გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210-18002334826
№2/736-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.06.20-8 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ჟ------–-----–--ა;
წარმომადგენელი - ლ--------–--ე, ა---------–------------ე;
მოპასუხეები - ა----–-----–--ა, დ--------–-------ი;
წარმომადგენლები - დ----------–--ე, გ-------------ე;
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ა----–-----–--ას და დ--------–-------ს შორის 20-6 წლის 15 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ზ------------------------------, ჟ------–-----–--ა სადავო ქონებაზე ცნობილი იქნას თანამესაკუთრედ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ჟ------–-----–--ა რუსეთის რეპუბლიკაში ნამუშევარი თანხით დაეხმარა თავის შვილს ხ------–-----–--ას და დ--------–-------ისაგან ხ------–-----–--ამ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ზ-------------------------------ში. ბინის შესყიდვა მოხდა ზეპირი გარიგების საფუძველზე, თანხა ბინის შეძენისათვის დ--------–-------ს გადასცა ხ------–-----–--ამ, თუმცა ბინა მის სახელზე არ დარეგისტრირებულა, რადგან დ--------–-------ს გარდაცვლილი მამისაგან უნდა აღედგინა მემკვიდრეობა. ხ------–-----–--ა აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა დაახლოებით 8 წელი ოჯახთან ერთად. ხ------–-----–--ა ისე გარდაიცვალა, რომ ბინა მის სახელზე არ დარეგისტრირებულა. მისი გარდაცვალების შემდეგ 20-6 წლის 15 მარტს დ--------–-------მა უძრავი ქონება გადაუფორმა ხ------–-----–--ას შვილს ა----–-----–--ას ისე, რომ ხ------–-----–--ას პირველი რიგის მემკვიდრისათვის ცნობილი არ იყო. ჟე-----–-----–- ხ------–-----–--ას პირველი რიგის მემკვიდრეა და ბინა ჟ------–-----–--ას თანასაკუთრებასაც წარმოადგენს. მოსარჩელემ განმარტა, რომ 20-6 წლის 15 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულებით დაიფარა ჟ------–-----–--ას მიერ სამკვიდრო ქონების მიღება. (იხ. სარჩელი, 25.04.20-8წ სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ--------–-------მა სარჩელი არ ცნო. განმარტა რომ ხელშეკრულება დადებულია კანონის დაცვით და ამ ხელშეკრულებით გამოხატულია ორივე მხარის ნება. (იხ. შესაგებელი)
2.2. მოპასუხე ა----–-----–--ამ სარჩელი არ ცნო. განმარტა რომ ხელშეკრულება დადებულია კანონის დაცვით და ამ ხელშეკრულებით გამოხატულია ორივე მხარის ნება. (იხ. შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 დადგენილია, რომ 20-6 წლის 15 მარტს დ--------–-------ს და ა----–-----–--ას შორის დაიდო უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისში, ზ--------------------------------- ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ქუთაისში, ზ----------------------------ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ა----–-----–--ას საკუთრების უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
15.0-.20-6 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.2. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-7 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა----–-----–--ას სარჩელი. ჟ------–-----–--ას და მანა----–-----–--ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ა----–-----–--ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ზ---------------------------. გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
07.11.20-7წ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
3.2.3. როგორც მოსარჩელე განმარტავს, უძრავი ქონება ფაქტობრივად შეძენილი იქნა მისი შვილის ხ------–-----–--ას მიერ, დ--------–-------ს თანხა ხ------–-----–--ამ გადაუხადა და ფაქტობრივად დაესაკუთრა ქონებას, სადაც ცხოვრობდა 8 წელი ოჯახთან ერთად, თუმცა უძრავი ქონება მის სახელზე არ დარეგისტრირებულა, რადგან დ--------–-------ს გარდაცვლილი მამისაგან უნდა აღედგინა მემკვიდრეობა, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხეც ადასტურებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, 25.04.20-8წ სხდომის ოქმი.
3.2.4. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო უძრავი ქონება, შეძენილია ჟ------–-----–--ას მიერ გადაცემული თანხით, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას გამოკითხვის ოქმებში ადასტურებს მოპასუხე ა----–-----–--ა და დედა ნი-------–------. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 200- წელს როდესაც მოხდა ბინის ფაქტობრივად შეძენა ა----–-----–--ა იყო 3 წლის და სამართლებრივ ურთიერთობაში დ--------–-------თან ვერ შევიდოდა. ა----–-----–--ა გასაუბრების შესახებ ოქმში ადასტურებს, იმ ფაქტობრივ გარემობას, რომ სადავო ბინა მშობლებმა შეიძინეს დ--------–-------ისაგან 7500 აშშ დოლარად, საიდანაც ნაწილი თანხა საჩუქრის სახით გადასცა მამიდამ მანა----–-----–--ამ და ბებიამ ჟ------–-----–--ამ. მამის ხ------–-----–--ას გარდაცვალების შემდეგ დ--------–-------ს და ა----–-----–--ას შორის გაფორმდა უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა განმარტება, 25.04.20-8წ სხდომის ოქმი.
-ოქმი გასაუბრების შესახებ.
3.2.5. სასამართლო დადგენილად მიაჩნია, რომ უძრავი ქონება დ--------–-------ისაგან შეიძინა ხ------–-----–--ამ 200- წელს. ხ------–-----–--ა გარდაიცვალა 20-1 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ სადავო უძრავ ქონებაზე დ--------–-------ს და ხ------–-----–--ას შვილს- ა----–-----–--ას შორის 20-6 წლის 15 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ბინა გადავიდა ა----–-----–--ას საკუთრებაში.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის შესახებ და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ხ------–-----–--ამ სადავო ბინა შეიძინა ჟ------–-----–--ას მიერ გადაცემული თანხით, რასაც პოლიციის განყოფილებაში მიცემული ჩვენებით ადასტურებს ა----–-----–--ა. ჟ------–-----–--ა არის ხ------–-----–--ას პირველი რიგის მემკვიდრე და ამ ფაქტობრივი გარემოების არსებობის გამო მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჟ------–-----–--ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 477-ე, 170-ე, 56-ე, 51-88-ე, 183-ე მუხლებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მხარეთა ნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, საკუთრების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ მესაკუთრეა უფლებამოსილი განკარგოს კუთვნილი ქონება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ ნივთის გამყიდველი იყოს მისი მესაკუთრე და შესაბამისად, გარიგების დადებისას გამოხატული იყოს მისი ნება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, ე.ი. გარიგების ნამდვილობაც დამოკიდებულია მესაკუთრის ნების ნამდვილობაზე.
6.2. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე. ასევე მოსარჩელის მტკიცებით, გარიგება თვალთმაქცურია, ვინაიდან აღნიშნული გარიგებით დაიფარა ჟ------–-----–--ას მიერ ხ------–-----–--ას სამკვიდრო ქონების მიღება. მიუთითებს, რომ პოლიციის განყოფილებაში, ა----–-----–--ამ და დ--------–-------მა დაადასტურეს, რომ ბინა ნამდვილად შეძენილი იქნა ხ------–-----–--ას მიერ, დ--------–-------ს უძრავი ქონების შესაძენად ხ------–-----–--ა დაუკავშირდა და თანხაც ამ უკანასკნელმა გადაუხადა, ჟ------–-----–--ა არის ხ------–-----–--ას პირველი რიგის მემკვიდრე, შესაბამისად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხ------–-----–--ას გარდაცვალების შემდეგ უძრავ ქონებაზე უფლება გადავიდა დედაზე მემკვიდრეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია, გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური) გარიგება. ამდენად, თვალთმაქცურია გარიგება, როდესაც გარიგება იდება მოსაჩვენებლად, იმ მიზნით, რომ მისით სხვა გარიგება დაიფაროს. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგების უკან ჩვეულებრივ სხვა გარიგება იმალება, რომლის მიღწევაც გარიგების მონაწილეებს აქვთ განზრახული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი, მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური, მეორე რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, მხარეთა რელური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში მხარეები ვერ ერკვევიან რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურდათ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თავლთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ. (სუსგ №ას-976-908-20-7, 22.0-.20-8, # ას 871-821-20-5, 05.02.20-6წ;).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა ნასყიდობის თვალთმაქცური ხასიათი. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცურად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომლებმაც განაპირობეს თვალთმაქცური გარიგების დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
6.3. გარიგების ბათილობის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-88-ე მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 54–ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარიგების დადებისათვის ადგენს გარკვეულ წესებს, რომელთა დარღვევას შედეგად გარიგების ბათილად ცნობა მოჰყვება.
განსახილველ შემთხვევაში 20-6 წლის 15 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს კანონით დადგენილი რომელიმე წესის და აკრძალვის დარღვევას ადგილი ჰქონია. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არც საჯარო წესრიგს და არც ზნეობრივ ნორმებს არ ეწინააღმდეგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლით ,,უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით: ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
20-6 წლის 15 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ზემოაღნიშნული ნორმების დაცვით და ის გარემოება, რომ ხ------–-----–--ამ 200- წელს ჟ------–-----–--ას მიერ გადაცემული თანხით შეიძინა დ--------–-------ისაგან უძრავი ქონება- მოსარჩელესათვის არ წარმოშობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენის საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ჟ------–-----–--ა კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში ჟ------–-----–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 20-8 წლის 05 მარტის განჩინებით (საქმე #2/736-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა----–-----–--ას (პ/ნ 6----------) აეკრძალა ქ. ქუთაისში, ზ----------------------------ში (ყოფილი რ---------–-----------------) მდებარე უძრავი ქონების ბინა #4--ის, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ჟ------–-----–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გაუქმდეს 20-8 წლის 05 მარტის განჩინებით (საქმე #2/736-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა----–-----–--ას (პ/ნ 6----------) აეკრძალა ქ. ქუთაისში, ზ----------------------------ში (ყოფილი რ---------–-----------------) მდებარე უძრავი ქონების ბინა #4--ის, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დარინა აბულაძე