გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2018
საქმის ნომერი
120210017001867249
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1867249-2/161-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ივნისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ბ-–-- ლ-–--

მოპასუხე - ა---------– გ-----–--ე

ე-–------ გ-----–--ე

მ--–---- გ-----–--ე

წარმომადგენელი - ქ------- გ-----–--ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესულება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს ა---------– გ-----–--ეს და მ--–---- გ-----–--ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 133696.78 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული ე-–------ გ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ---------ი, გ------ს ქ. N-, ს/კ 64.--.04.--- და ა---------– გ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ---------ი, დ-----------–-----–ის ქ. N--, ს/კ 64.--.02.---, რეალიზაციით.

 

1.3. თუ იპოთეკის საგანთა რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულებების დასაფარად, აღსრულება მოხდეს ა---------– გ-----–--ის და მ--–---- გ-----–--ის სხვა ქონებიდან.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ს----------–--------ს" და ი/მ ა---------– გ-----–--ეს შორის 2015 წლის 13 იანვარს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ ლარის მოცულობით, 10 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 0,5%–დან 48%-მდე.

 

2015 წლის 13 იანვარს სს „ს----------–--------ს" და ე-–------ გ-----–--ეს შორის, ი/მ ა---------– გ-----–--ესთან დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ე-–------ გ-----–--ის უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, გ------ს ქუჩა №-- ასევე იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო და იპოთეკით დაიტვირთა ა---------– გ-----–--ის უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, დ-----------–-----–ის ქუჩა №---

 

2015 წლის 16 იანვარს სს „ს----------–--------ს" და ი/მ ა---------– გ-----–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ა---------– გ-----–--ეზე გაიცა კრედიტი 135000 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური 10% საპროცენტო სარგებელის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5%.

 

2015 წლის 16 იანვარს სს „ს----------–--------ს" და მ--–---- გ-----–--ეს შორის, ი/მ ა---------– გ-----–--ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მ--–---- გ-----–--ემ სრული პასუხისმგებლობა აიღო ა---------– გ-----–--ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.

 

2015 წლის 3 ივლისს სს „ს----------–--------ს" და ი/მ ა---------– გ-----–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ა---------– გ-----–--ეზე გაიცა კრედიტი 15000 აშშ დოლარის ოდენობით, 78 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 6 თვიან L1--3 განაკვეთს დამატებული 9,5% მინიმუმ 10%. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5%.

 

2015 წლის 3 ივლისს სს „ს----------–--------ს" და მ--–---- გ-----–--ეს შორის, ი/მ ა---------– გ-----–--ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მ--–---- გ-----–--ემ სრული პასუხისმგებლობა აიღო ა---------– გ-----–--ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე

 

ა---------– გ-----–--ეს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკების შესაბამისად. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა გრაფიკები და წარმოიქმნა დავალიანება, რომელიც ქრონოლოგიურად საკრედიტო ხელშეკრულებებზე შეადგენს 121422,18 აშშ დოლარს, (საიდანაც ძირია 110755 აშშ დოლარი, პროცენტი - 5654,78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 5012,40 აშშ დოლარი) და 12274,6 აშშ დოლარს, (საიდანაც ძირია - 11865 აშშ დოლარი, პროცენტი - 337,6 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 72 აშშ დოლარი). ჯამში ვალდებულება შეადგენს 133696,78 აშშ დოლარს.

მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ დარღვევის შესახებ, მიუხედავად ამისა ვალდებულებები დღემდე შეუსრულებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება პრიგასამტეხლოს დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში, სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 იანვარს სს ,,სა---------–----------ა’’ და ი/მ ა---------– გ-----–--ეს შორის დაიდო NG------------------2 ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 500000 აშშ დოლარის მოცულობით, 120 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 0,5%–დან 48%-მდე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 იანვარს სს „ს----------–--------ს" და ე-–------ გ-----–--ეს შორის, ი/მ ა---------– გ-----–--ესთან დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და მის საფუძველზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ა---------– გ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ---------ი, დ-----------–-----–ის ქ. N--, ს/კ 64.--.02.---.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 იანვარს სს „ს----------–--------ს" და ე-–------ გ-----–--ეს შორის, ი/მ ა---------– გ-----–--ესთან დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და მის საფუძველზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ე-–------ გ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ---------ი, გ------ს ქ. N-, ს/კ 64.--.04.---.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 16 იანვარს სს „ს----------–--------ს" და ი/მ ა---------– გ-----–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N24----7, რომლითაც ა---------– გ-----–--ეზე გაიცა კრედიტი 135000 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური 10% საპროცენტო სარგებელის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5%.

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 16 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 16 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება CA--------96, რომლის მიხედვითაც მ--–---- გ-----–--ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 270000 აშშ დოლარით.

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 3 ივლისს სს „ს----------–--------ს" და ი/მ ა---------– გ-----–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N29----2, რომლითაც ა---------– გ-----–--ეზე გაიცა კრედიტი 15000 აშშშ დოლარის ოდენობით, 78 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 6 თვიან LI--- განაკვეთს დამატებული 9,5% მინიმუმ 10%. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5%.

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 3 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 3 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება CA---------8, რომლის მიხედვითაც მ--–---- გ-----–--ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 30000 აშშ დოლარით.

 

3.1.8. 05.05.2015 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა 2015 წლის 16 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკი. 31.03.2017წ. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა.

 

3.1.9. 2015 წლის ნოემბრის თვიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა 2015 წლის 3 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკი. 31.03.2017წ. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა.

 

3.1.10. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

3.1.11. მოპასუხეების დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 16.01.2015წ. N24----7 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 121422.18 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 110755 აშშ დოლარი, პროცენტი - 5654.78 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 5012.40 აშშ დოლარი.

 

3.1.12. მოპასუხეების დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 03.07.2015წ. N29----2 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 12274.60 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 11865 აშშ დოლარი, პროცენტი - 337.60 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 72 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.01.2015წ. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება;

- ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;

- 13.01.2015წ. იპოთეკის ხელშეკრულება;

- 13.01.2015წ. იპოთეკის ხელშეკრულება;

- 16.01.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულება;’

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

- 16.01.2015წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 16.01.2015წ. სოლიდარუილი თავდებობის ხელშეკრულება;

- 03.07.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულება;

- 03.07.2015წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 03.07.2015წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- 24.01.2017წ. შეტყობინებები;

- 10.03.2017წ. ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 896-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''ს----------–--------სა'' და ა---------– გ-----–--ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა---------– გ-----–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და ა---------– გ-----–--ეს) შორის გაფორმებული 2015 წლის 16 იანვრის და 2015 წლის 3 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა---------– გ-----–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. მოპასუხეებმა გადააცილეს ორი და მეტ გადახდა, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას N24----7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 110755 აშშ დოლარი, ხოლო N29----2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11865 აშშ დოლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს, N24----7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5654.78 აშშ დოლას, ხოლო N29----2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 337.60 აშშ დოლარს. რაც მოპასუხე მხარემ აღიარა და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილშიც ცნო.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო 5-ჯერ და N24----7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 1002.48 აშშ დოლარით, ხოლო N29----2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14.4 აშშ დოლარით.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და ა---------– გ-----–--ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მ--–---- გ-----–--ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ - მ--–---- გ-----–--ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა N24----7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა - 270000 აშშ დოლარით, ხოლო N29----2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 30000 აშშ დოლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2015 წლის 16 იანვრის და ამავე წლის 3 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.

 

6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვლდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება თუნდაც მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად, თუკი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

ამდენად, იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით და ვალდებულება სრულად შეწყვეტილად არ მიიჩნევა, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალის სხვა ქონების რეალიზაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, თავდები პირადად მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის. თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. მ--–---- გ-----–--ე არის სოლიდარული თავდები, რადგან მან თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა ა---------– გ-----–--ის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულების საკითხში პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდები პასუხს აგებს საკრედიტო ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეების - ა---------– გ-----–--ის და მ--–---- გ-----–--ის სხვა ქონების რეალიზაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,თ----------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 5000 ლარი.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასხუეებს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 2500 ლარის გადახდა. ხოლო სს ,,სა--------–--------ს’’ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 2500 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ა---------– გ-----–--ეს და მ--–---- გ-----–--ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16.01.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 117412.26 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 110755 აშშ დოლარი, სარგებელი - 5654.78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1002.48 აშშ დოლარი.

 

- მოპასუხე ა---------– გ-----–--ეს და მ--–---- გ-----–--ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 03.07.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12217 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 11865 აშშ დოლარი, სარგებელი - 337.6 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 14.4 აშშ დოლარი.

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: 1) ე-–------ გ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 64.--.04.---. და 2) ა---------– გ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 64.--.02.---.

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი სს ,,ს----------–--------ის’’ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს ა---------– გ-----–--ის და მ--–---- გ-----–--ის კუთვნილი ქონებიდან.

 

2. მოპასუხე ა---------– გ-----–--ეს, ე-–------ გ-----–--ეს და მ--–---- გ-----–--ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 2500 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს 13.03.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 2500 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი