გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2018
საქმის ნომერი
010210017001796557
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001796557

საქმე №2-398/17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს ,,უ---------–ი +”

წარმომადგენელი ა-----–---------------

მოპასუხე ა---------–--------ა

მოპასუხე ბ-------------ე

მოპასუხე მ--------------–-–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ავთანდილ ფარავას, ბ-------------ეს და მ--------------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,უ---------–ი+“-ის სასარგებლოდ 1217,52 ლარის გადახდა, მათ შორის ძირითადი დავალიანებაა 882,55 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 142, 97 ლარი, პირგასამტეხლო - 192 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 24 აგვისოს შპს ,,უ---------–ი+”-ს და ა---------–--------ას შორის გაფორმდა სესხის შესახებ ხელშეკრულება № 0858/0216, რომლის საფუძველზეც ა---------–--------ას სახელზე გაიცა სესხი 1600 ლარის ოდენობით 60 დღის ვადით. საპროცენტო სარგებლობის 0,27 %-ის დარიცხვით. სესხი იყო სარგებლიანი და ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის გადახდის გრაფიკი.

 

ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ ძირი თანხისა და სესხის სარგებლის თავისდროულად გადაუხდელბისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 12%-ისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-სესხის ხელშეკრულება.

- სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.2.2. 2016 წლის 24 აგვისტოს შპს ,,უ---------–ი+”-ს და მოპასუხეებს ბ-------------ესა და მ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა, როგორც თავდებმა პირებმა, სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ავთანდილ ფარავასთან გაფორმებული სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ხელშეკრულებები სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ.

 

3.2.3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადა სესხის თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მხარეებს გაეგზავნათ შეტყობინებები, რომლითაც ეცნობათ ვალდებულების დარღვევის შესახებ და მიეცათ დამატებითი ვადა, თუმცა უშედეგოდ.

 

მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 1217,52 ლარს, მათ შორის ძირითადი დავალიანებაა 882,55 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 142,97 ლარი, პირგასამტეხლო - 192 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- შეტყობინებები.

- გადახდის გრაფიკი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს: დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად შპს ,,უ---------–ი+”-ის სასარგებლოდ 1217,52 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 417-ე, 418-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, შპს ,,უ---------–ი+”-ს და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა სესხი.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მისი ძირითადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 882,55 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 142, 97 ლარს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეები ბ-------------ე და მ--------------–-–---–ი წარმოადგენენს თავდებ პირებს, რომლებმაც სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე ავთანდილ ფარავასთან გაფორმებული სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს 192 ლარს. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

6.5. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამდენად მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ,,უ---------–ი+”-ის სარჩელი.

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ა---------–--------ას, ბ-------------ეს და მ--------------–-–---–ს სოლიდარულად შპს ,,უ---------–ი+”-ის სასარგებლოდ 1217,52 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხეებს მოპასუხეებს ა---------–--------ას, ბ-------------ეს და მ--------------–-–---–ს შპს ,,უ---------–ი+”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე