გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.06.2018
საქმის ნომერი
120216918002459756
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2459756-3/077-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

განმცხადებელი - ს.ს. „ს----------–---------–-–--------–---------------ა“

წარმომადგენელი - ლ-------------ე

დაინტერესებული პირი - ვ----------------ე, ზ---------------ე, მ--–-------------ე, თ--------------ე, მ--------------ე

წარმომადგენელი - ნ------------------–---–ი

მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

აღწერილობითი ნაწილი:

1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა

1.1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევის მიზნით ს----------–---------–-–--------–---------------ას მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება 220 კვ. ო-------- ს--- „----––------------“-ს პირველი სეგმენტის მეორე სექციის (კმ 30.8-კმ.57.91) მონაკვეთზე საპროექტო მარშრუტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეულ მ--------------ის, თ--------------ის, ზ------- ქ-------ის, მ--–----ი ქ-------ის და ვ----------------ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მთლიან 2060.00კვმ. ფართობის ნაწილზე 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს.კ. 6-.1-.-----------------------, რომლის საკომპენსაციო ღირებულებაც განსაზღვრულია მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით და ჯამში შეადგენს 1453.48 ლარს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

1.2. თავის მოთხოვნას განმცხადებელი მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“ და შპს „ა------–---–------------- ა---------------–------------–-- ერთობლივად ახორციელებენ ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის N2--- განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

 

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ა---––------------- 220 კვ ო-------- ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს ს----------------–--- ს----------–--–ი ახალი ჰესების („შუ-----------------------------------ს) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

 

220 კვ საჰაერო ო-------- ელექტროგადამცემი ხაზის „----––------------ს“ პირველი სეგმენტის მეორე სექციის (კმ 30.8 - კმ 57.91) მონაკვეთებზე პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას წარმოიშვა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ა-------- რაიონის სოფ. ლ--–-----ში, ლ--–-----ი–ა----- ხ------–-, მდებარე ვ----------------ის (პ/ნ 6---------2), ზ---------------ის (პ/ნ 0--------08), მ--–-------------ის (პ/ნ 0----------), თ--------------ის (პ/ნ 0----------) და მ--------------ის (პ/ნ 0--------6-) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-.1-.------) ნაწილის · 358 კვ. მ-ის ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“–ს მიერ გამოსყიდვის აუცილებლობა, მიწის ნაკვეთის ნაწილზე ანძის პოლიგონის განთავსების მიზნით.

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თანამესაკუთრეებთან, მათ ასევე წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლები მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით (RAP) (განსახლების გეგმა - „1 სეგმენტი II სექცია“) განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, საკომპენსაციო თანხა 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 895 ლარს, ხოლო მიწაზე არსებული ნარგავების (ერთწლიანი კულტურები) ღირებულება - 558.48 ლარს, რაც ჯამში შეადგენს 1453.48 ლარს. ამავე შეტყობინებით თანამესაკუთრეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ მათი უარის შემთხვევაში, ს.ს. „ს----------–---------–-–--------–---------------ა“ იმოქმედებდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და პროექტის ფარგლებში მოქცეულ მათ საკუთრებაზე/საკუთრების ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ თანამესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა ს.ს. „ს----------–---------–-–--------–---------------ამ“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის N1-1/1-9 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიაში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მახდინა ადმინისტრაციული წარმოების ინიცირება 220კვ საჰაერო ო-------- ელექტროგადამცემი ხაზი „----––------------“-ს პირველი სეგმენტის მეორე სექციის (კმ 30.8-კმ 57.91) მონაკვეთზე საპროექტო მარშრუტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ვ. ქ-------ის, ზ. ქ-------ის, მ.ქ-------ის, თ. ქ-------ის და მ. ქ-------ის თანასაკუთრებაში არსებული 2060 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-.1-.------) ნაწილზე 358 კვ.მ-ზე, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხილულ იქნა აუცილებელი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვის მართლზომიერების საკითხი. კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ 2018 წლის 25 აპრილს გამოიცა N 1-1/--- ბრძანება, ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“-სთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს.

 

ამდენად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“-სა და „ა-------–---–--------------ს მიერ ა---------------–------------–- ერთობლივად განხორციელებული ენერგეტიკის განვითარების პროექტების ფარგლებში, ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 08.12.2017წ. N2--- განკარგულებით მოწონებულ და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 28.12.2017წ. N1-1/--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემადგენელ ნაწილს“.

ხსენებული პროექტის მნიშვნელობა და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საფუძველი დადგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის N1-1/--- ბრძანებით. ამასთან „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგაც ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, სსე-მ განცხადება გამოაქვეყნა გაზეთ ს----------–-------------–---ში.

 

2. სასამართლოს გადაწყვეტილება მოექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (სპეციალური ნორმის ,,აუცილებები საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად).

 

2.დაინტერესებულ პირთა პოზიცია

 

2.1. დაინტერესებულმა პირებმა განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოადგინეს შესაგებელი, რომლის თანახმადაც არ დაეთანხმნენ განცხადებას და აღნიშნეს, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ საკომპენსაციო თანხა იქნებოდა 1- 000ლარი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“ და შპს „ა------–---–------------- ა---------------–------------–-- ერთობლივად ახორციელებენ ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის N2--- განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ა---––------------- 220 კვ ო-------- ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს ს----------------–--- ს----------–--–ი ახალი ჰესების („შუ-----------------------------------ს) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (იხ.ს.ფ.3).

-ს.ს. „ს----------–---------–-–--------–---------------ა“ 26.03.2018წ N1671/09 წერილი(იხ.სფ.16-17),- მოლაპარაკების ოქმი(იხ.სფ.25-26),3.2. 220 კვ საჰაერო ო-------- ელექტროგადამცემი ხაზის „----––------------ს“ პირველი სეგმენტის მეორე სექციის (კმ 30.8 - კმ 57.91) მონაკვეთებზე პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული, ვ----------------ის, ზ---------------ის, მ--–-------------ის, თ--------------ის და მ--------------ის თანასაკუთრებაში კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც გადაწყდა, ქონების მესაკუთრეებთან შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

 

ს.ს. „ს----------–---------–-–--------–---------------ამ“, უძრავი ქონების მესაკუთრეებს (საქმეში დაინტერესებულ პირებს) წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება. ამავე წერილებით, მესაკუთრეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ უარის შემთხვევაში ს.ს. „ს----------–---------–-–--------–---------------ა“ იმოქმედებდა კანონის თანახმად და საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ს.ს. „ს განცხადება (იხ.ს.ფ.3).

-ს----------–---------–-–--------–---------------ა“ 26.03.2018წ N1671/09 წერილი და ჩაბარების დასტურები (იხ.ს.ფ.16-23).

 

3.1.3. ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკების ოქმით დადგენილია, რომ ვ----------------ემ, ზ---------------ემ, მ--–-------------ემ, თ--------------ემ და მ--------------ემ მოითხოვეს საკომპენსაციოდ 1- 000 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მოლაპარაკების ოქმი (იხ.ს.ფ.25-27).

 

3.1.4. საქმის მასალებში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ 220კვ საჰაერო ო-------- ელექტროგადამცემი ხაზი „----––------------“-ს პირველი სეგმენტის მეორე სექციის (კმ 30.8-კმ 57.91) მონაკვეთზე საპროექტო მარშრუტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული 2060 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-.1-.------) ნაწილზე 358 კვ.მ-ზე, წარმოადგენს ვ----------------ის, ზ---------------ის, მ--–-------------ის, თ--------------ის და მ--------------ის თანასაკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.28-29).

 

3.1.6. ს.ს. „ს----------–---------–-–--------–---------------ამ“ მოახდინა ადმინისტრაციული წარმოების ინიცირება 220კვ საჰაერო ო-------- ელექტროგადამცემი ხაზი „----––------------“-ს პირველი სეგმენტის მეორე სექციის (კმ 30.8-კმ 57.91) მონაკვეთზე საპროექტო მარშრუტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ვ. ქ-------ის, ზ. ქ-------ის, მ.ქ-------ის, თ. ქ-------ის და მ. ქ-------ის თანასაკუთრებაში არსებული 2060 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-.1-.------) ნაწილზე 358 კვ.მ-ზე, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად. კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ 2018 წლის 25 აპრილს გამოიცა N 1-1/--- ბრძანება, ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“-სთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს.

დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით დეპარტამენტის მიერ მინისტრის ბრძანება ექსპროპრიაციის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა გაზეთში „ს----------–-------------–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება (იხ.ს.ფ.30-32).

– გაზეთი ს----------–-------------–---, (იხ.ს.ფ.35).

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი; საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ს----------–--–ი „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

 

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

 

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~.

 

საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

დადგენილია და უდავო, რომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“ და შპს „ა------–---–------------- ა---------------–------------–-- ერთობლივად ახორციელებენ ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის N2--- განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ა---––------------- 220 კვ ო-------- ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს ს----------------–--- ს----------–--–ი ახალი ჰესების („შუ-----------------------------------ს) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ა-------- რაიონის სოფ. ლ--–-----–-- ლ--–-----ი–ა----- ხ------–-, მდებარე ვ----------------ის, ზ---------------ის, მ--–-------------ის, თ--------------ის და მ--------------ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-.1-.------) ნაწილის · 358 კვ. მ-ის უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა, რადგანაც ქონების მესაკუთრეებმა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნიეს.

 

სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ ფარგლებში ს----------–--–ი ახალი ჰესების („შუ-----------------------------------ს) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილების ან/და ექსპორტის საჭიროა რეგიონში ახალი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, ს/ს „ს----------–---------–-–--------–---------------ას“ უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება - შემდეგი მესაკუთრის უძრავ ქონებაზე: ა------ი, ლ--–-----ი, ლ--–-----ი-ა----- ხ----------კ. 6-.1-.------ მდებარე მოქალაქეების მ--------------ის, თ--------------ის, ზ------- ქ-------ის, მ--–----ი ქ-------ის და ვ----------------ის თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მთლიან 2060.00კვმ. ფართობის ნაწილზე 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს.კ. 6-.1-.------. მასზე არსებული შენობა/ნაგებობაზე და ნარგავებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრეები ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიჩნევს, რომ .საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა . ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირი, ქონების მესაკუთრე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სა---------–---------–-–--------–--------------------–---------------------–--- უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2. 220 კვ. ო-------ა ს--- „----––------------ პირველი სეგმენტის მეორე სექციის (კმ.30.8-კმ-57.91) მონაკვეთზე საპროექტო მარშრუტის ზემოქმედების ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, .საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემას მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ა------ი, ლ--–-----ი, ლ--–-----ი-ა----ა ხ----------კ. 6-.1-.------ მდებარე მოქალაქეების მ--------------ის, თ--------------ის, ზ------- ქ-------ის, მ--–----ი ქ-------ის და ვ----------------ის თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მთლიან 2060.00კვმ. ფართობის ნაწილზე 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს.კ. 6-.1-.------.

 

3. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. მ--------------ე, თ--------------ე, ზ------- ქ-------ე, მ--–----ი ქ-------ე და ვ----------------ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

5.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის №62) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის №62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია