გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
200210016001407179
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/426-16

№200210016001407179

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივნისი, 2018 წ. ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩ--------–---–ი

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი”

წარმომადგენ--–- - ნ--------------

მოპასუხეები: შ--–-- გ------–-–---–ი, ნ--–- გ------–-–---–ი, ნ----- დ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ---- ჩ--------–---–ი

დავის საგანი- დავალიანების გადახდევინება

გამოარკვია:

თელავის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის სხდომაზე სასამართლოს ინიციატივით განხილული იქნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი.

საქმის მასალების თანახმად თელავის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისს სარჩელით მომართა სს ,,ლ-------------ის“ წარმომადგენელმა გიორგი გაგუამ მოპასუხეების შ--–-- გ------–-–---–ის, ნ--–- გ------–-–---–ის, ნ----- დ-----–-–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით.

თელავის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სს ,,ლ-------------ის” სარჩელი მოპასუხეების შ--–-- გ------–-–---–ის, ნ--–- გ------–-–---–ისა და ნ----- დ-----–-–---–ის მიმართ. მოპასუხეებს შ--–-- გ------–-–---–ს, ნ--–- გ------–-–---–სა და ნ----- დ-----–-–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ ს.ს. ,,ლ-------------ის” სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის და ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე ჯარიმის 14736.94 ლარის გადახდა(საიდანაც ძირი თანხაა-13000 ლარი, პროცენტი-1644.67 და შემცირებული ჯარიმა 92.30 ლარი).

2018 წლის 06 ივნისს თელავის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა გიორგი გაგუამ, რითაც ითხოვა უსწორობის გასწორება და მიუთითა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მათ მიერ სარჩელში ასახული პირველი მოთხოვნა ნაწილობრივ იქნა ასახული, კერძოდ საერთოდ არ არის ასახული არც სააღსრულებო ფურცელში და არც გადაწყვეტილებაში ბანკის მიერ, ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, შ--–-- გიგოლაშვილს სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღისათვის ანუ 2016 წლის 10 ივნისის მდგომარეობით) 908.93 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 908.93 ლარი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე და მოპასუხე მხარის წარმომადგენელებმა სასამართლოს მიანდეს საკითხის გადაწყვეტა.

სასამართლომ განიხილა თავისი ინიციატივით განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და მიაჩნია, რომ გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად - ,,დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადა, რომელიც განისაზღვრება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 (შვიდი) დღით, შეზღუდვას უწესებს პროცესის მხარეს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს, მასზე არ ვრცელდება აღნიშნული შეზღუდვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით და შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამ ნორმით გათვალისწინებული სასამართლოს ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. კერძოდ,მოცემულ საქმის განხილვის დროს 2016 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ წარმოდგინლ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება და ოვერდრაფტის თანხის, 908,93 თეთრის დაკისრება შ--–-- გ------–-–---–ის მიმართ.

იმის გამო რომ სასამრთლოს მხარეებმა მისცეს ახსნა-განმარტება, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი ამ საკითხზე, მოცემულ შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხეს, შ--–-- გ------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 908.93 ლარის ანაზღაურება.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე 284–285–ე, 414–ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მოპასუხე შ--–-- გ------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 908.93 ლარის ანაზღაურება.

 

2. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე