განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
190100118002292598
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/87-18

(N012050118002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე: ადვოკატი როინ მოსეშვილი,ბრალდებული: რ----------------–---–ი, დაბადებული 18.10.1--- წ., პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ლაგოდეხის რაიონი, სოფ. ს-----ო, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, ვარკეთილი, მე-2 მ/რ-ნი,#8/53-ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-111,151-ე მუხლით ნასამართლევი რ----------------–---–ი უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით ორსულ მუღლეს, თ---------–-–---–ს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, თითქმის ყოველდღიურად მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა. თ---------–-–---–ს მიიჩნევდა რა საკუთრებად, არ აძლევდა უფლებას მისი ნებართვის გარეშე გასულიყო გარეთ, კონტაქტი დაემყარებინა მეგობრებთან, ესარგებლა მობილური ტელეფონით, ესწავლა უნივერსიტეტში და თავად მიეღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. რ----------------–---–ის საქციელით თ---------–-–---–ი განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნულისა, რ----------------–---–მა ხსენებული დისკრიმინაციული მოტივით, 2017 წლის 17 დეკემბერს, დღის განმავლობაში ქ. რუსთავში მე-12 მ/რ-ნის N33/14-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, იმის გამო, რომ ორსულმა თ---------–-–---–მა მას არ მისცა თავისი მობილური ტელეფონი, ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, ერთხელ გაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ----------------–---–თან და მასთან ერთად ცხოვრობდა თავისი მშობლების სახლში ქ. რუსთავში. რ----------------–---–ს, რომელიც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო გასამართლდა, მოგვიანებით შეურიგდა. სწავლის დაწყების შემდეგ, რ----------------–---–ი ხშირად აკონტროლებდა, წინააღმდეგი იყო ესწავლა უნივერსიტეტში, გამუდმებით ეჩხუბებოდა მისი ჩაცმის სტილის და სამეგობრო წრის გამო. 2017 წლის 17 დეკემბერს, მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, შეკამათებისას ორსულს დაარტყა ხელი სახეში. აღნიშნულის შემდეგ 2017 წლის 25 დეკემბერს კვლავ მივიდა მათთან სახლში და შერიგებას ითხოვდა, კარი რომ არ გაუღეს და კარის საკეტი ჩამოამტვრია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--–--------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მისი ქალიშვილი თ---------–-–---–ი და მისი სიძე რ----------------–---–ი დაქორწინებიდან ცხოვრობდენენ მის ბინაში. ცოლ-ქმარს უთანხმოება ჰქონდათ თ----ას სწავლის, ჩაცმის და მეგობრებთან სიარულის გამო. 2017 წლის 17 დეკემბერს მათ კვლავ იჩხუბეს. ჩხუბის ხმაზე გავიდა სამზარეულოში, თ----ა ტიროდა და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, მისგან გაიგო, რომ ქმარმა დაარტყა სახეში. ამის გამო რ----------------–---–ი გაუშვეს სახლიდან. 2018 წლის 5 იანვარს სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ კარის სახელური იყო ჩაშლილი. ოჯახის წევრებისაგან გაიგო, რომ რ----- სახლში არ შეუშვეს და წინააღმდეგობის გამო კარის საკეტი ჩამოამტვრია. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ-----------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მისი ქალიშვილი თ---------–-–---–ი მეუღლესთან - რ----------------–---–თან ერთად ცხოვრობდა მათ ბინაში. ისინი ხშირად კამათობდნენ რ-----ს ეჭვიანობის ნიადაგზე, რაზეც მისი შვილი თ---------–-–---–ი წუხდა და იტანჯებოდა. 2017 წლის 17 დეკემბერს თ----ა ფეხმძიმედ იყო, რა დროსაც გაიგო ჩხუბის და გარტყმის ხმა. რ----- უყვიროდა. თ----ას ლოყა ჰქონდა გაწითლებული და ტიროდა. მისგანვე გაიგო, რომ ქმარმა გაარტყა სახეში. მისმა მეუღლემ მ--–--------–-–---–მა სიძეს მოსთხოვა დაეტოვებინა სახლი. თ----ა ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ წაიყვანა. ამის შემდეგ რ----- კვლავ მიდიოდა მათთან, თუმცა არ უშვებდნენ სახლში. 2018 წლის 5 იანვარს კვლავ მივიდა, კარი რომ არ გაუღეს კარის საკეტი ჩამოამტვრია. რის შემდეგაც გამოიძახეს პოლიცია, ხოლო რ----- გაიქცა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის სესაბამისად გამოქვეყნებული იქნა მოწმე ნ--------–--ის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დადასტურებულია, რომ თ---------–-–---–ი და რ----------------–---–ი არიან მისი კარის მეზობლები. თ---------–-–---–ის ოჯახთან აქვს კარგი, მეგობრული ურთიერთობა. მისთვის ცნობილია რომ თ---------–-–---–სა და მის მეუღლეს, რ----------------–---–ს აქვთ დაძაბული ურთიერთობა ამ უკანასკნელის ეჭვიანობის გამო. ასევე ხშირად გაუგია მათი საცხოვრებელი სახლიდან ჩხუბის ხმა. 2017 წლის 17 დეკემბერს მისთვის შ-----------–-–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ რ----------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი დაარტყა სახეში. მისივე განმარტებით, თ----ას ხელის დარტყმისგან ლოყა ჰქონდა დაწითლებული. 2017 წლის 17 დეკემბრის შემდეგ რ----- მოდიოდა და აბრახუნებდა მისი მეუღლის საცხოვრებელი სახლის კარზე, რადგან კარს არ უღებდნენ. 2018 წლის 05 იანვარს, როდესაც მივიდა სამსახურიდან დაინახა, რომ გ--–-–---–ების ბინის კარის საკეტი იყო დაზიანებული და აგრეთვე კარებს ეტყობოდა ფეხის კვალი (იხ. ტ.1. ს.ფ. 42-45).

 

2.5. კლინიკა ,,რუსთავის” მიერ გაცემული 2017 წლის 17 დეკემბრის სამეანო კვლევის თანახმად პაციენტის თ---------–-–---–ის ორსულობის ვადა შეეფარდება 33 კვირას და 5 დღეს.

 

გამოძიებისას მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს ასევე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებლებმა თ----------------–--ემ, ზ----------------–---–მა და ლ--------–---მა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული თითოეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გარემოებები; გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და 2018 წლის 05 იანვრის, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის თ----------------–--ის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ტ. 1. ს.ფ. 6-10).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ორსულის მიმართ, ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს და უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მსხვერპლი არის ორსულად და მიუხედავად აღნიშნული მდგომარეობისა ძალადობს მასზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.

 

მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 17 დეკემბრის სამეანო კვლევის თანახმად პაციენტის თ---------–-–---–ის ორსულობის ვადა შეეფარდება 33 კვირას და 5 დღეს.

 

არაერთგზისობა - გულისხმობს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აპრილის #1/158-17 განაჩენით რ----------------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. ამდენად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა შეფასდეს, როგორც ჩადენილი არაერთგზის.

 

4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ----------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ რ----------------–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება, ვინაიდან თ---------–-–---–მა შეცვალა ჩვენება და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ დაატყა ხელი სახეში რ----------------–---–მა, რაც ეწინააღმდეგება ასევე ნინო გ--–-–---–ის ჩვენებას.

 

სასამართლო იზიარებს დაზარალებული თ---------–-–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, რომ ინციდენტის დროს ბრალდებულმა ერთხელ დაარტყა ხელი სახეში და განმარტავს, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ თუნდაც ერთი დარტყმა, წარმოადგენს ძალადობას, თუ დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში თ---------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული ძალადობით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ეჭვიანობით განიცდიდა ტანჯვას. ხოლო, 2017 წლის 17 დეკემბერს, სახეში ხელის გარტყმით განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე დაკითხული მოწმეების შ-----------–-–---–ის და მ--–--------–-–---–ის ჩვენებებით, ასევე 2017 წლის 17 დეკემბრის სამეანო კვლევით, რომლის სარწმუნოებაში ეჭვის საფუძველი არ არსებობს, დადასტურებულია, რომ თ---------–-–---–ი 17.12.2018 წელს იყო 33 კვირის და 5 დღის ორსული, რაც სასამართლოს უქმნის მყარ რწმენას, რომ ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება.

 

5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ რ----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქ/პუნქტი, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რ----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----------------–---–ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ რ----------------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის და ექვსი თვის ვადით, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

რ----------------–---–ი ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აპრილის განაჩენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ----------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ღონისძიებები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, უფრო მეტიც, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ, სადაც სასჯელი სწორედ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის მოიხადა. მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----------------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

რ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს რ----------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 03.04.2017 წლის №1/158-17 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 03.04.2017 წლის №1/158-17 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, რ----------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. რ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 06 იანვრიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი