განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N100100118002472113
№1/56-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი 2018 წელი ჭ--------ა
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი
პროკურორი - ი-–------–------ი
ბრალდებულები - გ--------–------–-–---–ი; ზ----------------ე, თ--------–--------–ი
ადვოკატი: თ----------–-–---–ი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №047120218001
1. ბრალდებული ზ-----------------ე
მამის სახელი: ემზარი
დაბადების თარიღი: 0--------4წ.
დაბადების ადგილი: საქართველო, ჭ--------ა
პირადი ნომერი: 5---------8
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ჭ--------ა, დ-------–-----–-------ა N214
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჭ--------ა, სოფელი გ---------ი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
2. ბრალდებული თ-------–--------–ი
მამის სახელი: ლევანი
დაბადების თარიღი: 0---------წ.
დაბადების ადგილი: საქართველო, ჭ--------ა
პირადი ნომერი: 5---------1
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ჭ--------ა, ვ-–---- მე-3 შესახვევი N3
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჭ--------ა, ვ-–---- მე-3 შესახვევი N3
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. ბრალდებული გ--------–------–-–---–ი,მამის სახელი: ავთანდილი
დაბადების თარიღი: 0--------7წ.
დაბადების ადგილი: საქართველო, ჭ--------ა
პირადი ნომერი: 5---------3
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ჭ--------ა, სოფელი ხ------ი
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჭ--------ა, ჭ----–------უჩა N63
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ზ-----------------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
კერძოდ, 2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე პერიოდში ჭ--------აში, ნინოშვილის ქუჩაზე მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას გ--------–------–-–---–მა, თ-------–--------–მა და ზ----------------ემ, ჯგუფურად,ურთიერთშელაპარაკებისას სცემეს რ---------------ეს, მიაყენეს დაზიანებები სხეულზე სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს მის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
თ--------–--------–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
კერძოდ, 2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე პერიოდში ჭ--------აში, ნინოშვილის ქუჩაზე მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას გ--------–------–-–---–მა, თ-------–--------–მა და ზ----------------ემ, ჯგუფურად,ურთიერთშელაპარაკებისას სცემეს რ---------------ეს, მიაყენეს დაზიანებები სხეულზე სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს მის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
გ--------–------–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
კერძოდ, 2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 22 საათიდან 22:30 საათამდე პერიოდში ჭ--------აში, ნინოშვილის ქუჩაზე მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას გ--------–------–-–---–მა, თ-------–--------–მა და ზ----------------ემ, შელაპარაკებისას, ჯგუფურად სცემეს რ---------------ეს, მიაყენეს დაზიანებები სხეულზე სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს მის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულებმა ზ-----------------ემ, თ--------–--------–მა და გ--------–------–-–---–მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმნენ საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. ზ-----------------ის, თ--------–-------–ის და გ--------–------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ: რ---------------ის გამოკითხვებით, მოწმეების: მალხაზ ღუღუნიშვილის, ბერიკა ხახიშვილის, ნადია შეყილაძის, ნანა აბესაძის, ლანა ცუცქირიძის, ნანა ხუციშვილის, თეონა პაპიაშვილის, ნინო ბურჯანაძის, მალხაზი მოდებაძის, თეონა კაპანაძის, ნინო სარალიძის, კობა მანჩხაშვილის, არიანა ჯიშიაშვილის და მანონი მიროტაძის გამოკითხვებით, ამოღების ოქმით, რ---------------ის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თავად გ--------–------–-–---–ის, თ-------–--------–ის და ზ----------------ის გამოკითხვებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად;
სსკ-ს 27-ე მუხლის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში;
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე პერიოდში ჭ--------აში, ნინოშვილის ქუჩაზე მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას გ--------–------–-–---–მა, თ-------–--------–მა და ზ----------------ემ, ჯგუფურად,ურთიერთშელაპარაკებისას სცემეს რ---------------ეს, მიაყენეს დაზიანებები სხეულზე სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს მის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
სამართლებრივი შეფასება:
8. ზ-----------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
8.1. თ--------–--------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
8.2. გ--------–------–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ზ-----------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლები და სახდელდადებული არ ყოფილა; ახალგაზრდაა, დაზარალებულს შეურიგდა;
9.1. თ--------–-------–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლები და სახდელდადებული არ ყოფილა; ახალგაზრდაა, დაზარალებულს შეურიგდა;
9.2. გ--------–------–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლები და სახდელდადებული არ ყოფილა; ახალგაზრდა, დაზარალებულს შეურიგდა;
10. ზ-----------------ეს, თ--------–--------–ს და გ--------–------–-–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე ( 2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით).
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის, მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეთა წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ-----------------ეს, თ--------–--------–ს და გ--------–------–-–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი (დამამძიმებელი გარემოებები არაა დადგენილი) გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით ( ჯარიმა 500 ლარიდან, ზედა ზღვარი დადგენილი არაა) ჯარიმა - ზ-----------------ის მიმართ 1200 ლარის ოდენობით; თ--------–-------–ის მიმართ 1100 ლარის ოდენობით და გ--------–------–-–---–ის მიმართ 1300 ლარის ოდენობით; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში ღებულობს თითოეული ბრალდებულის როლსა და აქტიურობას დანაშაულის ჩადენაში; გასათვალისწინებელია გარემოებები, რომ აღიარებენ ჩადენილს, არ არიან ნასამართლევი, ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; დანიშნული სასჯელის მიზანია, რომ მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ-----------------ის, თ--------–-------–ის და გ--------–------–-–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებულია მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის ს-–----–ება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.
სასჯელის პროპორციულობის შემოწმება შეუძლებელი იქნება თუ არ განისაზღვრა თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ქმედებით გამოწვევადი საფრთხე;
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების ზ-----------------ის, თ--------–-------–ის და გ--------–------–-–---–ის მიმართ ამ სახით და ზომით (ჯარიმა ზ-----------------ის მიმართ 1200 ლარის ოდენობით; თ--------–-------–ის მიმართ 1100 ლარის ოდენობით და გ--------–------–-–---–ის მიმართ 1300 ლარის ოდენობით) სასჯელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი; აქვე საგულისხმოა მათი ასაკი (ზ-----------------ე დაბადებულია 1994 წელს, ხოლო თ--------–--------–ი და გ--------–------–-–---–ი 1997 წელს);
საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ს-–----–ება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების ზ-----------------ის, თ--------–-------–ისა და გ--------–------–-–---–ის მიმართ სასჯელები პროპორციულია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისა და მათი პიროვნებისა; ამდენად განაჩენი ამ სახისა და ზომის სასჯელებით იქნება სამართლიანი;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულების რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მათი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლოს მხრიდან ასევე გათვალისწინებულია სასჯელის სახისა და ზომის ნაწილში;
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული რ---------------ის ტანსაცმელი, რაც დალუქული სახით ინახება ჭ--------ის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 42-ე, 53-ე და 126-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ზ-----------------ე (პ/ნ 5---------8) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
1.1. ბრალდებული თ--------–--------–ი (პ/ნ 5---------1) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1100 (ათასასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
1.2. ბრალდებული გ--------–------–-–---–ი (პ/ნ 5---------3) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1300 (ათასსამასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2. ზ-----------------ის, თ--------–-------–ისა და გ--------–------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს:
2.1. ზ-----------------ეს (პ№ 5---------8) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით;
2.2. თ--------–--------–ს (პ№5---------1) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1100 (ათასასი) ლარის ოდენობით;
2.3. გ--------–------–-–---–ს (პ/ნ 5---------3) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1300 (ათასსამასი) ლარის ოდენობით;
3. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების ზ-----------------ის, თ--------–-------–ისა და გ--------–------–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული რ---------------ის ტანსაცმელი, რაც დალუქული სახით ინახება ჭ--------ის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - რ---------------ეს (პ/ნ: 54001015321);
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე