განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/209-18
(№021190218001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - ლაშა მერაბიშვილი, გაგა გელაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ი-–-------------ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, ა-------------- რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ა-----------------–-------------–---------------------------
ადვოკატი: ჯონი ქობალია,თარჯიმანი: ორხან რამაზანოვი,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვა), სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანა),სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ი-–-------------მა, ა-------------- რესპუბლიკაში დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 0,386 გრამი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” (მარილი), 0,5811 გრამი დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი” (მარილი) და 6,2437 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა 2018 წლის 19 თებერვალს.
ი-–-------------მა ა-------------- რესპუბლიკაში დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 0,386 გრამი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” (მარილი), 0,5811 გრამი დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი” (მარილი) და 6,2437 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომლებიც, სწორ ნაწლავში დამალვის გზით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში 2018 წლის 19 თებერვალს, საღამოს დაახლოებით 21:20 საათზე, მ--------–----------ში მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდიდან” შემოსვლისას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დასკვნა, ი-–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ე-–----------------ის, ხ-----------–-–---–ის, მ--–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ი-–-------------ის მუცლის ღრუს კტ გამოკვლევის დამადასტურებელ დოკუმენტს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, ი-–-------------ისგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმს, ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პ-------–--–---–--ის და ნ-----–------ის დაკითხვისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
2018 წლის 19 თებერვალს, ი-–-------------ს, მ--------–----------ის სოფელ მუღანლოში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ”წითელი ხიდი” ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. პირადი ჩხრეკის დროს, ი-–-------------მა განაცხადა, რომ იგი უკანა ტანში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს და საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას. ი-–-------------მა ნებაყოფლობით გამოთქვა თანხმობა, რომ ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევა სხეულში უცხო სხეულის დადგენის მიზნით.
ი-–-------------ის პირადი ჩხრეკის საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია და მოწმის ჩვენება, რომ მას 2018 წლის 19 თებერვალს, ”წითელი ხიდის” გავლით უნდა გადმოეკვეთა სახელმწიფო საზღვარი და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის თანახმად, ი-–-------------ი საქართველოში შემოვიდა ა-------------------–-----–------ის გავლით 2018 წლის 19 თებერვალს 20:20 საათზე.მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილია, რომ ი-–-------------ი პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ იქნა ”წითელი ხიდის ” სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლი გავლის შემდეგ. შემოწმება მან გაიარა მარტომ, თანმხლები პირების გარეშე.
2018 წლის 19 თებერვლის 23:58 საათიდან 2018 წლის 20 თებერვლის 00:31 საათის შუალედში, ი-–-------------ისაგან დეფეკაციის შედეგად ამოღებულ იქნა ორი ცალი რეზინის შეფუთვაში დაფასოებული ნივთიერება.
საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 20 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეების პ-------–--–---–--ის და ნ-----–------ის ჩვენების თანახმად, დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი მოყავისფრო ფერის მრგვალი ფორმის (ერთ ზედაპირზე შუაში ნაჭდევით და ლოგო „FM 40“ ამონატვიფრებით) რვა ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 3,566 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მეთადონს (მარილი) – 0,31 გრამის ოდენობით. მოყავისფრო ფერის მრგვალი ფორმის (ერთ ზედაპირზე შუაში ნაჭდევით და ლოგო „M 40“ ამონატვიფრებით) ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 0,4906 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მეთადონს (მარილი) – 0,076 გრამის ოდენობით. მოყავისფრო ფერის ტაბლეტებში ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,386 გრამს. წითელი ძაფით თავმოკრულ უფერო გამჭირვალე პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული, თეთრი კრისტალური ნივთიერება, წონით 0,9828 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) – 0,5811 გრამის ოდენობით. მოყვითალო ფერის რეზინის თავმოკრულ ნაჭრებში შეფუთული უფერო პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით (მშრალ მდგომარეობაში) – 11,25 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - "ჰეროინს" 6,2437 გრამის ოდენობით. მოწმე ნ-----–------ემ დამატებით განმარტა, რომ ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის და ლუქის მთლიანობა დარღვეულია არ ყოფილა.
2018 წლის 5 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით: რეზინოვან და პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-–-------------ს.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ??????????? ??????????, ???? ????????, ??????????? ?? ????? ???????????? ??????????? ??????? ?????????, ????????, ??????, ???????, ?????????, ?????????? ?? ???????? .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია: ”ჰეროინი”, „მეთადონი“ და მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები,მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა).
ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების - ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა გულისხმობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანას ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანას;
საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შემოტანილი ან გატანილი შეიძლება იქნეს კანონიერადაც და უკანონოდაც, შემოტანა კანონიერი იქნება მაშინ, როდესაც იგი ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ შემოტანა უნდა განახორციელოს იურიდიულმა პირმა ან სახელმწიფო დაწესებულებამ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, სახელმწიფო კვოტის ან ლიმიტის ფარგლებში, საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” შესაბამისად, აგრეთვე ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა ან გატანა, ე.ი. ამ ნივთიერების გატანა ან შემოტანა კანონის ზემოთხსენებულ მოთხოვნათა დარღვევით. ქმედების სსკ-ის 262-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ნარკოტიკული საშუალების სპეციალური ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანის დადგენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, როგორც წესი ხდება საბაჟო საზღვარზე მისი გადმოტანით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირი მოახერხებს ან ნივთიერების შემოტანას საქართველოში, ი.ე. გადმოლახავს საზღვარს. ამდენად, როდესაც ადგილი აქვს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას საქართველოში სხვა ქვეყნიდან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, პირის დაკავებისას დანაშაული უკვე დამთავრებულია.
სსკ-ს 262-ე მუხლი პასუხისმგებლობას იმავდროულად არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკნონო შემოტანა და მისი უკანონო შენახვა დამოუკიდებელ დანაშაულს წარმოდგენს.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით „ჰეროინი“ და „მეთადონი“ (ფუძე და მარილები) 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 1 გრამიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობად, „მეტამფეტამი“ 1 გრამიდან ითვლება დიდ ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებულიოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
მოცემულ საქმეზე ამოღებული ”ჰეროინის” საერთო წონა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 6,2437 გრამს, ,,მეთადონი” (მარილი) 0,386 გრამს, ხოლო ,,მეტამფეტამინი” (მარილი) 0,5811გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-–-------------მა უკანონოდ შეინახა 0,386 გრამი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” (მარილი), 0,5811 გრამი დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი” (მარილი) და 6,2437 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა სწორ ნაწლავში და აღნიშნული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საქართველოში შემოტანა უკანონოდ.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილის ,,ა’’, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის ,,ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ი-–-------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლი არ მოიცავს რაიმე სახის დათქმას ნარკოტიკული საშუალების სახესა და ოდენობის თაობაზე და იმისდა მიხედვით თუ რა სახის ნივთიერების შეძენა-შენახვა აქვს ბრალდებულს ჩადენილი, სასჯელის დანიშვნის საკითხს წყვეტს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს ასევე ბრალად ედება ისეთი ნარკოტიკული საშუალების შენახვა და შემოტანა, როგორიცაა ჰეროინი, მისი შეძენა საჭიროებს გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს, ჰეროინის დაბალი ოდენობა საკმარისია ფართო წრის მოხმარებისთვის, თუმცა საერთო ჯამში მისი ოდენობა მნიშვნელოვნად არ სცილდება კანონით დადგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მხარეს არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ ი-–-------------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილის ,,ა’’, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის ,,ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ისედაც მკაცრი სასჯელების გათვალისწინებით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლისათვის დაწესებულის სასჯელის ფარგლებში, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ი-–-------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ი-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და სისხლის ნიმუში, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილის ,,ა’’, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის ,,ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილის ,,ა’’ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-–-------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
2. ი-–-------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;
3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ი-–-------------ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.
4. ი-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული 8 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 3,566 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს 0,31 გრამის ოდენობით, 2 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 0,4906 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს 0,076 გრამის ოდენობით, წითელი ძაფით თავმოკრული უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული თეთრი კრისტალური ნივთიერება, წონით 0,9828 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება "მეტმფეტამინს" 0,5811 გრამის ოდენობით, მოყვითალო ფერის რეზინის თავმოკრულ ნაჭრებში შეფუთული უფერო პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება წონით 11,25 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 6,2437 გრამის ოდენობით, ბრალდებულ ი-–-------------ის სისხლის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე