გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
110210018002338316
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110210018002338316

N2/215-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.06.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე შპს ,,ნ-------------”,წარმომადგენელი ხა-----ა თე--------ძე,მოპასუხე მ-----------------,მოპასუხე მ---------–-------------–ი,დავის საგანი:თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე - მ-----------------სა და მ---------–-------------–ს მოსარჩელე შპს ,,ნ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1148 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 702 ლარი, სარგებელი 96 ლარი, პირგასამტეხლო 350 ლარი;

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2017 წლის 01 თებერვალს მოპასუხე მ-----------------სთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა თანხა 1300 ლარის ოდენობით. სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა სარგებელი 5.9%, რაც შეადგენს 152.10 ლარს. სესხი გაცემულ იქნა სამი თვის ვადით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 01 თებერვალს მოპასუხე მ---------–-------------–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე მ-----------------ს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ძირი თანხის ნაწილში.

 

2.2. მოპასუხე მ---------–-------------–ს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2017 წლის 01 თებერვალს მოპასუხე მ-----------------სთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა თანხა 1300 ლარის ოდენობით. სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა სარგებელი 5.9%, რაც შეადგენს 152.10 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 თებერვლის სესხის ხელშეკრულება;

 

3.2. 2017 წლის 01 თებერვალს მოპასუხე მ-----------------სთან სესხის ხელშეკრულება გაფორმდა სამი თვის ვადით;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 თებერვლის სესხის ხელშეკრულება;

 

3.3. მოპასუხე მ--ა ფუ--------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 01 თებერვალს მოპასუხე მ---------–-------------–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.4. სესხის ხელშეკრულების 2.7. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 თებერვლის სესხის ხელშეკრულება;

 

3.4. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები. მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 1148 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 702 ლარი, სარგებელი 96 ლარი, პირგასამტეხლო 350 ლარი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საპრეტენზიო წერილი;

 

3.5. მოპასუხე მ-----------------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა ნაწილში, მოპასუხე მ---------–-------------–ს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ნ-------------ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 420-ე, 623-625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.6. სესხის ხელშეკრულების 2.7 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო 5 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 01 თებერვალს მოპასუხე მ-----------------სთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა თანხა 1300 ლარის ოდენობით. სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა სარგებელი 5.9%, რაც შეადგენს 152.10 ლარს. სესხი გაცემულ იქნა სამი თვის ვადით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 01 თებერვალს მოპასუხე მ---------–-------------–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მსესხებელმა დავალიანება არ გადაიხადა და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა დადგენილ ვადაში და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. სესხი ვადაგადაცილებაშია 2018 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 1148 ლარს.

 

6.8. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 2.7. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა – 5 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - რაც ჯამში შეადგენს 350 ლარს- ძირ თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 ლარით.

.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ-----------------მ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე მ---------–-------------–ს საქმეზე არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ნ-------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;

1.1. მოპასუხე - მ-----------------სა (პ.ნ 1----------) და მ---------–-------------–ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,,ნ-------------ს" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხიდან ძირი თანხის - 702 ლარის, სარგებლის 96 ლარისა და პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა;

2. მოსარჩელე შპს ,,ნ-------------" (ს.კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ ანგარიშზე - 300193150 (საგადახდო დავალება №16237997, გადახდის თარიღი 2018 წლის 28 თებერვალი, გადამხდელი ხა-----ა თე--------ძე);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი