განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100118002499725
საქმე #1/62-18წ.
საჩხერის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26.06. 2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ივანე ყიფიანი,სხდომის მდივნი დარეჯან ღამბაშიძე,ბრალდების მხარე
პროკურორი - ილ-- გე-–------ი
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: გი------ ყი-----ი,მამის სახელი: თე----------;
დაბადებული: 07.02. 19-- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, საჩხერე,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
პირადი ნომერი: 3----------;
ნასამართლობა: არ მქონე;
მცხოვრები: საჩხერე, მ------------ ქ. N67
ბრალდებულის ადვოკატი - ნანა ღუღუნიშვილი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-- გე-–------ის შუამდგომლობა ბრალდებულ - გი------ ყი-----ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით გი------ ყი-----ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
მის მიერ ჩადენი. ლი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 მაისს ქ. საჩხერეში, გომართელის ქუჩაზე გი------ ყი-----მა უკანონოდ შეიძინა (იპოვა) ვერცხლისფერ ქაღალდში მოთავსებული თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, წონით -0.00175 გრამს და რასაც იმავე დღეს უკანონოდ ინახავდა ქ. საჩხერეში, კოსტავას ქუჩაზე ქვეითად მოძრაობისას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გი------ ყი-----ის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების: კახაბერ კაპანაძის, ვაჟა თაბაგარის, ედუარდ გვიანიძის, ზაზა ავალ--ნის, კახაბერ კუტალაძის გამოკითხვები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, გი------ ყი-----ის გამოკითხვა.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
იმის გათვალისწინებით, რომ გი------ ყი-----ის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით, მის მიერ ჩადენილი ქმედების გულწრფელი აღიარების და აქედან გამომდინარე საჯარო ინტერესების (მაქსიმალური ეფექტიანობით იქნას გამოყენებული სახელმწიფო რესურსები) გათვალისწინებით, 2018 წლის 26 ივნისს, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ გი------ ყი-----ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) და საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილ-- გე-–------ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2018 წლის 26 ივნისს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-- გე-–------ის შუამდგომლობა ბრალდებულ - გი------ ყი-----თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
2018 წლის 26 ივნისს, წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა ილ-- გე-–------მა იშუამდგომლა ბრალდებულ გი------ ყი-----თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იმის თაობაზე, რომ ბრალდებული - გი------ ყი-----ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 03 ივლისის კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 10 წლით ჩამოერთმევას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა გი------ ყი-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნანა ღუღუნიშვილმა.
სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
წარმოდგენილი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების: კახაბერ კაპანაძის, ვაჟა თაბაგარის, ედუარდ გვიანიძის, ზაზა ავალიანის, კახაბერ კუტალაძის გამოკითხვები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, გი------ ყი-----ის გამოკითხვა - საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა გი------ ყი-----მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული, ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი, ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1.საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი, კანონის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალდებით წარდგენილი დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე).
4.2.სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე ბრალდებულისაგან დამარწმუნებელი პასუხები მიიღო.
4.3. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები სწორია. საპროცესო შეთანხმებაში ასახული რომელიმე პირობა არ უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ამასთან, საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებულის მიმართ არ ყოფილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება, ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. გააზრებული აქვს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები და გულწრფელად ნებაყოფლობითი თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და აღიარებს ბრალს.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალიწინებული რელევანტური გარემოებები, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და აგრეთვე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
ამდენად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
4.5. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სულისკვეთებასთან შეუთავსებელი არაა, როდესაც ბრალდებული საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე უარს ამბობს ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე (იხ. Kwiatkowska v. Italy, განაცხადი no. 52868/99, 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება). ამასთან, იმისათვის, რომ აღნიშნული ჩაითვალოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, იგი გამოხატული უნდა იყოს ცხადად და არაორაზროვნად, გაცნობიერებულად, მისი თავისუფალი ნების საფუძველზე (Colozza v. Italy, 1985 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები 90-91, აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. აგრეთვე Slavcho Kostov v. Bulgaria, პ. 17, 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება; Ruciński v. Poland, პ. 12, 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან (იხ. აგრეთვე Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10). პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა, აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება, დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (იხ. აგრეთვე Scoppola v. Italy, პ. 135, 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, პ. 135). უფლებაზე უარის თქმა უნდა განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. ამასთან, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. აგრეთვე Scoppola v. Italy, პ. 135-136, 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება; Poitrimol v. France, პ. 31, 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება; Hermi v. Italy, პ. 73, 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება). საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი. სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების საჯარო სასამართლო სხდომაზე გარკვევა (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 92 და 95).
4.6.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი სახელმწიფოს უტოვებს დისკრეციას, განსაზღვროს განაჩენის გასაჩივრების უფლების რეალიზების მოდალობები გასაჩივრების საფუძვლების ჩათვლით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დისკრეციის აღნიშნული ფარგლები ფართოა. აღნიშნული უფლება, როგორც წესი, ირღვევა მაშინ, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გასაჩივრების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით ნებადართული სამი გამონაკლისიდან თუნდაც ერთ-ერთს არ ემთხვევა (იხ. Zaicevs v. Latvia, 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება პ. 53).
4.7.ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-- გე-–------ის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 მარტის N 295 ბრძანებით დამტკიცებული “უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ” ინსტრუქციის პირველი მუხლის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შემდეგ (შემდგომში – ნივთიერი მტკიცებულება), ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ სპეციალურ საცავში (შემდგომში – სპეციალურ საცავში), სადაც მათ შენახვას, დაცვას და განადგურებას ორგანიზებას უკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია).
გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული და კვლევის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება „უპრენორფინი“-ს შემცველი ტაბლეტის ნატეხი წონით - 0.07 გრამი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეგზავნოს საქართველოს შსს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს (შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედ კომისია) და განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით, 21-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 215-216-ე, 219-ე, 230-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ-- გე-–------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული ზემდგომი პროკურორის თანხმობით საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილ-- გე-–------სა და ბრალდებულ - გი------ ყი-----ს შორის ადვოკატ ნანა ღუღუნიშვილის მონაწილეობით.
3. ბრალდებული გი------ ყი-----ი - ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს ს.ს.კ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.მსჯავრდებულ გი------ ყი-----ს საქართველოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
5. მსჯავრდებულ გი------ ყი-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშე მას აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა პრობაციის ბიუროს. დაევალოს მსჯავრდებულ გი------ ყი-----ს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება გი------ ყი-----ს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
7. გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული და კვლევის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება „უპრენორფინი“-ს შემცველი ტაბლეტის ნატეხი წონით - 0.07 გრამი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეგზავნოს საქართველოს შსს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს (შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედ კომისია) და განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
11. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი