბიოლოგიური მამის ოჯახში არსებული საცხოვრებელი პირობები კარგია. ბიოლოგიური მამა მაქსიმალურად უწყობს ხელს შვილის ყოველმხრივ განვითარებას“.

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის, თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. კანონი არ ადგენს პრეზუმფციას დედის ან მამის სასარგებლოდ. სასამართლო დავის გადაწყვეტისას, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არკვევს, თუ რომელ მშობელს შეუძლია, უკეთ უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა, რაც მარტო საბინაო-საყოფაცხოვრებო და მატერიალურ პირობებზე არ არის დამოკიდებული. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვთა უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად მცირეწლოვანი დ----- ლ---------–---–ის უპირატეს ინტერესებს. მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. მნიშვნელოვანია საკითხი შეფასდეს არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, თითოეული მშობლის ბავშვთან ურთიერთობის რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რათა მიღწეულ იქნას დასახული მიზანი, რაც გულისხმობს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების რელიზაციას.

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.

 

მოცემულ საქმეზე, სსიპ ს--–---–----ი მ------------ის სააგენტოს კ-----ის სოცილაური მ------------ის სამხარეო ცენტრს დაევალა ფსიქოლოგის დასკვნის წარმოდგენა, რის საფუძველზეც მცირე წლოვან გ---- ლ---------–---–თან ჩატარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, გ---- ლ---------–---–ის დამოკიდებულების დადგენა დედასთან, ლ--–- ბ------–---–თან და მამასთან დ----- ლუარასაბიშვილთან, გამოკვლევის პროცესში ქცევაზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ,,გ---- ლ---------–---–ი არის 3 წლის, კოგნიტურად და ფიზიკურად განვითარებულია ასაკის შესაბამისად. კონტაქტურია, პასუხობს შეკითხვებს, არ აქვს თვალით კარგი კონტაქტი. იცის სად ცხოვრობს. შეუძლია თვლა და ფერების ცნობა, თუმცა ყოველთვის არ პასუხობს სწორად (ხან სწორად ამბობს, ხან არა). თქვა, რომ არის 2 წლის, თუმცა ხელით სამს აჩვენებს. ამჟამად სახლში ცხოვრობენ: ემა ბებო, მამა და ,,მე ვცხოვრობო“. არ იცის დედა სად ცხოვრობს და ,,არ ვიცი რა ჰქვიაო“, მამას დათო ჰქვიაო. საბავშვო ბაღში ჰყავს მეგობრები.

შეხვედრას ესწრებოდა მამა, თუ ბავშვი ზოგად შეკითხვებს არასწორად პასუხობდა, მამა ნევრიულობდა და ინტერვიუების პროცესში ემოციურად ერთვებოდა. როდესაც გ---- საკმარისად ადაპტირდა უცხო გარემოში, მამას მიეცა ინსტრუქცია ცოტა ხნით გარეთ გასულიყო. გ----ს არ გაუპროტესტებია, თუმცა ცოტა ხანში მამა მოიკითხა, კარი გამოაღო და ოთახში შემოიპატიჟა. შემდეგ დაჯდა და ხატვა დაიწყო. დახატა თავისი თავი, შემდეგ თქვა ახლა მამას დავხატავო და მამა მიახატა ახლო ხელჩაკიდებული, შემდეგ კი ემა ბებოც დახატა მამასთან ხელჩაკიდებული. ამ დროს მამა აგრესიული კომენტარები გაკეთა ბავშვის დედაზე, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ბავშვზე. გამოიწვია ნეგატიური ემოციები. ეს მის ნახატზე აისახა, გ----მ ნახატი დაჯღაბნა. ხატვის დროს ეს იყო სპონტანური საუბარი ბავშვის მხრიდან, რა დროსაც მან თქვა, რომ მამა ხანდახან სცემს ხოლმე და ,,მეჩხუბება მულტფილმზე და სნიკერსზეო“. რაზეც მამამ აღნიშნა, რომ ხანდახან ,,წამოარტყამს“ ხოლმე, ასევე ეჩხუბება შოკოლადის დიდი ოდენობით ჭამისა და მულტფილმების დიდი ხნით ყურების გამო. ამასთან ერთად გ----მ თქვა, რომ ყველაზე ხშირად მამა ეფერება, თან ხელი ჩამოისვა გვერდზე ასეო. თამაშისას ასევე სპონტანურად, შეკითხვის გარეშე თქვა ,,ფულის ღორი მაბრაზებსო“, რაზეც მამა უთხრა კიდევ გაიმეორეო და თან კომენტარი გააკეთა ,,ჰკითხეთ აბა ვინ არის ფულის ღორიო“, ხოლო ბავშვმა თქვა: ,,ფულს რომ მართმევს ის არის ფულის ღორიო.“ გ---- დედაზე საუბრობდა ამ სიტყვებით. მიუხედავად იმისა, რომ მამამ აღნიშნა მე არ მითქვამს მისთვის ეს სიტყვებიო, სხვებისგან გაიგოო, მაინც წახალისებული იყო დ----- ლ---------–---–ის მხრიდან დედაზე ცუდად საუბარი.

მეორე შეხვედრა განხორციელდა დედასთან ერთად, რომელსაც მამაც ესწრებოდა. როდესაც ოთხაში შემოვიდა გ---- მამასთან ერთად, დედა უკვე მას ელოდებოდა. დედის დანახვაზე ბავშვმა კომენტარი გააკეთა: ,,აგე მოვიდა ფულის ღორიო“, შემდეგ მამას დაუჯდა კალთაში. მამამ როგორც კი ხმა ამოიღო ბავშვმა სახეში გაარტყა ,,გაჩუმდიო.“ შემდეგ ჩამოვიდა მამის კალთიდან და დედას ოთახში არსებული სათამაშოები აჩვენა, როდესაც დედასთან ახლოს მიდიოდა მამას უყურებდა. როდესაც ბავშვი დედასთან მიდიოდა, ამ დროს მამა ცდილობდა ყურადღება თავისკენ გადაეტანინებინა. მიუხედავად იმისა, რომ მამას პირველი ვიზიტისას მიეცა რეკომენდაცია ბავშვის თანდასწრებით დედაზე ცუდი არაფერი ეთქვა, მან ვერ შეძლო თავის შეკავება. ხმამაღლა შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა ლ--–- ბ------–---–ს, რაზეც მას მიეცა შენიშვნა გარეთ გასულიყო, თუ ვერ ახერხებდა თავის შეკავებას, თუმცა მან გარეთ გასვლა არ ისურვა. ლ--–- ბ------–---–იც აკეთებდა ბავშვის მამის მისამართით ცუდ კომენტარებს, თუმცა საკუთარი ემოციის მართვას ახერხებდა. მამის ყველა ხმამაღალ კომენტარზე გ---- მამას ეუბნებოდა“ გარეთ გადი იქ დამელოდეო, ,,სკოჩს აგაკრავ პირზე, გაჩუმდიო“. დ----- ლ---------–---–ი გარეთ ცოტა ხნით გავიდა, რა დროსაც ბავშვმა დედის მოტანილი კანფეტები აიღო და შეჭამა. სანამ მამა ოთახში იყო კანფეტებს არ მიკარებია. გაიხსენა დედამ სათამაშო რომ მიუტანა. როდესაც მამა ოთახში დაბრუნდა, გ----მ უთხრა ,,წადი მამაო“, ცოტა ხანში კაი გააღო და მამას უთხრა ,,შენ გარეთ გადიო“. მთელი შეხვედრის მანძილზე ბავშვი დაძაბული იყო, ხშირად ჰქონდა სახეზე გამოსახული ბრაზი, მიუხედევად ამისა მაინც გამოხატავდა თავის აზრებსა და ემოციებს. შეკითხვაზე ნერვიულობდა თუ მშვიდად იყო. თქვა, რომ ,,მამა რომ მიყურებს ვნერვიულობ, ცუდ სიტყვებს ამბობს, პატრული დაიჭერს და დააჯარიმებსო“. როდესაც მამამ უთხრა წავიდეთო, გ----მ უპასუხა ,,არა, მე აქ უნდა ვიყოო.“ მთელი შეხვედრის მანძილზე ბავშვი სულ კონტაქტში იყო დედასთან. ბოლოს დედას - ,,ლ--–- დედაც“ კი დაუძახა. შეხვედრის დასასრულს სიტუაცია დაიძაბა, მამას გაუჭირდა ემოციების კონტროლი, რამაც სავარაუდოდ ბავშვი შეაშინა, დედას მიეკრა და უთხრა ,,წამიყვანე, მამა ცუდია, მცემსო“. დ----- ლ---------–---–მა ეს, რომ დაინახა, ბავშვს უთხრა გაიხადე ტანსაცმელი, ჩემი ნაყიდიაო, რაზეც ბავშვმა ტირილი დაიწყო. ბიჭუნა შაბათ-კვირით დედამ წაიყვანა.

შემეცნებითი სფეროს თავისებურებები: შეესაბამება ასაკს.

ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე: შეესაბამება ასაკს.

შვილი-მშობლის ურთიერთდამოკიდებულება:

პირველ შეხვედრაზე მამასა და შვილს შორის გამოიკვეთა კარგი ემოციური კავშირი. ბავშვი მამასთან ერთად თავს დაცულად გრძნობდა უცხო გარემოში, ეს ნახატშიც აისახა, გ----მ თავის გვერდით მამა დახატა მასთან ხელჩაკიდებული, შემდეგ კი ბებია. ბავშვები მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ხატავენ თავისთან ახლოს. შეინიშნებოდა მამის მზრუნველობა ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.

მეორე შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა დედასა და შვილს შორის კარგი ემოციური კავშირი. გ---- დედასთან სწრაფად შევიდა ურთიერთობაში. მთელი შეხვედრა მის გვერდით იჯდა, ხატავდა და თან ელაპარაკებოდა.

ბავშვის დაძაბულობა და ბრაზის მიზეზი იყო მშობლებს შორის ცუდი ურთიერთობა და ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები. განსაკუთრებით მამის აგრესია. ბავშვისთვის მამა აღიქმებოდა დედასთან ურთიერთობის ხელშემშლელ ობიექტად, რომელიც ვერ აკონტროლებდა ემოციებს. დედაც უსიამოვნო რეპლიკებს ამბობდა დ----- ლ---------–---–ის მისამართით, თუმცა ემოციას აკონტროლებდა.“

დასკვნა:

გ---- ლ---------–---–ი განვითარებულია ასაკის შესაბამისად. მამასთან ცალკე ვიზიტის დროს გამოიკვეთა მასთან კარგი ემოციური კავშირი. მასთან ერთად თავს უცხო გარემოში გრძნობდა დაცულად. მეორე შეხვედრაზე, დედასთანაც გამოიკვეთა კარგი ემოციური კავშირი, მასთანაც დაცულად გრძნობდა თავს და მამას რამოდენიმეჯერ უთხრა გარეთ გასულიყო, რადგან მისი რეაქციები დედასთან ურთიერთობაში ხელს უშლიდა.

მშობლებს შორის ნეგატიური დამოკიდებულება (მათ ერთმანეთის მიმართ აქვთ დაუფარავი ბრაზი), ხელს უშლის ბავშვს ორივე მშობელთან ურთიერთობაში. ნებისმიერ მშობელთან საცხოვრებლის განსაზღვრა დააბრკოლებს მეორე მშობელთან ბავშვის ურთიერთობას. დაუშვებელია ერთი მშობლის მხრიდან მეორე მშობლის ავტორიტეტის შელახვა ეს მატრავმირებელია ბავშვისათვის და საფრთხეს უქმნის ბავშვის ემოციურ და პიროვნულ განვითარებას, ასევე განაპირობებს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. მშობლებს ბავშვის ცხოვრებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. დედა და მამა ერთნაირად აუცილებელია ბავშვის ფსიქო-ემოციური და პიროვნული განვითარებისთვის. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელთან ურთიერთობა. ამასთან მშობლებმა თავიანთი დამოკიდებულება ერთმანეთია მიმართ, ბავშვს არ უნდა მოახვიონ თავს.

რეკომენდაციები:

აუცილებელია დ----- ლ---------–---–მა და ლ--–- ბ------–---–მა დაარეგულირონ ერთმანეთთან ურთიერთობა და ითანამშრომლონ ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრასა და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით. დ----- ლ---------–---–ი საჭიროებს სპეციალისტის(ფსიქიატრი/ფსიქოთერაპევტი) დახმარებას, რათა შეძლოს ემოციების მართვა. ასევე ორივე მშობელი საჭიროებს ფსიქოგანათლებას, რაც დაეხმარებათ ბავშვთან სწორ კომუნიკაციაში.

არ აქვს მნიშვნელობა რომელ მშობელთან განისაზღვრება ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, რეკომენდირებულია ს--–---–----ი მუშაკის ჩართვა და პრევენციული მუშაობა ორივე მშობელთან, მშობლის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით“, სასამართლო სხდომაზე სსიპ ს--–---–----ი მ------------ის სააგენტოს კ-----ის სოცილაური მ------------ის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი დაეთანხმა მის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციას.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მცირეწლოვან გ---- ლ---------–---–ის ჭეშმარიტი ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, სასამართლო კომპეტენტური ორგანოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) დასკვნისა და მისი წარმომადგენლის მოთხოვნის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ლ--–- ბ------–---–ის საცხოვრებელი ადგილი. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.

 

ამდენად, ლ--–- ბ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, გ---- ლ---------–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს და ამავე დროს ფსიქოლოგის რეკომენდაციის თანახმად მშობლის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით უნდა ჩაერთოს ს--–---–----ი მუშაკიც.

 

7.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი: გ---- ლ---------–---–ი.

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ზოგადი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და ს--–---–----ი განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ ლ--–- ბ------–---–ი და დ----- ლ---------–---–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის მატერიალურ მდგომარეობას, დ----- ლ---------–---–ი დადის კერძო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებზე. დ----- ლ---------–---–ის თქმით, მისი წლიური შემოსავალი 6000 – 7000 ლარია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის კმაყოფაზე ჰყავს მოხუცებული დედა. თუმცა აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა ეფუძნებოდეს, ერთის მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მშობლის უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა და ა.შ. აუცილებელია განისაზღვროს ალიმენტვალდებულის რეალური მატერიალური მდგომარეობა.

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია წარმოადგენს იმ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტს, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის, მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.

 

სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალის, ყოველთვიური ხარჯვითი ნაწილისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მშობელმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი ბავშვი, და ეს ვალდებულება თანაბრად უნდა გაიყონ. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირთათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით მცირეწლოვანი გ---- ლ---------–---–ის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენტი და მისი ოდენობა განისაზღვროს 80(ოთხმოცი) ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ლ--–- ბ------–---–ის სარჩელი, მოპასუხე დ----- ლ---------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს შემდეგნაირად:

 

1.1. მცირეწლოვანი შვილის გ---- ლ---------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 03------ს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ლ--–- ბ------–---–ის საცხოვრებელი ადგილი და ამავე დროს დროს ჩაერთოს ს--–---–----ი მუშაკი, რათა მოხდეს პრევენციული მუშაობა მშობლის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით.

 

1.2.მოპასუხე დ----- ლ---------–---–ს (პირადი №2----------) დაეკისროს მცირეწლოვანი შვილის - გ---- ლ---------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 03------ს), სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80(ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2017 წლის 17 ნოემბრიდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

3.მოპასუხე დ----- ლ---------–---–ს მოსარჩელე ლ--–- ბ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადხდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, 14 დღის განმავლობაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ.თელავი დ. აღმაშენებლის №41) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე