გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210018002362969
საქმე №2/557-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
მოსარჩელე - რ----------------ი
წარმომადგენელი - გ---------------–--–---–ი
მოპასუხე - ე-----------------–--ე
დავის საგანი - განქორწინება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რამაზი ხეთაგურის სარჩელი მოპასუხე ე-----------------–--ის მიმართ, განქორწინების შესახებ
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შეწყდეს რ----------------სა და ე-----------------–--ეს შორის 2008 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება.
მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე რ----------------ი და მოპასუხე ე-----------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 21 ოქტომბრიდან. დაახლოებით ორი წელია რაც მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მეუღლეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის უჯახური ერთიანობის აღდგენა შეუძლებელია. მოპასუხე ე-----------------–--ე არ იყო თანახმა ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის მიემართა სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვა მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შერიგების ვადის მიუცემლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ე-----------------–--ემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 21 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა მნ № 220441 ;
3.1.2. მხარეები ბოლო ორი წელი დაიძაბა ურთიერთობა და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი
3.1.3. მხარეთა შორის ოჯახური ერთიანობის აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი
2018 წლის 25 აპრილს წარმოდგენილ შესაგებელით მოპასუხე ე-----------------–--ემ თანხმობა განაცხადა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე;
2018 წლის 15 ივნისს გორის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მოსარჩელე რ----------------ის წარმომადგენელის გ---------------–--–---–ის განცხადება, რომლითაც მოსარჩელე მხარემ თანხმობა განაცხადა მოპასუხე ე-----------------–--ის მიმართ განქორწინების შესახებ რ----------------ის სარჩელის გამო არასებულ სამოქალაქო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----------------ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში და ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
6.3. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ორივე მხარის განმარტებით მათ შორის შერიგება შეუძლებელია და ორივე მხარე თანახმაა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტისა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ სარჩელზე მოსარჩელე რ----------------ს წარმოდგენილი აქვს სახლმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. როგორც აღინიშნა მოპასუხე ე-----------------–--ემ სარჩელი ცნო სარჩელზე წრმოდგენილი შესაგებლით, სასამართლოს მთავარ სხდომამდე, შესაბამისად მოსარჩელე რ----------------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწფიო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ქორწინება რ----------------სა (დაბადებული 1964 წლის 02 მარტს, პ/ნ 59004002729) ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - ხეთაგური) და ე-----------------–--ეს (დაბადებული 1975 წლის 20 თებერვალს, პ/ნ 59002001788, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - ღამბაშიძე) შორის 2008 წლის 21 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება - აქტის ჩანაწერის №75200830041, მოწმობის გამცემი ორგანო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქურთას სამსახური, მნ №220441.
3. მოსარჩელე რ----------------ს (პ/ნომერი: 59004002729) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 21 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება №89).
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) განჩინების მხარეთათვის გადაცემის დღიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი