გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N210210017001917848
საქმე №2/428-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივნისი 2018 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;
მოსარჩელე სს ,,ბ-----------";
წარმომადგენელი ა------–--ე;
მოპასუხეები: ი-------------------------------–----------ი.
წარმომადგენელი: კ---------------------
დავის საგანი: დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს ი----------------------------------–----------- მოსარჩელე სს “ ბ-----------ს ” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 52 408.11 (ორმოც და თორმეტი ათას ოთხას რვა ლარის და 11 თეთრის) ლარის გადახდა, მათ შორის ძირი – 46 824.22 ლარი; პროცენტი - 1 671.65 ლარი; ჯარიმა 3 912.24 ლარი;
1.2. ასევე, პირგასამტეხლო დავალიანების ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით 2017 წლის 08 მაისის ყოველი შემდგომი ვადაგადაცილებული დღისათვის, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოპასუხე ა-------------------- (პ/N 3----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: რ---------------------------–-------–----, ს/კ: 55.03.54.2--- რეალიზაცია აუქციონის წესით.
1.4. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინების აღსრულება განხორციელდეს ა-------------------- და ა----–----------- საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებიდან.
1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 05 თებერვალს სს ,,ბ------------“ და მოპასუხე ი-----------------------ს შორის დადებული კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო N20------------------------------ საკრედიტო ხელშეკრულება. რომლის საფუძველზეც, გაიცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით წლიურ 14%-ში ვადით, განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მიუხედავად, იმისა რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია, კრედიტის ძირითადი თანხის მოცულობა შემცირებულ იქნა 46 824.22 ლარამდე.2016 წლის 05 ოქტომბრის შემდეგ სესხი არის ვადაგადაცილებაში.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 05 თებერვალს სს,, ბ--------------------------------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოეკით დაიტვირთა ა--------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 55.03.54.2---
2015 წლის 05 თებერვალს სს ,,ბ------------“ და მოპასუხე ა----–----------- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირიტადი მოვალის, ა------------------ს, ფულად ვალდებულებებზე 150 000 აშშ დოლარი ფარგლებში.
2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 52 408.11 (ორმოც და თორმეტი ათას ოთხას რვა ლარის და 11 თეთრის) ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირი – 46 824.22 ლარი; პროცენტი - 1 671.65 ლარი; ჯარიმა 3 912.24 ლარი;
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ა--------------------- წარმომადგენელმა კ---------------------ა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის, პროცენტის და ჯარიმის 0.01%-ის ნაწილში, რაც შეადგენს 49 277.87 ლარს. ამასთან ცნობს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა, არ ცნობს 2017 წლის 08 მაისის ყოველი შემდგომი ვადაგადაცილებული დღისათვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის 0.05%-ის დარიცხვის თაობაზე მოთხოვნას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებებიდან აღსრულების განხორციელების მოთხოვნას. ამავე დროს არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას.
სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ად--–----------- და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 05 თებერვალს სს ,,ბ------------“ და მოპასუხე ი------------------------ს შორის დადებული კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო N20------------------------------ საკრედიტო ხელშეკრულება. რომლის საფუძველზეც, გაიცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით წლიურ 14%-ში ვადით, განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მიუხედავად, იმისა რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია, კრედიტის ძირითადი თანხის მოცულობა შემცირებულ იქნა 46 824.22 ლარამდე.2016 წლის 05 ოქტომბრის შემდეგ სესხი არის ვადაგადაცილებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური და საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 05 თებერვალს სს,,ბ--------------------------------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოეკით დაიტვირთა ა--------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 55.03.54.2---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. 2015 წლის 05 თებერვალს სს ,,ბ-----------“ და მოპასუხე ა----–----------- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირითადი მოვალის, ა------------------ს, ფულად ვალდებულებებზე 150 000 აშშ დოლარი ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.4. 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 52 408.11 (ორმოც და თორმეტი ათას ოთხას რვა ლარის და 11 თეთრის) ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირი – 46 824.22 ლარი; პროცენტი - 1 671.65 ლარი; ჯარიმა 3 912.24 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური და საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ამონაწერი მოპასუხე ა--------------------- საბანკო ანგარიშიდან;
- ცნობა დავალიანების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 342-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ი ნაწილით: მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია და მოპასუხეც არ უარყოფს, რომ მათ მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ. მოპასუხეს ჩაბარდა შეტყობინება ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცა გაფრთხილება, რომ 14 დღის ვადაში დაეფარა დავალიანება. დავალიანება დაფარული არ იქნა და შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად საკრედიტო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა 14 დრის გასვლისთანავე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 49 277.87 ლარის ნაწილში და შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის და 131-ე მუხლის თანახმად ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული პროცენტის გარდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც მოთხოვნის ფარგლებში, რომელიც არ არის შეუსაბამოდ მაღალი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სარჩელზე წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები არ შეიცავენ დათქმას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მსესხებელი ვალდებულია გააგრძელოს სარგებლის(პროცენტის) გადახდა ვალდებულების სრულად დაფარვამდე ან გარკვეული ვადით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგება, რომლის თანახმად მევალეს ეკისრება ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ იხადოს საბანკო პროცენტი ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 0.01%-მდე სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1 830 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხის და პროცენტის, სულ 49 277.87 ლარის ფარგლებში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან და სს ,,ბ-----------’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1736.10 (ათას შვიდას ოცდათექვსმეტი ლარი და 10 თეთრი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.სს ,, ბ-----------ს ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მოპასუხეებს ი----------------------------------–----------- მოსარჩელე სს “ ბ-----------ს ” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 49 277.87 (ორმოცდაცხრა ათას ორას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა, მათ შორის:
ძირი – 46 824.22 ლარი; პროცენტი - 1 671.65 ლარი; ჯარიმა 782 ლარი;
ჯარიმის დარჩენილი თანხის მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
3. მოპასუხეებს ი-- ა-------------------- და ა----–----------- მოსარჩელე სს ,,-------------“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო დავალიანების ძირითადი თანხის (ძირი – 46 824.22 ლარი) 0.05%-ის ოდენობით 2017 წლის 08 მაისის ყოველი შემდგომი ვადაგადაცილებული დღისათვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
4. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოპასუხე ა-------------------- (პ/N 3----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: რ---------------------------–-------–----, ს/კ: 55.03.54.2--- რეალიზაცია აუქციონის წესით.
5. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინების აღსრულება განხორციელდეს ა--------------------- და ად--–-----------ს საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებიდან.
6. მოსარჩელეს უარი ეთქვას შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
7. მოპასუხეებს ი-------------------------- და ა----–----------- სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,, ბ-----------ს ” სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 (სამოცი) ლარის გადახდა. მოსარჩელე სს ,, ბ----------- ” სახელწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ბაჟის სახით გადახდილი 1 736.10 ( ათას შვიდას ოცდათექვსმეტი ლარი და ათი თეთრი ) ლარი (საგადასახადო დავალება №10; 08/05/2017).
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე