გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
080210018002366151
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

08021-018002366151

#2/1-09-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.05.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს ბ---------ი;

წარმომადგენელი - თ------------–---–ი;

მოპასუხე - ე-–------------–-–---–ი;

წარმომადგენელი- ი-----–-------–-–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-–------------–-–---–ს - სს ბ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 8457,36 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 7711,32 ლარს, პროცენტი - 438,53 ლარს, პირგასამტეხლო 307,51 ლარს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სს ბ---------ის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე ე-–------------–-–---–ს დაეკისროს ძირი თანხის 7711,36 ლარის და პროცენტის 5,98 ლარის გადახდა.

 

1.2. ე-–------------–-–---–ს- სს ბ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 22 მარტიდან ყოველვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სასახით დავალიანების ძირითად თანხაზე 7711,32 ლარის 0.05%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე, მაგარამ არაუმეტეს ერთი წლისა.

 

1.3. დავალიანების ამოღება მოხდეს ე-–------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ქ. ქუთაისში, ლ--------------------------ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ 0--0-.2-.2--. იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხარჯზე, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მოხდეს ე-–------------–-–---–ის საკუთრებაში რიცხული სხვა უძრავ მოძრავ ქონებაზე.

 

1.4 სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.5. მოპასუხე ე-–------------–-–---–ს დაეკისროს სს ბ---------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 295,94 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს ბ---------ს და ე-–------------–-–---–ს შორის 2014 წლის 07 ნოემბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება #S--------------, ხოლო 2016 წლის 06 დეკემბერს გაფორმდა გენერალურ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 06 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა სესხი 11 000 ლარის ოდენობთ, წლიური საპროცენტო სარგებლის 18.5%-ის დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 აპრილამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების 0.5% ყოველვადაგადაცილებული დღისათვის. მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 486,7 ლარის გადახდით. 2017 წლის 20 ნოემბრიდან სესხი იმყოფება ვადაგადაცილებაში.

 

2014 წლის 07 ნოემბრის გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ბ---------სა და ე-–------------–-–---–ს შორის 2014 წლის 1- ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა ე-–------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ს/კ: 0--0-..2-.2--. (იხ. სარჩელი, 07.05.2018წ სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე-–------------–-–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სს ბ---------ის სარჩელი, კერძოდ 7000 ლარის დაკისრების ნაწილში. არ დაეთანხმა მოთხოვნილ პროცენტს და ჯარიმას, ასევე სარჩელი არ ცნო მოთხოვნის სხვა ნაწილში (იხ. შესაგებელი), ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი სრულად ცნო და განმარტა, რომ ჭირდება დრო ვალდებულების შესასრულებლად, ახალი გრაფიკის შემთხვევაში სესხს დაფარვას გრაფიკის შესაბამისად. (იხ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ბ---------ს და ე-–------------–-–---–ს შორის 2014 წლის 07 ნოემბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება #S--------------, ხოლო 2016 წლის 06 დეკემბერს გაფორმდა გენერალურ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 06 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა სესხი 11 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18.5%-ს, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 აპრილამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების 0.5% ყოველვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2014 წლის 07 ნოემბერის გენერალური ხელშეკრულება #S--------------;

-2016 წლის 06 დეკემბერის გენერალურ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ ხელშეკრულება;

-06.12.2016 წ საკრედიტო ხელშეკრულება;

 

3.1.2. 2014 წლის 07 ნოემბრის გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 1- ნოემბერს სს ბ---------ს და ე-–------------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ე-–------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ლ------------------------- ნაკვეთი #2. ს/კ 0--0-.2-.2--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2014 წლის 1- ნოემბერის იპოთეკის ხელშეკრულება #1-.1--------;

 

3.1.3. 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით ე-–------------–-–---–ის დავალიანება შეადგენს 8457,36 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 7711,32 ლარს, პროცენტი - 438,53 ლარს, ჯარიმა 307,51 ლარს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე ე-–------------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხის 7711,36 ლარის და პროცენტის 5,98 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-22.0--2018 წლის ცნობა.

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-07.11.2014წ გენერალური ხელშეკრულება.

-06.12.2016წ ხელშეკრულება ცვლილებებისა და დამატების შესახებ;

-06.12.2016 წ საკრედიტო ხელშეკრულება;

 

3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ 2018 წლის 19 აპრილს სესხის დასაფარად გადახდილი იქნა 800 ლარი, რითაც დაიფარა პირგასამტეხლო 307,51 და პროცენტი 432,55 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ე-–------------–-–---–ს დაეკისროს ძირი თანხის 7711,32 ლარის და პროცენტის 5,98 ლარის გადახდა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სარჩელი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ბ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 286-ე, 301-ე, 873-ე, 417-ე, 418-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2014 წლის 07 ნოემბრს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება, 2016 წლის 06 დეკემბრის ხელშეკრულება ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ და 2016 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 07 ნოემბერს სს ბ---------ს და ე-–------------–-–---–ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 06 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე-–------------–-–---–ზე გაცემული იქნა სესხი 11-00 ლარის ოდენობით წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18.5%, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 0.5%, კრედიტის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 აპრილამდე.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ 2018 წლის 19 აპრილს სესხის დასაფარად გადახდილი იქნა 800 ლარი, რითაც დაიფარა პირგასამტეხლო 307,51 და პროცენტი 432,55 ლარი. ხოლო დარჩენილი 59,94 ლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირ თანხას და სესხის ძირი თანხა უნდა განისაზღვროს 7651,38 ლარის ოდენობით.

 

6.5. წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #1-.1--------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ე-–------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ლ-------------------------, ს/კ 0--0-.2-.2--; იპოთეკის ხელშეკრულების 6.2. პუნქტით მხარეები შეთანხდნენ, რომ იმ შეთხვევაში თუ 6.1. პუნქტის შესაბამისად რეალიზებული უძრავი ნივთის ღირებულება ვერ უზრუნველყოფს 1.1. პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბანკის მოთხოვნის სრულად დაფარვას, იპოთეკის დარჩენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება კლიენტის სხვა ქონების ხარჯზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1. მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301.1. მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

მოპასუხემ დათქმულ ვადაში თანხა არ გადაიხადა, რაც კრედიტორს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხემ დაადასტურა დავალიანების არსებობის ფაქტობრივი გარემოება და სარჩელი ცნო. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შესასრულებელი ვალდებულების ფარგლებში სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საკრედიტო ხელშეკრულების 1-.2 პუნქტით, იპოთეკის ხელშეკრულების 7.5. პუნქტით და გენერალურ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ 2016 წლის 06 დეკემბრის ხელშეკრულების 12.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ე-–------------–-–---–მა მოსამზედებელ ეტაპზე სარჩელი ცნო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ბ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ე-–------------–-–---–ს- სს ბ---------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 7657,36 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7651,38 ლარი და პროცენტი - 5,98 ლარი.

 

3. ე-–------------–-–---–ს- სს ბ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 22 მარტიდან ყოველვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა -სესხის ძირი თანხის 7651,38 ლარის 0.05%, რაც შეადგენს 3,8 ლარს, გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

 

4. ე-–------------–-–---–ზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს ე-–------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის:ქ. ქუთაისი, ლ------------------------- ს/კ 0--0-.2-.2--) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი თანხის გადახდევინება მიექცეს ე-–------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავქონებაზე.

 

5. სს ბ---------ს (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 22 მარტს სს 'ბ---------ში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 295,94 ლარი (საგადასახადო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20118 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №2/1-09-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე