გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210017001671248
2/22-17
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „კრედიტ მენეჯმენტი“;
წარმომადგენელი ბ--–ა წ---–აია
მოპასუხე - ლ-–ა ტ----–აძე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
სასამართლო სხდომაზე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
შპს „კრედიტ მენეჯმენტის“ წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 2015 წლის 26 მარტს შპს „4 ფინანსსა“ და მოპასუხე ლ-–ა ტ----–აძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 650 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 30 დღეს, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს ვალდებულებას, რის გამოც მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება; 2016 წლის 30 ნოემბერს შპს „4 ფინანსის“ მიერ მოხდა მოთხოვნის დათმობა შპს „კრედიტ მენეჯმენტზე“;
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ლ-–ა ტ----–აძეს შპს „კრედიტ მენეჯმენტის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 650 ლარი, საკომისიო 64,50 ლარი, პირგასამტეხლო 1285,50 ლარი.
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში.
სასამართლო სხდომაზე, მოპასუხე რომელსაც სხდომის თარიღი ეცნობა საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის, მართალია წარმოდგენილია განცხადება პროცესის გადადების თაობაზე ოჯახური პირობების გამო, თუმცა რა იგულისხემება აღნიშნულ პირობებში მითითებული არაა და არც არანაირი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა პირგასამტეხლოს მოთხოვნა 655,50 ლარამდე, ამასთან, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვით მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო - 655,50 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 300 ლარამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადაიხადა 50 ლარი, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც, განსახილველ შემთხვევაში შპს „4ფინანსს“ და ლ-–ა ტ----–აძეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად; შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „კრედიტ მენეჯმენტის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ლ-–ა ტ----–აძეს (პ/ნ 60001038100) შპს „კრედიტ მენეჯმენტის“ (ს/ნ 404502356) სასარგებლოდ დაეკისროს 1014,5 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 650 ლარი, პროცენტი 64,50 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი.
3. მოპასუხე ლ-–ა ტ----–აძეს (პ/ნ 60001038100) შპს „კრედიტ მენეჯმენტის“ (ს/ნ 404502356) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე