გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210016001467560
#2/2585-2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.06.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს „ს-----ნ ტ-----“
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხე - შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ი“
წარმომადგენელი - რ---–-------------ე
მესამე პირი - შპს „ტ--------ა“
წარმომადგენელი - ნოდარ მგელაძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ისათვის“ 34 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე შპს ”ს-----ნ ტ-----ის“ სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 თებერვალს და 2016 წლის 8 მარტს შპს „ს-----ნ ტ-----სა“ და შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ს“ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო მოპასუხის კუთვნილი ტვირთის გადაზიდვა ქალაქ ანკარიდან (თურქეთის რესპუბლიკა) ქალაქ ალმაატაში (ყაზახეთის რესპუბლიკა). მოპასუხემ კი იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით. მოსარჩელემ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, თუმცა მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გაწეული მომსახურების საფასური სრულად არ აუნაზღაურა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს 34 000 აშშ დოლარი.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ თავად დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო მოპასუხის კუთვნილი ტვირთის გადაზიდვა შეესრულებინა პირადად, ამ ვალდებულების შესრულება მიანდო მესამე პირს, შპს „ტ--------ას“, რომელმაც დანიშნულების ადგილზე ტვირთის გარკვეული ნაწილის გადაზიდვის შემდეგ უარი განაცხადა ტვირთის დაცლასა და მოპასუხისათვის გადაცემაზე, იმ მოტივით, რომ მოსარჩელე შპს „ს-----ნ ტ-----ს“ მის მიმართ მომსახურების ღირებულება სრულად ანაზღაურებული არ ქონდა. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო შპს „ტ--------ასთან“ ურთიერთობის დარეგულირება, მოპასუხე იძულებული გახდა საკუთარი ტვირთის მისაღებად მოლაპარაკება ეწარმოებინა შპს „ტ--------ასთან” და ტვირთის მისაღებად მისთვის გადაეხადა გასამრჯელო. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნია.
2.2. მესამე პირმა შპს „ტ--------ას“ წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ მოსარჩელეს მის მიმართ გააჩნდა დავალიანება, სატ------------ო გადაზიდვის მომსახურების აუნაზღაურებელი ღირებულების სახით, რაც მას აუნაზღაურა ტვირთის მესაკუთრემ - შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------მა“. შესაბამისად, მოპასუხეს რაიმე ვალდებულება შპს „ს-----ნ ტ-----ის“ მიმართ აღარ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 22 თებერვალს შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------სა“ და შპს „ს-----ნ ტ-----ს“ შორის დაიდო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს-----ნ ტ-----მა“იკისრა ვალდებულება ქალაქ ანკარიდან (თურქეთი) ქალაქ ალმაატის (ყაზახეთი) მიმართულებით გადაეზიდა შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ის“ კუთვნილი ტვირთი 8 ერთეული სატვირთო ავტომანქანით (ტრაილერით). შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ი“ კი კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო ტვირთის გადაზიდვის ანგარიშსწორება, თითოეული დატვირთული ავტომანქანისათვის 6500 აშშ დოლარის ოდენობით, (ჯამში 52 000 აშშ დოლარი), საიდანაც 4500 აშშ დოლარს შპს „ს-----ნ ტ-----ი“ მიიღებდა თითოეული ავტომანქანის დატვირთვისა და გასვლის დროს, ხოლო 2000 აშშ დოლარს მიიღებდა თითოეულ ავტომანქანაზე, ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.02.2016 წ. განაცხადი - ს. ფ. 38;
- 22.02.2016 წ. მომსახურების ხელშეკრულება - ს. ფ. 25-28;
- ინვოისი - ს. ფ. 32;
3.2.2. შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------თან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ს-----ნ ტ-----მა“ 2016 წლის 01 მარტს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ტ--------ასთან“, რომლის მიხედვით შპს „ტ--------ა“ კისრულობდა ვალდებულებას 17 სატვირთო ავტომანქანით (ტრაილერით) უზრუნველეყო ტვირთის გადაზიდვა მარშრუტით - თურქეთი - ყაზახეთი - თურქეთი. ხელშეკრულების მიხედვით მომსახურების ღირებულება თითოეული ავტომანქანის შემთხვევაში განისაზღვრა 9500 აშშ დოლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.03.2016 წ. ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვაზე - ს. ფ. 29-31;
3.2.3. 2016 წლის 8 მარტს შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------სა“ და შპს „ს-----ნ ტ-----ს“ შორის კვლავ დაიდო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს-----ნ ტ-----მა“ იკისრა ვალდებულება ქალაქ ანკარიდან (თურქეთი) ქალაქ ალმაატის (ყაზახეთი) მიმართულებით 9 ერთეული სატვირთო ავტომანქანით (ტრაილერით) გადაეზიდა შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ის“ კუთვნილი ტვირთი. შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ი“ კი კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო ტვირთის გადაზიდვის ანგარიშსწორება, თითოეული დატვირთული ავტომანქანისათვის 6500 აშშ დოლარის ოდენობით, (ჯამში 58 500 აშშ დოლარი), საიდანაც 4500 აშშ დოლარს შპს „ს-----ნ ტ-----ი“ მიიღებდა თითოეული ავტომანქანის დატვირთვისა და გასვლის დროს, ხოლო 2000 აშშ დოლარს მიიღებდა ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.03.2016 წ. მომსახურების ხელშეკრულება - ს. ფ. 33-37;
- განაცხადი - ს. ფ. 39;
- ინვოისი - ს. ფ. 40;
3.2.4. 2016 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ანკარაში დაიტვირთა და ქ. ალმაატის მიმართულებით გაემგზავრა 8 ერთეული სატვირთო ავტომანქანა, ხოლო 2016 წლის 8 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე დაიტვირთა და ქ. ალმაატის მიმართულებით გაემგზავრა 9 ერთეული სატვირთო ავტომანქანა. შპს „ს-----ნ ტ-----მა“ შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ის“ კუთვნილი ტვირთის გადაზიდვა უზრუნველყო შპს „ტ--------ას“ კუთვნილი 17 ერთეული სატვირთო ავტომანქანით (ტრაილერით), რისთვისაც მოსარჩელემ შპს „ტ--------ას“ აუნაზღაურა ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება - 9500 აშშ დოლარი, თითოეული ავტომანქანისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო გადაზიდვების ანგარიშფაქტურები - ს. ფ. 41-63;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებისათვის მიღებული თანხის აქტები - ს. ფ. 117- 118,3.2.6. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ს-----ნ ტ-----მა“ შპს „ტ--------ას“ სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური თითოეულ ავტომანქანაზე 9500 აშშ დოლარის ოდენობით, შპს "ტ--------ამ" ქ. ალმაატაში, ტვირთის დანიშნულების ადგილზე გადაზიდვის შემდეგ, უარი განაცხადა ტვირთის გადმოტვირთვასა და შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ისათვის“ გადაცემაზე, იმ მოტივით, რომ მათ მომსახურების ანაზღაურება შპს „ს-----ნ ტ-----ისაგან“ სრულად არ მიუღიათ. შპს „ტ--------ასთან“ მოლაპარაკების შედეგად, 2016 წლის 16 მარტს ტვირთი სრულად გადაეცა შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ს“, რითაც მოსარჩელე შპს „ს-----ნ ტ-----მა“ უზრუნველყო მომსახურების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება მოპასუხის მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ტვირთის გადაზიდვა უზრუნველყო შპს „ტ--------ასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელის კუთვნილი 17 სატვირთო ავტომობილით. მხარეთა შორის სადავო ასევე არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შპს „ტ--------ას“ აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 9500 აშშ დოლარი თითოეული ავტომანქანისათვის, თუმცა მიუხედავად ამისა, შპს „ტ--------ამ“ ტვირთის დანიშნულების ადგილზე გადაზიდვის შემდეგ პრეტენზია განაცხადა გაწეული მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 9500 ლარი წარმოადგენდა მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში ტვირთის გადაზიდვის საფასურს და ის არ მოიცავდა ყაზახეთის რესპუბლიკიდან თურქეთის რესპუბლიკაში გადაადგილების საფასურს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარისა და მესამე პირის მტკიცებას ამ გარემოებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამგვარი შეთანხმება არ გამომდინარეობს შპს „ს-----ნ ტ-----სა“ და შპს „ტ--------ას“ შორის 2016 წლის 01 მარტს გაფორმებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შინაარსიდან, რომლის მიხედვით მხარეები კონკრეტულად და ნათლად ჩამოყალიბებული პირობებით შეთანხმდნენ, როგორც ტვირთის გადაზიდვის მარშრუტზე - თურქეთი - ყაზახეთი - თურქეთი, ისე ამ მარშრუტით მომსახურების ღირებულებაზე თითოეული ავტომანქანის შემთხვევაში 9500 აშშ დოლარის ოდენობით. შეთანხმება იმგვარი პირობით, რომ 9500 აშშ დოლარი წარმოადგენდა მხოლოდ თურქეთიდან ყაზახეთის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვის საფასურს მხარეთა შორის არ დადებულა. მოპასუხე მხარეს და მესამე პირს გარდა სიტყვიერი განმარტებისა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თურქეთი - ყაზახეთი - თურქეთის მარშრუტით ტვირთის გადაზიდვის ღირებულებად 9500 აშშ დოლარის განსაზღვრა არაგონივრულია და ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება მომსახურების ამ სფეროსათვის დადგენილ ტარიფებს.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს "ს-----ნ ტ-----მა" შპს "ტ--------ას" სრულად აუნაზღაურა 17 ერთეული ავტომანქანის მომსახურების ღირებულება 9500 აშშ დოლარის ოდენობით, თითოეულ ავტომანქანაზე. ასევე დადგენილია, რომ შპს "ტ--------ას" მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ს“ 22.02.2016 წლისა და 08.03.2016 წლის მომსახურების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ტვირთი ჩაბარდა სრულად, თუმცა მან მოსარჩელეს აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების მხოლოდ ნაწილი.
3.2.5. შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------მა“ 2016 წლის 14 მარტს შპს „ს-----ნ ტ-----ს“ სრულად აუნაზღაურა 2016 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 52 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხოლო 2016 წლის 8 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ჯამში 58 500 აშშ დოლარი აუნაზღაურა ნაწილობრივ - 24 500 აშშ დოლარის ოდენობით. დარჩენილი ღირებულების 34 000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------სა“ და შპს „ტ--------ას“ შორის 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, სატ------------ო მომსახურების ღირებულება 34 000 აშშ დოლარი, შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------მა“ აუნაზღაურა შპს „ტ--------ას“ 2016 წლის 4 მაისს.
დადგენილია, რომ შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------სა“ და შპს „ტ--------ას“ შორის 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებული შეთანხმების შესახებ შპს "ს-----ნ ტ-----ი" ინფორმირებული არ იყო და მას არც თანხმობა განუცხადებია შპს "ს-----ნ ტ-----ის" ნაცვლად მომსახურების ღირებულების შპს "ტ--------ასათვის" ანაზღაურების შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი - ს. ფ. 41;
- 20.04.2016 წლის შეთანხმება - ს. ფ. 85;
- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი - ს. ფ. 86;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ს-----ნ ტ-----ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ის“ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 317, 327-ე, 361-ე 373-ე, 668-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).
მოსარჩელე შპს „ს-----ნ ტ-----“ მოითხოვს მოპასუხისათვის 34 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრებას, რაც მოსარჩელის მტკიცებით წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში ტვირთის გადაზიდვისათვის გათვალისწინებულ აუნაზღაურებელ ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობასთან და შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ამასთან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მხართა შორის არსებობდა გადაზიდვის სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის მიხედვით გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაზიდვის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივ გარიგებათა რიცხვს, რომლის ფარგლებში ხელშემკვრელი ერთი მხარე გადამზიდავი კისრულობს ვალდებულებას გადაიტანოს ტვირთი, ხოლო გამგზავნი კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს გადამზიდავს ტვირთის გადაზიდვის სახით გაწეული მომსახურების ღირებულება.
ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს გადაზიდვის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას. ამასთან, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ გადამზიდავმა - შპს „ს-----ნ ტ-----მა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, გადაზიდა ტვირთი და გადასცა ის მიმღებს მოპასუხე შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ს“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა, რომ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების საფასური. შესაბამისად, მასვე ევალება სასამართლოს წარმოუდგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება ან ის მტკიცებულება რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვერც ვალდებულების სრულად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა და ვერც იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა რაც გამორიცხავდა მის პასუხისმგებლობას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან შესაბამისი თანხმობის მიღების გარეშე გადასცა გადაზიდვის ღირებულება შპს „ტ--------ას“, არ ათავისუფლებს მას მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა მხარეთა მიერ მითითებული ის გარემოება, რომ შპს „ ს-----ნ ტ-----ს“ მესამე პირის შპს „ტ--------ას“ მიმართ გააჩნდა დავალიანება სატ------------ო მომსახურების აუნაზღაურებელი ღირებულების სახით და ამ ტრანზაქციით მოსარჩელემ მიიღო რაიმე სარგებელი. შესაბამისად, დაუშვებელია, შპს „ტ--------ას“ სასარგებლოდ თანხის გადახდით გამოირიცხოს/გაიქვითოს მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე.
სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 373-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიიღოს შესრულება; თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულების ფარგლებში სატ------------ო გადაზიდვის ღირებულება აუნაზღაურა არა მოსარჩელეს (კრედიტორს), არამედ სხვა პირს (შპს „ტ--------ას“), კრედიტორის თანხმობის გარეშე. ამასთან უდავოა, რომ მოსარჩელეს ამ ქმედებით სარგებელი არ მიუღია, ვინაიდან გაწეული მომსახურების ღირებულება შპს „ტ--------ასათვის“ მას ანაზღაურებული ქონდა სრულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიუხედავად, მოპასუხეს გაწეული მომსახურების ღირებულება მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია, რითაც მან დაარღვია ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების ვალდებულება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს სრულად აუნაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი .
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2395,57 ლარი და 150 ლარი. (ს. ფ. 18-20) ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისათვის გადაიხადა 5000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების - 79852.40 ლარის 3%-ის ფარგლებში, რაც შეადგენს 2395,57 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ის“ (ს/კ 4--------) კუთვნილ მოძრავ ქონებას, 8 ერთეულ ავტოსატ------------ო საშუალებას:
1) სახ. # B------, მოდელი - DAF TE47XS-19, გამოშვების წელი - 2002,VIN - XLRTE47XSOE590, ფერი -თეთრი, სარ. მოწ - BV1397164,2) სახ. # A------, მოდელი - DAF XF 105. 410, გამოშვების წელი - 2006, VIN - XLRTE47MSOE72 9117, ფერი - წითელი 6/8, სარ. მოწ - BV1410400,3) სახ. # B----, მოდელი - SCHWARZM ULLER SPA 3/E, გამოშვების წელი - 1999, VIN - VAVSAP335XH141292, ფერი - რუხი7/8, სარ. მოწ - BV1240829,4) სახ. # D------, მოდელი - SUBARU FORESTER, გამოშვების წელი - 2001, VIN - SF5168367, ფერი - წითელი 6/8, სარ. მოწ - BV1655686,5) სახ. # S------, მოდელი - RENAULT LAGUNA GRAND TOUR 1.9 DCI, გამოშვების წელი - 2001, VIN - VF1KG0R0625134927, ფერი - რუხი1/8, სარ. მოწ - BV1510249,6) სახ. #-------- მოდელი - MAN 18.463, გამოშვების წელი - 2002, VIN - WMAH12ZZZ2M349291, ფერი - ლურჯი 6/8, სარ. მოწ - BV1244825,7) სახ. # R-----, მოდელი - KOGEL SN24, გამოშვების წელი - 2003, VIN - WKOSNCO2430712963, ფერი - ლურჯი 7/8, სარ. მოწ - BV1413402,8) სახ. # B-----, მოდელი - KOGEL SNCO 24, გამოშვების წელი - 1998, VIN - WKOSNCO24W0719441, ფერი - რუხი 7/8, სარ. მოწ - BV1393165.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, არ არსებობს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი,სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „ს-----ნ ტ-----ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ის“ მიმართ.
2. შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ს“ შპს „ს-----ნ ტ-----ის" სასარგებლოდ დაეკისროს 34 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ს“ შპს „ს-----ნ ტ-----ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2545.57 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. შპს „უ---ლ ი--------–-----ლ ტ------------ს“ შპს „ს-----ნ ტ-----ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2395,57 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი