გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017001974273
N2/560
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 მაისი 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს „გ--–----“,დირექტორი ს------–------ნი,წარმომადგენელი მ------ ფ--–-----ი,მოპასუხე შპს „შ----------------------–-“,წარმომადგენელი ა-–-----------–---–-ძე,დავის საგანი ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „შა---------------------–-“ შპს „გ--–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად არსებული დავალიანების 208 670 ლარის გადახდა.
1.2. შპს „შა---------------------–-“ შპს „გ--–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის 20 000 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 22 ივლისს შპს „გ--–-----“ და შპს „შა---------------------–-“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ყ---–---- ნ------------ს აკვატორიიდან 2008 წელს ჩაძირული გემი „ს----------ს“ ნარჩენების დაჭრისა და ამოღების შესახებ. ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით 2016 წლის 01 მაისამდე გაგრძელდა. დადებული ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების 1/3 ნაწილი მოსარჩელის მიერ შესრულებულია. შპს „გ--–-----“ პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 5 თებერვალს. 2016 წლის 07 მარტს მოსარჩელის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი 283 245 ლარის სამუშაოების შესრულების შესახებ, რაზედაც მათ მოპასუხისაგან პასუხი არ მიუღიათ. მოპასუხე შპს „შ----------------------–--“ მოსარჩელეს გადაუხადა 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, თუმცა გადასახდელი დარჩა 208 670 ლარი. მოპასუხის მიერ დარღვეულია ზემოთ მითითებული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც ისინი ვერ აგრძელებენ დარჩენილი ვალდებულების შესრულებას და ხელფასს ვერ უხდიან მყვინთავებს, ასევე სხვა ხარჯებიც დასაფარია, მათ შორის ბ-------- ტივტივა ამწე - კრანის, ყ---–---- პილოტიის ქირავნობის ხარჯები, ასევე „ბ-------- ზ----- პ-------ს“ მიმართ ვალდებულება, რომელიც შეადგენს 14406,74 აშშ დოლარს შედარების აქტის მიხედვით. მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა ანგარიშფაქტურა, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, მხარეები არ არიან უფლებამოსილნი სამუშაო ეტაპის დასრულების უსაფუძვლო უარი განაცხადონ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 22 ივლისს შპს „გ--–-----“ და შპს „შა---------------------–-“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, 2008 წელს ყ---–---- ნ------------ს აკვატორიაში ჩაძირული გემის „ს----------ს“ დარჩენილი ნაწილების ამოღების შესახებ. აღნიშნული კონტრაქტის შესაბამისად, შემსრულებელს უნდა განეხორციელებინა გემის დაჭრა დამკვეთთან შეთანხმებული სამუშაოს შესრულების გეგმის მიხედვით, ასევე უნდა ამოეღო და დაჭრილი ნაწილები განეთავსებინა ნაპირზე დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე, სამუშაოს დასრულებისას კი გემის ჩაძირვის ადგილი უნდა გაესუფთავებინათ გემის ნარჩენებისგან. გეგმის მიხედვით გემის წინა ნაწილების დაჭრის და ამოღების თანმიმდევრობა იყო შემდეგი: პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო გემის წინა წყალზედა ნაწილების დაჭრა და ამოღება 70-100 შ------------- შორის ზონებში შემდეგი თანმიმდევრობით 125-110, 110-100, 100-88, 88-80, 80-70, რათა გამორიცხულიყო გემის წყალქვეშა ნაწილების მოსილვა ქვიშით ზ----- ტალღებისგან, განსაკუთრებით ფსკერზე მდებარე ნაწილების, რომლების მინიმალური სიმაღლე დაჭრისას არ უნდა დარჩენილიყო 3 მ-ზე, რათა არ მომხდარიყო მათი მოსილვა გარედან, განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან, საიდანაც სისტემატურად არის ზ----- ტალღების გავლენა, რომელიც გამოიწვევდა შემდგომში დაჭრის და ამოღების სამუშაოების არა თუ გართულებას, არამედ გახდიდა შეუძლებელს მათი მთლიანად მოსილვის შემთხვევაში.
გემის ფსკერი მოქცეულია დასავლეთის მხარეს და იცავს გემის ნაწილებს მოსილვისაგან, ამიტომ გემის ნაწილების დაჭრის დ ამოღების სამუშაოებისას ზემოთ აღნიშნულ შ------------- შორის, ფსკერის ნაწილი აღნიშნულ ზონებში ან ბოლოს უნდა იქნას ამოღებული, ან მთლიანად დაჭრილ ნაწილებთან ერთად. აღნიშნული თანმიმდევრობის დარღვევა გამოიწვევს შემდგომში სამუშაოების გაგრძელების გართულებას ან შეუძლებლობას, რომელიც დაუშვებელია.
„შპს გ--–----ს“ მყვინთავებმა ზ----- ფსკერის დონეზე გადაჭრეს და ამოიტანეს 8-100 შ------------- შორის არსებული გემის ფსკერის ნაწილი, რომელიც ამ ზონაში მიწაში ჩაფლული გემის ნაწილს იცავდა შტორმების დროს ზემოდან ქვიშით დაფარვისაგან. აღნიშნულის გამო, მიწის ქვეშ დარჩენილი გემის ნაწილის დაჭრა და ამოღება შეუძლებელი გახდა.
ყ---–---- ნ------------ს აკვატორიაში ჩაძირული გემის „ს----------ს“ ნაწილები პრობლემას უქმნის გემების შემოყვანა-გაყვანას, შესაბამისად, მკაცრი მოთხოვნაა, როგორც კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებიდან, ასევე საზღვაო ადმინისტრაციიდან, აღნიშნული გემების დარჩენილი ნაწილებისაგან აკვატორიის გათავისუფლება, ვინაიდან აღნიშნულის გამო ნ------------ ითვლება საფრთხის შემცველ ობიექტად, რაც აფერხებს გემების შემოსვლის ინტენსივობას, რაც იწვევს შემოსავლის შემცირებას. შპს „გ--–-----“ არა თუ ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება, პირიქით არაკვალიფიციური მიდგომით და ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობით ზიანი მიაყენა მოპასუხეს.
შპს „გ--–---თან“ გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.2. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი სრულად აგებს პასუხს დამკვეთის წინაშე კონტრაქტით გათვალისწინებული მოსამზადებელი და ძირითადი სამუშაოების შესრულებაზე (პერსონალის უსაფრთხოების, მოწყობილობის დაზიანების, სამუშაოების კარგად ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებისათვის (დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად)). ამავე კონტრაქტის 2.3.8. მუხლის თანახმად, შემსრულებლის მიერ შეთავაზებული სამუშაოების წარმოების მეთოდებით დამკვეთისათვის მიყენებული ნებისმიერი ზარალის ანაზღაურება ეკისრება შემსრულებელს. გარდა ამისა, კომპანია „გ--–----“ წარმოდგენილი აქვს საგარანტიო წერილი, რომლის თანახმად მოპასუხეს აქვს უფლება მოსთხოვოს ყველა სახის ზიანის ანაზღაურება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 22 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით, შპს „შ----------------------–-“ (დარეგისტრირებულია ქ-------–---------- საოლქო სასამართლოში 5 ნოემბერს 1996 წელს), შემდგომში მომხსენიებული შემკვეთი, წარმომადგენელი ჯ--- ქ-------ის სახით და შპს „გ--–----“ (დარეგისტრირებულია 13.02.2012 წელს, ი/კ 4--------) შემდგომ-შემსრულებელი დირექტორი თ---------------–--ლის სახით, დადეს აღნიშნული ხელშკრულება შემდეგზე: შესასრულებელი სამუშაო ჩაძირული გემის ნარჩენების „ს----------ს“ ლიკვიდაციის შემავალი არხიდან ყ---–---- პ-------ს მიმდებარედ.
3.2.2.2014 წლის 22 ივლისის ტექნიკური დავალების შესაბამისად, ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულება N03-07/14 22.07.2014 წ. პ------ ყ---–---- აკვატორიის გასუფთავება ჩაძირული გემის „ს----------ს“ ნარჩენებისგან. 1. მიზანი: პ------ ყ---–---- შემავალ არხის უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა; 2. სამუშაოების შესრულების მოცულობა: 2.1.პ------ ყ---–---- შემავალი არხის ტერიტორიაზე აკვატორიის გათავისუფლება ჩაძირული გემის „ს----------ს“ ნარჩენებისგან 38-80 შპანგაუტებს შორის, სიგრძე - 27 მ, ჩაძირული 352 მ, მანძილზე სანაპირო ზოლიდან.; 2.2. გემის ასაწევი, წყალქვეშა-ტექნიკური და ბუქსირზიდვის სამუშაოები შემსრულებლის ძალებით და სახსრებით, 2.3. „ს----------ს“ მეტალოკონსტრუქციის გადაზიდვა ნაპირზე მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ დამკვეთის ნება-სურვილის მიხედვით; 3. ობიექტის დახასიათება: ინფორმაცია ჩაძირული მიწახაპია „ს---------ზე“. მიწახაპია „ს----------“ 2008 წლის ივლისიდან აწარმოებდა ფსკერისგამაღრმავებელ სამუშაოებს პ------ ყ---–---- შემავალ არხზე. 2008 წლის 03 ოქტომბერს, გემის თავთხელზე დარჩენის შემდგომ კოორდინატებით 42 . 16’ 34.29 B გემის ეკიპაჟის ძალებით წარმოებდა სამუშაოები გემის თავხელიდან გამოტანა, ამ პროცესში (მიწახაპია) გემი ამოყირავდა მარჯვენა ბორტით და ნაწილობრივ ჩაიძირა, შემავალი არხის მარცხენა მხარეს (ფოტო1) 400-450 მეტრში პ-------ს შიდა აკვატორიიდან, რომელიც განლაგებულია მდინარე ხობის ნაწილის შესართავში. გემი (მიწახაპია) აშენების წელი 1981, ტიპი: გამაღრმავებელი, სიგრძე: 80,17 მ, სიგანე: 14,80 მ, სიმაღლე: 5,2 მ. გემის დაახლოებული წონა (მარაგის გარეშე) 2100 ტონა.
3.2.3.ხელშეკრულების N – BST 0307/14 22.07.2014 წ. პ------ ყ---–---- აკვატორიის გაწმენდის ჩაძირული გემის „ს----------ს“ ნარჩენებისგან შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოები N – BST 03-07/14 22.07.2014 წ. ეტაპი 1- 1. ყვინთავებით გემის გამოკვლევა; 2. წყლიდან გემის ამოყვანის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება - შესრულების ვადა - კონტრაქტის ხელმოწერის შემდგომ 20 დღიდან. 3. ხელსაწყოების და ტექნიკის მიტანა ადგილზე, 4. კაპიტნის სამსახურის ნებართვის აღება გემის წყლიდან პ------ ყ---–---- ამოყვანის თაობაზე, ეტაპი 2 – 5. გემის ნაპირზე გადაზიდვა პ.2.3. - შესრულების ვადა - პირველი ეტაპის დასრულების 55 დღის შემდეგ, ეტაპი 3- 6. აკვატორიის სრულიად გაწმენდა - გათავისუფლება გემის ნარჩენებისგან - შესრულების ვადა- 15 დღის შემდეგ მეორე ეტაპის დასრულებიდან.
3.2.4. ხელშეკრულების N – BST 03-07/14 22.07.2014 დამატებითი შეთანხმების თანახმად, მხარეები თანხმდებიან კონტრაქტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 30.11.2014 წ-დან 31 დეკემბრამდე 2015 წ (ჩათვლით). ნამდვილი შეთანხმება შედის ძალაში ორმხრივი ხელმოწერის მომენტიდან დანარჩენ შეთხვევაში ძალაში რჩება კონტრაქტი N – BST 03. 07/14 22.07.2014. ნამდვილი ცვლილება არის კონტრაქტის განუყოფელი ნაწილი N – BST 03-07/14 22.07.2014.
3.2.5. 2016 წლის 07 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მხარეებს შორის 2014 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელმა დამკვეთს გაუწია მომსახურება, რომლის ღირებულებამ 2016 წლის მარტის თვეში შეადგინა 283,245 ლარი.
3.2.6. 2016 წლის 16 დეკემბრის შედარების აქტის მიხედვით, 2015 წლის 11 ოქტომბრიდან 2016 წლის 11 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, შპს „K------------”-ის მიერ შპს „გ--–----ზე“ იჯარით გადაცემული კატარღის დღიური გაქირავების დავალიანების თანხამ მთლიანობაში შეადგინა 15540,85 ლარი, საფუძველი N172, N179, N193, N208, N229, N15, N22 ინვოისები.
3.2.7.2016 წლის 23 მარტის შედარების აქტის შესაბამისად, შპს „G----------“ -ს ვალდებულება შპს „ბ-----------------------------“ წინაშე 23.03.2015 წლის მდგომარეობით შეადგენს: 14406 აშშ დოლარს 74 ცენტს.
3.2.8.2017 წლის 23 იანვრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიხედვით, 2017 წლის 10 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: S----------. წარმოების დაწყების საფუძველი: შპს „K------------”-ის განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ, აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენს 15640,85 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების საფასური შეადგენს 312,82 ლარს. ჯამი: 15953, 67 ლარი.
3.2.9.2015 წლის 16 ივლისის N08/1893 საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპ-------ს სააგენტოს დირექტორის მ-----------–--ის წერილის მიხედვით, სსიპ საზღვაო ტრანსპ-------ს სააგენტო არ არის წინააღმდეგი შესრულდეს ჩაძირული გემის „ს----------ს“ კორპუსის ნარჩენების ამოღების ოპერაცია, თუ დაცული იქნება შემდეგი პირობები: ოპერაციის ჩატარების წესი უნდა შეფასდეს სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა მოსალოდნელი რისკი და ოპერაცია უნდა შესრულდეს მხოლოდ, მაშინ, როცა ყველა რისკის თავიდან აციებისათვის საჭირო ღონისძიება გატარებულია, სამუშაოს მწარმოებელი ორგანიზაციის მიერ წინასწარ უნდა იქნას მომზადებული ოპერაციის ჩატარების დეტალური გეგმა, რომელიც შეთანხმებულ უნდა იქნას ტერმინალის ხელმძღვანელობასთან, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირი უნდა იყოს კვალიფიციური და სათანადოდ სერთიფიცირებული, ოპერაციის მწარმოებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების წესების სრული დაცვა და ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარებაზე მაქსიმალური კონტროლი, ოპერაციის წარმოების დეტალები უნდა ეცნობოს ნ------------ს კაპიტანს.
3.2.10.2016 წლის 09 თებერვლის შპს „შა---------------------–-ა“ და შპს „გ--–----“ შორის შიდა აქტის მიხედვით, შპს „გ--–-----“ (კონტრაქტორი) შეასრულა 2014 წლის 22 ივლისით დათარიღებული შ----------------------–---- გაფორმებული 03-07/14 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ვალდებულების ნაწილი, რომელიც ეხება 90-110 კარკასიდან ჩაძირული გემ "ს----------ს" ნაწილების მოჭრას, გატანასა და მიწოდებას, შპს "შ----------------------–--“ სახელით გენერალური დირექტორი კ----------–--ვი და შპს „გ--–----ს“ (კონტრაქტორი) დირექტორი თ---------------–--ლი ადასტურებენ, რომ მომსახურებები დასრულდა 2015 წლის 5 თებერვლისთვის და დასრულებული სამუშაოს ხარისხი მისაღებია შპს „შ----------------------–--თვის“. გადახდა მოხდება კლიენტის მიერ 30 000 აშშ დოლარის ოდენობით.
3.2.11.2017 წლის 20 დეკემბრის N2001363317 (საექსპერტო მომსახურების შესახებ) ხელშეკრულების შესაბამისად, დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზა, შინაასრი: გემის ნაწილების დადგენა, ნივთმტკიცებები: არ არის წარნმოდგენილი, დოკუმენტის შემომტანი: ს------–------ნი, დოკუმენტის დამრეგისტრირებელი თ---------------ძე. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 2 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი საექსპერტო კვლევას/გამოკვლევას იწყებს დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის საჭირო მასალის/ობიექტის წარმოდგენის დღიდან. დასკვნა/აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაიცემა 30 სამუშაო დღის ვადაში, ამავე ხელშეკრულების ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საექსპერტო კვლევის სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, საექსპერტო მომსახურების აუცლებელი გონივრული ვადა ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დედგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფების N148, 375, 377, 378, 380, 381, 392-398 კოდებით გათვალისწინებულ საექსპერტო მომსახურებაზე.
3.2.12.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2018 წლის 14 მარტის წერილის მიხედვით, შპს "გ--–---ს" დირექტორის მიერ დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზა, სადაც ითხოვდა გემის ნაწილების რაოდენობის განსაზღვრას, იქიდან გამომდინარე, რომ უზრუნველყოფილ ვერ იქნა საკვლევი ობიექტების წარმოდგენა, აღნიშნული დეტალების შეფასება შეუძლებელი გახდა და საქმე დამთავრდა შეუსრულებლად.
3.2.13.2017 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული N------------------- კონტრაქტის მიწოდება-მიღების აქტი N1-ის მიხედვით, ერთის მხრივ შპს „შ----------------------–--“ (საიდენტიფიკაციო კოდი:2--------), წარმოდგენილი გენერალური დირექტორის კ----------–--ვის სახით, შემდგომში „გამყიდველი“ და მეორეს მხრივ, შპს „ე-------“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------), წარმოდგენილი მისი დირექტორის გ--–------–---იას სახით, შემდგომში „მყიდველი“, გააფორმეს წინამდებარე მიწოდება-მიღების აქტი შემდეგზე: გამყიდველმა მიაწოდა, ხოლო მყიდველმა მიიღო 2017 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული N------------------- კონტრაქტით გათვალისწინებული საქონელი: 35000 კგ>+900 კგ ჩაძირული გემის - “s------” - ლითონის ჯართი მიწოდების ადგილი - შპს „შ----------------------–-“. N-------------------.
3.2.14. 2016 წლის 01 დეკემბერს შპს ა----------------–-------ს მიერ გაცემული ექსპერტიზის N02/41 აქტის მიხედვით, ობიექტის დასახელებაა გემი - „ს----------“, დროშა - უ-------- მიწერის პ------- - ო-----, აშენების წელი 1981, ტიპი- ფსკერის საღრმავებელი, უდიდესი სიგრძე - 80,17 მ, სიგანე- 14,80 მ, ბორტის სიმაღლე- 5,2 მ. გემი „ს----------“ შპს „შ----------------------–--“ დაკვეთით ასრულებდა ყ---–---- ნ------------ს მისასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოებს. 2014 წლის 22 ივლისს შპს „გ--–---თან“ (ს/კ 4--------)გაფორმდა N – BST 03-07/14 ხელშეკრულება. კონტრაქტის გათვალისწინებით შპს „გ--–----ს“ უნდა უზრუნველყო: ა) ჩაძირული გემის „ს----------ს“ დარჩენილი ნაწილების ჭრა სამუშაოების გეგმის მიხედვით; ბ) დაჭრილი ნაწილების ამოღება წყლიდან შემსრულებლის მოწყობილობის მეშვეობით, დაჭრილი ნაწილების გადატანა ნაპირზე, ან დამკვეთის მიერ აღნიშნულ უბანში, სამუშაო უბნის გაწმენდა (ჩაძირვის უბანი) მცირე ნაწილებისაგან და გემის ნარჩენებისგან. კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 290,000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების დასრულების თარიღია 2014 წლის 30 ნოემბერი. ამ დროში არ შესრულდა შპს „გ--–----ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები, ხელშეკრულება გაგრძელდა 2014 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე, შემდგომ 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 8 თებერვლამდე, 2016 წლის 08 თებერვლიდან 2016 წლის 1 მაისამდე. მიუხედავად დამატებითი შეთანხმებისა „გ--–-----“ ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება. მათ მიერ პირველ რიგში მოჭრილი და ამოღებულ იქნა ფსკერის ნაწილი დაწყებული N100 შპაგოუტიდან N80-ის ჩათვლით, რითაც დარღვეულია სამუშაო გეგმა. N80-დან N38-ის ჩათვლით მდგომარეობა იგივეა, კერძოდ: დაწყებული N80 შ-----------დან, დაწყებული N60 შ-----------დან N38-ის ჩათვლით ბორტის ქვედა ნაწილი ნაწილობრივ დამალულია, მაგრამ ვიზუალური შეფასებით და ნახაზთან შედარებით კორპუსის სიმაღლე აღნიშნულ რაიონში ასევე შეადგენს დახლოებით 7-დან 8 მეტრამდე.
3.2.15. 2016 წლის 08 ნოემბრის აქტის თანახმად, 2016 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა ყ---–---- ნ------------ს მისასვლელი არხის ჩრდილოეთ ფერდზე ჩაძირული გემის „ს----------ს“ დარჩენილი ნაწილების წყალქვეშა დათვალიერება. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 80 -100 შ------------- შორის ზონაში დარჩენილი ნაწილების კონტურები გაურკვევლად ისახება მათი მასიურად მოსილვის გამო. 80 შ-----------დან 36 შპანგოუტამდე სურათი არსებითად არ შეცვლილა წინა ინსპექციასთან შედარებით.
3.2.16.2016 წლის 14 თებერვლის აქტის შესაბამისად, 2016 წლის 14 თებერვალს ჩატარდა ყ---–---- ნ------------ს მისასვლელი არხის ჩრდილოეთ ფერდზე ჩაძირული გემის „ს----------ს“ დარჩენილი ნაწილების წყალქვეშა დათვალიერება. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ N100 და N80 შ------------- შორის დარჩენილია კაიუტებისა და მართვის პუნქტის გადაჭრილი ნაწილები, რომლებიც კარგად მოჩანს, N80 და N60 შ------------- შორის, დარჩენილი ბორტის ნაწილის სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 6-7 მეტრს, N60 და N38 შ------------- შორის კორპუსი ნაწილობრივ მოსილულია დასავლეთის მხრიდან. კორპუსის სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 7-8 მეტრს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „გ--–----ს“ დირექტორის ს------–------ნის სარჩელი შპს „შ----------------------–--“ მიმართ დავალიანების 208 670 ლარისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის 20 000 ლარის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ 2014 წლის 22 ივლისს შპს „შა---------------------–-ა“ (დარეგისტრირებულია ქ-------–---------- საოლქო სასამართლოში 5 ნოემბერს 1996 წელს), შემდგომში მომხსენიებული შემკვეთი, წარმომადგენელი ჯ--- ქ-------ის სახით და შპს „გ--–----ს“ (დარეგისტრირებულია 13.02.2012 წელს, ი/კ 4--------) შემდგომ-შემსრულებელი დირექტორი თ---------------–--ლის სახით, დაიდო ხელშკრულება შემდეგზე: შესასრულებელი სამუშაო ჩაძირული გემის „ს----------ს“ ნარჩენების ლიკვიდაცია შემავალი არხიდან ყ---–---- პ-------ს მიმდებარედ.
შპს „გ--–----სა“ და შპს „შა---------------------–-“ შორის 2014 წლის 22 ივლისს დადებული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 ნოემბერი, თუმცა ამ დროში არ შესრულდა შპს „გ--–----ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები, ხელშეკრულება გაგრძელდა 2014 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე, შემდგომ 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 8 თებერვლამდე, 2016 წლის 08 თებერვლიდან 2016 წლის 1 მაისამდე. მიუხედავად დამატებითი შეთანხმებისა „გ--–-----“ ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”. ამავე კოდექსის 412 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
მოცემულ შემთხვევაში არცერთი წინაპირობა არ არის, ვიანიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს. რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მის მიერ მითითებული სადავო გარემოების, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ მისი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მისი მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დასადასტურებლად მითითებული ფაქტი, ანუ თანხის გადაუხდელობა, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის რელევანტური და საკმარისი. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით, მოწმეთა ჩვენებებით (კონკრეტულ შემთხვევაში არ არის საჭირო რომელიმე მოწმეზე მითითება) ვერ იქნა წარმოდგენილი ელემენტარული სტანდარტის მქონე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნას, გარდა მისი ნაცილის მოპასუხის მიერ ცნობისა.
2017 წლის 20 დეკემბრის N2001363317 (საექსპერტო მომსახურების შესახებ) ხელშეკრულების შესაბამისად, დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზა, შინაასრი: გემის ნაწილების დადგენა, ნივთმტკიცებები: არ არის წარნმოდგენილი, დოკუმენტის შემომტანი: ს------–------ნი, დოკუმენტის დამრეგისტრირებელი თ---------------ძე. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 2 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი საექსპერტო კვლევას/გამოკვლევას იწყებს დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის საჭირო მასალის/ობიექტის წარმოდგენის დღიდან. დასკვნა/აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაიცემა 30 სამუშაო დღის ვადაში, ამავე ხელშეკრულების ამავე მუხლის მე-4 პუქნტის თანახმად, საექსპერტო კვლევის სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, საექსპერტო მომსახურების აუცლებელი გონივრული ვადა ვრცელდება საართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დედგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფების N148, 375, 377, 378, 380, 381, 392-398 კოდებით გათვალისწინებულ საექსპერტო მომსახურებაზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2018 წლის 14 მარტის წერილის მიხედვით, შპს "გ--–---ს" დირექტორის მიერ დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზა, სადაც მოთხოვნილი იყო გემის ნაწილების რაოდენობის განსაზღვრას, იმის გამო, რომ უზრუნველყოფილ ვერ იქნა საკვლევი ობიექტების წარმოდგენა, აღნიშნული დეტალების შეფასება შეუძლებელი გახდა და საქმე დამთავრდა შეუსრულებლად.
საქმეში არსებული შპს "შ----------------------–--" წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული N------------------- კონტრაქტის მიწოდება-მიღების აქტი N1-ის მიხედვით, ერთის მხრივ შპს „შ----------------------–--“ (საიდენტიფიკაციო კოდი:2--------), წარმოდგენილი გენერალური დირექტორის კ----------–--ვის სახით, შემდგომში „გამყიდველი“ და მეორეს მხრივ, შპს „ე-------“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------), წარმოდგენილი მისი დირექტორის გ--–------–---იას სახით, შემდგომში „მყიდველი“, გააფორმეს წინამდებარე მიწოდება-მიღების აქტი შემდეგზე: გამყიდველმა მიაწოდა, ხოლო მყიდველმა მიიღო 2017 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული N------------------- კონტრაქტით გათვალისწინებული საქონელი: 35000 კგ>+900 კგ ჩაძირული გემის - “s------” - ლითონის ჯართი მიწოდების ადგილი - შპს „შ----------------------–-“. N-------------------.
საყურადღებოა, რომ ჩაძირული გემის დასილულ ადგილზე დაჭრა და ამოღება, ურთულესი და სპეციფიური საქმიანობაა, რომელიც სპეციალურ ცოდნას, მომზადებას, ორგანიზებას, ტექნიკურ აღჭურვილობას და ბუნბრივია გარკვეულ სახსრებს მოითხოვს.
დავა ეხება საკითხებს, რომლის გადაჭრისათვის აუცილებელია არსებობდეს მტკიცებულება თუ რა სამუშაოები იქნა შესრულებული ჩაძირული გემის ნაწილებად დაჭრის და ამოღების თაობაზე. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის, მხარის გადმოცემით არსებობდა ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ მიუხედავად ძალისხმევისა, ასეთი მტკიცებულება საბოლოო ჯამში წარმოდგენილი ვერ იქნა.
საქმის სპეციუფიურობიდან გამომდინარე, მხარეებს არაერთხელ განემარტათ დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, ასეთის უპირატესობის ზოგადად და კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ საბოლოოდ მხარეთა შეუპოვარი პოზიციების გადაულახაობის გამო მორიგება ვერ იქნა მიღწეული და სამწუხაროდ ყ---–---- აკვატორიის გასუფთავების მიზანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლავ შეუსრულებელი (მიუღწეველი) რჩება.
ამდენად, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს რეალურად არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ საქმეში არსებული მასალები გამოიკვლია სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, შეაფასა ისინი და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო შპს ,,შ----------------------–--“ საბანკო ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი G---------------------) არსებულ ფულად თანხას 208670 ლარის ფარგლებში.
ვინაიდან შპს "გ--–----ს" დირექტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ,,შ----------------------–--“ საბანკო ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი G---------------------) არსებულ ფულად თანხას 208670 ლარის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „გ--–----ს“ დირექტორის ს------–------ნის სარჩელი შპს „შ----------------------–--“ მიმართ დავალიანების 208 670 ლარისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის 20 000 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ,,შ----------------------–--“ საბანკო ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი G---------------------) არსებულ ფულად თანხას 208670 ლარის ფარგლებში.
4.გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე