გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-245-18
(130210--8002330924)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. ხ-–--რი
შესავალი ნაწილი
ხ-–--რის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე - შპს ''პ-------------------------თი'' (შეგებებული სარჩელის მიხედვით მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ----------–--ლი
მოპასუხე - ბ-------–------–--ლი (შეგებებული სარჩელის მიხედვით მოსარჩელე)
წარმომადგენლები - ს--–--------------ნი, ვ--–----------–----ანი და ი-------------–-ძე
დავის საგანი სარჩელის მიხედვით: უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება.
დავის საგანი შეგებებული სარჩელის მიხედვით: მოსარგებლის სტატუსის მქონე პირის მიერ, პირვანდელი მოთხოვნის ჩათვლა, საცხოვრებელით დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა ძირითად სარჩელზე (დაზუსტებული):
1.1. მოპასუხე ბ-------–------–--ლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ხ-–--რი, ტაბიძის ქუჩა N11, სადარბაზო I, სართული I, ბინა I, ფართი - 66.70 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--0--0--.0--0-- და უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ხ-–--რი, კოსტავას ქუჩა N4, III სართული, ფართი - 59.23 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--5-.3---0--5--- მოპასუხე გამოსახლდეს ამ უძრავი ქონებებიდან და საცხოვრებელი სახლები გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს შპს „პ-------------------------თის“.
მოსარჩელის განმარტებით ხ-–--რში, კოსტავას ქუჩა N4-ში ბ-------–------–--ლის ყოფილი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი დაზუსტებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოს მიერ, რომელსაც ეყრდნობა დაზუსტებული სარჩელი.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.
1.2. მოთხოვნა შეგებებული სარჩელის მიხედვით:
მოსარგებლის სტატუსიდან გამომდინარე, პირვანდელი მოთხოვნის ჩათვლა ფულის გადახდის სანაცვლოდ ან შესატყვისი საცხოვრებლით დაკმაყოფილება სხვა დასხლებულ პუნქტში.
შეგებებული სასრჩელით მოსარჩელე ბ-------–------–--ლი განმარტავს, რომ იგი ძველი მესაკუთრეა, მართალია საცხოვრებელ სადგომებს ჰყავს ახალი მესაკუთრე შპს "პ-------------------------თის" სახით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძველ მესაკუთრეს გაუქმებული აქვს ბინით მოსარგებლის სტატუსი. ამის თაობაზე სამოქალაქო დავები არ წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით და მსგავსი შემთხვევების სამართლებრივი რეჟიმო განსაზღვრულია "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების" შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არის სპეციალური კანონი და აწესრიგებს უშუალოდ ასეთ დავებს, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობის უფლების სტატუსთან.
დასახელებული კანონის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლე პირი დააკმაყოფილებს მესაკუთრის მოთხოვნას საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლების თაობაზე, თუ მესაკუთრე მოსარგებლეს გადასცემს იმავე ფართობის საცხოვრებელ სადგომს სხვა დასახლებულ პუნქტში ან კიდევ მესაკუთრე გადაუხდის მოსარგებლეს ამ სადგომის ღირებულების 75% -ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია მოსარგებლის სტატუსიდან გამომდინარე პირვანდელი მოთხოვნის ჩათვლა ფულის გადახდის სანაცვლოდ ან შესატყვისი საცხოვრებით დაკმაყოფილება სხვა დასახლებულ პუნქტში.
უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
სასარჩელო მოთხოვნა ძირითად სარჩელზე ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სარჩელის მიხედვით, შპს "პ-------------------------თის" საკუთრებაში ირიცხება ორი უძრავი ქონება, რომელიც შეძენილი იქნა აუქციონზე. ქონება მდებარეობს:
1) ქალაქ ხ-–--რში, ტაბიძის ქუჩა N11, სადარბაზო I, სართული I, ბინა I, ფართი - 66.70 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--0--0--.0--0--;
2) ქალაქ ხ-–--რში, კოსტავას ქუჩა N4, III სართული, ფართი - 59.23 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--5-.3---0--500.
საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრში და შესაბამისად, შპს "პ-------------------------თი" წარმოადგენს ორივე ქონების კანონიერ მესაკუთრეს. მოპასუხე არის საცხოვრებელი სახლის ყოფილი მესაკუთრე, არაკეთილსინდისიერი მფლობელი. მოპასუხეს მოსარჩელემ მიმართა რამოდენიმეჯერ თხოვნით, გაეთავისუფლებინა ფართი უკანონო მფლობელობიდან, მაგრამ უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე:
მოპასუხე ბ-------–------–--ლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის აპელირება იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ მოპასუხე "ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელის" მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მომავალი სასამართლო პროცესის მთავარ დავის საგანს წარმოადგენს. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი არ გამომდინარეობს სამართლებრივი ნორმებიდან, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვს, რომ ნივთი გამოთხოვილ იქნეს "უკანონო მფლობელობიდან", მას არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება ან ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომებს, ფლობისა და სარგებლობის უფლება მას მოპოვებული აქვს ჯერ კიდევ კანონიერი მესაკუთრეობის დროს, რომელზეც არ გაუქმებულა მოსარგებლის სტატუსი.
მოპასუხემ ამასთან აღნიშნა, რომ აღმასრულებლის მიერ მოხდა ხ-–--რში, კოსტავას ქუჩა 4-ში ბ-------–------–--ლის კუთვნილი უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი - 6--0-- 03 004.0--504.-ის მოსარჩელეზე რეალიზაცია, ხოლო მოსარჩელე არის იგივე მისამართზე უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 6--0--5-.3---0--500-ის მესაკუთრე, რის გამოც გაურკვეველია ვისი ქონება გაიყიდა.
2.1. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
მოპასუხე არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და უთითებს, რომ "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების" შესახებ საქართველოს კანონი არავითარ კავშირში არ არის მოცემულ დავასთან. აღნიშნული კანონის 1 მუხლში პირდაპირაა აღნიშნული, რომ ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1995 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებს.
მოსარჩელე ბ-------–------–--ლი გამოთქვამს პრეტენზიას, რომ იგი არის სადაო ქონების კეთილსინდისიერი მფლობელი, თუმცა არ უთითებს, რომელი ქონების. არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას გააჩნია უძრავი ქონებების კანონიერად ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება, თუმცა, იგი შეზღუდულია მოპასუხის მიერ ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლების გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ხ-–--რში, ტაბიძის ქუჩა N11, სადარბაზო I, სართული I, ბინა I, ფართი - 66.70 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--0--0--.0--0-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს "პ-------------------------თის" სახელზე, ხოლო მოპასუხე ბ-------–------–--ლის მფლობელობაშია;
მტკიცებულება:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.2. უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ხ-–--რში, კოსტავას ქუჩა N4, III სართული, ფართი - 59.23 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--5-.3---0--5--- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს "პ-------------------------თის" სახელზე, ხოლო მოპასუხე ბ-------–------–--ლის მფლობელობაშია;
მტკიცებულება:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ შპს „პ-------------------------თის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე ბ-------–------–--ლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს შპს „პ-------------------------თის“ კუთვნილი ქონებები, რომლებიც მდებარეობენ: ქალაქი ხ-–--რი, ტაბიძის ქუჩა N11, სადარბაზო I, სართული I, ბინა I, ფართი - 66.70 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--0--0--.0--0-- და ქალაქი ხ-–--რი, კოსტავას ქუჩა N4, III სართული, ფართი - 59.23 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--5-.3---0--500. მოპასუხე გამოსახლებულ იქნეს აღნიშნული ბინებიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მის მესაკუთრეს შპს „პ-------------------------თის“.
შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და გ) მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. მფლობელობის მართლზომიერების ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (ნივთის მფლობელს) ეკისრება.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე, ქალაქ ხ-–--რში, ტაბიძის ქუჩა N11, სადარბაზო I, სართული I, ბინა I, საკადასტრო კოდი №6--0--0--0--.0--0-- და უძრავი ქონება მდებარე, ქალაქ ხ-–--რში, კოსტავას ქუჩა N4, III სართული, საკადასტრო კოდი №6--0--5-.3---0--5--- საკუთრების უფლებით ეკუთვნის შპს „პ-------------------------თის“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინების მესაკუთრეს.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის N193236 წერილით დადასტურებულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით 6--0--03.004.0--504 საკადასტრო კოდით რეგისრირებული უძრავი ნივთი არსებული მდგომარეობით წარმოადგენს უძრავ ნივთს, რომლის საკადასტრო კოდია №6--0--5-.3---0--5--- ამდენად მოსარჩელე რომ აღნიშნული ბინის მესაკუთრეა დადასტურებულია და რაიმე ეჭვს არ იწვევს.
სასამართლომ, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს გააჩნია კუთვნილი უძრავი ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეს ეკისრებოდა, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ არის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი და მის მიერ ქონების ფლობას აქვს სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხთა უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის შპს „პ-------------------------თის“ კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სასამართლო ამასთან თვლის რომ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს,შეგებეგული სარჩელის ავტორის განმარტება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა არ წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, და იგი წესრიგდება "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების" შესახებ საქართველოს კანონით არასწორია რადგან აღნიშნული კანონის 1 მუხლში აღნიშნულია, რომ ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1995 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებს.
დადგენილია, რომ ბ-------–------–--ლმა მემკვიდრეობით მიიღო სადაო ბინები და მოცემული დავა არავითარ კავშირში არ არის აღნიშნულ კანონთან და დავა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ”იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილი არ არის, მოპასუხე კი განთავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8 მუხლებით, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-248-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. შპს „პ-------------------------თის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. უძრავი ნივთი მდებარე ქალაქ ხ-–--რში, ტაბიძის ქუჩა N11, სადარბაზო I, სართული I, ბინა I, ფართი - 66.70 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--0--0--.0--0-- და უძრავი ქონება მდებარე ქალაქ ხ-–--რში, კოსტავას ქუჩა N4, III სართული, ფართი - 59.23 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №6--0--5-.3---0--5--- გამოთხოვილ იქნეს ბ-------–------–--ლის უკანონო მფლობელობიდან და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს კანონიერ მესაკუთრეს შპს "პ-------------------------თის".
2. ბ-------–------–--ლის შეგებებული სარჩელი შპს "პ-------------------------თის" მიმართ პირვანდელი მოთხოვნის ჩათვლის ფულის გადახდის სანაცვლოდ ან შესატყვისი საცხოვრებელით დაკმაყოფილების შესახებ სხვა დასახლებულ პუნქტში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში -(თბილისი გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–--რის რაიონული სასამართლოს მეშვეობით -( ხ-–--რი კოსტავას ქ. 15)
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი