გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.06.2018
საქმის ნომერი
100316217002120221
კატეგორია
დავის ტიპი
საგადასახადო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100316217002120221

საქმე#3/67 -17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06.06.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: შო--- კო---–--–---–ი

 

მოპასუხეები - შპს „G--” ; შპს „ლ-----“;

წარმომადგენელი: ვლ-------- კვ------–---ი

 

მოპასუხე: ვლ-------- კვ------–---ი

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „G--”-ის (ს/ნ 4--------), შპს „ლ------ის (ს/ნ 4--------) და ვლ-------- კვ------–---ის (პ/ნ 5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ბაზის მონაცემებით 2017 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით შპს „G--” (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახდო დავალიანება 12967 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოეშვა დეკლარაციების საფუძველზე. შპს „G--” (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 30 მაისს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ვლ-------- კვ------–---ი (პ/ნ 5----------), რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.

2017 წლის 27 ნოემბერს რეგისტრირებულია საგადსახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2014 წლის 28 ნოემბერს. 2015 წლის 06 თ--------–- ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N023-9 ბრძანება შპს „G--” (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2015 წლის 11 თ--------–-. მარეგისტრირებელი ორგანებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად შპს „G--” -ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციების მიმდნარე პერიოდისათვის არ გააჩნია. ხოლო გადამხდელის წარმოდგენილი ქონების ნუსხის შესაბამისად საკუთრებაში ერიცხება ერთი ერთეული საკონტროლო აპარატი, რომელიც ყადაღის აქტის შედგენამდე გადააწერა სხვა საწარმოს.

შპს „G--”-ს საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საგადსახადო დეკლარაციების საფუძველზე. 2014-2015 წლების დღგ-ს და 2014 წლის მოგების წლიური დეკლარაციით. 2012 წლის 22 მარტს ვალ-------- კვ------–---ის სახელზე 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს “ლ-----“( ს/ნ 4--------), რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა. შპს “ლ------“ საქმიანობა შეწყვიტა 2014 წლის იანვარში. საქმიანობის შეჩერებული ჰქონდა 2017 წლის 02 მარტამდე. 2017 წლის 02 მარტს შპს „G--” (ს/ნ 4--------) მიერ განხორციელდა საკონტროლო სალარო აპარატის (DY0-------) რეგისტრაციიდან მოხსნა, რომელიც იმავე დღეს 2017 წლის 02 მარტს დარეგისტრირდა შპს „ლ-----“-ს სახელზე, იმავე მისამართზე (თბილისი, ხო–-------–--, ელიავას მტ------ მა--–---- სა--------, ჯიხური 2---) სადაც საქმიანობდა „G--”.

შპს „G--” (ს/ნ 4--------) დავალიანების წარმოშობის შემდგომ შეაჩერა საქმიანობა, რომელიც გააგრძელა შპს „ლ-----“-მ რომელსაც სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა.

ზემოაღნიშულიდან გამომდინარე მოსარჩელის მითითებით შემოსავლების სამსახურის მიერ განხორცილებული გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას.

შპს „G--” (ს/ნ 4--------) მიერ საგადსახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, სალაო აპარატის რეგიტრაციიდან მოხსნა, ვლ-------- კვ------–---ის 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე - შპს “ლ-------“( ს/ნ 4--------), რომელსაც მოცემულ მომენტამდე შეწყვეტილი ქონდა საქმიანობა, იმავე დღეს ზემოაღნიშნული სალარო აპარატის რეგისტრაცია და საქმიანობის გაგრძელება იმავე მისამართზე მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგნ თავის არიდებას.

მოსარჩელის მითითებით ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვი ქმნის იმის საფუძველს, რომ შპს „G--”-ს (ს/ნ 4--------) მიერ შპს “ლ-----“( ს/ნ 4--------) და ვლ-------- კვ------–---ი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, მას გააჩნდა მიზანი გაერიდებინა ქონება, რადგან არ მომხდარიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გმოყენება აღნიშნულ ქონებაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიციამ

 

2.1.მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შპს „G--”-ს (ს/ნ 4--------) და შპს „ლ-----“-ს (ს/ნ 4--------) წარმომადგენელმა ვლ-------- კვ------–---მა ცნო სარჩელი, მისივე განმარტებით შპს „G--”-ს თანახმაა დაფაროს დავალიანება, თუ შესაძლებელი იქნება გააფორმოს საგადსახადო შეთანხმება(იხილეთ სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „G--” (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 30 მაისს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ვლ-------- კვ------–---ი (პ/ნ 5----------), რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 27-28);

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2017 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით შპს „G--” (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახდო დავალიანება 12967 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოეშვა დეკლარაციების საფუძველზე.

2017 წლის 27 ნოემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2014 წლის 28 ნოემბერს. 2015 წლის 06 თ--------–- ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N023-9 ბრძანება შპს „G--” (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2015 წლის 11 თ--------–-.

დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად შპს „G--” -ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციების მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნია. ხოლო გადამხდელის წარმოდგენილი ქონების ნუსხის შესაბამისად საკუთრებაში ერიცხება ერთი ერთეული საკონტროლო აპარატი, რომელიც ყადაღის აქტის შედგენამდე გადააწერა სხვა საწარმოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შედარების აქტი (ს.ფ .22)

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2015წლის 06.02. N023 -9

ბრძანება (იხ. ს.ფ. 25);

- ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 23)

- ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი გადამხდელისათვის ინფორმაციის ელექტორნული ფორმით ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 24)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2012 წლის 22 მარტს ვალ-------- კვ------–---ის სახელზე 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს “ლ-----“( ს/ნ 4--------), რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.

დადგენილია, რომ შპს “ლ------“ საქმიანობა შეწყვიტა 2014 წლის იანვარში. საქმიანობის შეჩერებული ჰქონდა 2017 წლის 02 მარტამდე. 2017 წლის 02 მარტს შპს „G--” (ს/ნ 4--------) მიერ განხორციელდა საკონტროლო სალარო აპარატის (DY0-------) რეგისტრაციიდან მოხსნა, რომელიც იმავე დღეს 2017 წლის 02 მარტს დარეგისტრირდა შპს „ლ-----“-ს სახელზე, იმავე მისამართზე (თბილისი, ხო–-------–--, ელიავას მტ------ მა--–---- სა--------, ჯიხური 2---) სადაც საქმიანობდა „G--”.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 30-31);

- ინფორმაცია ამონაწერი სალარო აპარატების რეესტრიდან (ს.ფ.21, 33)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები

 

3.1.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო შპს „ლ-----“-ს (ს/ნ 4--------) მოქმედ საბანკო ანგარიშებს ს/ს „თიბისი ბანკში“ (ს/კ/2--------) მთლიანობაში 12967 ლარის ფარგლებში. ასევე შპს „ლ-----“-ს (ს/ნ 4--------) აეკრძალოს საკუთრებაში არსებული საკონტროლო სალარო აპარატის: (DY0-------) გასხვისება.

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 09.10.2017 წლის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჩხერის რაიონული სასამართლოს 09.10.2017 წლის განჩინება (იხ. ს.ფ. 44-49);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 20.12.2017წლის წლის განჩინება (იხ. ს.ფ. 95-100);

- მხარეთა განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილი იქნას შპს „G--”-ი (ს/ნ 4--------), შპს „ლ-----“ (ს/ნ 4--------) და ვლ-------- კვ------–---ი (პ/ნ 5----------).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს

შპს „G--” (ს/ნ 4--------) მიერ საგადსახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერებას, სალაო აპარატის რეგიტრაციიდან მოხსნა, ვლ-------- კვ------–---ის 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე - შპს “ლ-------“( ს/ნ 4--------), რომელსაც მოცემულ მომენტამდე შეწყვეტილი ქონდა საქმიანობა, იმავე დღეს ზემოაღნიშნული სალარო აპარატის რეგისტრაცია და საქმიანობის გაგრძელება იმავე მისამართზე.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შპს „G--”-ის (ს/ნ 4--------), შპს „ლ-----“-ს (ს/ნ 4--------) და ვლ-------- კვ------–---ის (პ/ნ 5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ ვალდებულებებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კანონის მოთხოვნის აღსრულების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

6.4 .საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვლათმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, თუმცაღა განსხვავების შეუძლებლობა გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ოპერაციის შეფასებისას, უნდა დადგინდეს მოპასუხეთა საერთო მიზნის განსახორციელებლად მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება, ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ქონების გადაცემის სამართლებრივი და ეკონომიკური წინაპირობებისა და შედეგების განხილვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ქონების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადაცემა განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის ქონების გადაცემის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, გარიგების დადების მიზანი, რამდენად მოხდა ქონების გადაცემა შესაბამისი გონივრული შემხვედრი დაკმაყოფილებით, მხარეთა ურთიერთკავშირი, უნდა განისაზღვროს გადაცემის მომენტი, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ გადაცემა მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნას როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „G--” (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 30 მაისს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ვლ-------- კვ------–---ი (პ/ნ 5----------), რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.

2017 წლის 27 ნოემბერს რეგისტრირებულია საგადსახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2014 წლის 28 ნოემბერს. 2015 წლის 06 თ--------–- ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N023-9 ბრძანება შპს „G--” (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2015 წლის 11 თ--------–-.

 

მარეგისტრირებელი ორგანებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად შპს „G--” -ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციების მიმდნარე პერიოდისათვის არ გააჩნია. ხოლო გადამხდელის წარმოდგენილი ქონების ნუსხის შესაბამისად საკუთრებაში ერიცხება ერთი ერთეული საკონტროლო აპარატი, რომელიც ყადაღის აქტის შედგენამდე გადააწერა სხვა საწარმოს.

ასევე, დადგენილია, რომ 2012 წლის 22 მარტს ვალ-------- კვ------–---ის სახელზე 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს “ლ-----“( ს/ნ 4--------), რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა. შპს “ლ------“ საქმიანობა შეწყვიტა 2014 წლის იანვარში. საქმიანობის შეჩერებული ჰქონდა 2017 წლის 02 მარტამდე. 2017 წლის 02 მარტს შპს „G--” (ს/ნ 4--------) მიერ განხორციელდა საკონტროლო სალარო აპარატის (DY0-------) რეგისტრაციიდან მოხსნა, რომელიც იმავე დღეს 2017 წლის 02 მარტს დარეგისტრირდა შპს „ლ-----“-ს სახელზე, იმავე მისამართზე (თბილისი, ხო–-------–--, ელიავას მტ------ მა--–---- სა--------, ჯიხური 2---)სადაც საქმიანობდა „G--”.

დადგენილია, რომ შპს „G--” (ს/ნ 4--------) დავალიანების წარმოშობის შემდგომ შეაჩერა საქმიანობა, რომელიც გააგრძელა შპს „ლ-----“-მ რომელსაც სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა.

შპს „G--” (ს/ნ 4--------) მიერ საგადსახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, სალაო აპარატის რეგიტრაციიდან მოხსნა, ვლ-------- კვ------–---ის 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე - შპს “ლ-------“( ს/ნ 4--------), რომელსაც მოცემულ მომენტამდე შეწყვეტილი ქონდა საქმიანობა, იმავე დღეს ზემოაღნიშნული სალარო აპარატის რეგისტრაცია და საქმიანობის გაგრძელება იმავე მისამართზე მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

სადაო შემთხვევაში სასამრთლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვი ქმნის იმის საფუძველს, რომ შპს „G--”-ს (ს/ნ 4--------) მიერ შპს “ლ-----“( ს/ნ 4--------) და ვლ-------- კვ------–---ი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, მას გააჩნდა მიზანი გაერიდებინა ქონება, რადგან არ მომხდარიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება აღნიშნულ ქონებაზე, რასაც მოპასუხე თავის განმარტებაშიც ადასტურებს. ვლ-------- კვ------–---ი ცნობს სარჩელს.

 

ამ შემთხვევაში შპს „G--”-ის (ს/ნ 4--------) მიერ საგადსახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, სალაო აპარატის რეგიტრაციიდან მოხსნა, ვლ-------- კვ------–---ის 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე - შპს “ლ-------“ (ს/ნ 4--------), რომელსაც მოცემულ მომენტამდე შეწყვეტილი ქონდა საქმიანობა, იმავე დღეს ზემოაღნიშნული სალარო აპარატის რეგისტრაცია და საქმიანობის გაგრძელება იმავე მისამართზე და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს მითითებული დასაბუთებიდან გამომდინარე ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი სახეზეა.

 

როგორც აღინიშნა ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. იურიდიულ პირებთან მიმართებაში მოცემული ფაქტი დადასტურებულია და წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულება.

 

6.6. ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები: შპს „G--”-ის (ს/ნ 4--------), შპს “ლ-----“( ს/ნ 4--------) და ვლდიმერ კვ------–---ი ერთი და იგივე პირები არიან საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები- სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ.პ.ს. ,, „G--” შ.პ.ს.,, ლ-----“ ვლ-------- კვ------–---ის მიმართ დაკმაყოფილდეს და ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილი იქნას შ.პ.ს. „G--”, შ.პ.ს.,, ლ-----“, ვლ-------- კვ------–---ი.

 

2. შ.პ.ს.„G--”-ს, შ.პ.ს.,, ლ-----“-ს ვლ-------- კვ------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად დაეკისროს გადასახდელად 50 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი