განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
090100118002464298
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/11–2018) 090100118002464298

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2018 წელი ქ. ამბროლაური

 

ა-------–------------------–----------თლო

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

 

პროკურორი - ზ------–--–----------

ბრალდებული - ჯ----–---–----

ადვოკატი - მ----------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ჯ----–---–---- მიმართ,მამის სახელი: თ--------

დაბადებული: 0--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ო---

მოქალაქეობა: საქართველოს;

განათლება: ა---------–-----–----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–--

ნასამართლეობა: ა-----------

პირადი ნომერი: 3----------

რეგისტრირებული:ქ------------------–---------–----–--------------------------------------------–------------------

ფაქტობრივად მცხოვრები:ქ--------------------–---------–----–--------------------------------------–---–--------–------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი,111–151–ე მუხლის პირველი ნაწლი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ჯ----–---–---მ, წლების განმავლობაში, მათ შორის 2017 წლის 29 სექტემბერს, 2017 წლის 20 თებერვალს და 2018 წლის 24 აპრილს, ქ-----–-----------–---–------------–---მყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, უმიზეზოდ განაწყენებისას სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას, დ---------------–-–---–-- რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.ჯ----–---–---, 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ-----–-----------–---–------------–ი, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, ნაჯახის გამოყენებით, უმიზეზოდ განაწყენებისას, მოკვლით დაემუქრა დედას, დ--------------–-–---–-, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 13 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.116–121).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო--------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, მ------------–-–---–-- მიერ, 2018 წლის 24 აპრილს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ ჯ----–---–----აგან დედის დ--------------–-–---–-- მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, გამოიცა შემაკავებელი ორდერი(ს.ფ.32–33);

 

6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო--------------–--------------–--- მიერ, 2017 წლის 20 თებერვალს და 2017 წლის 29 სექტემბერს გამოცემული N0-------------- შემაკავებელი ორდერებით დგინდება, რომ ბრალდებულ ჯ----–---–--- სისტემატურად ანხორციელებდა დედის, დ--------------–-–---–-- მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფასა და ფსიქიკურ ძალადობას(ს.ფ.34; ს.ფ. 41–43);

 

7.დაზარალებულ დ--------------–-–---–--(ბრალდებულის დედა) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ჯ----–---–--- არის სასმელდამოკიდებული. ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი. თთქმის არასდროს არის ფხიზელ მდგომარეობაში და დღეში ალკოჰოლურ სასმელს სვამს რამდენჯერმე. მის მიმართ არის აგრესიული. სისტემატურად აგინებს. აღნიშნულზე განაცხადა პოლიციაში და გამოიცა შემაკავებელი ორდერები, რომლის ვადის გასვლისთანვე აგრძელებდა მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ძალადობა გრძელდება დიდი ხნის მანძილზე, ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევებიც. ბოლო წლებში აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება მოკვლით. თავს იცავს იმით, რომ როცა ჯ----–- ნასვამია სხეულს კარგად ვერ იმორჩილებს და ახერხებს მისგან გაქცევას, თორემ ახლა უკვე გარდაცვლილი იქნებოდა.

 

2018 წლის 24 აპრილს, სამსახურიდან დაბრუნებულს ჯ----–- სახლში არ დახვდა. გამოაცხო პური, გააკეთა საჭმელი, დაალაგა სახლი და ელოდებოდა მას. დაახლოებით 18 საათზე ჯ----–- როგორც ყოველთვის მივიდა ნასვამი, მიირთვა საჭმელი, შემდეგ აუტეხა ჩხუბი, აგინა დედის მისამართით, გამეტებით დაარტყა ხელი სახლში შესასვლელ კარებს და დააზიანა, ყვიროდა ასეთი საჭმელი რად მინდაო, ამის შემდეგ წიხლი ჩაარტყა ,,გიბსო კარდონი“–ს კედელს, რომელიც გაიბზარა. შემდგომ დაინახა, რომ ჯ----–- მისკენ მიდიოდა დიდი ზომის ნაჯახით, თან იძახდა: ,,ახლა უნდა მოგკლა და მოგაჭრა თავიო“. გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ ჯ----–- დაარტყამდა ნაჯახს. დაიმალა, ჯ----–- კვლავ ყვიროდა და იგინებოდა მისი მისამართით. როცა ცოტა გამოეყარა სასმელი, გარეთ გავიდა. დაბუნდა 24 აპრილს, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ძლიერ ნასვამი. აგინებდა და ლანძღავდა, ემუქრებოდა მოკვლით. მისი ასეთი ქმედება გრძელდება 10 წელია და განიცდის ძლიერ ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ცხოვრობს მუდმივად შიშის ქვეშ. იძულებული გახდა მიემართა პოლიციისათვის(ს.ფ. 3–5; ს.ფ.52–54);

 

8.2018 წლის 25 აპრილის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ჯ----–---–---ს, მის მიერ 2018 წლის 24 აპრილს ჩადენილი ქმედების გამო წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111–151–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ს.ფ.82–85);

 

9.გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2018 წლის 2 აპრილის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 112 –საგან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მიეწოდა შეტყობინების გზით, რომ ქ--–------–------------–---–--------------–------ებ დ--------------–-–---–--- ძალადობდა შვილი, შეტყობინების ინიციატორია დ-----------------------–-–---–- (ბრალდებულის დედა), რის გამოც, 2018 წლის 24 აპრილს, 04 საათსა და 05 წუთზე ჯ----–---–--- დაკავებული იქნა (ს.ფ.–1, ს.ფ.2; ს.ფ.44–46);

 

10. ჯ----–---–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 24 აპრილის და 25 აპრილის მოწმე დ--------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 25 აპრილის მოწმე ზ------------–---- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 25 აპრილის მოწმე მ-----------–--–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 24 აპრილის და 25 აპრილის ბრალდებულ ჯ----–---–---- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 24 აპრილის ოქმით ბრალდებულ ჯ----–---–---- ალკოტესტით შემოწმების შესახებ, 2018 წლის 24 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილით, 2018 წლის 25 აპრილის ოქმით დაზარალებულ დ--------------–-–---–--ათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 24 აპრილის ოქმით დ--------------–-–---–---- განხორციელებული სატელეფონო საუბრის შესახებ, 2018 წლის 24 აპრილის ოქმით ჯ----–---–----ათვის უფასო სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ, 2018 წლის 25 აპრილის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ბრალდებულთან, F--------- სპეციალურ პაკეტში დალუქული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქართული ნაჯახით, 2018 წლის 14 მაისის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჯ----–---–---- მიმართ, 2018 წლის 24 აპრილის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ჯ----–---–---- შესახებ, 2018 წლის 25 აპრილის ცნობით ჯ----–---–---- ნასამართლობის შესახებ, 2018 წლის 24 აპრილის ცნობით ჯ----–---–---- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, ა-------–------------------–----------თლოს 2017 წლის 20 თებერვლისა და 29 სექტემბრის გადაწყვეტილებებით ჯ----–---–---- მიმართ შემაკავებელი ორდერების დამტკიცების შესახებ, დადგენილებით ჯ----–---–---- მიმართ 2013 წელს წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, 2018 წლის 25 აპრილის ცნობით, ქ--–------–----------–---–------------–ი არსებული საცხოვრებელი კორპუსის შემოწმების შესახებ, 2018 წლის 25 აპრილის წერილით ჯ----–---–---- N2 დაწესებულებაში შესახლების შესახებ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით მიმართვებზე, 2018 წლის 24 აპრილის დადგენილებით დ--------------–-–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 25 აპრილის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, ა-------–------------------–----------თლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

12.დაზარალებული დ--------------–-–---–- არის ბრალდებულის ბიოლოგიური დედა, ოჯახის წევრი.

 

13.ბრალდებულმა ჯ----–---–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ჯ----–---–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----–---–---მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 151–ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

16.ჯ----–---–---- მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამხორციელების სისტემატური ხასიათი, დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.

 

17. ჯ----–---–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი- ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.

 

ჯ----–---–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობის შედეგს უკავშირდება.

 

ბრალდებულის მხრივ დაზარალებულთან მიმართებაში დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მეხუთე პუნქტის მოთხოვნა ,,არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა ...”, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მეხუთე მუხლის პირველი წინადადების დათქმა: ,,არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ, ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობას”, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მესამე მუხლის დათქმა: ,,არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემბღალავ მოპყრობას...”

 

ბრალდებულის ქმედებით შეილახა დაზარალებულის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული უფლება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის შესახებ, რომელიც შეეხება ადამიანის ორ ფუნდამენტურ უფლებას: თავისუფლებასა და თანასწორობას. თავისუფლება გულისხმობს ადამიანის დაცულობას დისკრიმინაციისაგან და ამდენად, ის უახლოვდება თანასწორობის კონცეფციას. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია ...განურჩევლად სქესისა” საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.

 

თავისი ქმედებით ბრალდებულმა სისტემატური, მრავალწლიანი გინებითა და შეურაცხმყოფელი ქმედებებით შელახა მისი ბიოლოგიური დედის ღირსება, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება ერთ ეპიზოდში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო მეორე ეპიზოდში (საქართველოს სისხლისს ამართლის კოდექსის 111–151 მუხლის პირველი ნაწილი) ჯარიმით, ან საზოგადოებისათვისს ასარგებლო შრომით ას სამოცდაათიდან ორას საათსამდე ან გამასწორებელის სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ჯ----–---–---ს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ჯ----–---–---- მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით და მისი ნაწილის პირობითად ჩათვლით, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ----–---–---- მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჯ----–---–--- ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მის მიმართ დადგენილი საპატიმრო სასჯელიდან პირობით მსჯავრად უნდა ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.

 

განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ----–---–---- მიმართ სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება, ხოლო დანიშნული საპატიმრო სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა არის აუცილებელი, მისი გამოყენების მიზანი -ლეგიტიმური და შეფარდებული სასჯელის ზომა „დასახული ლეგიტიმური მიზნის“ პროპორციული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე–274ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ჯ----–---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111–151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისათვის(2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადოს 6(ექვსი)თვე, ხოლო 6(ექვსი)თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63– 64 ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111–151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯ----–---–---ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით საბოლოოდ დანიშნული სასჯელიდან 1(ერთი) წლიდან, პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადოს 6(ექვსი)თვე, ხოლო 6(ექვსი)თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63– 64 ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ჯ----–---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 24 აპრილის 04 საათისა და 05 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების დროდან.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ჯ----–---–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ჯ----–---–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი F--------- სპეციალურ პაკეტში დალუქული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქართული ნაჯახი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ონის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი